ქართული ომები


ეპიზოდი I : ვაზისუბანი – ერთი ნახვით შეყვარება ანუ ისტორია ფობიებით შექმნილი სამოთხისა
ბერძნული მითოლოგიის თანახმად ოლიმპოს მთა საბერძნეთში მდებარეობდა, სადაც ღმერთები ცხოვრობდნენ. შილიფად ეცვათ, ბასანოჩკები უყვარდათ მაგრად და ჩვენი ღმერთისგან განსხვავებით, რბილად რომ ვთქვათ, თავაშვებულ ცხოვრებას ეწეოდნენ(მოწევა მავნებელია ნებისმიერის ჯანმრთელობისთვის, ეს ისე ვიცოდეთ მაინც). ვაზისუბანს თავისი ოლიმპოს მთა აქვს და მას მახათას ეძახიან. პოპულარულია ადგილია, არა ღმერთები არ ცხოვრობენ, სამაგიეროდ სამონასტრო კომპლექსი შენდება. ვაზისუბნის მოსახლეობის იმედი სწორე დეგ კომპლექსია. ნებისმიერი გეტყვით, რომ პროექტის დასრულების შემდეგ თავისუფლების მოედნისაკენ პირდაპირ გზას გაიყვანენ და ბინების ფასი გაძვირდება, ვაზისუბანი თბილისის გულად იქცევა და ვინ იცის იქნებ მაკდონალდსის ფილიალიც კი გახსნან აქ.(მე მინდა ყველა ჭეშმარიტ მეგრელს მივუსამძიმრო თემურ ჭყონიას მიერ კოკა-კოლის გაყიდვის ფაქტი).
მახათის მთა ზემოდან დაჰყურებს ვაზისუბანს. მზის ლაჟვარდი სხივებით გაცისკროვნებულ არემარეს გულში იხუტებს და თავის სითბოს აფრქვევს, საამო სურნელის გაბრუებული ბავშვები ციბრუტებივით დახტიან და უხარიათ ცხოვრება, შლეგი სიყვარულით შეშლილი ჩიტუნები კი წრეში ბურთს თამაშობენ(ამ აბზაცის დაწერის შემდეგ თვითმკვლელობა ვცადე.. ასეთი სიტყვებით ვაზისუბნის მოხსენიება მხოლოდ შეურაცხადს ხელეწიფება).

ეს სურათი არ არის ვაზისუბანში გადაღებული(იმედია) თუმცა სულისკვეთება ამ ჭეშმარიტად ქართული უბნისა აქვს.

ვაზისუბანში ყველაფერია რაც კი ადამიანს ჭირდება ბედნიერი ცხოვრებისთვის. არის მაღაზიები, სამარშუტო ტაქსები, პოპული, კარგი ბიჭები, ბოზები, ძონძების მაღაზია, მთვრალი ადამიანის სიმღერით გამოწვეული გინების სურვილი და შუაღამისას “დრიფტინგი” შუა ქუჩაში(მანქანის გამარიაჟების ერთ-ერთი ხერხი. ავტორის შენიშვნა), არის ინტერნეტ, არის პლანი, არის “ტრუხა” პლანიც, გარჩევებიც არის ქუჩაში, “არასპრავედლივი” ხელიც ხვდება ხალხს და წონაშიც ატყუებენ შაქრის ყიდვისას. ჩასარიცხი აპარატებიც არიც და ვენერული დაავადების მატარებელი ადამიანიც, მესამე ჭიქა აქაც წასულებია და დედის სადღეგრძელოზე აქაც ფეხზე დგება ყველა. კაი ბიჭის და(და მდედრობითი სქესის ადამიანი რომელთანაც საერთო დედა ან მამა გყავს, სასურველია ორივე. ავტორის შენიშვნა) აქაც დაცულია “პაკლონიკებისაგან” და ქალიშვილად სიკვდილისთვის არის გამზადებული.
ყველა დედის ოცნებაა ქალიშვილი ვაზისუბანში ეზრდებოდს. აქ გოგონა ყველაფერს ერიდება. რადგან ბოზის სტატუსი ალბათ არ ეპიტნავება. ვაზისუბანში კი სიძვის დიაცი ხარ თუ გაკეთებ შემდეგს: ღამის 12-ის მერე მიხვალ სახლში, უფრო ბოზი თუ ბიჭი მიგაცილებს, კიდევ უფრო ბოზი თუ ის ბიჭი მანქანით მიგიყვანს. ბოზი ხარ თუ სექსუალურად გაცვია(გამომწვევი და ვულგარული სხვა სიტყვებია). მოკლედ ყველა პირობაა შექმნილი, რათა კდემამოსილი და ღაწვშეფაკლული გაიზარდო, დიდრონი კულულებით და ნუშისჭრილიანი თვალებით, მარწყვივით ტუჩებითა და ქსოვის საოცარი ნიჭით. სკოლაშიც კარგი ნიშნები გეყოლება და უნივერსიტეტშიც ჩააბარებ. მიშასაც აგინებ და ჩაცმაზედ დიდი პრეტენზია არ გექნება(პრეტენზია ძალიან საჭირო მოთხოვნილება რომელიც ჰუმანოიდს გააჩნია. ავტორის შენიშვნა).
ბიჭები კარგები არიან. იცინიან, ხუმრობენ, ქალებზეც ლაპარაკობენ, მანქანებზეც და იარაღზეც. გლობალური დათბობა მტრედის ჯიში ჰგონიათ, ნეო-რეალიზმი საფეხბურთო კლუბ რეალის ქართული ვარიანტი, საყავრელი ფილმი “სისხლიანი სპორტია” და მაიკლ სკოფილდობაზე ოცნებობენ, რომ ციხიდან გაიქცნენ როცა დრო მოვა. დრო კი აუცილებლად მოვა და ამას თვითონაც გრძნობენ. ნატოში შესვლაზე როცაა კამათი აქ განიხილება დეიდა ნატოს ანუსი და არა ჩვენი ჩრდილო-ატლანტიკური მიზანი. ბევრს უნდა ცოლად ლამაზი გოგო, უფრო მეტს უნდა მეუღლედ ისეთი რომელიც მასზე უტვინო იქნება(იმბიცილი), ყველს უნდა ქალიშვილი რათა სანუკვარ დღეს სისხლი დაღვარონ და ამით თავიანთი კაცობა დაამტკიცონ. ერთი პოზა იქნება მათსა და ცოლს შორის მუდამ, ნებისმიერ სხვა ფორმა სექსისა დასჯადია და “პიდარასტული”, ცოლი ბოზი არ არის, რომ როცა გაგიხარდება მაშIნ გქონდეს მასთან სექსი, ან ისეთ ფორმებსა და ფანტაზიებში როგორც გინდა.
ასაკში შესული ხალხი უფრო მარტივია. ვერ იტანენ პროგრესაა და ცვლილებებს. უკრაინასა და რუსეთში გულაობაში გატარებულ წლებს მისტირიან, გრძელთმიან ბიჭებს ეხუმრებიან პარიკმახერი ხო მარ მოგიკვდათი, ცირკები არიან(ცირკი ადგილი სადაც ჯამბაზი ცდილობს ხალხის გაცინებას. ავტორის შენიშვნა). საოცარია ქართული სუფრა სადაც ბომონდია ვაზისუბნის შეყრილი. აქ თამადა მეფეა. ყველა ჭამს თავიდან, არავინ მოცდება მაგ საქმეს, თუ ფული აქვთ დადებული მითუმეტეს. კანტი-კუნტად ჭიქებს ეთამაშება ხალხი, აი თამადაც წამოიმართება ხოლმე მუდამ ნიჰილისტია სუფრის ბელადი. დადაისტური იდეებით შებყრობილი და იმპრესიონისტულ ჭრილში ხედავს გამოსავალს საქართველოს გადარჩენისას. აქ ერთი ისტორია გამახსენდა:
ვაზისუბნის მეორე მიკრო-რაიონში შევაბიჯე. ერთ-ერთი კორპუსის ეზოში შევუხვიე და გარაჟიდან სიმღერის ხმა მომესმა. შემთხვევით ერთ-ერთმა სუფრის წევრმა დამინახა და შიგნით შემიპატიჟეს. “შემთხვევას ზედმეტსახელად ჰქვია განგება” ასე უთქვამს ნაპოლეონ ბონაპარტს და მეც განგების მსხვერპლი აღმოვჩნდი. სუფრის გარშემო 6 ადამიანი იჯდა. სახეზე ყველას ეტყობოდა, რომ ალკოჰოლს მათი ტვინი გაეჟღინდა და შესაბამისად თხოვნაზე შემესვა განსხვავებული როგორც შემოსწრებულს, უარის თქმა არ იქნებოდა ჭკვიანური ნაბიჯი. დავლოცე სუფრაზე მსხდომნი რასაც ჩემი გულში ჩახუტება მოჰყვა. თამადის ფეხზე წამოჭრამ ყველა დააშოშმინა. გული მიგრძნობდა, რომ ისეთი სადღეგრძელოს დრო იყო მოსული სადაც ჩემი თამადობით სხვა “ჩემნაირები” დაილოცებოდნენ და ამიტომ გავიტრუნე. უპატივცემულობაში, რომ არ ჩამოერთმია თამადას. სადღეგრძელო სადღაც 15 წუთს გაგრძელდა. უამრავი პაუზით, პირის გაწკლაპუნებით, კბილში გაჩხერილი “ჩიჩიას” ძიებითა თუ სხვა შეფერხებებით. სადღეგრძელოში თამადამ დაგმო მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი, ცრემლი მოადგა დავით აღმაშენებელლის გახსენებაზე. ვაჟა, ილია და აკაკი მსოფლიოს უდიდეს მწერალთა ტრიუმვირატად გამოაცხადა. მე გადმომცა ქვეყნის გასაღებები და მომავალი, როგორც თავად აღნიშნა აქამდე თვითონ და მისმა თაობამ ატარა ეს ტვირთი და ეხლა მე და ჩემს მეგობრებს უნდა შეგვენარჩუნებინა ის კაცობა, მეობა და ტრადიციები რომლებიც მათ შემოგვინახეს. სამწუხაროდ თამადის 15 წუთიან გამოსვლას, 5 სხვა ორატორიც გამოხმაურა და მხოლოდ ნახევარი საათის შემდეგ შევძელი ბოდიშის მოხდით თავი დამეღწია იქაურობისთვის.
თავი მოგაბეზრეთ ალბათ. ხოდა მოვრჩები ეხლა. ეს ყველაფერი არ არის რაც ვაზისუბანზე შეიძლებოდა თქმულიყი. ვაზისუბანი მეტია ვიდრე ოდენ უბანი(უბანი ადგილი სადაც ხალხი კომპაქტურადაა დასახლებული და წრეში ბურთი ეროვნული სპორტია. ავტორის შენიშვნა)

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

 

Advertisements

2 comments so far

  1. nino on

    nikoloz, Zalian magari statiaaaa! Tan, Zalian Zalian!

  2. nin on

    mere vake da saburtaloc agwere 🙂 dzaaaaan magariaaa


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: