ქართული ომები ეპიზოდი III:რეპორტაჟი ბორდელიდან


Based on a true story

საქართველო გამორჩეული ქვეყანაა. ნუ ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი ამაზე თავს დებს. საიდან ეს სტატისიტკა?. ქართველების გამორჩეულობაზე თავს ჩემს გარშემო მყოფ ადამიანთა უდიდესი ნაწილი (ს)დებს. რატომღაც მგონია( გუმანის ხელი ურევია), რომ ეს უდიდესი ნაწილი მთლიან საქართველოზეც იგივე პროცენტს მომცემს, იმ ადამიანებისა რომლებიც ფიქრობენ:”4 მილიონი ვართ რას ვაკეთებთ და 20 მილიონი რომ ვიყოთ მსოფლიოს მბრძანებლები ვიქნებით”.

ეს ამხელა პრელუდია მთლიანად ერთ გამორჩეულობას ეძღვნება. ჩვენს ქვეყანაში სიძვის დიაცი A.K.A ბოზი(ბოზი – ერთ-ერთი ვერსიით ადამიანი რომელიც მობილურს დაკარგავს და ამის შესახებ საძმოს მაგივრად პატრულს შეატყობინებს ავტორის შენიშვნა) ხშირ შემთხვევაში ასოცირდება ყველა იმ მდედრთან, რომელიც სექსით კავდება ადამიანთან რომელიც მისი მეუღლე არ არის. ჩემი ღრმა რწმენით ეს ასე არ არის, სიძვა არის ქალი რომელიც სექსუალური მომახურებისთვის ფულს იღებს და აქ სრულდება ყველაფერი, ნუ სულით ბოზი და მსგავსი გამოთქმები სხვა თემაა. თუმცა არ ვაპირებ ეხლა ამაზე წერას თუ რატომ და როგორ. ჩემი მთავარი მიზანი სულ სხვა რამ გახლავთ.

ჩემი არც თუ ისე დიდი ხნის მოღვაწეობის განმავლობაში პლანეტა დედამიწაზე მე მუდამ ვერიდებოდი, სიძვებში განავარდებას. ის რაც არ იცი არ შეიძლება გეზიზღებოდეს ან გიყვარდეს, ასე რომ ჩემი დამოკიდებულება ბოზებისადმი უბრალოდ ინდიფერენტული გახლდათ. ფულის გადახდა “ნასვამი ხარ და არ მაწვალო იცოდეში” ნაღდად არ მიზიდავდა, არც ძალით ოხვრა-კვნესა მიზიდავს. ბუნების შვილი ვარ და ყველაფერ ნატურალურს ვანიჭებ უპირატესობას(ეს ისე ვთქვი მოუხდა წინადადებას). ვახერხებდი და ფონს ისე გავდიოდი რომ ფულის გადახდა არ მიწევდა სექსში თუმცა ეს ნაკლებ საინტერესოა. მთავარია my first ბოზ experience.

დაახლოებით ისე მომივიდა ყველაფერი უნდა გასინჯო კაცმაო. მეგობრებმა გადაწყვიტეს წასვლა, მე შემომთავაზეს და გაუკვირდათ რომ დავთანხმდი, იცოდნენ ჩემი დამოკიდებულება სიძვებისადმი. ჩემს აცუნდრუკებას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. 1)ინტერესი მენახა საკუთარი თვალით ყველაფერი. 2)ამ ეტაპზე სექსუალურ პარტნიორს მოკლებული ვარ და ფორმიდან რომ არ ამოვარდნილიყავი. 3) 4 ძმაკაცი რომლებსაც საკმაოდ კარგი იუმორის გრძნობა აქვს ერთ ბორდელში.მმმ. წინასწარ ვიცოდი, რომ ძალიან ბევრს ვიცინებდით “საქმემდე” და “საქმის” შემდეგაც. მოსაღამოვდა. მობილურზე დამირეკეს. გასვლის დრო არის სახლიდან. 2 მეგობარი ისეთი გამოწყობილია, რომ არ ვიცოდე სად მივდივართ ვიფიქრებდი რომ ცოლი მოჰყავთ. ეს ორი გამოცდილი ჯეელია სიძვებთან ურთიერთობაშჳ შესაბამისად, მოლაპარაკებების მაგიდას სწორედ ისინი მიუსხდებიან როდესაც საქმე ფულის დაკლებაზე მივა. დანიშნულების პუნქტი ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საროსკიპოა. მიგვასწავლეს ეგ ადგილი ქალები კი არა ზევსის ქალიშვილები ჰყავთო. შევედით. მამაშამ დასხედითო გვითხრა. გასაოცარია როდესაც 4 პიროვნებას ორი სკამისაკენ მიგითითებენ და მოგიწოდებენ საჯდომის ჩამოდებისაკენ. “გოგოები ახლავე მოვლენ”. ავღელდი ცოტა. “პიკი საათში” რომ არის ისე იქნება მეთქი ვიფიქრე ყველაფერი, ფარდა გადაიწევა ანდა რაღაც მაგდაგვარი და შემოვლენ გოგოები. 2 წუთის შემდეგ ეს ჰიპოთეზა გაქარწყლდა. ოთახში შემოაბიჯა 4 ქალმა. ნუ ქალი თამამი ნათქვამია. რაღაც უცნაური სახეები ჰქონდათ. გაწამებული და დაბეჩავებული. ქალთან საერთო დაახლოებით იმდენი ჰქონდა იმ 4 სუბიექტს საერთო რამდენიც მე ორგანულ ქიმიასთან. ბევრი არ გვიფიქრია. დავტოვეთ “ზავიძენია”. “პალმები” განთქმული ადგილია, ჩვენც გადავწყვიტეთ ბედი ეხლა იქ გვეცადა. მოსალაპარაკებლად შენობაში ჩემს მიერ, ზემოთ ნახსენები ორი ძმაკაცი შევიდა. მალევე გამოვიდნენ. 420 ლარს ითხოვენო. ჩვენ სულ ლოოოოლ-ის ძახებით წამოვედით. უკვე 23 საათი იქნებოდა. “ტოჩკები” კი არც ისე ბევრი იყო დარჩენილი. უნდა აგვერჩია ან დიღომში წასვლა ანდაც აფრიკასა და მოსკოვის პროსპექტზე ბედის მოსინჯვა. ტაქსი გავაჩერეთ. დიღომი ავირჩიეთ. რიგით მესამე ბორდელშიც გვიმუხთლა ბედმა. ბევრს ითხოვდნენ. ჩვენი თანხა თურმე მხოლოდ ერთ გათავებას ყოფნიდა. ჩემმა ელჩებმა ვერა და ვერ შეძლეს გოგოების დაყოლიება. არც “ჩვენ ქორფა ახალგაზრდები ვართ-მა”, არც “შემდეგ მოსვლაზე მოგიტანთ იმ 40 ლარს-მა” და თქვენ წარმოდიგინეთ “ჩვენი ხელიდან გაშვებით თქვენ კარგავთ თქვენი ცხოვრების საუკეთესო კლიენტებს” ამ ფრაზამაც კი არ შეუტოკა წარბი ჩვენს პოტენციურ საქონელს. სამწუხაროა რომ ასე მიწევს საუბარი ცოცხალ ადამიანზე, ამრაგმ სხვა რამის თქმა ჩემი გუშინდელი ვოაჟის შემდეგ ნამდვილად არ შემიძლია. საბოლოოდ როგორც იქნა დიღომში მივაგენით ადგილს. ფასი მისაღები. ქალები “ჯანდაბას გაჟიმავს კაცი” დონის. ღამის კლუბია რომ ჰკითხოთ მფლობელს, შიგნით კი ზუსტად ისეთი სიტუაციაა როგორიც რიკოთზე ერთ-ერთ იმ სასადილოთაგანში რომლის წინაც თქვენი მარშუტკის მძღოლი აჩერებს ხოლმე. ქალები ისე იქცეოდნენ რომ სურვილი შესვლისთანავე გამიქრა დამემყარებინა სექსუალური კონტაქტი კი არა თუნდაც ნბა-ს ფლეი-ოფებზე მელაპარაკა მათთან. ზოგი ჭამდა, ზოგიერთი ჯოკერს თამაშობდა. არჩევა ყოფილა ძალიან მაგარი პროცესი. მიდიხარ და ეუბნები:” შენ წამოდი.” არადა კარგი კარტი ეჭირა იმ ქალს რომელსაც მე ამ ფრაზით დავატოვებინე სათამაშო მაგიდა. ზემოთ ოთახები დავათვალიერეთ. სურვილი კიდევ უფრო გამიქრა რამე გამეკეთებინა. ზემოთ მოვაგვარეთ წვრილმანი პრობლემები პრეზერვატივთან დაკავშირებით და ჩავიკეტეთ ოთახში.

არ ვიცი. აი მაინტერესებს როგორ ახერხებს მამაკაცი და ბოზთან(ბოზი – ერთ-ერთი ვერსიით ქალი რომელთანაც იხმარება სიტყვები:ვიხმარე, მოვტყ##ი, გავჟ##ე. ავტორის შენიშვნა)სიამოვნებას იღებს. დაახლოებით 45 წუთის შემდეგ გამოვედი ნომრიდან. ვფიქრობდი განვლილ ერთ საათზე რომელიც უდაოდ ყველაზე ცუდი იყო რომელიც სუსტი სქესის წარმომადგენელთან გამიტარებია. სიამოვნება არ ყოფილა საერთოდ. იყო მხოლოდ სიხარული. პირველი როდესაც ერექციის მსგავსი მქონდა და მეორე როდესაც ყველაფერი დასრულდა. სიამოვნება არანაირი. ქალი გახარებული იყო მახსოვს. ალბათ გაუკვირდა მეორე ხელი რომ არ მოვითხოვე, ანდა რომ არ ვაგინე ან წამოვარტყი. ხშირად ხდება ეგეთები თურმე. დიალოგის მსგავსიც შედგა ჩვენს შორის. არ დავუმალე და ვუთხარი რომ პირველად ვიყავი ქალთან რომელსაც ფული გადავუხადე. შემაქო. უსიყვარულოდ(სიყვარული რა შუაში იყო ალბათ მარტო თვითონ იცის) რომ არ ჟიმაობ კარგი არისო. ვინანე ჩემი ნათქვამი რადგან მას მოჰყვა ამ ქალის მთელი მონოლოგი იმაზე რომ ასე კოცნისა და სითბოს გარეშე უსახურია სექსი. ლაპარაკი მეზარებოდა ამიტომაც სწრაფად ჩავიცვი და გამოვედი. ტაქსითი გამოვემგზავრეთ ოჯახებისაკენ ძმაკაცები. ძალიან ბევრი ვიცინეთ გზაში. საკუთარ თავზე ვკაიფობდი ყველაზე მეტს.

სასაცილო იქნებოდა მართლაც სატირალი, რომ არ იყოს. სამწუხაროა რომ საქართველოში უამრავი ადამიანი მხოლოდ სიძვებთან ამყარებს სექსუალურ კავშირს, ან კიდევ უარესი ცოლი(ცოლი – ქალი რომელიც ჭურჭელს და სარეცხს გირეცხავს და 2 შვილის გაჩენის შემდეგ სექსს წყვეტთ. ავტორის შენიშვნა)ჰყავს და ისე დადის ბოზთან. ნუ ეგ ეგრეც უნდა იყოს, ცოლთან ხომ მხოლოდ მისიონერულ პოზაში არის ნებადართული სექსი და ისიც უკუნით სიბნელეში. აი ესაა მთავარი პრობლემები. ქართველი მამაკაცები ვერ ახერხებენ თუ არც აქვთ სურვილი, რომ გოგოს თავი მოაწონონ, შეაბან, დაკერონ თუ რაც გინდა ის დაარქვით, გინდ საწოლში ჩაიგორონ და ამიტომ ფულს ხარჯავენ მასტურბაციაში, რომელსაც ბოზთან სექს ეძახიან და რომლის ძირითადი განსხვავება ანანიზმის კლასიკურ ფორმასთან არის ის, რომ ხელი სასქესო ორგანოს ნაცვლად ქალის მკერდს ეხება. ცოლიან მამაკაცებს კი ყოველგვარი ექსპერიმენტი თუ რაიმე “არატრადიციული” ეთაკილება ცოლთან, ხომ არ “გააბოზებენ” თავიანთი შვილების დედას და ამიტომ ფულს იხდიან იმაში, რომ ვიღაც ქალმა მალე მორჩი, მალე მორჩი ეძახოს ერთი საათის განმავლობაში.

გულისმარევია  სიტუაცია რომელიც ბორდელშია. დეზერტირების ბაზარის ატმოსფეროა. “აუ დამიკელი რა”. “რა ღირს ქალო შენი დამპალი ხორცი.” ”რა დამპალი ქალბატონი სულ ახალია”. კუთხეში გახეული მთვრალი მამაკაცები, რომლებიც ისე იყურებიან თითქოს ცხოვრებაში ყველაზე სასიამოვნო მომენტის წინ განვლილ ცხოვრებას იხსენებენ, 15 წუთის შემდეგ კი სწორედ ამ მამკაცებს უბრახუნებენ ნომრის კარებზე “დაანებე გიჟო თავი, ნუ ურტყამ ცოდოა”. იდეაში “გამომწვევად” ჩაცმული ქალები, რომლებიც დაახლოებით ისე მიწვევენ როგორც შატბერაშვილი თავისი დამთრგუნველი მზერით. მოკლედ ჩემი ფეხი აღარ იქნება იქ :D. ასე რომ ვეძებ ახალგაზრდა სიმპატიურ გოგონას რომელიც იარების მოშუშებაში დამეხმარება 😛

ბოლოთქმა

ბევრს აღარ შეგაწყენთ თავს, გაცვეთილ თემებზე საუბრით. ბევრი დაწერილი იმ პრობლემებსა თუ საკითხებზე რომლებსაც მე გაკვრით შევეხე და იმედი მაქვს რომ ბევრი ფიქრობს ჩემსავით.

ეჰჰ We all need mirrors to remind ourselves who we are. სამწუხაროა რომ სხვადასხვანაირი სარკე გვაქვს და ყველა ვხედავთ მხოლოდ იმას რისი დანახვაც გვსურს. Memory can change the shape of a room; it can change the color of a car. And memories can be distorted. They’re just an interpretation, they’re not a record, and they’re irrelevant if you have the facts. სწორედ აქედან მოდის ის საოცარი ისტორიები რომლებიც ბოზებს უკავშირდება და რომელიც დარწმუნებული ვარ არაერთხელ მოგისმენიათ თქვენი ნაცნობებისაგან. სწორედ ესაა სათავე ყველა იმ უბედურებისა რომელსაც ზოგნი ვხედავ და ამის გამო ცუდებად ვითვლებით და “შენ ხომ ქართული არაფერი გიყვარს” ახალგაზრდები ვართ. დავანებოთ Self improvement-ს თავი იმიტომ რომ თუ ტაილერ დერდნერს დავუჯერებთ ის მასტურბაციას ჰგავს. გინდა სიამოვნება მიიღო და თან უკეთესი გახდე მაშინ როდესაც ჯობია იყო ის რაც ხარ(იყავი ის რაც ხარ – სპრაიტის ლეგენდასთან ასოცირებული ფრაზა, რომ თურმე თუ blur-ის song 2-ს ფონზე დალევ სპრაიტს მსახიობი ანდა ჟურნალისტი გახდები. ავტორის შენიშვნა) სიყვარულით ნიკა.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

Advertisements

8 comments so far

  1. daliela on

    ამ თემაზე ბევრიც დაწერილა და ბევრიც წამიკითხამს. მაგრამ ასე დეტალურად არა 😀 მამეწონა კაია!

  2. unaamarga on

    კარგად გავერთე, კარგი იყო!

  3. ჰიუსტონ on

    შენნაირად ვფიქრობდი მეც, მაგრამ მეგონა, გოგო რომ ვარ მაგიტომ-მეთქი. შევმცდარვარ. 😀

  4. andria on

    ისე გეცადა ნბა-ს პლეიოფებზე დალაპრაკება, იქნებ კარგად ერკვევოდა და ვინ იცის, იქნებ ფენტეზისაც თამაშობდა ჩუმ-ჩუმად, თავისუფალ დროს

  5. ana&anga on

    ნიკა, ის რაზეც შენ წერ იმდენად არასერიოზული და დაულაგებელია, რომ ისეთი შთაბეჭდილება მექმნება თითქოს ამ პოსტის დაწერის წინა დღეს დაკარგე ვაჟიშვილობა. ბლოგი შენია და რასაც გინდა იმას დაწერ, მაგრამ ადრინდელი პოსტები უფრო სერიოზული იყო, ეს კი… 15 წლის ბიჭის დაწერილს ჰგავს, რომელმაც გუშინ აღმოაჩინა რა არის სექსი და სადა აქვთ ქალებს კლიტორი. იდეა გასაგებია და ის რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო პოსტი ბოლოში ორი წინადადებით მიმოიხილე. სექსზე წერა საჭიროა და იმის ანალიზიც საჭიროა, რატომ ღალატობენ კაცები ცოლებს მეორე შვილის გაჩენის შემდეგ, მე ეს საკითხი უფრო მაინტერესებს, ვიდრე ის, რამდენ ადგილას იყავით ვიდრე თქვენი ფინანსების შესაფერის ქალებს იპოვიდით. იმის მისახვედრად, რომ იაფფასიან კახპებთან ცოლის ღალატი სისულელეა, აუცილებელი არაა კახპასთან დაწვე. მონდომებაში ნამდვილად იმსახურებ ხუთიანს, მაგრამ ამისდეტალურად აღწერა ცოტა არავაჟკაცური საქციელია.

  6. Leonard Shelby on

    ana&anga – დავწერე იმ ამაზრზენ ატმოსფეროზე რომელიც ბორდელში სუფევს. შენ შეიძლება მოგეჩვენა, რომ ვაჟიშვილობა დავკარგე, ვიღაცას რომ დღემდე ვაჟიშვილი დავიარები და ა.შ
    სერიოზულს რას ეძახი ეს გასარკვევია. მე მირჩევნია იუმორისა და ცინიზმის დახმარებით “გავხადო” პრობლემას, ვიდრე სამეცნიერო ენით დაწერილი, წყალ–წყალა მასალა დავწერო.
    ის პრობლემა თუ რატომ ღალატობს კაცი ცოლს და სადაა პრობლემა სრულიად სხვა პოსტშია მიმოხილული. : )
    მე მომიტევე, მაგრამ ვერ ვხვდები არავაჟკაცური რა იყო. ვინმეს ანონიმურობა დაირღვა თუ თავს ლაფი დავისხი? : )

  7. ana&anga on

    Leonard Shelby – ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ ცოტა არ იყოს სასაცილოდ ჟღერს თქვენი განცხადება, რომ იმ ამაზრზენ ატმოსფეროზე დაწერეთ, რაც ბორდელში სუფევს. მართლა ამ თემაზე თუ გინდოდა დაწერა, არც მაგისთვის იყო აუცილებელი მრუშ ქალთან დაწოლა და მით უმეტეს ამის შესახებ დაწერა, ამას არანაირი კავშირი არა აქვს ბორდელებში არსებული სიტუაციის აღწერასთან. ცინიზმსა და იუმორს რაც შეეხება, ვფიქრობ, კარგად გამოგდის, მაგრამ ვერ გავიგე რა საწინააღმდეგო გაქვს სამეცნიერო ენით დაწერილ მასალასთან. არავაჟკაცურია როცა “ბორდელში არსებულ ამაზრზენ სიტუაციას აღწერ” და თან ამბობ, რომ “მე ეს იქიდან ვიცი, რომ ბორდელის მრუშ ქალთან ვიწექი და ასეთი და ასეთი იყო”. მე შენი პოსტი ასე გავიგე და ეს მიდგომა ამ საკითხისადმი არ მომეწონა.

  8. Leonard Shelby on

    ana&anga – როგორ უნდა დაწერო იმაზე რასთან შეხებაც არ გქონია? ჰაერში ლაპარაკი ყველას კარგად ეხერხება, ფანტაზიის წყალობით რაღაცასაც ახერხებენ და თითქმის რელაურ სურათს ხატავენ ხოლმე. მაინტერესებდა რატომ დადიოდა ხალხი იქ,შესაბამისად მივედი – ვნახე – დავწერე.
    პოსტი არასწორად გაგიგია. მთლიანი პრობლემა ისაა რომ ვიღაცას უნდება იქ მისვლა, ზოსგს შეყვარებულთან არ აქვს სექსი, ზოგი ცოლს ღალატობს, ვიღაცა საერთოდ მარტოსულია. ამ დროს მიდიან ამ საშინელ ადგილას, სადაც უსუფთაობა, საშინელი ატმოსფერო და გარემოა და ცდილობს დაიკმაყოფილოს სურვილი. ქალებს არაფერს არ ვერჩი, ისინი აკეთებენ იმას რაც სურთ რომ აკეთონ და მათ ნამდვილად არ ვაკრიტიკებ.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: