5 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით კინოთეატრებში რუსთაველი და ამირანი 100–ზე მეტი ფილმი გავა. საკულტო ნამუშევრები, კინო კლასიკა, სუპერ ბლოკბასტერები და რამდენიმე ნეხვის ხილვა მაყურებელს 5–7 ლარად შეეძლება.
ამ ივენთს “ტაბულას” საზაფხულო ნომრისთვის სტატია მივუღძვენი, თან ჩემი top 10 რჩევაც დავურთე, მაგრამ გადავწყვიტე ბლოგზეც დავწერო ერთი–ორი სიტყვით ამ მშვენიერ ამბავზე.
მიუხედავად იმისა. რომ სიას ძალიან ბევრი აკლია სრულყოფილებამდე(თუ არსებობს საერთოდ სრულყოფილი სია), მაინც ძალიან კარგია თბილისის კინოთეატრების ეს წამოწყება. წარმოუდგინეთ თქვენი საყვარელი ფილმები, რომელიც ტელევიზორს და კომპიუტერში ძალიან ბევრჯერ გინახავთ, დიდ ეკრანზე ნახავთ. კინოთეატრს მაინც სხვა მუღამი აქვს, იქ მუდამ სხვა ატმოსფეროა და სხვა ემოციები.
top 101 ფილმი პირობითად ქვია ამ სიას, რადგან ფილმების რაოდენობაში სიქველები არაა ჩათვლილი. “ბეჭდების მბრძანებელი”, “მატრიცა” და სხვა ტრილოგიები თუ დილოგიები ერთ ფილმად წერია, თუმცა ყველა ნაწილის ნახვის საშუალება გექნებათ კინოთეატრში. ეს კი ნიშნავს რომ 101 ფილმი კი არა სადღაც 120–130 სხვადასხვა კინონამუშევარი შეგიძლია ნახოთ.
მე პირადად დაახლოებით 40–50 ფილმზე მივდივარ. ამიტომ აბონიმენტი შევიძინე. 50 ლარად ყველა სეანსზე დასწრების უფლება მაქვს და ყველას გირჩევთ აბონიმენტი იყიდოთ, თუ ჩემსავით აგვისტოში კინოში ცხოვრებას აპირებთ.
სიაში ძალიან ბევრი ნაგავია ნოუთბუქისა და გაიცანით ჯო ბლექის თამადობით. ასევე გაუგებარი მიზეზების გამო სიაშ მყოფი “მოსახვევი” და “საჰარა”. თუმცა არის ფილმები რომლის გამოც მაგრად მახატია სიაში მყოფი “მკვდარი სულები” . მოკლედ გირჩევთ აგვისტო კინოში გაატაროთ, გრილა თან :დ
უფრო ვრცლად ამ ივენთის შესახებ ჟურნალ “ტაბულას” საზაფხულო ნომერში.
ე, ეს რა კარგი რაღაცაა, კარიბის ზღვის მეკობრეების პირველი ნაწილის ნახვა მინდა დიდ ეკრანზე
მშვენიერია ^_^
კარგი იდეაა, ოღონდ მე მთელი აგვისტო თბილისში არ ვიქნები! ასე რომ …
ნუ ეხლა ის ნოუთბუქიც ვიღაცის საყვარელი ფილმია (ნუ ჭირიანი მელოდრამები ვისაც უყვარს
) ….
გაიცანით ჯო ბლეკს რას ერჩი მაგარი ფილმია : P
zogze viyavi, rac ar mqonda nanaxi
და რატომ მაინცდამაინც 101?