Popcorn Season ანუ როდის ჯობია კინოში ზასაობას ფილმის ცქერა II- june


ბევრს არ ვილაპარაკებ და პირდაპირ საქმეზე გადავალ. მაისის შემდეგ გაგაცნობთ ივნისში გამოსასვლელ ფილმებს რომელთა ნახვა ჩემი აზრით ღირს(ან ეღირება, ასე უფრო სწორია)

ივნისი:
Land of the Lost(JUNE 5th)
ფილმი სადაც უილ ფერელი ასრულებს მთავარ როლს ხშირ შემთხვევაში გარანტირებული სიცილის ნაკადია, რომელიც მთელი ფილმის განმავლობაში არაერთხელ მოგაწყდებათ. ეს ძალიან სასაცილო კომიკოსი ყოველთვის ახერხებდა ჩემს გაცინებას და ვეჭვობ არც ეხლა გაუჭირდება დიდად.
Away We Go(JUNE 5th)
ტრეილერი მომეწონა ძალიან ძალიან. სემ მენდესმა შარშან გული დამწყვიტა თავისი Revolutionary road-ით და იმედი მაქვს American Beauty-ს დონის ფილმს თუ მაღალხარისხოვან ოჯახურ დრამას(კომედიის ელემენტებით) მაინც შემოგვთავაზებს. indie ფილმები ამ დონის რეჟისორების გადაღებით ძალიან ხშირად გაცილებით უკეთესია ვიდრე მეგა კომპანიების დიდი ბიუჯეტით გადაღებული.

The Hangover(JUNE 5th)
რაღაც კარგი კომედია ჩანს. ზედმეტი კითვები, რომ არ გაგიჩნდება უბრალოდ 80 წუთი უყურებ და იცინებ კარგად. პოპკორნს და კოკა-კოლას დააგემოვნებ და ნასიამოვნები წამოხვალ კინოდან. რათქმაუნდა არ მაქვს იმის ილუზია, რომ ეს ფილმი ჩვენს კინოთეატრებში გამოვა ეს უბრალოდ წარმოვიდგინე. 😀
Moon(JUNE 12th)
ოოოჰ. ამ ზაფხულის ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ფილმი. სემ როკველი იდიოტია. ნიჭიერი მსახიობია და არასწორად მართავს თავის კარიერას. არადა თავისუფლად შეუძლია ერთ-ერთი საუკეთესო მსახიობი იყოს მეორეხარისხოვან როლებში. ამ ფილმით იმედია მისი “წონა” ერთი-ორად მომიმატებს. რაღაც საინტერესო sci-fi ჩანს, ატმოსფერო ძალიან დამთრგუნველია, ისტორია შემზარავი. ადამიანი რომელიც მთავარეზე სრულიად მარტოა და თავის თავს მკვდარს აღმოაჩენს.

Year One(JUNE 19th)
ქრისტეს შობიდან პირველი წელი. სუპერ კომიკოსი ჯეკ ბლექი და სუპერ ლუზერი მაიკლ სერა იწყებენ თავიანთ მოგზაურობას სამყაროში სადაც ძალიან ბევრი ნაცნობი სახე და პერსონაჟია. აბელი და კაენი მაგალითად.
Whatever Works(JUNE 19th)
უბრალოდ ვუდი ალენის ფილმია. ამ კაცმა კი ნმადვილად იცის როგორ უნდა გადაიღოს ფილმი.
Transformers: Revenge of the Fallen(JUNE 26th)
რამდენიმე წლის წინ როდესაც პირველი ტრანსფორმერები ვნახე კინოში, უზომოდ კმაყოფილმა დავტოვე დარბაზი. არნახული სანახაობა, დიდი დოზით იუმორი და ექშენი, მეგან ფოქსი, მეგატრონი, ბამბელბიი და უბრალოდ ფილმი რომლის გამოც ადამიანს გიხარია კინოში ბლოკბასტერების ყურება. დიდი იმედი მაქვს, რომ მეორე ნაწილი იგივე ემოციებს დამიტოვებს. ტრეილერი შთამბეჭდავი აქვს ნამდვილად, მთავარია ფილმი აღმოჩნდეს იმავე დონის.

გაგრძელება იქნება… ივლისი გველის წინ

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

Advertisements

5 comments so far

  1. dj-guro on

    მინდა მადლობა გითხრა კოლაჟისათვის და განსაკუთრებით ტრაილერების ჩასმისათვის. ტრანსფორმერები მომეწონა ნამეტანი..

  2. zurriuss on

    მშვენიერი კოლაჟია. ოღონდ მე მაინც ვფიქრობ, რომ კინოში უკვე მხოლოდ დაკა-დაკებისა და თრილერების საყურებლად ღირს წასვლა. ჰა ჰა, კომედიაც შეიძლება. დანარჩენ შემთხვევაში იმავეს სახლში გაკეთება ჯობია. არა?

  3. Leonard Shelby on

    არაფრის. თუ რომელიმე სხვა ფილმის ტრეილერის გინდა არ არის პრობლემა დავაგდებ იუტუბის ლინკს ან ავტვირთავ რომელიმე ქართულ სერვერზე. 🙂

  4. Leonard Shelby on

    zurriuss
    მე პირადად როგორც კინომანს ყველაფრის ყურება კინოში მირჩევნია. თან გააჩნია ფილმს. ავიღოთ ძმები კოენების No country for old men სახლში რომ ვნახე უბრალოდ მომეწონა, აი კინოში სულს ხვა ეფექტი ჰქონდა. მთლიანად ჩამითრია ნამუშევარმა, ატმოსფერომ მშთანთქა. არადა ფილმში არანაირი კომპიუტერული ეფექტი არ არის და არც კომედიაა 🙂
    მე მგონია რომ ჯობია ყველაფერი კინოშჳ ნახო ადამიანა.

  5. che on

    ვაა ნიკუშ, მადლობა კოლაჟისთვის, “მთვარე”-მ დამაინტერესა მაგრად..


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: