მაშინ როდესაც მეზობლად რევოლუცია ცხოვრობს


არც ისე დიდი ხანია ჩემი ბლოგი გავაკეთე და მაქსიმალურად ვერიდებოდი რაიმეს დაწერას პოლიტიკაზე. მაგრამ ის რაც დღეს ვნახე ეს უკვე უბრალოდ “პოლიტიკა” არ არის. მე პირადად მიმაჩნია რომ ვიდეომასალა რომელიც დღეს გავრცელდა ნამდვილად არ არის მონტაჟი და რეალურად იგეგმებოდა ეს ყველაფერი. არც გამკვირვებია დიდა რუსეთისაგან, ახალი აქ ხომ არც არაფერია.  ოპოზიციის წარმომადგენლების კომენტარმა გამაღიზიანა ძალიან. გამორიცხავს ყოველგვარ ამბოხებას ძიძიგური. ზვიადი ნამდვილად არ არის ის პიროვნება რომელსაც რამის გამორიცხვა შეუძლია ამ კონკრეტულ სიტუაციაში და ზედმეტ ლაპარაკს ჯობია დაელოდოს მოვლენების განვითარებას.  ნინო ბურჯანაძის გამოსვლა საერთოდ საოცრება იყო. ეს ქალი რაც ოპოზიციაში გადავიდა მხოლოდ იმას ამბობს, რომ მისი ერთადერთი შეცდომა არის ის რომ ადრე არ თქვა რაღაც მიშაზე. არ უნდა მიხვდეს რომ თუ რაიმე იცის დროზე უნდა თქვას ან გაგვაფრთხილოს ჩვენ, “უგუნური” ხალხი. გია ყარყარაშვილი საერთოდ ცალკე თემაა. წარმოშობით მეგრელი ვარ და ხშირად მომისმენია ისტორიები აფხაზეთის ომთან დაკავშირებით სადაც ყარყარაშვილი ძალიან ცუდ კონტექსტში იყო მოხსენიებული. არანაირი მორალური უფლება არ მაქვს იმ ათობით ადამიანს არ დავუჯერო. ძალიან საინტერესო იქნება რას წარმოადგენს დღეს საღამოს ყარყარაშვილი, როგორც ამბობს ვიდეო მასალა აქვს. თუ მართლაც ფლობს რაიმე ღირებულს საინტერესო იქნება ხილვა.

უბრალოდ ძალიან არ მინდა დროში უკან დაბრუნება. არ მინდა გამოვიარო ის რაც ვნახე და ის რასაც მიყვებოდნენ. არც უშუქობა მინდა, არც ლამფის შუქზე ჯოკრის თამაში, ტალონებით ნაყიდი პურიც არ მიზიდავს დიდად, ქუჩაში უშიშრად სიარულსაც შეეჩვია თითქოს ხალხი, არც 3 კოლგოტის ჩაცმაა “მოდაში” , რომ ფული რაც შეიძლება ღრმად შეინახო, 78% საპონის სუნს გადავეჩვიეთ, ლიფტით სიარული და სუპერმარკეტებში პროდუქტის ყიდვა ყოველდღიური მოვლენა გახდა, რამდენიც არ უნდა იძახოს ოპოზიციამ სიტყვის თავისუფლება არ არის, მაინც ამბობ იმას რაც გინდა და აკეთებ ისე როგროც მოგეპრიანება. არ მაქვს სურვილი ვაკუუმში ვიცხოვრო, უცხოეთად რუსეთი და ბელარუსია ითვლებოდეს მხოლოდ და 48 მანეთად ვგრიალებდე სლავ ქალებში. მე იმ ხალხის გამკვირვებია 50 000 რომ ყიდიან საქართველოს. გინების სურვილი არ მაქვს, მეცოდებიან მართლა ოღონდ. მეცოდებიან რომ ვერ გრძნობენ ვერაფერს. არ აქვთ სიყვარული და უბრალო პატივისცემა თავიანთი სამშობლოსი. არც ეკლესიური ვარ და არც უდიდეს პატრიოტად ვითვლები, მაგრამ ვიცი ის ფასი რომელიც ჩვენმა წინაპრებმა გადაიხადეს იმისათვის, რომ აქამდე მოსულიყო საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. ამიტომ ვიცი რომ თავისუფლების ფასი არაფერი არ არის.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

Advertisements

1 comment so far

  1. teitt on

    მგონი ეს არასდროს დამთავრდება |:


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: