ქართული ომები ეპიზოდი IV:კაცია რა-ს ფენომენი


თემა რომელსაც ეხლა მე მინდა შევეხო ძალიან გაცვეთილია, იმაზე მეტად გაცვეთილი ვიდრე თავად ის უნდა იყოს რაზეც საუბარია. ქალიშვილობის ინსტიტუტზე ბევრი დაწერილა და კიდევ უფრო მეტი თქმულა, მაგრამ მე მინდა ერთი ჩემის აზრით საინტერესო კუთხით დაგანახოთ სიტუაცია რომელშიაც საქართველო იმყოფება თავის საყვარელ ინსტიტუტთან ერთად.      მერვე კლასიდან სკოლაში ვკამათობი, რომ გოგო ბოზი არ იყო თუ სექსი ექნებოდა სასურველ პიორვნებასთან, მეათედან ფორუმებზე ვიღლიდი თავს, მეთერთმეტე კლასიდან კი ძალიან იშვიათად ვერთვებოდი დისკუსიებში. სტუდენტობის ხანის დადგომასთან ერთად კი თითქმის დავდუმდი. დავიღალე და მივხვდი რომ არაფერი არ იცვლება საუბრით. მაგრამ…

რამდენიმე დღის წინ მეგობართან(მდედრია) საუბრისას, თემას მოჰყვა შეყვარებულთან სექსი და ა.შ და გავიგე რომ თურმე მეგობარი არ არის წინააღმდეგი თუ მისი შეყვარებული ე.წ ბოზთან დაამყარებს სექსუალურ კავშირს. “ბიჭია და აბა ხომ არ მოითმენს” ასეთი იყო ახსნა ამ ჩემთვის ამოუცნობ ფენომენზე. ვიფიქრე მხოლოდ ეს მეგობარი ფიქრობს ასეთქო და დავიწყე გამოკითხვის ჩატარება, რომელმაც რაღაც არანორმალური შედეგები მომცა. 25 გამოკითხული გოგოდან 23 არ ეწინააღმდეგება იმ ფაქტს რომ მის შეყვარებულს შეიძლება(მეტიც აუცილებელია) სექსუალური კონტაქტი აქვს სხვა გოგოსთან. “მთავარია მე ვუყვარვარ და იმასთან რაც უნდა ის აკეთოს, ცოლი რომ ვიქნები მერე აღარ ვაპატიებ”. არ ვიცი შეიძლება მე ვარ ბეცი და ამ ცხოვრების ფერხულს ვერ ვყვები კარგად, მაგრამ ვერაფრით ვერ ვხვდები როგორ შეიძლება ეს დაუშვა ადამიანმა. სიყვარული დავიკიდოთ საერთოდ, უბრალოდ რომ მოგწონდეს ბიჭი და მასთან ერთად იყო და იცოდე რომ შენი კოცნის მერე წავა და ვიღაცასთან ორგაზმს განიცდის ვერაა კარგი ამბავი. მერე ვიფიქრე ალბათ მე როგორც მამრი სხვანაირად ვფიქრობ მეთქი და ბიჭებს შევეკითხე აზრი და აქაც შედეგი დამთრგუნველი იყო. “შეყვარებულს სანამ ცოლად მოვიყვან მანამდე ნძრევით ხომ არ მოვკვდები”. რა ცუდია ყველაფერი, რომ აქამდე დადის.

ყველაფრის თავი და პრობლემა კი არის ის რომ შეყვარებულებს არ აქვთ სექსუალური კავშირი. არ არსებობს ნდობა და შესაბამისად იქ სადაც ნდობა არ არის სიყვარულიც ვერ იქნება. ბიჭებისაც მიკვირს ძალიან, არ მესმის გიყვარდეს გოგო ძალიან და ამ დროს ბოზებში დადიოდე, ამაში ფულს იხდიდე ან თუნდაც არ იხდიდე ისე “კერავდე” გოგოს. ესაა ქართული სიყვარულის ისტორია ის კაცია და უნდა იგიულაოს, ის კი ქალია და თავის დროს უნდა დაელოდოს, ფატას როდის მოხსნის მეუღლე და აზიარებს ცოლ-ქმრული უღლის ნეტარებას. რატომ არ დადის ქართველამდე, რომ საყვარელ ქალთან სექსი ჯობია ვიღაცა სრულიად უცნობ და ნაკლებ მიმზიდველ მდედრთან ღლაბუცს, ან რატომ არ აწუხებთ გოგოებს ის რომ “მომავალი მეუღლე” აგერ უკვე ურთიერთობის დასაწყისში ღალატობს და შემდეგ ეჭვი მეპარება შეიცვალოს რამე. ბევრჯერ გამიგია გოგოებისაგან “კაცია რა, ქალებშიც ივლის და იგულავებს კიდევაც”, “ბოზებში იაროს მთავარია მისი საყვარელი ქალი მე ვარ”.

ვწუხვარ რომ ასე “ვგულაობთ და ვსაყვარელქალობთ” საქართველოში.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

10 comments so far

  1. მილოში on

    “შეყვარებულს სანამ ცოლად მოვიყვან აბა ნძრევით ხომ არ მოვკვდები” – ნიკოლაუს, ვამაყობ, რომ შენი ერთერთი რესპოდენტი მეც ვარ🙂

  2. მილოში on

    მე ჯერ როდის გადავიღე “ხალხი ლარი ფლინტის წინააღმდეგ” გახსოვს?

  3. piccolina on

    აააააააა
    საზიზღრობაა
    ფუ, მაგიტომ ქართველ გოგოებსაც ვეღარ ვიტან და ბიჭებს მითუმეტეს
    რაც მთავარია, ცოლად მოყვანის შემდეგ მიდის ბაზარი: მინეტი? მე რატომ უნდა გავუკეთო მინეტი, აბა ბოზი რისთვის არსებობს. მამრის მხრიდან: ცოლს მინეტს როგორ გავაკეთებინებ, მე ხომ ის მიყვარს…
    თან რეალურად გამიგია ეს, ნამდვილი ადამიანებისგან
    ხანდახან ვფიქრობ, იქნებ მე ვარ ბოზი ეგეთ მარაზმებს რომ არ ვაწვები…

    პ.ს. ეს ბლოგი ძალიან მომწონს და ნუ ცდილობ შთაბეჭდილება გამიფუჭო ფორუმზე 9 იდენტური ლინკის დაგდებით
    ზოგიერთი კლიკებზე გადარეული აკეთებს მასე და ნუ მაფიქრებინებ რომ შენც ეგეთი ხარ :ვიკ:

  4. Leonard Shelby on

    მილოშ ვამაყობ შენით😀
    piccolina
    ხო ეგ ცნობილი ფაქტია. მინეტი მარტო ბოზთანაა დასაშვები, ის ხომ იმ ტუჩებით მერე ბავშვებს არ კოცნის.

    პ.ს-ზე კი მართლა ვერ გავიგე რაც მითხარი და ფორუმზე დაგიპიემე და გამარკვიე ცოტა.

  5. CheshireCat on

    Welcome to the real world, Neo )
    საზიზღრობაა. ამაზე ძალიან ბევრი რამის თქმა და დაწერა შეიძლება. მაგრამ მეზარება ) უბრალოდ…
    ნუ, რა არის იცი? ასეთი “შეყვარებულები” და შემდგომში “ცოლ–ქმარი”, ერთმანეთის ღირსები არიან ) ეგ არის და ეგ )

  6. ჰიუსტონ on

    ახლა რომ არ დავწერო, რომ სრულებით გეთანხმები, არ გამოვა. მართლა მასე ხდება!!! თან მთელი უბედურებაც იმაშია, რომ (გოგოს) შეყვარებულთან სექსი თუ ექნება ”გაუბაზრდება” და ბოზის სახელიც, ჩათვალე, აირტყა…😀
    მშვენიერი მეგან ფოქსის სიტყვების ციტირებას მოვახდენ (სადღაც ინტერნეტში ეწერა): ქალები ყოველთვის პირველები არიან მეორე ქალს ბოზი უწოდონო.😀
    ჰოდა, აი ასეა!

  7. daliela on

    აი იმასაც აქვს მნიშვნელობა რამდენად არის გოგო საკუთარ თავში დარწმუნებული( ისე გურჯ დიაცთა 100% გიპასუხებთ რომ არიან)
    უნდა და არ აძლევს,რაღაცეების ეშინია,იქ სახელიო,იქ მერე სხვანაირად შემომხედავსო,რომ დავშორდეთ მერე რა ვქნაო და ბლა ბლა ბლა

  8. Simple on

    ქალიშვილობის თემაზე მინდა ერთი-ორი სიტყვა ვთქვა და ავხსნა ქართული ტრადიცია აპკის შესახებ. თავდაპირველად ერთვგარი ქალიშვილობის დაცვა აღინიშნებოდა როგორც ქალის სულიერ სიწმინდედ და სისუფთავედ, უმანკოება და ქალისთვის კაცის მიერ ქალიშვილობის წართმევა ეს იყო უფრო მეტი ვიდრე უბრალო სექსი სიბნელეში. ეს იყო ერთგვარი რიტუალი ცოლ-ქმრული ურთიერთობისა, პასუხისმგებლობის ნიშანი და ა.შ. მაგრამ იცვლეა დრო და ხალხმაც ეს ტრადიცია “ცუდად” შემოინახეს. გახდა მოვალეობა აპკის ქონა და ერთვგარი კედელზე გამოკრული წესი და დღევანდელ დღეს უკვე იმდენად დამახინჯებული ვარიანტი მოვიდა ამ ტრადიციის რომ მას უკვე ხალხი ამრეზით უყურებს. მაგიტომაც წამოვიდნენ ძალით “ქალიშვილები”. ქალიშვილობა უბრალო მოვალეობა გახდა – ამას ეწინააღმდეგება დღევანდელი თაობის უკვე დიდი ნაწილი და მათ შორის მეც. დღევანდელ დღეს უკვე უნდა გაქრეს ეს ტრადიცია რადგან ძალით მოთრეული არაფერი ვარგა. უბრალოდ როგორც სხვა მრავალი ტრადიცია ეს გაფუჭდა და დამახინჯდა. რაც შეეხება გოგოებს, რომლებიც ლაპარაკობენ მათ შეყვარებულობაზე და მათი და ბოზების ფუნქციაზე – უკვე აქ კომენტარსაც კი არ გავაკეთებ. ასეთ აბსურდულ თმებზე ლაპარაკი ზედმეტია.

  9. ლაშა ბერაია on

    ნიკა, მთლიანად გეთანხმები. ეს ფენომენი – გოგოების სრული შემწყნარებლობა მათი ეგრეთ წოდებული შეყვარებულების განურჩეველი სექსულაური ცხოვრების მიმართ – მართლაც შემზარავი და ამოუხსნელია ჩემთვისაც.
    ვერაფრით ვიგებ, როგორ შეიძლება აკოცო შეყვარებულ ბიჭს და მერე მშვიდად გაუშვა სხვა ქალთან. ჩემი მეუღლეც ამას კატასტროფას ეძახის.
    როგორ ჩამოყალიბდა აზროვნების ეს სტილი? იქნებ ქალიშვილობის ინსტიტუტი და მისგან გამომდინარე გოგოების „გამოუვალი მდგომარეობა“ გახდა ასეთი აზროვნების საფუძველი? მეც იგივე ეჭვი გამიჩნდა, რაც შენ, იქნებ მამაკაცი ვარ და თავი სხვანაირად მაქვს მოწყობილი-მეთქი?
    დავაკვირდი, რომ გოგონები დღეს შეყვარებულებს ხშირად ხელთათმანებივით იცვლიან და ეს სწორედ იმიტომ ხდება, რომ თავდაჯერება აკლიათ, ძალიან ზერელედ უყურებენ სიყვარულს – ეიფორია, რომელიც რომელიმე ბიჭის მოწონების შემთხვევაში ემართებათ, ნამდვილ სიყვარულად მიაჩნიათ, სინამდვილეში კი ეს ურთიერთობა სიღრმეს, მაღალ ადამიანურ ნდობასაა მოკლებული, ძალიან ზერელეა, კოცნათა და ერთმანეთის მიმართ აღტაცების გამომხატველი შორისდებულების გაუთავებელი ნაკრებია, რომლის უკან არ დგას ნამდვილი პასუხისმგებლობა, ზრუნვა, თავგანწირვაც კი, მზაობა ბოლომდე გაიხსნა მეორე ადამიანთან და მისგან იმავეს ელოდე. ასეთ მარიაჟობას მალევე უჩნდება ბზარი, რადგან უნდობლობა, ურთიერთობის დასაწყისშივე ღალატის/ტყუილის დასაშვებობა, რაზეც შენც საუბრობ, მართლაც რომ ძირში გამორიცხავს რაიმე სიღრმეს და ადამიანთან ხანგრძლივი, საინტერესო ურთიერთობის, ცხოვრების ჭირ-ვარამის გაზიარების შესაძლებლობას.
    მაინც ვცდილობ რაიმე ახსნა ვიპოვო: ეტყობა ამ გოგონებს არა აქვთ სექსუალური გამოცდილება, უბრალოდ არ იციან, რომ სექსი ადამიანთან, რომელიც გიყვარს, დიდი სულიერი სიახლოვის გამოხატულებაა; ჰგონიათ, რომ ეს ერთ-ერთი ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების მსგავსია ბიჭებისთვის და მეტი არაფერი. შემდეგ კი, ბევრი შეყვარებულის გამოცვილის მერე, ბოლოს და ბოლოს რომ დაქორწინდებიან რომელიმე ზერელედ შეყვარებულ პარტნიორზე, ვერც ვერასდროს უგებენ გემოს ნამდვილ სულიერსა და ფიზიკურ სიახლოვეს, ვერ აღწევენ თავს უნდობლობას, რომელიც ურთიერთობის დასაწყისშივე თამაშის წესად იქციეს. ამიტომაცაა ხშირი გაყრები ან ერთმანეთის უსიყვარულო თმენა შვილების, მშობლებისა და სხვა სულელური არგუმენტების ხათრით.
    ძალიან მომეწონა შენი ფრაზა: „არ არსებობს ნდობა და შესაბამისად იქ სადაც ნდობა არ არის სიყვარულიც ვერ იქნება.“
    ეტყობა ეს ამ თაობის ერთ-ერთი სენია, იმ ჩავარდნის შედეგია, რაც 90-იან წლებში მოხდა (არეული პოლიტიკური ვითარება, საყოველთაო უნდობლობა, ფასეულობების გაუფასურება, სკოლის ჩავარდნა) და რაც ამ თაობაზე და მის აზროვნებაზე ამ კუთხითაც აისახა. ამ თაობაში გამონაკლისები და განათლებული და საღად მოაზროვნე ახალგაზრდა ადამიანებიც არიან, რა თქმა უნდა, მაგრამ უმრავლესობა, როგორც ხედავ, კულტურის მიღმა დარჩა.

  10. ArchilA on

    საშინელებაა……..
    ისე არ დაგაინტერესა იმან თუ თვითონ გოგოები როგორ იქცევიან როცა მათი “შეყვარბული” მიდის?


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: