It’s Blitz!

2003 წელს იყო Fever to Tell. ალბომი რომელმაც ინდი როკის პოპულარიზაციას შეუწყო ხელი და მუსიკის სამყაროს სამი ძალიან ძლიერი მუსიკოსი: კერენ ოუ(ვოკალი), ნიკ ზინერი(გიტარა) და ბრაიან ჩეიზი(დრამი) აჩუქა. სამი წლის შემდეგ Show Your Bones-ით ჯგუფმა გაიმყარა თავისი სახელი როგორც ერთ-ერთმა საუკეთესო Indie ბენდმა. 2009 წლის 9 მარტს კი ჯგუფის რიგით მესამე სტუდიური ალბომი გამოვიდა – It’s Blitz!
ძალიან ძნელია დღევანდელ დღეს გააოცო მსმენელი. სამწუხაროდ ინდი ბენდების უმეტესობა ნებსით თუ უნებლიეთ მტვ-ის მაყურებელზე გათვლილი ჯგუფი ხდება. არანაირი სიახლე ჟღერადობაში, გაცვეთილი აკორდები, მოსაბეზრებელი რითმი, სუსტი ლირიკები და 40-50 წუთიანი ტანჯვა ალბომის მოსმენისას. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ Yeah Yeah Yeahs-ს ახალი ალბომი ნამდვილად უცხო ხილია. ეს არაა უბრალოდ არტ-პანკისა და ინდი პოპის ნაზავი, ეს არის ალბომი რომელიც თავის 10 ტრეკში აერთიანებს უამრავ მუსიკალურ მიმდინარეობასა და ჟანრს. დენს-პანკი, ავანტ-პოპი, არტ-პანკი, რიგ ტრეკებში კი 70-იანების დისკოს სულიც იგრძნობა. ნიკ ზინერი ალბომის პირველივე ტრეკში Zero იწყებს საოცრებების კეთებას, Head we roll-ში ფუტურისტულ ჟღერადობას გვთავაზობს, Dull life-სა და Runaway-ში კი წინა ალბომების ნოსტალგიას აღვიძებს. ალბომი ფაქტობრივად უნაკლოა. თითოეული ტრეკი ავსებს ერთმანეთს და ქმნის კომპლექტს რომელიც ჯერ-ჯერობით 2009 წლის საუკეთესო ალბომს გვაძლევს.
პირველი სინგლი Zero უკვე გამოვიდა. ჯერ-ჯერობით უცნობია შემდეგი სინგლი რომელი იქნება ან თარიღი როდის გამოვა.
აუცილებლად მოუსმინეთ ამ ალბომს თქვენ გელით ერთსაათიანი მოგზაურობა გემოვნებიანი(გემოვნება- ყველაზე სადაო და ყველაზე სუბიექტური ცნება. ავტორის შენიშნა) მუსიკის სამყაროში. ავტვირთე ალბომი და გადმოწერეთ. ბონუს ტრეკებიც მივაყოლე , რამდენიმე სიმღერის აკუსტიკური ვერსია და სიმღერა faces. Enjoy It’s Blitz!
ფავორიტი ტრეკები:
“Zero”
“Heads Will Roll”
“Dull Life”
“Runaway”
“Hysteric”
ალბომის შეფასება 9/10
©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)
1 comment so far
Leave a reply
მიყვარს ეს ჯგუფი
სიმღერა Runaway-მ შემაყვარა -პირველად ერთ სერიალში მოვუსმინე – თან ფინალი იყო სერიის უძლიერესი და მუსიკაც მაგრად დასმული. დღედაღამე ვუსმენდი. მერე ეს ალბომიც ჩავიწერე და შემიყვარდა
))