არ გავცვლი სალსა კლდეებსა…


ქართველ ახალგაზრდას რომ ჰკითხო მას ბედმა დასცინა, რომ საქართველოში გაჩნდა. შურს ევროკავშირში შემავალი სახელმწიფოების და სწავლას აუცილებლად საზღვარგარეთ გააგრძელებს. საცხოვრებლად დარჩენაზეც არ ამბობს ბევრი უარს. არადა არაა ეს ჩვენი ბეჩავი სახელმწიფო ასე ჩამოსაწერი. საქართველოს აქვს უამრავი ის პლიუსი რომლითაც ის კონკურენციას თავისუფლად გაუწევს ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოს და მე სწორედ ამ პლიუსებზე მსურს ამ პოსტში ვისაუბრო.

1)ძმობა

სხვაგან სად თუ არა საქართველოში შეგიძლია ადამიანს, მთელი თვე გაატარო რესტორანში ისე რომ ერთი ლარიც არ დახარჯო. ვინ დაგადებინებს ფულს გულითაც რომ გინდოდეს. ძმაკაცები ხომ ფულის გადახდისას ერთმანეთს ხოცავენ. უფასო ჭამა ეს ისაა რაზეც უარს არავინ არ ამბობს. 2)ნაგავი

სადაც გინდა და როცა გინდა მაშინ ყრი ნაგავს. არავინ არ გაჯარიმებს და ვინმეს შლეგი თუ არ შეგეჩეხა, არც შენიშვნას არ მოგცემს არავინ.

3)მეუღლე

საქართველოში შეგიძლია დრო არ დახარჯო ოცნების ადამიანის ძიებაში. მეზობლები, დედ-მამა, მამიდა, ბიცოლა, მამიდაშილები, ბიძაშვილები და ა.შ ყველა ეს ხალხი შენთვის სასურველ პიროვნებას გიპოვიან და შეგახვედრებენ. მერე გოგოს და ბიჭს თუ ერთმანეთი მოეწონათ წინ რა უდგას ქორწილს. “არაა ცუდი ბიჭი, მთავარია ძლიერი ოჯახიდანაა და ჩვენც წავეშველებით ცოტას. მთავარია არ სვამს და არ იკეთებს”. ასეთი ფრაზით დასრულდება გარიგება.

4)ქალიშვილი

შეგიძლია იყო 25-29 წლის ქალიშვილი და იამაყო ამით. მეტიც შეგიძლია ამაზე “პაემნებში” წერო და მიიზიდო მამაკაცები. საქართველო ანტიკური, ხელთუქმნელი და ხელშეუხებელი ვაგინები ძვირად ფასობს.

5)მეზობელი

საქართველო არის ქვეყანა სადაც შეგიძლია მეზობელთან დღის ნახევარი გაატარო, მთელი სამეზობლო გაჭორო, გამოართვა მარილი, კვერცხი, შაქარი, ნემსი, ფენი, კაბა და ა.შ მოკლედ მეზობლის სახლი შენს სახლად იქციო.

6)გრიალი

შეგიძლია ღამის სამ საათამდე თავი ურტყა იატაკს და ისე იცეკვო, მართალია მეზობლები ხმას გაიგებენ და დაძინებასაც ვერ შეძლებენ, მაგრამ ნუ ღელავ არ გიჩივლებენ და არც პატრულს გამოუძახებენ. ბოზი ხომ არ არის ეგ რომ გააკეთოს, შენთვის ერთობი რა.

7)თამადა

მართალია თამადა ბასკებსაც ჰყავთ, მაგრამ ჩვენისგან განსხვავებით,ხშირად, ის ერთობ ლოიალური პიროვნებაა. ჩვენ გვყავს თამადები რომლებიც ჩვენს ღირსებას ბოლომდე შეინარჩუნებენ, სტუმარს ჩასვრამდე აჭმევენ საჭმელს და სწორი ნაწლავის გაშეშებამდე ასმევენ ღვინოს. სტუმარს ისე ჩაეხუტება როგორც დედა ეხუტებოდა პირველი კლასის ზეიმზე და ისთ ამბებს მოუყვება, როგორიც თავის დროზე ტოლკიენსაც კი არ მოსვლია აზრად. 8)სტუმარი

უცხოეთიდან ა.შ.შ-ში სტუმარი რომ ჩამოგდის რა უნდა გააკეთო? დისნეი ლენდით ვერავის ვეღარ გააოცებ, ჰოთ დოგი ყველგან იყიდება და მაკდონალდში ყლა ყოფილა. აბა წარმოიდგინეთ სქართველოში ჩამოდის უცხოელი. ტრაპთან ხორუმს უცეკვებთ მეგობრები, ჩამოვა თუ არა ხაჭაპურს ჩატენი პირში, ჩასვამ მანქანაში და ეგრევე მცხეთაში ყველა ტაძარს აჩვენებ, მერე სახინკლეში ხინკალით გაუვსებ სტომაქს და ქართული ვაზის ცრემლებს დააჭაშნიკებინებ, მოსაღამოებულზე ჩაკრულოს უმღერებ და კაცს გაგიჟებულს გაუშვებ.

9)ალკოჰოლი და თამბაქო

სრულწლოვანი არ ხარ? რა პრობლემაა. საქართველოში თუ გინდა 9 წლის იყავი მაინც მოგყიდიან ნებისმიერ არაყსა და სიგარეტს. ნუ ეხლა თუ ვინმე “სტროგი” გამყიდველი შეგხვდათ, შეგეკითხებათ ვისთვის გინდაო, ხოდა ერთი ტყუილი კი უნდა თქვათ როგორმე.

10)მარიაჟი(ცინიზმი)

სად თუ არა საქართველოში შეგიძლია ა.შ.შ მიწასთან გაასწორო. შენ ხომ მისი ასაკის მუხა გიდგას ეზოში, სად თუ არა საქართველოში შეგიძლია დასცინო ჩინელებს ისინი ხომ მწერებივით მრავლდებიან და ჩვენ რომ მაგათი ანხევარი ვიყოთ მსოფლიოს მბრზანებლები ვიქნებოდით.

11)ერთის ფენომენი

“ერთი კრუგი დამსვი რა”, “ერთი ხელი მათამაშე რა”, “ერთი დამარტყმევინე გთხოვ”, “ერთი წამით რაღაცას ვიზამ” და ა.შ საქართველო გვაძლევს საშუალებას გვქონდეს მინიმუმ “ერთი” შანსი რათა თავი წარმოვაჩინოთ. 12)ბრენდი

ჩვენი სამშობლოში ჩამოსული ჯორჯო არმანი, დომენიკო დოლჩე ან სტეფანო გაბანა დარწმუნებული ვარ პირს დააღებდა. ჩვენთან ხომ ამ პიროვნებათა ნაღვაწი ქუჩასი ყოველ მეშვიდე გამვლელზე გვხვდება. საქართველოში, ისე როგორც არსად, ხელმისაწვდომია მსოფლიო დონის ბრენდები:”არმანი”, “დოლჩე და გაბანა”, “ვერსაჩე”, “გუჩი” და ა.შ იმდენად ხელმისაწვდომი და ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ ბაზრობებზე 10-15 ლარად 2-3 წყვილ მაისურს იყიდი კაცი ამ ბრენდების ნიშნით.

13)დედის გინება არსად ისე ხშირად და ისე მთელი არსებით არ მოიხსენიებენ საკუთარ მშობელს როგორც საქართველოში. ასევე აღსანიშნავია რომ დედის დახმარებით ადამიანთა შორის ნდობა და ურთიერთგაგება სუფევს. საკმარისია ერთი დაგინება და შენი ყველას სჯერა.     მოკლედ მეგობრები კარგად დაფიქრდით სანამ გადაწყვეტთ სადმე წასვლას საცოვრებლად, სანამ თქვენს სამშობლოს აძაგებთ და აკნინებთ. მერე რა რომ აქციებია და არეულობა, ყველაფერი მოგვარდება და ჩვენ “ისევ ის ერთიანი ძლიერი სახელმწიფო ვიქნებით 1121 წელს დიდგორის ბრძოლა, რომ მოიგო თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ”.

მე ვრჩები საქართველოში.შენ?

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

Advertisements

17 comments so far

  1. nino on

    ნიკა, მეც გადავწყვიტე დარჩენა. ასეთ დუნებას ვერ გავუძელი 🙂

  2. Gvantsa on

    😦 😦 😦
    მეც!

  3. unaamarga on

    დარჩენილი ვარ და ეგაა!

  4. Daduna on

    მეც დიდი ხანია გადაწყვეტილი მაქვს რომ ვრჩები 🙂 მაგრამ ამ ბლოგმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში 🙂

  5. tatushka55 on

    ვარ 29 წლის ქალიშვილი,
    ვეძებ მეუღლეს რომელიც გამიზრდის შვილს რომელიც 5 კვირაში დაიბადება
    ქალიშვილი ვარ მეთქი ვიმეორებ !!!!!
    ხოდა მეუღლე აუცილებლად უნდა მოეწონოს დედიკოს, დაიკოს, ბებიკოს, მამიდუკა, ბიცოს და მეზობელ ნორა დეიდას
    უნდა იყოს განთქმული თამადა და ყველა შეხვედრისას აუცილებლად უნდა დაუკოცნოს ხელები თითოეულ ზემოთ აღნიშნულ პიროვნებას

    მაპოვნინეთ რაააა …

  6. Leonard Shelby on

    tatushka ძიება არ შეწყვიტო, აუცილებლად გამოჩნდება უმწიკვლო წარსულის მქონე ოჯახის ბიჭი. შეგიყვარებს, კარგი თამადაც იქნება და მამაც, ნათესავებში დიდი პოპულარობითაც ისარგებლებს, სექსში ძალიან კარგი იქნება, თან რაც მთავარია ყოველი სექსუალური აქტის შემდეგ კვლავ ქალიშვილი დარჩები. მას ექნება ძალა რეგენერაციის უნარის მქონე აპკი გააჩინოს.

  7. Sophie Golden on

    ვისაც უნდა – მიდის, ვისაც არა – რჩება, ეს რაღაც განსაკუთრებულს არ ნიშნავს. სიმართლეა, რომ ბევრი ახალგაზრდა მართლა ვერ ახერხებს საკუთარი თავის რეალიზებას და ვამართლებ მათ წასვლას, რატომ უნდა დაიზიანონ ფსიქიკა და პოლიტიკოსებს სდიონ ბრბოსავით, როგორც დანარჩენი “აქ დარჩენილი” დასდევს.

    გასაგებია, რომ პირადი შეხედულებები წერია აქ, მაგრამ საქართველო იმაზე ბევრად კარგი ქვეყანაა, უამრავი კარგი ტრადიციაა, თუნდაც მეზობლობაში რაა ცუდი? სხვათა შორის, საბერძნეთში ვცხოვრობდი და მეზობლები იქაც ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან, საჭმელებსაც აწვდიან ერთმანეთს და ჭორაობენ კიდეც. ადამიანურია და ძალიანაც კარგი, როდესაც ადამიანები მანქანებად არ არიან ქცეული. მთავარია სურვილი და ყველაფერი გამოსწორდება აქაც. მთავარია ადამიანებმა ერთმანეთის გაგება ვისწავლოთ, იყოს ქალიშვილი, ვისაც უნდა, იყოს ძველი ბიჭიც, ჩვენ – ჩვენი საქმე გავაკეთოთ.

  8. buda on

    au magari posti iyo 😀

    mec vrchebi sabednierod 😀

  9. ლილიანი on

    am sias ert 10 punqts davamatebdi 😀
    da isec ar vapireb arsad casvlas 😀
    me mevaseba m,arazmebi , mazoxisturad vamugameb am yleobas da mainc mevaseba ra!

  10. ნინი on

    ვერ ვხდები რატომ უნდა წავიდე ან არ წავიდე საქართველოდან? ზემოთ ჩამოთვლილი ცამეტივე პუნქტი არ მგონია ვინმეს წასვლის ან დარჩენის მიზეზი იყოს. პირადად მე მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს ვერ ვხედავ და რა ვიცი, რა ვიცი…

  11. Leonard Shelby on

    Sophie
    მე პირადად თუ რაიმე საოცრება არ მოხდა არ ვაპირებ უცხოეთში ცხოვრება, იმედი მაქვს განათლების მიღების საშუალება მომეცემა უცხოეთში დარჩენილ ცხოვრებას კი სიამოვნებით გავატარებ აქ, მიუხედავად იმისა რომ როგორც ჩემი პოსტებიდან ჩანს ებვრი რამე არ მომწონს ქართული.
    იცი პრობლემა რაშია? ვისაც რა უნდა ის იყოს და ეგრეც უნდა იყოს, მაგრამ ის ვიღაც 28 წლის ქალიშილი რომ ბოზს ეძახის იმ გოგონას რომელსაც 19 წლის ასაკში შეყვარებულთან სექსი ჰქონდა ეგაა პრობლემა, იყოს ძველი ბიჭი, მაგრამ აკეთოს ის ელემენტარული რაღაცეები რაც ყველამ, ნებისმიერმა რიგითმა მოქალაქემ, უნდა გააკეთოს და რომელთა ჩამოთვლაც მეზარება აქ იმედია მიმიხვდი. მეც სწორედ ეგ მინდა რომ ერთმანეთის გაგება და ერთმანეთის აზრის პატივისცემა ვისწავლოთ ქართველებმა, მაგრამ რაც დრო გადის სულ უფრო უცხო ხდება სხვისსი აზრის პატივისცემის კულტურა.
    მეზობლებს რაც შეეხება. ჭორაობა და შეწოდებ-გადაწოდება ყველგანაა. ზოგი ბარბიქიუზე გპატიჟებს, ზოგი ბრიჯზე, ზოგიც ღომზე, აქ პრობლემა ის არანორმალურად დიდი დრო არის რომელსაც სხვის სახლში ატარებენ უსაქმური დიასახლისები.

  12. Sophie Golden on

    იმაში ვერ დაგეთანხმები, რომ მეზობლები ყველგან ეპატიჟებიან ერთმანეთს, შენ დიდ ქვეყნებში არ გიცხოვრია ალბათ, არავინ მოგაწვდის საჭმელს მოსკოვში, პარიზში, ნიუ იორკში. დიასახლისები კიდევ ყველგან “უსაქმურები” არიან, აბა რა ქნან, როცა ჭურჭლის რეცხვა-ხეხვას მორჩებიან, სამეცნიერო ნაშრომებს ხომ ვერ დაწერენ?

    ახლა უკეთ ვხვდები შენი პოსტის არსს, normal ადამიანის ერთი დღის (პერიოდის) შეხედულებაა და სრულიად მისაღები. აზრთა სხვაობა მტრობას და ხიდჩატეხილობას არ ნიშნავს 😉 მე, ვფიქრობ, რომ ახლა უფრო “ამოვაშენეთ” ხიდი.

  13. burusi on

    ბრაო!!! მაგარი იყო

  14. klubnikaa on

    :user:
    მიყვარს ეს ყველაფერი

  15. shotto on

    vetanxmebi, oghond 11 punqti samcuxarod gogoebze ar vreldeba, anu ertis fenomeni:)
    ise “strogat” tavwarmochenis parglebshi jer aravistvis mikitxavs, vcdi da tu chantidan amomxtarma mamamisma sagvareuli xanjlit kartuli jigari amomachra, nu albat gatexavs.

  16. nin on

    colis cremlebiiii,wels rom movdiodi sopflidan mashin shevamchnie gzaze 🙂

  17. nacarqeqia on

    ვრჩები აბა რა. მართალია ჯერ ადრე ამის თქმა მაგრამ აბა არ დავჩები, მე ამ ქვეყნის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია, თანაც საქართველო მარტო ,,ბედნიერი ერი’’ ხომ არ არის, იმედი შეიცვლება როდისმე ყველაფერი.(ვაი შენს პატრონს, ვერ მოვიშალე და მაინც იმედიტ ვარ)


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: