რომ გადახვალ გააჩერე!


დღეს დოდკას ბლოგზე ამ პოსტის გაცნობის შემდეგ რატომღაც სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებებზე დავიწყე ფიქრი, მათ დადებითსა და უარყოფით მხარეებზე, ნელ-ნელა ნათლად დავხატე გონებაში ის სურათი რომელიც უმეტესად წარმოგვიდგება ხოლმე “მარშუტკით” , ავტობუსით ან მეტროთი მგზავრობისას. ხოდა გადავწყვიტე ჩამომეწერა ის რამდენიმე ერთობ გავრცელებული ქმედებათა სია, რომელთა “ ჩადენაც” საზოგადოებრივ ტრანსპორტში, რბილად რომ ვთქვათ არ არის სასურველი. 5)მობილური – იყო დრო მობილურზე საუბარი მარიაჟობად ითვლებოდა. მახსოვს “მარშუტკაში” მობილურის დანახვაზე ხალხი იშმუშნებოდა და ჩურჩული იწყებოდა. ეხლა მობილური არავის უკვრის, მაგრამ ზოგი ამ მშვენიერი გამოგონების დანიშნულებას მაინც ვერ ხვდება. მავანნი ძალიან ხმამაღლა საუბრობენ ტელეფონით. კაცი იფიქრებს ვინმეს აინტერესებს, ნუგზარას დაბადების დღეზე ვინ რამდენი დალია, ან ის ფაქტი რომ გულიკოს ქვისლი არ არის ბედის საჩუქარი. არიან ისეთები რომლებიც “ნაუშნიკების” დანიშნულებას ვერ ჩაწვდნენ ბოლომდე და ამიტომ სასურველ აუდიო ფაილს თანამგზავრთა მთელ ჯგუფს ასმენინებენ. კი კარგია “ბლატნოი”(ბლატნოი – ბიჭი რომელიც გოგოს გაჟიმავს და მეორე დღეს მთელმა საძმაკაცომ იცის.ავტორის შენიშნვა) სიმღერების მოსმენა ბარათაშილის ხიდზე,მეტიც საოცარი შეგრძნებაა როდესაც მღძოლის ფრაზას:”კალხოზნიკზე ხომ არავინ ჩადის”, ერწყმის შუფუტინსკის რომელიმე სიმღერა(თუ შუფუტინსკი “ბლატნოი” არ არის მე მაპატიეთ), მაგრამ ხანდახან ისეთ ხასიათზე ვარ რომ მირჩევნია Kasabian-ის British Legion-ს მოვუსმინო, რა ვიცი კაცია და გუნება.

4)მრწამსი – ქართველები ძალიან “მორწმუნენი” ვართ. პირჯვრის გადაწერა მგზავრობისას. ეს ფენომენი ალბათ ყველას შეგვიმჩნევია. უმეტესად “მარშუტკით” ვმგზავრობ და დავკვირვებივარ, რომ ბარათაშვილის ხიდის მიახლოებისას ხალხი ფაცი-ფუცს იწყებს. ყურსასმენები გამოაქვთ ყურებიდან და იწყება მასიური პირჯვრისწერა. როდესაც მარშუტკა სავსეა ერთობ მძიმე პროცესია. მოსახვევში შესვლისას შანსი იმისა, რომ ვინმეს იდაყვი სახეში იგრძნოთ საკმაოდ დიდია.

3)დეოდორანტი – მოახლოვდა ზაფხული დ სულ უფრო მძიმე იქნება სამარშუტო ტაქსიში გაჩერება, აღარაფერს ვამბობ მეტროსა და ავტობუსზე.ფანჯრიდან თავგაყოფილი სახეები მომრავლდება ვიცი ეგ მე. მახსოვს რამდენიმე წლის წინ ამაზე სიუჟეტიც გავიდა ტელევიზორში, მემგონი “პოსკრიპტუმში”. არ ვიცი რატომ ,მაგრამ ჩვენს ქვეყანაში დაბანა-ჩაბანვის ინსტიტუტი არც ისე კარგად მუშაობს. თუ ევროპის სხვა სახელმწიფოში რიგითი მოქალაქე დილა-საღამოს იღებს შხაპს, საქართველოში საშუალო სტატისტიკური ქართველი 3-4 დღეში ერთხელ ბანაობს. ყოველ შემთხვევაში ტრანსპორტები უკეთესის ფიქრის საშუალებას არ გვაძლევენ. ბოლო წლებია იღლიების მოვლა მეტ-ნაკლებად ისწავლა ქალმაც და კაცმაც, თორემ მახსოვს “ქალი ხომ არ ვარ იღლია რომ გავიპარსოს” ეპოქაში სველი დადიოდა ნახევარი თბილისი. თუმცა ვახტანგ გორგასლის სუსტ წერტილთან დაკავშირებით ინციდენტები მაინც საკმაოდ მრავლადაა. დეოდორანტი კიბოს აჩენსო ამბობენ. მე პირადად მირჩევნია მე გამიჩნდეს მეტასტაზა, ვიდრე სხვას გავუჩინო ფილტვების სიმსივნე. 2)ძმათა კვლა – არ მესმის რა აუცილებელია ის ადამიანი ხეიბრად აქციო, რომელიც ცდილობს მგზავრობის ფული გადაგიხადოს. გაგუდვა, ხელის დაჭერა, მაისურის გაწელვა და პადკატი ეს ის გავრცელებული ხერხებია რომლითაც არაერთხელ შევუჩერებივართ მე პირადად ან ჩემს თვალწინ რიგითი მოქალაქე. ძალიან კარგია, რომ ქართველებს ასე გვიყვარს ერთმანეთი, მაგრამ მე მირჩევნია ეს სიყვარული სხვაგან დავინახო და არა სამარშუტო ტაქსიში “დამკარგავ იცოდე-სა” და “ბავშვებს გაფიცებ იცოდეს” ძახებით. ორგაზმი არ არის აუცილებელი განიცადო იმით, რომ ნაცნობის გადახდილ ლარს გამოართმევ მძოლს და შენსას მისცემ.

1)ფეხები – პრობლემა რომელიც უბრალოდ მთრგუნავს. არ ვიცი მარტო მე ვარ ესე თუ ბევრი არის კიდევ ჩემსავით, მაგრამ ვერ ვიტან როდესაც ტრანსპორტში მგზავრი ფეხსაცმელს იხდის, ან თუნდაც ქუსლს ყოფს და ტკაცუნს იწყებს ტუფლის. ამაზე არაესთეტიური არ ვიცი არის თუ არა რამე. სუნი რომ დავივიწყოთ საერთოდ, გახეხილი ქუსლებისა და სოკოიანი ფრჩხილების ხილვა არ მგონია სიამოვნებდეს ვინმეს. ვცდილობ თვალი ავარიდო ხოლმე, მაგრამ ერთი დანახვაც კი საკმარისია რომ ღამეული კოშმარი გარანტირებული მქონდეს. ფეხის დასვენება კარგია, მაგრამ ყველაფერს თავისი ადგილი აქვს ასე შთამაგონეს მე. მოკლედ ზაფხულის წარმატებით გადატანას გისურვებთ ყველას. 😀 და მეგობრული რჩევის სახით ფანჯარასთან დაჯდომისაკენ მოგიწოდებთ. გამოაღეთ ბოლომდე და მიეცით განცხრომას თავი.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

Advertisements

8 comments so far

  1. unaamarga on

    შენ წარმოიდგინე დეზოდორანტის დანიშნულება ჯერაც ვერ ისწავლა მამაკეცების უმრავლესობამ. ტრანსპორტს ვინ ჩივის, ჩემს სამსახურში თითებზე ჩამოსათვლელად გვყავს კაცები, მაგრამ ზატო რა არომატულები არიან! დერეფანში რომ გაივლიან, ნახევარი საათის შემდეგ უნდა გაიარო, რომ გული არ შეგიწუხდეს.

  2. nino on

    ნიკა, არ მეგონა ვინმე ასე კარგად თუ იტყოდა იმას, რაც მეც ასე მაწუხებს:)

  3. No Dar 7th on

    ფეხების პრობლემა სხვაგანაც არის 🙂 არვიცი რატომ მაგრამ ინგლისში ძალიან უყვართ გოგოებს (თითქმის ყველა ეროვნების) ლექციებზე ფეხსაცმლის გახდა..

    დანარჩენებზე გეთანხმები, მითუმეტეს გადახდაზე.. თუ მიხდის მადლობას ვეტყვი და ვახდევინებ.. რა უბედურებაა რო ამდენი ხანი ექაჩებიან და ფულს უტენიან მერე ერთმანეთს…

  4. daliela on

    ღმერთმანი აი რომ ვკითხულობდი გული მოვიფხანე…
    პირჯვრის გადაწერის ჟამს თავი იაღოველი მგონია..მთელი მარშუტკა ღრმად მორწმუნე სახით რომ იწერს და მერე გიყურებს ამრეზილი !

  5. blumgardt on

    ანუ შენ და გორგილა ამას იკვლევთ 35 მგზავრობისას 😀 😀

  6. teitt on

    და ის რომ თუ შენზე დიდია ასაკით უნდა ადგე და დასვა? რომ კვდებოდე მაინც |: ერთხელ მახსოვს არცთუ ისე ხნიერი ქალი დამადგა თავზე ყვითელ ავტობუსში. აი აშკარად არ ვარ ამდგომი ისეთი დაღლილი ვარ და დემონსტრაციულად სხვა მხარეს დავიწყე ყურება. ქალმა მასე არ უნდაო და არც აცია არც აცხელა ქოლგა მდრუზა თავში (ვითომ შემთხვევით რაღა თქმა უნდა). თან ისიც მიაყოლა ფეხზე ვერ ვგავარ და პრეტენზიები არ იყოსო |: ესეთები ყველას გადაგვხდენია და ბევრი ასე რომ დანარჩენების მოყოლას არ შევუდგები : )))

  7. ჰიუსტონ on

    მასიური პირჯვარწერა მაგარი იყო!

  8. irina on

    არა, არა, კარგად წერ, კარგად 🙂


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: