Archive for the ‘kasabian’ Tag
Editors-ის იმედად
წელს ალბომების უმეტესობამ რომელსაც ველოდი ან იმედები გამიცრუა. ან საერთოდ არ ვარგოდა, ანდა წინა ნამუშევრებს ბევრად ჩამორჩებოდა. Kasabian, Muse, Arctic Monkeys სწორედ ასე “მომექცნენ”. Editors წლის ერთ-ერთი უკანასკნელი იმედია.

ეს ჯგუფი 2007 წელს აღმოვაჩჲნე. ნუ ჩემთვის იყო ეს აღმოჩენა, თორემ მანამდე 2005 წლის ალბომით The Back Room ჯგუფს უკვე ჰქონდა პოპულარობა მოპოვებული. მე ისინი 2007 წლის ალბომით An End Has a Start გავიცანი. ეს ალბომი დღემდე ერთ-ერთ საუკეთესოდ მიმაჩნია XXI საუკუნის indie rock სამყაროში. რამდენიმე თვე შეუჩერებლად ვუსმენდი თითოეულ კომპოზიციას, ყველა ტრეკი ძალიან კარგი იყო.
An End Has A Start
წელს, ოქტომბრის დასაწყისში In This Light and On This Evening გამოდის. პირველი სინგი უკვე გამოჩნდა რომელსაც Papillon(პეპელა) ჰქვია. ჟღერადობით საერთოდ არ ჰგავს Editors-ის ძჳელ ნამუშევრებს, თუმცა კარგი მოსასმენია. გამიხარდება თუ ბიჭები თავიან თავში არ ჩაიციკლებიან, მაგრამ ამავდროულად წინ ისე წავლენ რომ ის მუღამი არ დაკარგონ რომელიც აქამდე ჰქონდათ, თავიანთი ნიშა რომლითაც იზიდავენ მსმენელს(პირადად მე). Papillon-ის მისამღერი ტრადიციულ სტილშია ნამღერი, ვოკალი ტომ სმიტი კვლავაც შეუდარებელია. ძალიან კარგი ხმა აქვს ტომს.
Papillon
ველი ალბომს მოუთმენლად.
5 most anticipated albums of 2009
მუსიკაზე საკმაოდ ხშირად ვწერ ჩემს ბლოგზე, მიზეზი მარტივია ხელოვნების ეს სფერო კინოს შემდეგ უმთავრესია ჩემს ცხოვრებაში. 2009 წლის დასაწყიში რომ გადავხედე მომავალ რელიზებს დორბილი მომადგა პირზე, თითქმის ყველა ჩემი ფავორიტი ბენდი უშვებდა ალბომს ამ წელს, უმეტესად ისინი “ისვენებდნენ” რომლებმაც 2008 წელს გამახარეს. 2009 წელი კარგად დაიწყო yeah yeah yeah-ის ალბომი გამოვიდა რომლის რევიუც ჩემი ბლოგერად ქცევის პირველ ნაბიჯად იქცა, YYY-ს It’s Blitz-ს მოჰყვა Iamx-ის Kingdom of Welcome Addiction და PJ Harvey-ის A Woman A Man Walked By(უახლოეს მომავალში ამ ალბომების გადმოსაწერ ბმულებსა და რევიუებსაც დავაგდებ). შემდეგ იყო kasabian თავისი ახალი ალბომით, რომელიც ვერ აღმოჩნდა ისეთი როგორსაც ველოდი. რამდენიმე დღის წინ რეჯინა და ფლორენსზეც დავწერე. ეს ალბომები 2009 წლის პირველი ნახევრის გავაყოლე, მეორე ნახევარში “მძჲმე არტილერია” ერთვება საქმეში და მეც 5 ყველაზე საინტერესო(imho) პროექტს გაგაცნობთ.
5)múm – Sing Along to Songs You Don’t Know (გადმოწერე)
ეს მუმის რიგით მეხუთე სტუდიური ალბომი იქნება რომელიც ზაფხულის ბოლოს გამოვა და იმედს ვიქონიებ, მინიმუმ წინა ალბომების დონის იქნება, წინა ალბომებში Finally We Are No One-სა და Go Go Smear the Poison Ivy-ს ვგულისხმობ. ამ ჯგუფს ახასიათებს ექსპერიმენტები და ვნახოთ იქნებ რაიმე ახალით გამაოცონ(გამახარონ მაინც)
4)Muse – The Resistance ( 14 September 2009)
თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრიტანული ბენდი, სექტემბერში უშვებს თავის ახალ ალბომს. Muse იმ იშვიათ ჯგუფების რიცხვს მიეკუთვნება რომელთა პოპულარობაც და მუსიკის ხარისხიც ალბომიდან ალბომამდე იზრდება. 2006 წელს გამოსული მათი უკანასკნელი ალბომი Black Holes and Revelations წლის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი იყო. მეთიუ ბელამი(ვოკალი/გიტარა) და კომპანია გამორჩეულია იმითაც, რომ ძალიან ძლიერი live ფერფომანსები აქვთ, რაც ამ ბოლო ხანებში სანატრი გახდაახლადგამოჩეკილი მუსიკოსების ხელში.
3)Editors – In This Light and On This Evening (21 September 2009)
ამ ჯგუფის 2007 წელს გამოსული ალბომი An End Has a Start ჩემი აზრით ერთ-ერთი საუკეთესოა XXI საუკუნის ინდი სამყაროში. ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული ნამუშევარი(არც განსხვავებული ჟღერადობაა, არც ექსპერიმენტებთან ან სუპერ სოლოებთან გვაქვს საქმე) კარგი ვოკალისა და ლირიკების წყალობით ერთ-ერთ ჩემს ფავორიტ ალბომად იქცა. ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ Editors-ის ახალ ალბომს ასე ძიერ ველოდები. სიმართე ითქვას ცოტა პესიმისტურად ვუყურებ და ვეჭვობ შეძლონდა გაიმეორონ იგივე რაც An End Has a Start-ში გააკეთეს, მაგრამ ერთხელ მოსმენა ჩემგან გარანტირებული აქვს.
2)Arctic Monkeys – Humbug (19 August 2009)
ბრიტანელი გენიოსები ბრუნდებიან. აგვისტოს ბოლოს ალექს ტერნერი(ვოკალი/გიტარა) ისევ თავის უაზრო, მაგრამ მიმზიდველ ლირიკებს მომახვევს თავზე, იმედია ისევ ისეთი გიჟური მუსიკა და დრაივი იქნება ამ ალბომში როგორიც წინა ორ ნამუშევარშია. ალექსი 19 წლის იყო როდესაც Arctic Monkeys-მა პირველი ალბომი გამოუშვა. Whatever People Say I Am, That’s What I’m Not-ს მე პირადად ვაფასებ 10/10-იდან. ძალიან იშვიათად ვწერ მაქსიმალურ შეფასებას და აქედან გამომდიანრე მეტ-ნაკლებად კარგად ჩანს თუ როგორ ველი ახალ ალბომს.
1)Klaxons – (სათაური უცნობია)
თავისუფლად შეიძლებოდა აქ ტერნერი და კომპანია ყოფილიყო, მაგრამ ორიოდე წლის წინ Klaxons-მა რევოლუციური ალბომი გამოუშვა, Myths of the Near Future -მა new rave-ის პოპულარიზაციისთვის დაახლოებით იმდენი გააკეთა, რამდენიც Beatles-მა როკ მუსიკისთვის. ეს არანორმალური ნამუშევარი შეიძლება დახასიათდეს ერთი წინადადებით Future music. წესით ალბომი შემოდგომაზე უნდა გამოსულიყო, მაგრამ პროდიუსერებმა ბიჭებს ტრეკების ნახევრის გადამუშავება სთხოვეს, ზედმეტად ექსპერიმენტულობისდაგამო. : D
აი ესაა ალბომები რომლებზე რევიუებიც გარანტირებულია ჩემს ბლოგზე.
©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)
Kasabian:new album
2009 მუსიკის სამყაროში სასიამოვნო მოულოდნელობებითაა აღსასვე, არაერთი ჩემი ფავორიტი ბენდი სწორედ წელს უშვებს თავის ახალ ალბომს.
Kasabian – West Ryder Pauper Lunatic Asylum(download)

იყო დრო Kasabian-ი ერთ-ერთ ჩემს უსაყავრლეს ბენდად ითვლებოდა, შემდეგ თვითონ გააფუჭეს მუსიკა თუ მე დამეკარგა ინტერესი, არ ვიცი, უბრალოდ ნაკლებად ვუსმენდი ბოლო ერთი წლის განმავლობაში, თუმცა ახალი ალბომიდან პირველმა სინგლმა “Vlad The Impaler” დამაინტრიგა. ძალიან კარგი ტრეკია. 2 დღის წინ მთლიანად ალბომიც ვიშოვე. ეჰჰ პიზორნო და მეიგანი ის ბიჭები აღარ არიან, ადრე რომ იყვნენ.
14 ტრეკიდან რომელიც ალბომში შედის 6 არაფრად ვარგა, რაც ძალიან დიდი ციფრია ერთი ალბომისთვის. კარგია რომ 3 სუპერ ტრეკია, Vlad The Impaler,Underdog და Secret Alphabets. ალბომი მთლიანობაში ყველაზე სუსტია Kasabianis დისკოგრაფიიდან, თუმცა 1-2 კვირას ჩემს “ჩარტებში” კი ილიდერებს. თქვენს გირჩევთ გადაწერას და მოსმენას.
შეფასება 6.5/10
p.s Placebo-ს ალბომი ავიღე ვებ შერიფის თხოვნით(რომელიც მალე მოთხოვნაში გადაიზრდებოდა). ასე რომ თუ ვინმეს გსურთ ეგ ალბომი კომენტი დამიტოვეთ და მაილზე გამოგიგზავნით
©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)
Kasabian is back
სამწლიანი შესვენების შემდეგ Kasabian ბრუნდება. ამ ბრიტანულმა ჯგუფმა 2004 წელს ნამდვილი ფურორი მოახდინა თავისი ალბომით Kasabian, რომელსაც ორი წლის შემდეგ ჩემთვის ნაკლებ საყვარელი თუმცა არანაკლებ საინტერესო ნაშრომი Empire მოაყოლა. ხოდა აგერ 2009 წელს სერჟ პიზ(ც)ორნომ, ტომ მეიჰანმა და კომპანიამ გადაწყვიტეს West Ryder Pauper Lunatic Asylum გააოცონ მსმენელი. ალბომი ოფიციალურად ივნისის 8-ში გამოდის, თუმცა როგორც ხშირად ხდება რამდენიმე ტრეკმა “გაჟონა” უკვე ინტერნეტში. მეც გთავაზობთ სამივეს.
Fire
ეს იქნება პირველი სინგლი ახალი ალბომიდან. კლიპის ოფიციალური პრემიერა პირველ ივნისს შედგება. იმ სამ სიმღერას შორის რომელიც იშოვება ეს ყველაზე ნაკლებად მომწონს.
Underdog
საოცარი ტრეკია. ერთი ნახვით შეყვარება ხომ იცით, აი მე ერთი მოსმენით ვარ შეყვარებული. ტრეკი ზუსტად ისეთი როგორი სიმღერების გამოც Kasabian მომწონს. Electro-სა და Indie rock-ის საუცხოო ნაზავი.
Vlad the Impaler
არ ვიცი რა ვთქვა ამ ტრეკზე. მხოლოდ პრომოს მოვუსმინე რომელიც 2 წუთს გრძელდება და დამბლა დამეცა მემგონი. რაღაც არანორმალური ნაზავია. კლიპიც კარგი გაკეთებულია ზუსტად ჯდება სიმღერის ხასიათში.
ველოდები ალბომს. როგორც კი მექნება ავტვირთავ აუცილებლად. იმედია სხვა სიმღერებიც უმაღლესი დონის იქნება.
©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)
რომ გადახვალ გააჩერე!
დღეს დოდკას ბლოგზე ამ პოსტის გაცნობის შემდეგ რატომღაც სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებებზე დავიწყე ფიქრი, მათ დადებითსა და უარყოფით მხარეებზე, ნელ-ნელა ნათლად დავხატე გონებაში ის სურათი რომელიც უმეტესად წარმოგვიდგება ხოლმე “მარშუტკით” , ავტობუსით ან მეტროთი მგზავრობისას. ხოდა გადავწყვიტე ჩამომეწერა ის რამდენიმე ერთობ გავრცელებული ქმედებათა სია, რომელთა “ ჩადენაც” საზოგადოებრივ ტრანსპორტში, რბილად რომ ვთქვათ არ არის სასურველი. 5)მობილური - იყო დრო მობილურზე საუბარი მარიაჟობად ითვლებოდა. მახსოვს “მარშუტკაში” მობილურის დანახვაზე ხალხი იშმუშნებოდა და ჩურჩული იწყებოდა. ეხლა მობილური არავის უკვრის, მაგრამ ზოგი ამ მშვენიერი გამოგონების დანიშნულებას მაინც ვერ ხვდება. მავანნი ძალიან ხმამაღლა საუბრობენ ტელეფონით. კაცი იფიქრებს ვინმეს აინტერესებს, ნუგზარას დაბადების დღეზე ვინ რამდენი დალია, ან ის ფაქტი რომ გულიკოს ქვისლი არ არის ბედის საჩუქარი. არიან ისეთები რომლებიც “ნაუშნიკების” დანიშნულებას ვერ ჩაწვდნენ ბოლომდე და ამიტომ სასურველ აუდიო ფაილს თანამგზავრთა მთელ ჯგუფს ასმენინებენ. კი კარგია “ბლატნოი”(ბლატნოი – ბიჭი რომელიც გოგოს გაჟიმავს და მეორე დღეს მთელმა საძმაკაცომ იცის.ავტორის შენიშნვა) სიმღერების მოსმენა ბარათაშილის ხიდზე,მეტიც საოცარი შეგრძნებაა როდესაც მღძოლის ფრაზას:”კალხოზნიკზე ხომ არავინ ჩადის”, ერწყმის შუფუტინსკის რომელიმე სიმღერა(თუ შუფუტინსკი “ბლატნოი” არ არის მე მაპატიეთ), მაგრამ ხანდახან ისეთ ხასიათზე ვარ რომ მირჩევნია Kasabian-ის British Legion-ს მოვუსმინო, რა ვიცი კაცია და გუნება.
4)მრწამსი - ქართველები ძალიან “მორწმუნენი” ვართ. პირჯვრის გადაწერა მგზავრობისას. ეს ფენომენი ალბათ ყველას შეგვიმჩნევია. უმეტესად “მარშუტკით” ვმგზავრობ და დავკვირვებივარ, რომ ბარათაშვილის ხიდის მიახლოებისას ხალხი ფაცი-ფუცს იწყებს. ყურსასმენები გამოაქვთ ყურებიდან და იწყება მასიური პირჯვრისწერა. როდესაც მარშუტკა სავსეა ერთობ მძიმე პროცესია. მოსახვევში შესვლისას შანსი იმისა, რომ ვინმეს იდაყვი სახეში იგრძნოთ საკმაოდ დიდია.

3)დეოდორანტი – მოახლოვდა ზაფხული დ სულ უფრო მძიმე იქნება სამარშუტო ტაქსიში გაჩერება, აღარაფერს ვამბობ მეტროსა და ავტობუსზე.ფანჯრიდან თავგაყოფილი სახეები მომრავლდება ვიცი ეგ მე. მახსოვს რამდენიმე წლის წინ ამაზე სიუჟეტიც გავიდა ტელევიზორში, მემგონი “პოსკრიპტუმში”. არ ვიცი რატომ ,მაგრამ ჩვენს ქვეყანაში დაბანა-ჩაბანვის ინსტიტუტი არც ისე კარგად მუშაობს. თუ ევროპის სხვა სახელმწიფოში რიგითი მოქალაქე დილა-საღამოს იღებს შხაპს, საქართველოში საშუალო სტატისტიკური ქართველი 3-4 დღეში ერთხელ ბანაობს. ყოველ შემთხვევაში ტრანსპორტები უკეთესის ფიქრის საშუალებას არ გვაძლევენ. ბოლო წლებია იღლიების მოვლა მეტ-ნაკლებად ისწავლა ქალმაც და კაცმაც, თორემ მახსოვს “ქალი ხომ არ ვარ იღლია რომ გავიპარსოს” ეპოქაში სველი დადიოდა ნახევარი თბილისი. თუმცა ვახტანგ გორგასლის სუსტ წერტილთან დაკავშირებით ინციდენტები მაინც საკმაოდ მრავლადაა. დეოდორანტი კიბოს აჩენსო ამბობენ. მე პირადად მირჩევნია მე გამიჩნდეს მეტასტაზა, ვიდრე სხვას გავუჩინო ფილტვების სიმსივნე. 2)ძმათა კვლა - არ მესმის რა აუცილებელია ის ადამიანი ხეიბრად აქციო, რომელიც ცდილობს მგზავრობის ფული გადაგიხადოს. გაგუდვა, ხელის დაჭერა, მაისურის გაწელვა და პადკატი ეს ის გავრცელებული ხერხებია რომლითაც არაერთხელ შევუჩერებივართ მე პირადად ან ჩემს თვალწინ რიგითი მოქალაქე. ძალიან კარგია, რომ ქართველებს ასე გვიყვარს ერთმანეთი, მაგრამ მე მირჩევნია ეს სიყვარული სხვაგან დავინახო და არა სამარშუტო ტაქსიში “დამკარგავ იცოდე-სა” და “ბავშვებს გაფიცებ იცოდეს” ძახებით. ორგაზმი არ არის აუცილებელი განიცადო იმით, რომ ნაცნობის გადახდილ ლარს გამოართმევ მძოლს და შენსას მისცემ.
1)ფეხები - პრობლემა რომელიც უბრალოდ მთრგუნავს. არ ვიცი მარტო მე ვარ ესე თუ ბევრი არის კიდევ ჩემსავით, მაგრამ ვერ ვიტან როდესაც ტრანსპორტში მგზავრი ფეხსაცმელს იხდის, ან თუნდაც ქუსლს ყოფს და ტკაცუნს იწყებს ტუფლის. ამაზე არაესთეტიური არ ვიცი არის თუ არა რამე. სუნი რომ დავივიწყოთ საერთოდ, გახეხილი ქუსლებისა და სოკოიანი ფრჩხილების ხილვა არ მგონია სიამოვნებდეს ვინმეს. ვცდილობ თვალი ავარიდო ხოლმე, მაგრამ ერთი დანახვაც კი საკმარისია რომ ღამეული კოშმარი გარანტირებული მქონდეს. ფეხის დასვენება კარგია, მაგრამ ყველაფერს თავისი ადგილი აქვს ასე შთამაგონეს მე. მოკლედ ზაფხულის წარმატებით გადატანას გისურვებთ ყველას.
და მეგობრული რჩევის სახით ფანჯარასთან დაჯდომისაკენ მოგიწოდებთ. გამოაღეთ ბოლომდე და მიეცით განცხრომას თავი.
©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)
კომენტარები
კომენტარები
კომენტარები