ხასიათი სახელად – Crappy
რამდენიმე თვეა უკვე ბლოგერი ვარ და როგორც წესი საკუთარ თავზე არასოდეს ვწერ ხოლმე. დღეს კი გადავწყვიტე, რომ ერთხელ მაინც ფაუკმა ჩემი დღიურის ფუნქცია უნდა იტვირთოს, იმ დღიურისა, რომელიც არასოდეს მქონია.
3-4 დღეა “ჩავარდნა” დამეწყო. “ჩავარდნას” ვეძახი ხოლმე ჩემი ცხოვრების იმ მონაკვეთებს, როდესაც გადაბმულად რამდენიმე დღე crap-ად ვგრძნობ თავს, ან piece of shit-ად გააჩნია ამინდს. არა ამინდი არ მოქმედებს ჩემს ხასიათზე არასოდეს. რაღაც დებილობები ხდება ჩემს ცხოვრებაში, თან ყველაზე ნაკლებად, რომ მინდა იმ პიროვნებისა თუ პიროვნებების მონაწილეობით. იბადება კითხვები რომლებზეც პასუხი მაინტერესებს, მაგრამ არასოდეს დასვამ მაგ შეკითხვას, რადგან მოპასუხე დარწმუნებული იქნება თავის ჭეშმარიტებაში, მე კი ვერაფერს ვერ შევცვლი. საერთოდ ლაპარაკით არაფერი არ იცვლება, მხოლოდ აღიზიანებ ვიღაცას და შენს თავს აგდებ ცუდ მდგომარეობაში. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად კარგი ორატორი არ ფსიქოლოგი ხარ, ჯობია დაოკდე და დაელოდო სხვის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, სხვის ნაბიჯებში ყველაზე მეტად ჩანს შენი დანიშნულება. დანიშნულება ცუდი სიტყვაა, უფრო შენს მიერ გადასადგამი ნაბიჯები ჯდება ამ სიტუაციაში.
ბლინ ვრ ვიტან ასეთ სიტუაციებს. არადა რამდენი ხანია, არაფერს შევუწუხებივარ სერიოზულად. Myspace-ს ლეიაუთი შევცვალე. ლოოლ. ეს კი ბოლო 365 დღეში მეორეჯერ გავაკეთე. წინაზეც fucked up ვიყავი.
მოკლედ ველი ჩემი მდგომარეობის რადიკალურ გაუმჯობესებას და ვიმედოვნებ ყველაფრის რადიკალურად სასიკეთოსკენ შეცვლას.
ბლინ რა არეულად და იდიოტურად დავწერე ყველაფერი.
ეს არის ყველაზე არაადამიანური მუსიკალური კლიპი რომელიც, კი ოდესმე შეუქმნიათ. ყველაზე ლამაზი, სევდიანი და გენიალურად მოფიქრებული. ვუძღვნი ჩემს ტავს და კიდევ იმ ხალხს ვისაც ბლუკი არ უყვარს, მაგრამ მაინც ჭამს, თუ იმას არ გავითვალისწინებთ, რომ ქიშმიშებს იღებს ბულკიდან და ყრის.
პ.ს ეს არის ყველაზე “გოგო” პოსტი რომელიც კი ოდესმე დამიწერია : D
13 comments so far
Leave a reply
“საერთოდ ლაპარაკით არაფერი არ იცვლება, მხოლოდ აღიზიანებ ვიღაცას და შენს თავს აგდებ ცუდ მდგომარეობაში. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად კარგი ორატორი არ ფსიქოლოგი ხარ, ჯობია დაოკდე და დაელოდო სხვის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, სხვის ნაბიჯებში ყველაზე მეტად ჩანს შენი დანიშნულება. დანიშნულება ცუდი სიტყვაა, უფრო შენს მიერ გადასადგამი ნაბიჯები ჯდება ამ სიტუაციაში.
ბლინ ვრ ვიტან ასეთ სიტუაციებს. ”
+1
ძალიან “ჩემებური” აზრია ) არაუშავს, ნიკ, И это пройдет )
მე მომეწონა ეს შენი “გოგო” პოსტი :ლოლ: ლოგიკურია.
მეტი რა გითხრა, ადამიანი ხარ – ესაა ერთადერთი ახსნა შენი მდგომარეობის; ადამიანები კიდევ ხან კარგ ხასიათზე არიან, ხან – ბითურულზე და ნატოშასი და სოლომონის არ იყოს: “ესეც გაივლის”
nu nika, es tu imis bralia rom mteli dge marto 2,50 lariani sharma wame, gagivlis
an kidev is, rom shenze meti gijebi davtovet gushin games II korpusshi, ara ushavs, xdaba xolme
ხო რავი, ზალიან ბევრი აწუწუნდა ამ ბოლო დღეებში, ისეთებიც ვისგანაც არასდროს გამიგია დეპრესია . და მგონი ისეთი დღეებია, რა ქვია იმას, მაგნიტური :დ :დ
ყველაფერი მოგვარდება, არაუშავს!
Take it Easy – miige siamovneba aseti mdgomareobidanac ki
კლიპმა დამასევდიანა იმაზე უფრო მეტად, ვიდრე აქამდე ვიყავი სევდიანი.
ძალიანაც კარგია, რომ “გოგო” პოსტი დაწერე. ემოციები უნდა ამოუშვა ხოლმე. თან ბლოგი ერთ–ერთი კარგი ადგილია ამისთვის. ასე რომ არ მოგერიდოს, ვირტუალური მეზობლები აქ ვართ.
ხო კლიპი სევდიანზე სევდიანია. თან რაც ყველაზე მთავარია ეს არ არის იაფფასიანი გრძნობებისა და პოპ-კულტურისთვის დამახასიათებელი ეპიზოდების სიმრავლით გამოწვეული. ეს არის ჩვენი მომავალი, რომელსაც ჩვენვე ვქმნით.თუ ასე გაგარძელდა ყველაფერი, დრო მოვა და ბავშვებს ფერფლისა და მტვრის თოვლის ბაბუის გაკეთება მოუწევთ.
“გოგო” პოსტი
ლოლ
ise magrad gamartulad cer
Me magalitad shiftiani asoebi mainc shecdomit mecerineba xolme qartulad
da xandaxan dzaan sasacilod gamomdis
ჩემი “გამართული” წერა, ჩემი სიზარმაცის “დამსახურებაა”. თითქმის არასოდეს ვკითხულობ იმას რასაც ვწერ.
au ra sacyali klipi iyo
((((
არც ისე გოგო პოსტია
აუ კლიპმა კინაღამ ამასლუკუნა :უსერ:
ძაან იმოქმედა…..