Dream On
5 ოცნება ეს თემა რამდენიმე კვირის წინ შემოგორდა ქართულ ბლოგსამყაროში, დაიტაგა ბევრი ბლოგერი, მათ შორის მეც(ჩორვენმა დამტაგა) ხოდა დავწერ ჩემი ოცნებების შესახებ.

1)Super power - ბავშვობაში ძალიან მიყვარდა კომიქსები. განსაკუთრებით Marvel–ის სამყარო. პრინციპში ეხლაც სიამოვნებით წავიკითხავდი დრო, რომ მქონდეს. მუდამ მინდოდა რაიმე სუპერძალა მქონოდა და სიმართლე ითქვას არც ეხლა ვიტყოდი უარს. ყველაზე მეტად მაგნიტოს შესაძლებლობები მიზიდავს. ამ მუტანტს ყველანაირი ლითონის მართვა შეუძლია. ეუფ რას გაასწორებდა :დ
2) Dream job – ნუ პირველი სურვილი ფენტეზის სფეროა, პრინციპში ჩემი ოცნების სამსახურიც თითქმის უტოპიურია.
მინდა დაახლოებით ესეთი სამსახური. ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფთან ერთად ვუყურებ ფილმს(რომელსაც მე ვურჩევ), შემდეგ კი ვარჩევთ ფილმს, ნუ ისინი ჩაინიკები არიან და დეტალებში ჩაღრმავებაში გიდობას მე ვუწევ. წარმოიდგინეთ ამაში რომ ფულს გიხდიან.

3)My greatest creation – ჩემი ოცნებაა South Park–ის ქართული ვერსია შევქმნა. სტილის გადმოტანა მინდა მხოლოდ დანარჩენს ყველაფერს ქართულს გავაკეთებდი, პერსონაჟებს, სიუჟეტს, იუმორს. 3–4 სერიის სიუჟეტი დაწერილიც კი მაქვს :დ მინდა ანიმაციური სერიალი რომელსაც არანაირი საზღვრები არ ექნება.
4)Home sweet home – ჩემი საკუთარი სახლი მინდა. უფრო ზუსტი თუ ვიქნები ბინა. დაე იყოს შანხაის დასახლებაში. ორ–ოთახიანზე მეტი არ მინდა. არც რემონტი და გამოწყობაა საჭირო. მე თვითონ მოვუვლი.

5) fortune – ეს ოცნება რომ ყველაზე ზედა ოცნება ამიხდეს :დ ნუ ჯანდაბას ერთი მაინც. ჯამრთელობაც იქნება მერე და ბედნიერებაც.
მე ვტაგავ:
8 comments so far
Leave a reply
სუპერძალებზე ყოველთვის ვოცნებობდი.
და ახლაც.
ნიკა, ყოველი “რომ”-ის წინ ნუ სვამ მძიმეს, აზრი რომ დამთავრდება, მაშინ დასვი. მაგალითად, ამ წინადადებაში: “ეხლაც სიამოვნებით წავიკითხავდი დრო, რომ მქონდეს.” მძიმე უნდა “წავიკითხავდი”-ის შემდეგ, და არა იქ, სადაც გიწერია.
პ.ს. ეხლა კი არა ახლა!
პ.ს.ს. შენი ბლოგი ძალიან მომწონს და თვალყურს ვადევნებ სულ
მეც ჩემი ხუთი ოცნება უნდა დავწერო? :დ
პ.ს. ჭრილობაზე მარილი დაგაყარეს :დ
არა რა… რა უპატრონოები და უსახლკაროები ვართ ეს ბლოგერები. უკვე მერამდენე “5 ოცნებაა”, რომელშიც სახლს ნატრობენ
)))
მეც, ჩემი მხრივ, ერთი ქოხი ვინატრე…
დავიჯერო,მეტზე არაფერზე გიოცნებია?
ერთი მე არავინ დამტაგოს =)))
ზურიუს, მე არ მინატრია სახლი :დ
ზოგადად მინდა სახლი, მაგრამ ოცნებების ხუთეულში ვერ მოხვდა :დ
1)Super power –
au me ra mindoda xolme iciiiiiiii
bavshvobashi vukure films skanerebze, tipebi tvalebshi ro ukurebdnen da rasac undoda ro aketebinebdnen da magrad mominda egeti vkopilikavi
da imdenad davijere ro imenna vtestavdi, videqi da vigaceebs rom velaparakebodi imenna tvals ar vashorebdi tvalebidan da mere gamirbodnen xolme
me meeqvse viqnebi romelic saxls natrobs
2 saxli maqvs magram chemi arc erti araa
CHEMI SAXLI MINDA