ხიდჩატეხილობის პრობლემა


ჩემმა პოსტმა “არ გავცვლი სალსა კლდეებსა”,  Sophie Golden-ის გაღიზიანება გამოიწვია. როდესაც ჯერ მისი კომენტარი წავიკითხე ვერ მივხვდი რისი თქმა სურდა, თუმცა მისი პოსტის გაცნობის შემდეგ ყველაფერი ნათელი გახდა. სიმართლე ითქვას ძალიან ბევრ რამეში ვეთანხმები. უაზრო სნობიზმმა წალეკა საქართველო. ვეთანხმები სოფის მასიური ათეიზმისა და მასიური მორწმუნეობის პრობლემაზე. მაგრამ ფრაზა:

“არავინ ცდილობს, თვითონ შეცვალოს რაღაც, მხოლოდ სხვების სიტყვებს არ უსმინოს და თვითონაც იფიქროს”

ამას არ ვეთანხმები. სხვისი არ ვიცი და მე იმიტომ ვწერ რაღაცას და იმიტომ ვამბობ, რომ ასე მინდა რომ შეიცვალოს ესაა ჩემი სურვილი და პირველ რიგში სწორედ საკუთრ თავში ვცვლი.  ჩემს მაგალითებს რაც შეეხება ეს მაგალითები მოყვანილი იყო იმიტომ, რომ სწორედ ესეთი ადამიანების “მსხვერპლნი” ხდებიან ის ადამიანები რომლებიც ოდნავ სხვანირად ფიქრობენ. არავინ არავის არ უშლის ქალიშვილობას, მაგრამ როდესაც ეს ადამიანები დგანან და გოგოს რომელიც 19-20 წლის ასაკში სექსით არის დაკავებული შეყავრებულთან ბოზს უწოდებენ აქ უკვე პრობლემა იბადება. შენ რაღაცას იმიტომ არ უნდა აკეთებდე, რომ სხვაზე უკეთესი წარმოჩინდე. ფარისეველი ადამიანი სხვა კი არაფერი არ არის. მეზობლობის ქვეპუნქტი საერთოდ არასწორად იქნა ინტერპრეტირებული. ქალი(კაცი) რომ მეზობელთან დღის ნახევარს ატარებ, დროს უაზრო ლაპარაკსა და ჭორაობაში ხარჯავ ესაა პრობლემა. თორემ მარილს აქაც მოგცემენ, უკრაინაშიც და სლოვაკეთშიც. ვიღაცას უნდა, რომ პრობლემა დაინახოს ვიღაცას არა. ვიღაცა ცდილობს გამოასწოროს ვიღაცას კიდია მაგრად.  უნდა ვისწავლოთ წინ ნაბიჯების გადადგმა, აგერ ვდგავართ ერთ ადგილას უკვე რამდენი ხანია და რას ვიღებთ შედეგად? დღეს ქუჩაში მივდიოდი და ჩემს წინ კაცი ძაღლს ასეირნებდა, ერთ-ერთ ხესთან ძაღლი წაიკუზა და მოისაქმა. რა ქნა პატრონმა? არც არაფერი, გზა განაგრძო. მე ქართულ ტრადიციებს კი არ ვებრძვი, არამედ იმ ქართველს რომელიც ამ ტრადიციას ვერ(არ) იაზრებს. თქვენ გგონიათ არ მსიამოვნებს ვინმე რომ პატივს მცემს და ფულს გადამიხდის? იქნებ ისეთი ადამიანიც იყოს მეგობრებთან ერთად ქართულ სუფრაზე რომ არ მოილხენდა? პრობლემა ისაა რომ ყველაფერს ზომა აქვს და წონაც თან. ვიღაცა რომ ხელებს გატეხს ფულის გადახდისას, გეჯღანება და სრულიად უაზრო ფრაზებს ისვრის ეს გამაღიზიანებელია, ან სუფრაზე, რომ ცარიელი სიტყვების რახა-რუხი მიდის სიყვარულს სრულიად უცნობი ადამიანი გეფიცება და დალევას იმ დრეს პირველად გაცნობილი ადამიანი გაძალებს.  მე პრობლემას ქალიშვილობაში კი არ ვხედავ არამედ იმაში რომ ვიღაცა თავისი ქალიშვილობით ამაყობს.არ მესმის რა მოტივითაა ეს ფაქტი საამაყო და რით ჯობია ის არაქალიშვილს. მე არ მაინტერესებს ვინ ათეისტია და ვინ კათოლიკი, მთავარია სამშობლო უყვარდეს. უნდოდეს უკეთეს საზოგადოებაში ცხოვრება და ამისათვის კონკრეტულ ნაბიჯებსაც დგამდეს, საკუთარი მაგალითით უჩვენებდეს სხვებს იმ გზას რომელიც მას სწორად მიაჩნია. თუ გინდ სხვისთვის სრულიად მიუღებელი იყოს, მთავარია აზრი გააჩნდეს თავისი. ნაგვის ბუნკერში ჩაგდების ნაცვლად ეზოში რომ დააგდებს ქილას, თან ახსნა შეეძლოს რატომ ქნა ასა. ეს ჯობია იმას, რომ თვითონ აკრიტიკებდეს იმას რასაც თავად სჩადის.

“როგორც წესი, ასეთ ტრადიციებს სწორედ ისინი დასცინიან, ვინც თვითონაა შინაგანად შებოჭილი. რადგანაც მთავარი ადამიანის სულიერი თავისუფლებაა – როცა შინაგანად გრძნობს თავის ადამიანობას, რომელსაც არჩევანის თავისუფლება აქვს და ამ თავისუფლებას გამოიყენებს ისე, როგორც თვითონ უნდა და არა ისე, როგორც ბოღმიანი ნიჰილისტები ურიკინებენ”

სულიერი თავისუფლებაა!  სწორედ ამის უკმარისობას განიცდის ქართული სოციუმი. ყველას უნდა აირჩიოს აბი. ხშირ შემთხვევაში ლურჯსა და წითელს შორის ამ უკანასკნელს ირჩევენ, თუმცა მალევე უკან დაბრუნების სურვილი უჩნდებათ, რეალობისთვის თვალებში ჩახედვა არ უნდა ბევრს, ზოგს ეზარება ზოგსაც ისევ ძველი ყოფა მოსწონს. ჩემი სურვილია, ნაკლები ზომბი და გამოუსადეგარი ტვინო იყოს საქართველოში, წითელი აბი მინდა მიიღოს ყველამ, ოღონდ არ ინანოს ეს. შემდეგ რა ნაბიჯებს და როგორ გადადგამს ეს უკვე მისი საქმეა და სწორედ მისი არჩევანის თავისუფლება.

სწორედ ამ პრობლემაზე გამოხმაურებაა თითოეული ჩემი პოსტი რომელიც ტრადიციებსა თუ წეს-ჩვეულებებს ეხება.

მე მართლა მესმის სოფისი და მისი პოსტისაც. შეიძლება მეც დამეწერა იგივე, ჩემი პოსტი რომ სხვას დაეწერა. ბევრი წერს იგივეს და ამრთლაც გაცვეთილი თემებია, თან სამწუხაროდ ვინც წერს ცოტა თუ აკეთებს იმას რასაც აკრიტიკებს.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

6 comments so far

  1. nino on

    ნიკა, მე აბსოლუტურად გეთანხმები. ქართველების უბედურება ფარისევლობაა. სუფრაშიც, `მარშუტკაშიც`, `ქალიშვილობაშიც` და კიდევ ბევრ საკითხში ფარისევლობენ და ამით მ ოსწონთ თავი. სოლომონ მორბელაძის საქართველოა დღესაც. არაფერი შეცვლილა!

  2. Sophie Golden on

    მე ძალიან მიხარია, რომ ვნახე საერთოდ შენი ბლოგი, ეს პოსტი, რომელმაც ჩემი დამაწერინა მერე. ორივე (და კიდევ ბევრი, ვინც წაიკითხა) დაგვაფიქრა და კიდევ ერთხელ რაღაცები გაგვაანალიზებინა, right?

    ერთი შენიშვნა – რადგანაც არ გიცნობ, შესაბამისად ის ფრაზაც, რომ ადამიანი შებოჭილია ან საკუთარი თავის გამოსწორებას არ ცდილობს, საზოგადოა, შენ სწორად გაიგე კიდეც. მიხარია, რომ ვაზროვნებთ და ასეთი პოლემიკები ბევრად ჯობია მხოლოდ წერას და გულის ფხანას 😉

    Good luck, Bridge 😉

  3. piccolina on

    ხო, ამიტომ მომწონს კომენტარების დატოვების საშუალება რომ არის ბლოგებზე.
    რაღაცაზე შეიძლება ძალიან ზედაპირულად ილაპარაკო და ვიღაცა იასნა მოგედავება (ზედაპირულად რომ არ ილაპარაკო მაინც)
    წარმოიდგინე, რამდენი მცდარი აზრი გაჩნდებოდა რომ არ არსებობდეს კომენტარები და რამდენ რაღაცაზე ვერ იტყოდი შენს აზრს საპასუხოდ

    რა შუაში იყო, მარა აი ლავ აკომენტარზ

    ხო, კიდევ ის, რომ აქამდე მომწონდა შენი ბლოგი. ახლა, რომ ვხედავ, რომ ამ ყველაფერს ჰაერზე არ წერ და ხვდები, რაზეც წერ და რატომ, კიდევ უფრო მომწონს 😉

  4. Leonard Shelby on

    Sophie
    ნამდვილად კარგია ჯანსაღი დისკუსია ამა თუ იმ თემაზე. ისე არ ვიცი რატომ დაიპოსტა შენს ბლოგზე bridge-ს სახელით ჩეპო პოსტი leonard shelby ან ნიკა ესებუა უნდა ყოფილიყო წესით ავტორი 😀

    საჭმლის მიწოდებას რაც შეეხება ეს პირობითია. ქართველი ერი რომ ერთ-ერთი ყველაზე სტუმართმოყვარე ერი ვართ კი ვიცით და შესაბამისად სხვაგან თუ ყველს მისცემს მეზობელი მეზობელს, ჩვენ მოზელილ ცომსაც გავატანთ ხაჭაპური რომ გამოაცხოს. “უსაქმურობის” არის კი არ მესმის საერთოდ. რატომ უნდა უსაქმოურობდე ადამიანი როცა შეგიძლია უამრავი სხვა რამ აკეთო? ნუ მოკლედ მიხარია რომ მეტ-ნაკლებად ერთმანეთს გავუგეთ. როგორც ავღნიშნე ვგონებ ერთი და იგივე გვინდა ორივეს, გვინდა რომ ქართული საზოგადოება იყოს უკეთესი და კარგი იქნება თუ ლაპარაკთან ერთად ცხოვრებაშიც გავატარებთ(ან ვატარებთ) ამ ყველაფერს. 🙂

  5. თორნიკე on

    დღესდღეობით მეტად აქტუალური საკითხები იყო განხილული ამ სტატიაში,მაგრამ მთავარი მაინც ამ პრობლემების გადაჭრის სწორი გზის მოძებნაა საჭირო.ასეთი პრობლემები ყველა საუკუნეშია.უბრალოდ სახეცვლილი ფორმით.ჩემთვის გამოსავალი ჩვენს სარწმუნოებაშია(მართლმადიდებლობაში).სტატიაში იყო ნათქვამი”მასიურ ათეიზმზე და მასიურ მორწმუნეობაზე”.რა თქმა უნდა მორწმუნე არ უნდა იყო მხოლოდ იმიტომ,რომ ეს მოდაშია,ან ეკლესიაში იმიტომ არ უნდა დადიოდე,რომ სხვებს თავი მოაჩვენო საკუთარი”მორწმუნეობით”.შენი რწმენა განისაზღვრება შენი ცხოვრების წესით და საქმით.რამდენად ხარ ღვთის მცნებების აღმსრულებელი და ღვთისთვის სათნოდ ცხოვრობ თუ არა.დღესდღეობით მომრავლდნენ ისეთი ადამიანები,რომლებიც ხან ათეისტები არიან,ხან მორწმუნეები,ხან ტრადიციის დამცველები,ხან მოწინააღმდეგეები და ასე შემდეგ(ანუ ტიპიური ფარისევლობა).ვერ გაიგებ რა ტიპის ადამიანია(განსაკუთრებით ტელევიზორში მარად ”გამოჭიმულ”საზოგადოებაზე მაქვს საუბარი).ქალიშვილობაზე და არაქალიშვილობაზე ასეთი ტონით საუბარს შეეჩვია დღევანდელი საზოგადოება.თუ შენ ამბობ,რომ ხარ ქართველი და ტრადიციების ცხოვრებაში გამტარებელი,მაშინ კარგად უნდა იცოდე,რომ შენი წინაპრები ქალის უმანკოებას ხმლითა და მახვილით იცავდნენ.ქალის კულტმა საქართველოში ძალიან დიდ სიმაღლეების მიაღწია ჯერ კიდევ თამარის დროს.დღეს ამ კულტის ნაგლეჯებიღა შემორჩა ქართულ რეალობას.ზოგზოგიერთი (გონებადაბნელებული)ამბობს,რომ 2003 წლიდან დაიწყო ჩვენი ისტორია.ამას ალბათ იმიტომ ამბობენ,რომ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორია ინახავს იმას,რასაც ჭეშმარიტი ქართველი ქვია.პროპაგანდისტული მანქანა უკვე წლებია მუშაობს,რომ ჩაკლას ქართველში ქართველი.არჩევანის თავისუფლებას გაყვირია,მაგრამ ხშირად არჩევანის გაკეთების საშუალებას არ გაძლევენ.უზნეობა ზნეობრივ ჩარჩოებში ჩასვეს და ხალხსაც აჯერებენ ამას.უფრო სწორედ ჩვენც ვუწყობთ ხელს და ვიჯერებთ.ილას ნათქვამი გამახსენდა ”რა გითხრათ?რით გაგახაროთ?”.

  6. tatushka55 on

    Mezoblebis temas rac sheexeba kidev erts davamatebdi, saqartveloshi dges ro erts marils miscem, xval is manqanis txovebasac gagibedavs, shens cxovrebashic shemoichreba da kargadac gagchoravs zurgs ukan.
    Idealuri mezobeli isaa visac mxolod garegnulad icnob da ubralod ugimixar shexvedrisas da esalmebi.
    🙂


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: