ანახეთ ეს ფრაზები მსოფლიოს და ომი აღარ იქნება


მე მსურს რამდენიმე სიტყვისა თუ გამოთქმის ფენომენზე ვისაუბრო და შევეცადო ჩავჭვდე მის არსსა და დანიშნულებას.

1)”რას აკეთებთ ხალხნო, ქართველები არ ხართ”?!

არ ვიცოდი თუ იყო რაიმე ისეთი რასაც ქართველები არ ვაკეთებდით და ამით გამორჩეულები ვიყავით.

2)”ავტობუსმა(მარშუტკამ) გამასწრო”.

არადა როგორ უნდა გაგაწროს ავტობუსმა? უბრალოდ თვითონ აგვიანებ, მაგრამ რა ჯობია იმას რომ ყველაფერს სხვას აბრალებ. სწორედ ამ ერთმანეთზე დაბრალებას მივყვავართ კარვებამდე და აქციებამდე ხოლმე.

3)”აუ რა ნაშააა”.

გოგონა მოდის, მიმზიდველად გამოიყურება, სექსუალურიც არის და ლამაზიც. “სასტავი” დგას და უცებ ამ გოგოს ხედავს. აუ რა ნაშაა თუ წამოსცდა რომელიმეს იქ სრულდება ყველაფერი. ერთი სიტყვა ავტომატურად ამ გოგოს აკნინებს. რადგან ძმაკაცი, რომ ნაშას დაუძახებს აბა იმ გოგოს შეყვარებულად როგორ გაიხდი. თუ ურთიერთობა გექნება მხოლოდ იხმარ რა.

4) “როგორი ბიჭია? რავი არის რა. თუმცა ხო იცი არც თიკოა ბედის საჩუქარი”

ბედი საჩუქრებს აკეთებს. ბედი საერთოდ რა ფენომენია? ესეც იმ “ქმნილებათაგანია”  ქართველებს რომ გვიყვარს ძალიან . წარმოიდგინე ზიხარ და ამბობ თუ ბედია სამსახურს ვიშოვი, წარმატებულ ბიზნესს წამოვიწყებ, კოფი ანანს მუხლებზე ვაკოცებ, ევა ლონგორიას და გივი სიხარულიძეს ერთმანეთს გავაცნობ, კენტი რაოდენობის შვილებს ვიყოლიებ და ა.შ უაზროდ და გაუთავებლად ბედზე ფიქრი და წუწუნი.

5) “დამკარგავ იცოდე”

როგორი ხმამაღალი გამოთქმაა. რამხელა წარმოდგენა აქვს თავის თავზე მთქმელს. ამ სიტყვებით ცდილობს მარშუტკაში ფული არ გადაახდევინოს ნაცნობს ან ერთი ჭიქით მეტი დაალევინოს იმ დღეს გაცნობილ ადამიანს. მაინც რას არ გაგაკეთებინებს ადამიანს ძვირფასის დაკარგვის შიში.

6)”ამით ჩემს სახელზე რამე იყიდე”.

უბრალოდ უაზრო და იდიოტური სცენების ნაკრები.

7)“ყლეზე ბანტი”, “განდონი ხარ”

ეს გამოთქმები და ძმანნი მისნი რომლებიც მესმის. რომ ცალსახად მიმართულები არიან იქით რომ მიაყენონ ადამიანს შეურაცყოფა მაგრამ მოდით ჩავუღრმავდეთ საქმეს. ვინ და რატომ მოიფიქრა რომ მე არ მაინტერესებს(თუ რაღაც ეგეთი) სეეცვალა გამოთქმით “ყლეზე ბანტი”. უბრალოდ წარმოიდგინეთ სურათი, მამაკაცის სარცხვენალს ბანტი უკეთია. ლოოოლ. “განდონი ხარ” – ეს მე მგონია რომ საერთოდ არაა შურაცმყოფელი. ამით შენ ადამიანს ეუბნები, რომ ის შენი საუკეთესო მეგობარი და დამცველია. გიცავს ტრიპერისგან, შიდსისგან და სხვა უამრავი ვენერული დაავადებისაგან, არის ძალიან მრავალფეროვანი და ნაირსურნელოვანი. მოკლედ ეს გამოთქმა ბედის უკუღმართობის გამო იქცა საძაგებელ წინადადებად.

8 )“დღეს ისე როგორც არასდროს გვჭირდება ერთად დგომა”.

ეს წინადადება იმდენად ხშირად მესმის ხოლმე სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერის მხრიდან. რომ ყოველ დღე ისე როგორც არასდროს მინდა ყველაფერი ისე იყო როგორც არასდროს. საქართველო შვეიცარიის მსგავსი სახელმწიფო იყოს შიკოლადის წარმოებითა და ჭყინტი ყველით განთქმული.

მეტს თავს არ შეგაწყენთ. ეს გამოთქმები გამახსენდა ეხლა უცებ. თორემ ამისთანა უამრავია.  მარტო “ტრაკში ტყნ##რი, 10 შაური” რად ღირს. გულში გხვდება ადამიანს პირდაპირ და თვალწინ ლოყებაღაჟღაჟებული ყმაწვილი წარმოგიდგება, 10 შაურით ხელში, რიგში რომ ცქმუტავს ანალური სექსის მოლოდინში.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

Advertisements

18 comments so far

  1. CheshireCat on

    10/10

    ვიხალისე )

  2. tiny on

    ლოლ.. გენიალნო!
    რამდენი ვიცინე : ))))

  3. Gvantsa on

    6)”ამით ჩემს სახელზე რამე იყიდე” – ეს ყველაზე მაგარი ფრაზაა და რატომ “განმარტე” ასე ძუნწად?
    კაი იყო სტატია! :):):)

  4. Sophie Golden on

    “ავტობუსმა გამასწრო”-ზე გამახსენდა. როგორც ვიცი, თვითონ ენა ახდენს ერის ფსიქიკაზე დიდ გავლენას, აბა დაფიქრდით – გამასწრო, შემომაკვდა – ესეი იგი, ჩემი კი არა, იმის ბრალი იყო, შემომეუპატიურა და ასე შემდეგ. ინგლისურში, პირიქით, პასუხისმგებლობას იღებ, რომ you missed the bus, you killed the guy; მგონი ყველა სხვა უცხო ენაში (რომელიც მე ვიცი, ყოველ შემთხვევაში) ასეა, პასუხისმგებლობას სხვას არ აკისრებენ, ამიტომ ძნელია გამოსწორება. მთელი ფსიქოლოგია უნდა შეიცვალოს და ახალი ილია გამოჩნდეს, რომ ენაში შეიტანოს სიახლეები 😉

  5. Leonard Shelby on

    მერე უნდა შეიცვალოს მთელი ფსიქოლოგია და ეს რიგითებმა უნდა დავიწყოთ. სწორედ ამისთვის არ ვწერთ და ვსაუბრობთ რომ რაღაც შევცვალოთ. აბა ბრტყელ-ბრტყელ ფრაზების სროლას რა უნდა. უნდა შეეცადოს თითოეული ინდივიდი და საკუთარ თავში უნდა შეცვალოს ეს, ესე გაზარდოს თავისი შვილი, შეეცადოს მეგობრები აიყოლიოს და ა.შ

  6. tatushka55 on

    ვიფიქრე ვიფიქრე და გავბედნიერდი რომ თურმე ამ ფრაზათაგან არაფერს წარმოვთქვამ ხოლმე

  7. ჰიუსტონ on

    “დამკარგავ იცოდე” – ეს გამოთქმა არასდროს გამიგია.

  8. piccolina on

    აააააააააა
    ლოოოოლ

    კარგი იყო )))

  9. Leonard Shelby on

    ჰიუსტონ როგორც ჩანს შენ ვერ “გაშინებენ” ეგრე :))

  10. blumgardt on

    ლოლ მაგარი იყო. “დამკარგავ იცოდე” თუ ასეთ ტემპში არ გააგრძელებ. 😀

  11. blumgardt on

    BASED ON REAL STORY
    “ტრაკში ტყნ##რი, 10 შაური”

    რა იპოვა ამის შესახებ გუნიამ ვიკიპედიაში:

    Trak’shi tkn##’ri, 10 pennys
    This term was coined in mid-2000s by Tbilisi State University student Nick Euseba (real name Nikoloz Esebua, son of Meliton), later prominent impotent rights supporter.

  12. blumgardt on

    წინა პოსტში გუნია უნდ ამეთქვა, ნიკა შეასწორე მერა რა.

  13. John Deacon on

    ლოლ კარგი იყო, მარა გამოგრჩა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ქართული “ფრთიანი” ფრაზა, რომელსაც ხშირად ვხვდებით ავტობუსში: “უკანა გააღე წინიდან მოგცემ”

  14. Tornike on

    დავიხრჩე 😀 😀 თან ზუსტად იმ სტილში წერია, როგორშიც მე ვღადაობ ხოლმე მაგეებზე 😀 😀

  15. tam on

    au kargi iko . kide gaixsene da dazere zaan magari iko :)))

  16. iameosi on

    ჰეჰე…
    განდონი ხარ-ს აწი გამოვიყენებ. არასდროს დავფიქრებულვარ ამ სიტყვის ესოდენ დიად მნიშვნელობაზე :))))))))))))

  17. hitopa on

    meti inovacia

    Peace

  18. doh! on

    “განდონი ხარ” – ეს მე მგონია რომ საერთოდ არაა შურაცმყოფელი. ამით შენ ადამიანს ეუბნები, რომ ის შენი საუკეთესო მეგობარი და დამცველია. გიცავს ტრიპერისგან, შიდსისგან და სხვა უამრავი ვენერული დაავადებისაგან
    anu exla rom gitxra gandoni xar metqi gagixardeba?xoda gandoni xar!!!!!!!!!!!!!!!gaixare:DDDDDDDD


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: