Dear Science


აი რამდენი წელია, რომ რაღაც ტოპ ლისტებს ვაკეთებ ხოლმე ჩემთვის და არასოდეს არსად არ დამიდია. ბევრი მიკიბ-მოკიბვის გარეშე პირდაპირ საქმეზე გადავალ. აგერ ჩემი აზრით გასული, 2008 წლის, ტოპ 10 ალბომი.
10) Kanye West – 808s & Heartbreak

უესტი იმაზე ნიჭიერი აღმოჩნდა ვიდრე წარმომედგინა. პირველად ეს ბიჭი 2005 წელს “აღმოვაჩინე”. ჰიპ ჰოპი არც მაშინ მიტაცება და არც ეხლაა ჩემი საყვარელი მიმდინარეობა, თუმცა რატომღაც მომეწონა, მაგრამ ვიფიქრე ესეც ერთჯერადი მომღერალი იქნება და მაქსიმუმ ერთი ნორმალური ალბომი ჰქონდესთქო. ჩემდა გასახარად შევცდი და 2007 წელს Graduation-ით დავტკბი. ძალიან ძლიერი ალბომი გამოუვიდა და კიდევ უფრო გასაკვირია ამის ფონზე რომ 808s & Heartbreak ჩემს ათეულში შედის. ამ ნამუშევარს აქვს ყველაფერი რაც მსმენელს ჭირდება. მელოდიურობა, ძველისა და ახლის ბრწყინვალე სინთეზი, 3-4 ძალიან კარგი ტრეკი და მთლიანობაში 2-3 კვირა აიფოდით სატარებელი ალბომი გამოვიდა. See You in My Nightmares, Amazing და Heartless ჩემი ფავორიტი ტრეკებია. მოკლედ ალალად ერგო ამ ჯეელს მეათე ადგილი ჩემს ტოპ ლისტში. რა გახარებული იქნება წარმომიდგენია ამას რომ გაიგებს 😀
9) Ting Tings – we started nothing ბრიტანელები რომ ნიჭიერი ხალხია ეს დიდი ხნის წინ შევიმეცნე. ამიტომაც ყველა ახალ ჯგუფს დიდი გულისყურით ვუსმენ ხოლმე, ვინ იცის რა შემრჩება ხელში. ამ ჯგუფს ისეთი სახელი ჰქვია რომ საკუთარ ხელში რაიმეს დაჭერის სურვილს გაგიქრობს ადამიანს. Ting Tings იაპონურად თურმე პატარა სასქესოს ნიშნავს. კუტუს ანალოგი ყოფილა უხეშად რომ ვთქვათ. თუმცა ჯგუფის სახელი მეორეხარისხოვანი ხდება როგორც კი მათი მელოდია ყურის ბარაბანს ელამუნება. 10 სიმღერისაგან შემდარ ალბომში არც ერთი ცუდი(ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით) კომზოზიცია არ არის. Dreampop, electropop, New wave-ისა და Dance punk-ის ნაზავია ეს ალბომი. ყველაფერი ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. ვოკალი, დრამი, კლავიშები, ლირიკებიც რაღაც ძალიან უბრალოა. ალბომი კარგ ხასიათზე გაყენებს, გიჩენს სურვილს ბრიტანეთში ჩახვიდე შენც დაიყენო ბრიტანული აქცენტი და დადგე წვიმის ქვეშ, იქნებ გეშველოს რამე და მუსიკოსი გახდე. we started nothing-იდან ჩემო ფავორიტი სიმღერაა Keep Your Head. ძალიან გამიკვირდა სინგლად, რომ არ გამოსცეს თუმცა კარგია ერთის მხრივ, პაპსა არ გახდება 😛
8) Elbow – The Seldom Seen Kid

ეს ჯგუფი ჩემთვის წლის აღმოჩენაა. საერთოდ არ ვიცნობდი მათ შემოქმედებას. რაღაც სახელმა არ დამაინტერესა არასოდეს(რამხელა მნიშვნელობას ვანიჭებ თურმე სახელებს). შარშან მეგობარმა ტრეკი გამომიგზავნა, ზუსტად არ მახსოვს რომელი, ამხსოვს ის რომ მთლიანი ალბომი გადმოვწერე და… სუპერ ალბომია. თითქმის ერთსაათიანი, მაგრამ მის მოსმენაში დრო ძალიან სწრაფად გადის. ალბომის მოსმენისას თითქოს სხვა სამყაროში გადადიხარ. გამორჩეულად არცერთი ტრეკი არ მომწონს, რაღაც ერთ მუშტად შეკრული ალბომია.
7) Sigur Rós – Með suð í eyrum við spilum endalaust

მახსოვს სინუ როუზის კლიპი რომ ვნახე, Vaka, პირდაღებული ვიჯექი მონიტორთან. არასოდეს მინახავს კლიპი და სიმღერა ასე ერწყმოდეს ერთმანეთს. როდესაც გავიგე, რომ ბიჭებმა ახალი ალბომი გამოუშვეს მსწრაფლ გადმოვიწერე და ერტდროულად ვიგრძენი იმედგაცრუება და სიხარული. იმედგაცრუება იმიტომ, რომ Takk-ის დონის ალბომს ველოდი, სიხარული კი იმიტომ , რომ მაინც ძალიან კარგი ალბომი აღმოჩნდა. ნაკლებ სევდიანი მელოდიებია, რაღაც თითქოს ბებიის წლისთავს მორჩნენო და ერთიანად გამხიარულდნენ. Gobbledigook ერთგვარი სახეა მთელი ალბომის მსუბუქია და ჰაეროვანი.
6) The Raconteurs – Consolers of the Lonely

ჯეკ უაითი, რომ არ იყო ადამიანი ეს White Stripes-ის ალბომების მოსმენის შემდეგ ისედაც ვიცოდი, მაგრამ თუ ამდენი უცხოპლანეტელი მეგობარი ჰყავდა მას დედამიწაზე არ მეგონა ნამდვილად. უაითმა, ბენსონმა, ლოურენსმა და კელერმა 2006 წელს პირვლეად იმუსავეს ერთად და სუპერ ალბომი Broken Boy Soldier შექმნეს, ორი წლის შემდეგ მეგობრემა კვლავ გადაწყვიტეს ერთობლივი პროექტის შექმნა, შედეგი კვლავ შთამბეჭდავია. Blues rock-ისა და Alternative rock-ის ბრწყინვალე ნაზავი, საოცარი სოლოებითა და ენერგიული რითმებით. Salute Your Solution უდაოდ საუკეთესო ტრეკია ამ ალბომიდან.
5) Crystal Castles – Crystal Castles

ამ ჯგუფს ვიცნობ 2 წელი იქნება და გამიხარდა, რომ როგორც იქნა ალბომი გამოუშვეს. new rave-ის ჟანრში ერთ-ერთი საუკეთესოები არიან და ეს ამ ალბომითაც დაამტკიცეს. ელის გლასის გიჟური ვოკალი და იტან კეიტის მუსიკა თითოეულ ტრეკს ელექტრო შოკად აქცევს მსმენელისათვის. Untrust Us, Love and Caring და xxzxcuzx Me ჩემო ფავორიტი ტრეკებია.
4) MGMT – Oracular Spectacular

ალბათ ყველაზე ცნობილი ალბომი რომელიც ჩემს ტოპ 10-ში შევიდა და შესაბამისად შევეცდები მოკლედ ვთქვა. Kids და Time to Pretend უბრალოდ არაამქვეყნიური ტრეკებია. იმედი მაქვს რომ 2009 წელს გამოსასვლელი ალბომიც ასეთივე კარგი იქნება.
3) Bloc Party – Intimacy

ეს ჯგუფი ერთ-ერთი ჩემი უსაყვარლესი ბენდია. მათი 2005 წელს გამოსული ალბომი Silent Alarm ჩემი აზრით ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია Indie-ს ჟანრში. Intimacy კარგი გამოვიდა. მითოლოგიით დატვირთული, ისევ ძველებური ლირიკებითა და კელე ოკერეიკეს სუპერ ვოკალით. ჯგუფი არ გაიყინა ერთ ადგილას და მუსიკაში სიახლეა, მეტი Post-punk და ნაკლები Indie pop-ია. 11 სიმღერიდან 11-ივე კარგია ალბომში. საერთოდ ბლოქ ფართის ჩავარდნილი ტრეკი არ მახსოვს მე. Mercury, Zephyrus და Ion Square წლის ერთ-ერთი საუკეთესო ტრეკებია.
2) Justice – A Cross the Universe

ეს ჯასთისის ლაივ ალბომია. უბრალოდ ხუჭავ თვალებს და წარმოიდგენ, რომ ამ ფრანგი ბიჭების კონცერტზე ხარ და უსმენ ამ dance მუსიკას. არ ვიცი ზუსტად რომლე ტრეკზე გავგიჟდებოდი, Genesis-ზე, Stress-ზე თუ რომელიმე Phantom-ზე. “მარშუტკაში” როდესაც ვუსმენ ამ ჯგუფს ხმას ბოლომდე ვუწევ ჩემს მპ4-ს და ვგრძნობ როგორ ვუქმნი დისკომფორტს ჩემს გვერდით მჯდომ დები იშხნელების ფანს რომელიც ამ ახალგაზრდობას აძაგებს და მე სატანის მოციქულად მასაღებს, თუმცა ღირს ჯასთისი ამად.
1)TV On The Radio – Dear Science

ეს ალბომი უბრალოდ პირველ ადგილზე კი არ არის არამედ მინიმუმ ერთი თავით მაღლა დგას 2008 წლის სხვა ალბომებთან შედარებით. ტუნდე ადებიმპე, დევიდ სიტეკი და ჯგუფის სხვა წევრები დროს წინ უსწრებენ და აგერ უკვე 8 წელია მომავლის მუსიკას ქმნიან. სიტყვა artთუ შეიძლება რომელიმე ჯგუფთან იხმარო ადამიანმა ეს პირველ რიგში სწორედ TV On The Radio-იოსთან უნდა გააკეთო. ჯგუფი Pixar-ივითაა. Pixar-ი დაბალი დონის ანიმაციებს არ იღებს კინოში, ანალოგიურად TV On The Radio დაბალი ხარისხის პროდუქციას არ ქმნის მუსიკაში. თუ რაიმე ინსტრუმენტი არსებობს ყველაფერს იყენებენ და აღწევენ ჟღერადობას რომელიც შალვა ნათელაშვის მიხელ სააკაშვილთან ჩაახუტებს. Dancing Choose, Crying, Family Tree, Stork & Owl, Lover’s Day და ა.შ თითოეული ტრეკი დასამახსოვრებელი და განუმეორებელია.

სულ ესაა. იმედია თვალს მაინც გადაავლებთ. თუ რომელიმე ალბომი უნდა ვინმეს მომწერეთ და აუცილებლად აგიტვირთავთ.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

Advertisements

1 comment so far

  1. solaris on

    nick! super-buper Great! momewona
    nu subieqturi tvalsazrisit cxadia sigur ross me uFro win davayenebdi,.. 😛

    “ბებიის წლისთავს მორჩნენო და ერთიანად გამხიარულდნენ” (?) 😀


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: