The Dark Side of the Moon
1973 წელს Pink Floyd–მა თავისი, კომერციულად ყველაზე მომგებიანი ალბომი,The Dark Side of the Moon გამოუშვა. 2112 წელს სემ ბელმა(სამ როკუელი) პირადად იგემა საკუთარ ტყავზე მთვარის ბნელი მხარე.
ახალბედა რეჟისორი დანკან ჯონსი გვიხატავს მომავალს, XXII საუკუნეს, კომპანია Lunar Industries მთვარეზე ჰელიუმ 3–ის მოპოვებითაა დაკავებული. რომელსაც დედამიწაზე ენერგიის წარმოებისთვის იყენებს. კომპანიას ერთადერთი თანამსრომელი ჰყავს მთვარეზე, სემ ბილი, რომელსაც სამწლიანი ვადის გასვლამდე 2 კვირა აქვს დარჩენილი.

პირველივე კადრში სადაც სემი ჩანს მას აცვია ყვითელი მაისური რომელზეც მსხვილი შრიფტით წერია WAKE ME. სწორედ ამ ეპიზოდიდან იწყება სემის “გამოღვიძება”. წარმოიდგინეთ ადამიანი რომელიც მარტოა მთვარეზე, ჰყავს ერთადერთი თანამოსაუბრე გერტი, ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტი, უვლის ყვავილებს, აკეთებს მაკეტს, წერს და დედამიწაზე გზავნის ვიდეოებს თავისი მეუღლისა და პატარა ბავშვისთვის. სემ როკუელი მოახერხა და ეკრანთან მიმაჯაჭვა თავისი პერფომენსით. მეც მთვარეზე ვიყავი, მეც ვიჯექი ჰარვესტერში, მეც შემემთხვა ინციდენტი რომლის შემდეგაც მეორე მე, ჩემი თავი ვნახე.
დანკან ჯონსს კი არა უფრო დიდ რეჟისორებს გაუჭირდებოდათ 5 მილიონად sci-fi–ს გადაღება, რომელიც ასე რეალისტიკური და მიმზიდველი იქნებოდა მაყურებლისთვის. ატმოსფეროს შექმნაში უდიდეს როლს თამაშობს კლინტ მენსელის მუსიკა და დეკორაციები რომლებმაც რატომღაც სტელნი კუბრიკის 2001: A Space Odyssey გამახსენა. საერთოდ რეჟისორს ეტყობა, რომ “კოსმოსური ოდისეის” დიდი მოყვარულია, სემ ბელი დეივ ბოუმენს მახსენებს, გერტი კი HAL 9000-ს.

ნამუშევარი საკმაოდ მძიმე საყურებელია, რიგ ეპიზოდებში რეჟისორს ეტყობა გამოუცდელობა და ერთფეროვან არაფრისმომცემ კადრებსა და მომენტებს გვთავაზობს, თუმცა სემ როკუელის საქებრად უნდა ითქვას რომ oscar worth პერფომენსი აჩვენა. საოცრად გადმოსცა ადამიანის სახე რომლის ერთადერთი “მტერი” კოსმოსში მისივე თავია. გერტი რომელსაც კევინ სპეისი ახმოვანებს, იდუმალი რობოტია, იგი თავის განცდებსა და ემოციებს სმაილებით გადმოსცემს და მთელი ფილმის ვერ ხვდები ეკრანის მიღმა რომელზეც ყვითელი ფიგურები ერთმანეთს ეცვლებიან რა იმალება, ადამიანის ეს ქმნილება ვის მხარეზეა. რეჟისორმა შექმნა პერსონაჟი რომლის თითოეული ნაბიჯის გასაგებად თავის მტვრევა გიწევს მაყურებელს.
ძალიან ძნელი გამოდგა ამ ფილმზე დაწერა, არ მინდოდა დამესპოილერებინა და ამიტომაც რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან ეპიზოდს არ განვიხილავ, რომელსაც მეგობრების ვიწრო წრეში საწურში გავატარებ. :დ
ფილმი ბოლო წლების ერთ–ერთი საუკეთესო Sci-Fi ნამუშევარია, მინიმალური ბიუჯეტით გადაღებული ფილმი, რომელიც წლების შემდეგაც შეძლებს და მიიზიდავს მაყურებელს.
9/10
©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)
ვუყურებ!
მაგარი კინოა მე კამ როპში ვნახე და მაინც მაგრა გამისწორდა
ვააჰ, დღეს ზუსტად ასეთ თემაზე ვაპირებდი დაწერას, კერძოდ, sci-fi-ზე.
allmovies-ზე ვიყავი შესული, მთვარე 2112-ს გადავაწყდი და ეგ იდეაც მაქედან მომივიდა.
ხვალ ვნახავ მაგ ფილმს უეველი :>
მომეწონა მიმოხილვა, რობოტით დავინტერესდი
ძალიან მომინდა ამ ფილმის ყურება, ფორუმშიც ძალიან აქეს. ამ ჟანრის დიდი მოყვარუილი არ ვარ, მაგრამ დავინტრიგდი.
ვახ დამაინტერესეა მეც ვუყურებ აუცილებლად
და ბარემ ვინმემ ხომ არ იცით ქართულ ტორენტებზე დევს თუ ტორენტებიდან უნდა გადმოვიწერო ?
justsimpleguy – ქართულ ვარეზ საიტებზეც დევს და ტორენტებზეც. გოლ.გე–ზეც არის მემგონი
ალბომი მომწონს! ძალიან მომწონს თან!
ფილმი არ მინახია და არც ვიცი თუ ვნახავ რადგან ამ ბოლო დროს ვეღარ ვუყურებ კინოებს.
dzaan magari kinoa
[...] [...]