Fantastic message for thirsty People
Filed under: Best of..., Indie, Movie, Music, Trailer | Tags: avatar, დანკან ჯონსი, კვენტინ ტარანტინო, კინო, სემ როკუელი, ჩან ვუკ პარკი, ჯეიმს კამერონი, best, district 9, Fantastic Mr.fox, Indie, Inglourious Basterds, messager, moon, Movie, Music, Ponyo, Thirst, Where the wild things are |
სამთვიანი პაუზის შემდეგ ბლოგზე ვბრუნდები. ჟურნალი “ტაბულა” გახურდა. აგერ უკვე მეხუთე ნომერი გამოვა ორშაბათს და მეც გადავწყვიტე ნელ–ნელა ბლოგისთვისაც მოვიცალო.
პირველ პოსტზე ბევრი ვიფიქრე და საბოლოოდ ჩემ საყვარელ თემატიკაზე, კინოზე, გადავწყვიტე დამეწერა.
2009 წელი მოულოდნელად კარგი გამოდგა კინოსამყაროში. ამდენი კარგი პროექტი ერთ წელს, ბოლოს როდის გამოვიდა არ მახსოვს(1999 არ ვთვლი). გთავაზობთ შარშან გამოსული საუკეთესო ფილმების ჩემეულ ათეულს.
10)Hangover
უდაოდ წლის საუკეთესო კომედია. მარტო ზაკ გალიფიანაკისის პერსონაჟი ღირს ერთ ფილმად. აი გემოვნებიანად განადაღებული ფილმია, ბევრი სასაცილო მომენტით და საკმაოდ ორიგინალური სიუჟეტით.
რომ არა ეს ნამუშევარი In the loop დაიკავებდა მეათე ადგილს, არანაკლებ მაგარი ბრიტანული კომედია.
9)Serious Man
კოენებს კინო უყვართ. მაგარი კიდიათ ყველაფერი გარდა იმისა, რომ თავი და მაყურებელი ასიამოვნონ. ფილმის დასაწყისი და დასასრული იმდენად ფენომენალურია, რომ ადამიანს გინდება გაგიჟდე, მაგრამ არ გამოგდის. საოცარი ფილმია შავზე უშავესი იუმორითა და ებრაული სულით.
8)District 9 / Moon

ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული ორი ფილმი, რომლებსაც მხოლოდ ჟანრი, sci– fi, აერთიანებთ. ორი დამწყები რეჟისორის ნეილ ბლომკამპისა და დანკან ჯონსის გენიალური ფილმები. District 9 ძალიან ორიგინალური სიუჟეტის მქონე ფილმი, 30 მილიონად გადაღებული დიდებული სპექტაკლი, რომლის მთავარი პერსონაჟი ვიკუს ვან დე მერვეა(ოსკარებზე ძალიან დაიჩაგრა მთავარი როლის შემსრულებელი). Moon, indie კინოს ზეიმია. მინიმალისტურ სტილში გადაღებული ფილმი, კლინტ მანსელის მუსიკისა და სემ როკუელის კარიერის საუკეთესო პერფომენსის წყალობით, ბოლო ათწლეულების ერთ–ერთი საუკეთესო “კოსმოსური ოდისეაა”.
7)Messanger
რატომ მოიგო ამდენი ოსკარი Hurt Locker–მა როცა არსებობს ეს სულისშემძვრელი ფილმი?!
ძლიერი რეჟისურა სურდათ – Messanger უკეთესია
მსახიობების თამაში – ვუდი ჰარელსონი და ბენ ფოსტერის გვერდით, რენე და მაკი საცოდავები არიან
ორიგინალური სიუჟეტი – Messanger თავისი სიუჟეტითა და დინამიურობით, სიმძიმითა და სხვის სულში ხელების ფათურით, Hurt Locker–ს აშკარად განაღმულსა და გაუპატიურებულს ტოვებს. ყოველ სცენაში “ახალი ამბავი” სწორედ მაშინ მოდის როცა ეს საჭიროა.
წლის ერთ–ერთი ყველაზე დაჩაგრული ფილმი. უბრალოდ უნდა ნახოთ. პირველი სცენა ჯობია მთლიანად ბიგელოუს ფილმს.
6)Watchmen
სნაიდერი გიჟია! 300 საკულტო ფილმია, იმდენად საკულტო რომ რამისაა ყველაფერი მილერის კომიქსების ეკრანიზაციის ესთეტიკით გადაიღონ. აი Watchmen სრულიად და სხვა დონე და საფეხურია. გრაფიკული ნოველა ადაპტირებული კინოდ, ისე რომ სუპერგმირი თავად ხდები. ფერების საოცარი პალიტრა და ალტერნატიული სამყარო რომელიც შენ დოქტორ მანჰეტენივით ღმერთი ხარ.
5)Inglourious Basterds
I think this might just be my masterpiece. ამ სიტყვებს ლეიტენანტი ალდო რეინი ამბობს ფილმის ბოლოს და ტარანტინოს სათქმელს ზუსტად გადმოსცემს. “ნაბიჭვარმა” კვენტინმა, მართლაც შედევრი გადაიღო. უდაო და მეორე მსოფლიო ომის დარი. კრისტოფ უოლცის თამაშზე არაფერს ვიტყვი, უხერხულია. მიდი კვენტინ Kill Bill 3 გადაიღე, კიდევ ერთხელ დაგვიბრუნე პატარძალი და ანიმე ერთად.
4)Fantastic Mr.Fox
თანამედროვეობის ერთ–ერთი საუკეთესო რეჟისორის უეს ანდერსონის მცდელობა, კარიერაში პირველად გადაეღო ანიმაციური ფილმი დასრულდა… Fantastic ეს ყველაზე ცოტაა რითაც შეიძლება ეს ნამუშევარი შევამკოთ. არც ვიცი რას გავუსვა ხაზი, რეჟისურას, ულამაზეს ანიმაციას, პერსონაჟებს თუ ალექსანდრ დესპლატის მუსიკას. იცით როგორი ნამუშევრების რიცხვს მიეკუთვნება ეს ფილმი, აი ზედმეტი ლაპარაკი რომ არ უნდა, უბრალოდ უნდა უყურო და დატკბე მანამდე სანამ სიამოვნებისგან კომაში არ ჩავარდები.
3)Thirst
ჩან ვუკ პარკის მორიგი მცდელობა კინომოყვარულებს უკვდაბის წყლით მოუკლას წყურვილი. ეს რეჟისორი ერთ–ერთი ჩემი ფავორიტია და აგერ უკვე წლებია იმედებს არასოდეს მიცრუებს ხოლმე. რაც მტავარია ნელ–ნელა იზრდება, არაფერს არ ერიდება კინოში – სიმბოლოების, ფერების, მუსიკისა და შავი იუმორის გამოყენებით, ოდნავ პროვოკაციული გზებით საოცარ სურათებს იღებს. ფილმი რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ!!!!!
2)Ponyo
Pixar როგორ მიყვარს პოსტებზე მეტყობა ხოლმე, მაგრამ ჰაიაო მიაძაკის(სტუდიო Ghibli–სტან ერთად) ერთი ხელის მოსმით შეეძლო და ეხლაც შეუძლია 3d ტექნოლოგიები, კომპიუტერულ მამაძაღლობები დაგავიწყოს, მეტიც პატარა სოუსკედ გაქციოს და შენი პონიოს ძიებაში წლები გაგატარებინოს. ეს არის მულტფილმი რომელაც უბრალოდ არ ჰყავს უარყოფითი პერსონაჟი, რომელმაც არ იცის რა არის ცუდი და ბოროტება, რომელიც მხოლოდ სითბოსა და სიყვარულს ასხივებს.
1)Where the wild things are

ეჰჰ. როგორი ძნელია ამ ფილმზე საუბარი. რატომღაც ფილმის გამსოვლამდე მეგონა, რომ ძალიან მომეწონებოდა და ჩემთან ერთად კიდევ რამდენიმე ჩემს მეგობარს. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ მე გავგიჟდი, მეგობრებმა კი უბრალოდ კარგი ფილმის სტატუსი აკმარეს სპაიკ ჯონზის ნამუშევარს. ფილმში არაფერზე არ გავამახვილებ ყურადღებას, უბრალოდ ვიტყვი ერთს ეს ჩემთვის ძალიან ახლობელი ფილმია და მგონია რომ ყველას ასეთი შეგრძნება ექნება. მნიშნელობა არ აქვს ვინ ხარ და რა ხარ. მაქსი, ქეროლი და კერენის მუსიკა შენთვისაც შენი სხეულის ნაწილი იქნება ვიცი. All is L….
და რამდენიმე საინტერესო ნომინაცია
ყველაზე ზედმეტად დაფასებული ფილმი: Hurt locker
ყველაზე დაუფასებელი : Lovely Bones
სულ ცოტა დააკლდათ ჩემ ათეულში შესასვლელად: Fish Tank(უეწველი ნახეთ ეს ფილმი), Up in the air
წლის “რას გვერჩი ჯეიმს ქემერონ” ფილმი: Avatar
წლის უდიდესი იმედგაცრუება: Public enemies(15 წუთზე მეტს ვერ ვუყურე), Land of the lost(პირველი შემთხვევა როცა უილ ფერელის კომედიაზე არც კი გამეღიმა)
წლის მეტი აღარ მინდა ესეთი ყლინჯობა, მადლობთ საკამრისზე მეტად გავიტანჯე და ძალიან გტხოვთ ნუ აწამებთ კინომოყვარულებს და ეგება თავი შევიკავოთ აწი მაინც ფილმი: New moon და ყველა თვალაითობა ფილმი.
პ.ს I’m Back :d
ნიკა ესებუა
ნიკა, Hangover-ის გარდა ყველაფერზე გეთანხმები. რა ორიგინალური სიუჟეტი, კარგი რა. :d შელამაზებული Dude, Where’s My Car?-ია.
fantastic #1
Avatar-ი რომ არ შეიყვანე გამიკვირდა
I’m glad you’re back : )
გამიხარდა შენი დაბრუნება ბლოგზე
ეს ორი ანიმაცია არ მაქვს მარტო ნანახი და ვნახავ აუცილებლად.
ნიკაც დაბრუნდაა;))
მართლა გამიხარდა, რომ ავატარი არ შეიყვანე. რამდენადაა საუკეთესო ფილმი Where the wild things are საკიტხავია, მაგრამ ძალიან მაგარი რომაა, ბევრი ლაპარაკი არც უნდა. სხვა კარგადაა !
მაინც დაგეტყო “ტაბულა” შე ოხერო
)
Welcome back, ya! 2009 წლის არცერთი კინო არ მინახავს, რაც აქ გაქვს ნახსენები. რამდენიმე წელში ვნახავ
ახალი ფილმები არ მიყვარს.
lol!
rodidan agar mogwons?
avatarze shen ar andzrevdi?
snobi xar, shensdzmobasvficavar!
alex – ძალიან მაგარი ფილმია ავატარი უდაოდ და დღეში 24 საათი, მაგრამ ეს 10–ვე ფილმი და კიდევ ერთი ამას მირჩევნია. ავატარი ავღნიშნე კიდევაც ერთ–ერთ ნომინაციაში, ეგ დადებითი ნომინაციაა :დ :დ :დ
kargi.. kargi…
danarcheni rac dawere, araa cudi chemi azrit; metic, vtvli, rom kargi ateuli gaqvs, respect!
hoda avatari rom magari farchakobaa, shenc kargad xvdebi qvecnobierad, magram sheni super-ego amis agiarebis uflebas da sashualebas ar gadzlevs!
msgavsi ramis gaketeba mec minda da mere vfiqrobdi ramdeni dro gavida raga dros 2009 weliatqo ,magram davwer albat mainc. multfilmebis gareshe ogond. 10-dan 5-mde araferi maqvs sawinaaRmdego
msiamovnebs avataris ar moxvedra am ateulshi
,ავატარი ავღნიშნე’
აღვნიშნე
მულტფილმების გარეშე რატომ ?
მულტფილმი ცალკე რამეა ჩემთვის. თან არ ვუყურებ და შესაბამისად არ ვარ კომპეტენტური ამ საკითხში
გასაგებია. ნებისმიერ შემთხვევაში საინტერესო იქნება შენი ათეული.