ქართული ომები ეპიზოდი II:კაცური ნაბიჯები


1)პირველი ბავშვი ეყოლათ ცოლ-ქმარს. თუ ბიჭია ოჯახში დიდი ზარ-ზეიმია, თუ გოგოა ქმარი ცოლს ნაწყენი თვალებით შეხედავს და გააფრთხილებს, რომ შემდეგში არ “შეცდეს” და დაბადოს პირმშო საზარდულით. საბედნიეროდ ბიჭია. თოფი აუცილებლათ გავარდება, გატყვრომაც გარდაუვალია, შეიძლება ვინმეც იცემოს, გააჩნია ხასიათსა და სიმთვარელს.

2)ბავშვი 2-3 წლისაა, მშობლები ამბობენ რომ ყველაზე ნიჭიერი ბავშია. 96 დღისა აკუტაგავას კითხულობდა, 7 თვის რომ იყო ლექსებს გურამ საღარაძესავით კითხულობდა. დაანებეთ თავი, ეხლა მაინც არაფერს არ გეტყვით, მორცხვია ისევე როგორც ყველა ბავშვი.

3)სკოლაში შეიყვანეს, მეგობრებს მშობლები ურჩევენ. “დედა მიშიკოს რომ აქვს ეგეთი მანქანა მინდა”. “მიშიკოს რას ედრები შვილო დედამის შუბა აცვია.” შუბა სიმდიდრის ნიშანია, ჯიპივითაა მარტო ბობოლებს აქვთ(ჰყავთ). 90-იანი წლებია. სკოლაში კარგად სწავლობს. მესამე კლასში ძალიან უნდა, რომ პოლიციელი გამოვიდეს. ეს სურვილი სადღაც მეექვსე კლასში იკარგება, ნელ-ნელა სწავლას უკლებს, კარგი მოსწავლიდან ნიჭიერ ბიჭად იქცევა რომელიც ზარმაცობს და ტრადიციულ ჩარჩოში ჯდება”ნიჭიერია მაგრამ ზარმაცი”. ეს ხომ ქართველების ჯვარია რომელსაც გოლგოთისაკენ მიმავალ გზაზე ყველანი ვატარებთ. “საშინლად ნიჭიერები” ვართ, მაგრამ “სამწუხაროდ ზარმაცები”.

4)13 წლისაა. სკოლას ბირჟა ანაცვლებს, ჟიულ ვერნს გოჩა მანველიძე, უფროსს “ვზროსლი”, კლეჩატ შარვალს შავი ტილოს შარვალი, ჩნდება გინების უაზრო მოთხოვნილება(მოთხოვნილება -საქართველოში შარდის დადინებასთან ასოცირებული სიტყვა, სხვა ფუნქცია დაკარგული აქვს. ავტორის შენიშვნა), გრევი, თავანი, მაზიანი და ა.შ. პლანის გემო გაგებულია, არ დაბოლებულა მაგრამ “გაუსწორდა”. ნელ-ნელა ხდება პაპსავიკი და სნობი. მოსწონს ის რაც ყველას მოსწონს და დასცინის იმას რაც “საძმოში” მიუღებელია.

5)მამამ თავის ძმაკაცს ფული მისცა. დღეს ქალებში წავა. თავისი აზრით უკვე ჩამოყალიბებული პიროვნებაა. ცვლილებები კვლავ მრავლადაა. სექსი შეცვალა ტყნ###მა, მდედრმა მის თვალში მუტაცია განიცადა, ეხლა უკვე არსებობენ “დაიკოები” და “აუ ამას რას მივარჭობდი” გოგოები, წიგნები მთლიანად გაქრნენ. დისქავერის არსებობა არც სმენია, საყვარელი სერიალი Prison Break-ია, მეგობრებს თითქმის არ ეკამათება გადაწყვეტილებების სისწორეში, სამაგიეროდ ხშირად კამათობს მანქანებზე, ფეხბურთსა და იარაღზე.ბორდელში მივიდა. ბოზს რათქმაუნდა აგინებს, ასე ასწავლეს. ცოლს ქალიშვილს მოიყვანს ეს უკვე გადაწყვეტილი ამბავია(ამბავი – საქართველოში სექსუალური ისტორიები რომლისაც თავად ნარატორებსაც არ სჯერათ თუმცა მაინც დიდი პოპულარობით სარგებლობენ. ავტორის შენიშვნა) . შეყვარებული ჰყავს, თან სკაიპში გოგოებს აბამს, აბა პიდარასტი ხომ არ არის შეყვარებულის ერთგული რომ იყოს?! ცოლთან სექსი მარტო სარეცელში ექნება, ისიც ღამე და ისიც ერთ პოზაში, სხვა პოზაში მარტო სიძვასთან შეიძლება ურთიერთობა. აგინებს იმას ვინც რაიმე “სიახლის” შემოტანას ცდილობს სექსუალურ ცხოვრებაში. საყვარელი გამოთქმაა – “იმ ტუჩებით მერე ბავშვებს როგორ უნდა აკოცოს?!” …

სამწუხაროდ გაგარძელება იქნება.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

Advertisements

6 comments so far

  1. Gvantsa on

    აი, ასეთი მართალი და, თან, სახალისო სტატიები კაი ხანია არ წამიკითხავს!
    ეს ვისთან ერთად გამიტარებია მთელი ერთი წელი ლექციებზე…
    მაგარი ხარ, ნიკა.
    ნუ, ბანალური კი გამოვიდა ქება, მაგრამ მართალია 😛

  2. თათია on

    Gvantsa-ს ვეთანხმდები. სიმართლე იყო, სასაცილო და სატირალი 😦

  3. piccolina on

    შენი დაწერილია ეს?

    სიმართლე რომ ვთქვა, უკვე დაღეჭილ-გადაღეჭილი თემაა ეს, მარა თემის გადაღეჭილობით პრობლემა არ იხსნება )))

    ხო, საინტერესო ბლოგია, ბლოგროლში ჩაგამატებ და შენც ჩამამატე თუ არ შეწუხდები )))

  4. irina on

    ამოვიდა ყელში ეს თემა 🙂
    რამდენიც არ უნდა ილაპარაკო, შენც ზუსტად ეგეთი ხარ დარწმუნებული ვარ. ერთი ძმაკაცი მაინც გეყოლება ისეთი, ვინც გეტყვის, რომ “აზრზე მოდი,ეგ გოგო ჩემი ძმაკაცის მეზობლის ვიღაცასთან დადიოდა და ქალიშვილი არაა” და შენც დაშორდები. რა არა? 😉
    ყველაფრის თავი და თავი ქართველი კაცების ამოუხსნელი კომპლექსების მთელი თაიგულია!
    და სხვათა შორის, ქალებისაც 😉
    უი, გამახსენე მერე, ამ კომპლექსებზეც უნდა დავწერო 😉
    ისე, კარგად წერ, შენ რას გერჩი :))

  5. Leonard Shelby on

    აი ძალიან ზუსტად წარმაოჩინე ის პრობლემა რომელიც არსებობს. მდედრთა უმეტესობას(სამწუხაროდ) ჰგონია, რომ ყველა ბიჭი ერთნაირია. ვინ ვისთან დადიოდა და რას აკეთებდა ჩემი საქმე არ არის, ჩემთვის მთავარია ის ურთიერთობა რომელიც ჩემთან ექნება და ის გულახდილობა რომელსაც ჩემთან გამოავლენს. ეს იასნად ეხლა ცარიელ სიტყვებად ჩანს და პრინციპში არც არავის დარწმუნებას არ ვცდილობ, რადგან ეგ ნაკლებ საინტერესო და აქტუალურია ჩემთვის. მთავარია საქმეში რა და როგორ იქნება, საქმეში კი როცა ურთიერთობა მქონდა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მეკიდა 15 წლის ასაკში მეზობელ მერაბის ეზასავებოდა თუ გოჩას. იასნად არსებობს რაღაც ზღვარი რომელის იქითაც გოგოს როგორც სიძვას ისე აღვიქვამ.
    პრობლემა ისაა რომ მანკიერი წრე არის შეკრული. ქალები მიიჩნევენ რომ თუ ერთხელ ექნებათ სექსი, მერე ბოზის სახელი ექნებათ, ეს რაღაც მხრივ გამართლებულიც არის რადგან ბიწების უმეტესობა თავის სექსუალურ ისტორიას მთელ სამეგობროს და სანაცნობოს უყვება.
    თუმცა გოგომ და ბიჭმა იმდენი უნდა მოახერხოს, რომ ისეთი პარტნიორი შეარჩიოს და შეიყვაროს რომელსაც ენდობა და მაგისი შიში არ ექნება.

  6. nacarqeqia on

    ბრავო. მე დიდიხანია ამათ ყურადღებას აგარ ვაქცევ. დაიკიე და მოგეშვებას პრინციპით ვარ.ვიცი რომ ეს პრინციპი საზიზღრობაა მაგრამ რა ვქნა. რას იზამ ეს ხომ ,,საქართველოა’’.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: