Archive for the ‘კარგი ბიჭი’ Tag

ქართული ომები ეპიზოდი V: ავოიეე მიშას Wedding-ია

დღეს ქორწილს გადავრჩი. არა მე არ მომყავდა ცოლი და არც ჩემს მოტაცებას აპირებდა ვინმე. უბრალოდ ნათესავს მოუყვანია ცოლი და ოჯახი დაპატიჟებული ვართ. ჩემი დაჟინებული მოთხოვნით მე ქორწილში წამსვლელთა სიის მიღმა დავრჩი. ჯერ ეს ერთი “ოფიციალური” ქართული ქორწილები არაა ჩემი სტიქია,მეორეც ცეკვა არ მიყვარს, მესამე წვერის გაპარსვას ვერ ვიტან, ბოლოს სწორედ ქორწილში, რომ ვიყავი მაშინ გავიპარსე(2007 წლის ნოემბერი), ასე რომ მიზეზები მრავლად მაქვს, რომ სახლში დარჩენა მერჩივნოს “ვაგონი მიქრისზე” ცეკვას ან “ნათიას დაგარქმევზე” ნუგზარის გოგოს გამოცეკვებას.
გავკადნიერდები და მათ ვისაც უყვარს ტრადიციული ქორწილები მივცემ რამდენიმე რჩევას, თუ რა და როგორ უნდა გააკეთოს ქორწილში, რა წესები არ უნდა დაარღვიოს და რომლები ზედმიწევნით ზუსტად უნდა შეასრულოს.

რჩევები მამაკაცებს:
1) თეთრი პერანგი
აუცილებელია მამაკაცს ეცვას თეთრი პერანგი. მიზეზი ისაა, რომ როდესაც ალკოჰოლი ტვინში მიაწვება და გაწითლდება რიგითი მსმელი, თეთრ ფონზე კარგად გამოჩნდება მისი სახე. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ქალის გამოცეკვების დროს გაშმაგებულ სახემიღებული, თეთრი პერანგით ანგელოზისა და ეშმაკის სინთეზს მოახდენს.
2) ორი ცხვირსახოცი
აუცილებელია ჯიბით ორი ცხვირსახოცის წაღება. ერთი ცხვირს მოემსახურება, მეორე კი დასველებისა და გაწურვის შემდეგ კისერს გააგრილებს და შეხსნილ პერანგს ერთგვარ აქსესუარად მოემსახურება. პიროვნების გაგრილებასთან ერთად, ასეთი სველი ცხვირსახოცი, პატრონს კისრის ადგილას, “საროჩკის” გაშავებისგანაც დაიცავს.
3) კასტეტი
კასტეტი წაიმძღვარეთ ქორწილში უცილობლად. დამიჯერეთ თქვენს დეიდაშვილს ვინმე აუცილებლად შეხედავს ფეხებზე, რომელიც მოკლე კაბიდან უჩანს, ან საერთოდ შეურაცხადი გამოჩნდება ვინმე რომელიც მას საცეკვაოდ გამოიწვევს და თქვენ როგორც ნამდვილ ქართველს მოგიწევთ ეს პიროვნება სამაგალითოდ დასაჯოთ. რათქმაუნდა ეს გარჩევა მხოლოდ თქვენსა და იმ პიროვნებას შორის არ მოგვარდება, ეს პრობლემა გლობალურად იქცევა და მასების ჩართვას გამოიწვევს. რესტორნის(ან სეფის. გააჩნია ფული რამდენი აქვთ სიმამრ-მამათილს) უკან პრობლემის მოგვარებისას, კი კასტეტი დიდ სამსახურს გაგიწევთ.
4) პრეზერვატივი

თავდაცვის ეს საშუალება სასურველია წაიყოლო ქორწილში. თუ სიძის მხრიდან ხარ პატარძლის ბანაკში, თუ პატარძლის დაახლოებული პირი ხარ მაშინ სიძის “სასტავში”, აუცილებლად გამოჩნდება ვინმე მსუბუქი ყოფაქცევის მანდილოსანი, რომელსაც ორ ჭიქაში მოუყომარებ ყველაფერს, ერთს “მშვიდობითზე” ეცეკვები და მერე ტუალეტში გაიყვან. ხოდა ბავშვის მამობა არ გინდა მემგონი.
5) ცეკვა
ცეკვაზე უარი არ თქვათ. ჯერ ეს ერთი ვიდეო სელებრითი ვერ გახდები, მეორეც საოცარ შანს უშვებ ხელიდან სასიძო ნომერი 1-ის სახელი მოიპოვო.
ცეკვის ცოდნა არ არის ყველაფერი, მთავარია იცოდე როდის იცეკვო, ვის ეცეკვო და როგორ დაიწყო ცეკვა.
ელოდები ყველაზე ცეცხლოვან მელოდიას. დგები სკამიდან უახლოვდები მარტო მჯდომ მანდილოსანს რომელსაც არავინ ეცეკვება და მის წინ ხელებს შლი, კეცავ, ხტუნავ, ბორგავ, მოკლედ კრუნჩხვების შეტევა გემართება პლიუს თვალები გადმოყრილი გაქვს და პირი დაფჩენილი. ქალი ტაშს უკრავს და არ ტოკდება, შენ კვლავ აგრძელებ დაწოლას. ქალს სხვა მდედრები უახლოვდებიან და წამოაგდებენ. ოპაა. აქ უკვე ტაშს შემოკრავთ და როკვას იწყებთ, ძალიან ნუ იაქტიურებთ ქალსაც მიეცით შანსი შლაკების განთავისუფლდეს, ცელულუტის “მოერიოს”. ამ ცეკვის შემდეგ 15 მაგიდიდან 13-ზე თქვენზე საუბრობენ. 3 მაგიდაზე “აუ რა ბიჭი იყო, მემგონი სუხიშვილებში ცეკვავს” საუბარი მიდის. 5-ზე “ეს ბიჭი ჩემი ლალისთვის მინდა” დიალოგია გამართული. 4 მაგიდაზე “იცნობ? აუ გამაცანი რა მეც” ბაასია. უკანასკნელ მაგიდაზე კი “ეს გიას ბიჭია, ნამდვილი ვაჟკაცი ქართველია ენაცვალოს მურთაზი ბიძია”.

რჩევები მანდილოსნებს:
1) კარგი ბიჭის დაა-ს ინსტიტუტი

თუ ვინმე მოგიახლოვდებათ და ცეკვას გთხოვთ, ძალიან მაგრად აცემინეთ რომელიმე ნათესავს თუ თქვენი კავალერი კვლავ დაბრუნდები ე.ი ნამდვილად მოსწონხართ და სერიოზულად გიყურებთ, თუ არადა არ ყოფილა თქვენი ღირსი.
2) ხელთათმანი
როდესაც თქვენი მეუღლე, შეყვარებული, მამა ან უბრალოდ ნაცნობი რწყევას დაიწყებს შუბლის დაჭერა მოგიწევთ, ხოდა ათასი ბაქტერია და მიკრობია, თან ღმერთმა იცის რამდენი ასეთი შუბლის დაჭერა მოგიწევთ და ჯობია თავი დაიცვათ.
3) უცხო სიტყვათა ლექსიკონი
როდესაც ის ვიზეც გული შეგტკივათ გატყვრება მის მიწასთან გასასწორებლად ახალი ფრაზებისა და გამოთქმების გამოყენება დაგჭირდებათ. აბა ეხლა ვისღა ააგდებ ნამუსზე quote-ეებით “შენ გაგისკდა მუცელი” , “ჭირი ჭამა შენმა პირმა” და ა.შ
იმედია ცოტა დაგეხმარეთ. მე კი ჩემს თავს ვუსურვებ ისეთ ქორწილებში მეაროს როგორსაც მე გავაკეთებდი.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)