ქართველ ხალხზე ხელი ასწიეს?!


დღეს გიორგობაა. ჩემი უახლოესი ძმაკაცის დაბადების დღე. შესაბამისად ოჯახში არ ვიყავი და ის ამბები რაც ამ საღამოს მოხდა მხოლოდ რამდენიმე წუთის წინ გავიგე. ტელევიზორს ვუყურებდი და შემდეგ ვიდეოების მოქექვა დავიწყე, რომ მენახა რა და როგორ მოხდა. რადიოს ვუსმენდი მანამდე, არ ვიცი რომელი იყო “მარშუტკაში” იყო ჩართული და იქ ისეთი ამბები გამოაცხადეს, რომ თმები ყალყზე დამიდგა. დუბინკებით სცემეს ხალხიო, გაზი გაუშვესო, ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი შეათრის განყოფილებაში და ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენესო. სახლში მოსულმა ტვ ჩავრთე. “კავკასიას” ვუყურებდი, ვიფიქრე თუ რაიმე საშინელი მოხდა ესენი აჩვენებენთქო.

ერთადერთი რაც მე ვნახე “მაესტროსა” და “კავკასიის” მეირ აგდაღებულ მასალაში იყო ის რომ პატარა გრეჩიხა გადაძვრა გისოსებზე და რათქმაუნდა დაიჭირეს და შეიყვანეს განყოფილებაში და ის რომ ხალხმა დაუწყო პოლიციელებს დროშის ტარებისა და ჯოხების სროლა. საპასუხოდ კი მხოლოდ თავიანთი “იარაღი” მიიღეს. რასაც ესროდნენ უკანვე იგივე უბრუნდებოდათ, თან ისე რომ არცერთ პოლიციის თანამშრომელსა და სპეცნაზელს არ გადმოუკვეთია ზღურბლი და თავიანთი ტერიტორია. ვიმეორებ ეს ყველაფერი “კავკასიაზე” ვნახე და არა რომელიმე სხვა არხზე.

ეხლა გამოვლენ ოპოზიციის წარმომადგენელები და იტყვიან ქართველ ხალხზე ხელი აიწიაო. ძალიან მაინტერესებს ის პოლიციის თანამშრომელი რა ეროვნებისა? რატომ არ უშვებენ იმის შესაძლებლობას რომ ადამიანებმა შეიძლება სხვანაირად იფიქრონ და სხვა მხარი დაიჭირონ, ან შეიძლება თავიანთი საქმე პირნათლად შეასრულონ და არ მისცენ რიგით მოქალაქეს სხვის ტერიტორიაზე უკანონოდ შესვლის უფლება, თან რაც მთავარია ხალხი იქ სრულიად უაზრო და აბსურდული მიზეზით იყო მისული. დაიჭირეს პიროვნებები რომლებმაც ჟურნალისტს ფიზიკური და მორალური ზიანი მიაყენეს და მე ღრმად მწამს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ასეთი მოქალაქეები ისჯებიან და რატომ ხდება რომ მასა რომელსაც დემოკრატია რეჟიმი სწყურია ცდილობს, შეიჭრას პოლიციაში და ერთმანეთის მიყოლებიით დააღვიოს რამდენიმე კანონი. სამწუხაროდ ჯერ არანაირი ვიდეო არ მაქვს როგროც კი ვიშოვი დავდებ. დიდი იმედი ამქვს, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება, მსგავსი პროვოკაციები ნებისმიერი მხრიდან ამაზრზენია და მხოლოდ და მხოლოდ ხალხს დააზარალებს, სამწუხაროა, რომ ამას ვერ ხვდებიან ის ახალგაზრდები დღეს რომ ჯოხებს ესროდნენ პატრულის თანამშრომლებს და მთელი სულითა და გულით აგინებდნენ სპეცნაზს.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

Advertisements

6 comments so far

  1. piccolina on

    ომგ
    სათაურმა შემაშინა ცოტა )))
    არ ეხტუნავათ იმდენი და არაფერი არ მოხდებოდა
    ის გრეჩიხაც მაიმუნის იქით რომ ვერ განვითარდა და ღობეებზე ძრომიალი კაი პონტი გონია… დგას ახლა და საავადმყოფოში კვნესის მომცხესო და კიდევ პროვოკაციებს აგდებს, 15 წლის ბავშვების გაუპატიურებას აპირებენო და ბლა ბლა )))
    მე პირადად არ ვარ აწინააღმდეგი რომ თვითონ გრეჩიხა გააუპატიურონ, იქნებ ეგ უნდა და ვერ ხვდება და იქნებ მერე ეშველოს ა?

  2. Leonard Shelby on

    სათაურად ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენს სამშობლოში საკულტო ფრაზად ქცეული გამოთქმა ავირჩიე. რომლის ზედაპირული გაგებითაც სემოიფარგლება მხოლოდ ხალხი და არ აინტერესებს რას ნიშნავს სინამდვილეში “ძმათა შუღლი”(ნამეტანი პათოსია ჩემი მხრიდან). მას შემდეგ რაც პატარა გრეჩიხა “საკანშჳ” ჩაჯდა მაგ ბიჭის ფსიქიკური მდგომარეობა სავავლო შეიქნა და მგონია ჰალუცინაციები აწუხებს. აკვიატებულ იდეად ექცა რომ მიშა უნდა წავიდეს, უბრალოდ აი ისე პაატრა ბავშვებმა რომ იციან ძალიან რომ ეძინებათ და სულ ტყვილად რომ ბუზღუნობენ და ჯიუტობენ ხოლმე. მე არამგონია იყოს ვინმე საღად მოაზროვნე რომელიც ამ ამბავში მთავრობას დაადანაშაულებს. სულ რომ გეზიზღებოდეს მისა უნდა ხვდებოდა ადამიანი რომ ოპოზიცია გიყენებს და სწორედ შენით სურს მიარწიოს მიზანს. შედეგი კი ის იქნება რომ გრეჩიხის ჭამა მოგვიწევს კარგი ხანი, ბურჯანაძის გამომცხვარი პურების თანხლებით.

  3. bigcrow on

    არ ვიცი დააფიქსირეთ თუ არა, შეიძლება მე მომეჩვენა კიდეც, მაგრამ ჩეფჩიკა (a.k.a. პატარა გრეჩიხა) რომ მიკროფონების წინ ყვიროდა ”ბავშვები გამოუშვითო” (კსტაწი, ბავშვი ვიცი მე აკვანში და არა დუბინკით ხელში), დიადმა გრეჩიხამ, რომელიც მხარს უმშვენებდა ამ დროს, ”მიდი ახლა, გაიქეცი უკვეო” უთხრა…

  4. Leonard Shelby on

    არ დამიფიქსირებია ეგ, თუმცა ნამდვილად არ გამკვირვებია ეგ ამბავი. ოპოზიციას აქვს ერთადერთი სურვილი. დაარბიოს მთავობამ. რაც დრო გადის სულ უფრო და უფრო ძლიერდება ეს სურვილი, უფრო და უფრო ამაზრზენი ხდება აქტივისტების ქცევა და შედეგად ირებენ ერთს. არა ხელისუფლებაში იწვევენ აგრესიას არამედ ხალხში. დაიღალა უკვე ყველა ამათი კარვებით, გინებით, გზების გადაკეტვით და გივიიიიიიიით. ალბათ ძალიან გაუცრუვდათ იმედები დღეს ოპოზიციის ლიდერებს, როდესაც პოლიციამ და სპეცნაზმა არ დატოვა ის ტერიტორია რომელსაც იცავდნენ და არ დაუწყო რტყმა, მერე ხომ სათქმელი ექნებოდათ რას შვებით ბიჭებო ღმერთი არა გწამთო. ღმერთი მარტო მაშჳნ ახსენდებათ როცა სჭირდებათ. ვისაც ღმერთი ასე ძალიან უყვარს იმას 10 მცნები ცხოვრების ლამპრად აქვს გახდილი და ყოველ მეორე სიტყვაზე არ იგინება და 10 მცნებიდან მინიმუმ 3 არ არღვევს.

  5. tatushka55 on

    ისეთი დებილობა დატრიალდა გუშინ რომ არც კი დამიწერია არც ერთი სიტყვა ჩემს ბლოგზე
    ყელში ამოვიდა უკვე ეს წელიწადში 2ჯერ მიტინგები და არეულობები და ათასობით უსაქმური თბილისის ქუჩებში ერთად შეყრილი

  6. teitt on

    იმდენად ამოვიდა ყელში ეს “რევოლუციური” და “პოსტრევოლუციური” სიტუაცია, საერთოდ გულგრილი გავხდი. 2003ში კიდე ბავშვი ვიყავი, მაგრამ მთელ დღეს ტელევიზორს ვერ ვშორდებოდი და დიდი “აღტყინებით” ვუსმენდი ხოლმე მიშას გამოსვლებს. მაშინ ყველას ერთი უნდოდა და მართლა ყველა ერთი იყო. ეხლა ავტობუსებში იწევა ხოლმე ისეთი ამბავი მალე ალბათ ერთ რიგში “მიშისტებს” დასვამენ და მეორეში “მეამბოხეებს”. ქართველებს ხლეჩენთქო არ დავიწყებ, ეგ მაგათ გარეშეც მასეა. რა უნდათ მეთქი მაგასაც არ ვიკითხავ. ეგეც გასაგებია. მაგრამ ხალხი რამ გამოასამასოვა მართლა ვერ ვიგებ. ტაშს ვის გამოსვლას უკრავ, რატო ხუჭავ თვალს ამდენ მარაზმზე, ვისი იმედით დგახარ და წევხარ ტუალეტის სუნში.ეს ვერ გამიგია : ((((


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: