It’s Blitz!


2003 წელს იყო Fever to Tell. ალბომი რომელმაც ინდი როკის პოპულარიზაციას შეუწყო ხელი და მუსიკის სამყაროს სამი ძალიან ძლიერი მუსიკოსი: კერენ ოუ(ვოკალი), ნიკ ზინერი(გიტარა) და ბრაიან ჩეიზი(დრამი) აჩუქა. სამი წლის შემდეგ Show Your Bones-ით ჯგუფმა გაიმყარა თავისი სახელი როგორც ერთ-ერთმა საუკეთესო Indie ბენდმა. 2009 წლის 9 მარტს კი ჯგუფის რიგით მესამე სტუდიური ალბომი გამოვიდა – It’s Blitz!
ძალიან ძნელია დღევანდელ დღეს გააოცო მსმენელი. სამწუხაროდ ინდი ბენდების უმეტესობა ნებსით თუ უნებლიეთ მტვ-ის მაყურებელზე გათვლილი ჯგუფი ხდება. არანაირი სიახლე ჟღერადობაში, გაცვეთილი აკორდები, მოსაბეზრებელი რითმი, სუსტი ლირიკები და 40-50 წუთიანი ტანჯვა ალბომის მოსმენისას. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ Yeah Yeah Yeahs-ს ახალი ალბომი ნამდვილად უცხო ხილია. ეს არაა უბრალოდ არტ-პანკისა და ინდი პოპის ნაზავი, ეს არის ალბომი რომელიც თავის 10 ტრეკში აერთიანებს უამრავ მუსიკალურ მიმდინარეობასა და ჟანრს. დენს-პანკი, ავანტ-პოპი, არტ-პანკი, რიგ ტრეკებში კი 70-იანების დისკოს სულიც იგრძნობა. ნიკ ზინერი ალბომის პირველივე ტრეკში Zero იწყებს საოცრებების კეთებას, Head we roll-ში ფუტურისტულ ჟღერადობას გვთავაზობს, Dull life-სა და Runaway-ში კი წინა ალბომების ნოსტალგიას აღვიძებს. ალბომი ფაქტობრივად უნაკლოა. თითოეული ტრეკი ავსებს ერთმანეთს და ქმნის კომპლექტს რომელიც ჯერ-ჯერობით 2009 წლის საუკეთესო ალბომს გვაძლევს.
პირველი სინგლი Zero უკვე გამოვიდა. ჯერ-ჯერობით უცნობია შემდეგი სინგლი რომელი იქნება ან თარიღი როდის გამოვა.

აუცილებლად მოუსმინეთ ამ ალბომს თქვენ გელით ერთსაათიანი მოგზაურობა გემოვნებიანი(გემოვნება- ყველაზე სადაო და ყველაზე სუბიექტური ცნება. ავტორის შენიშნა) მუსიკის სამყაროში. ავტვირთე ალბომი და გადმოწერეთ. ბონუს ტრეკებიც მივაყოლე , რამდენიმე სიმღერის აკუსტიკური ვერსია და სიმღერა faces. Enjoy It’s Blitz!

ფავორიტი ტრეკები:
“Zero”
“Heads Will Roll”
“Dull Life”
“Runaway”
“Hysteric”

ალბომის შეფასება 9/10

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

Advertisements

5 comments so far

  1. Simple on

    მიყვარს ეს ჯგუფი 🙂 სიმღერა Runaway-მ შემაყვარა -პირველად ერთ სერიალში მოვუსმინე – თან ფინალი იყო სერიის უძლიერესი და მუსიკაც მაგრად დასმული. დღედაღამე ვუსმენდი. მერე ეს ალბომიც ჩავიწერე და შემიყვარდა :)))

  2. nastasia on

    axla vnaxe 😀

  3. justsimpleguy on

    ერთი რამ მაინტერესებს. Ting Tings მოსმენილი თუ გაქვს ? თუ კი, მოგწონს ? თუ არა გაქვს, ჩემი რჩევა იქნება მოუსმინო. მაინტერესებს როგორ მოგეწონება.

  4. Leonard Shelby on

    justsimpleguy კი კოსმენილი მაქვს და პირველი ალბომის კვალობაზე კარგი ნამუშევარი აქვთ, ვნახოთ მეორე რა გამოუვათ.
    http://www.last.fm/user/ley-mysterio ეს ჩემი last.fm–ია ნახე შეიძლება შენთვის საინტერესო არტისტებს წააწყდე. : )

  5. justsimpleguy on

    კარგია, ვაფასებ შენ გემოვნებას, როგორც მუსიკაში, ასევე კინოებში, ასე რომ შენ პროფილს აუცილებლად დავათვალიერებ last.fm-ზე 🙂


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: