Tbilisi Open Air ანუ Glastonbury ქართულად


როდესაც გავიგე, რომ Step records-ი აპირებდა თბილისში ფესტივალის გამართვას, უცხოეთიდან ჯგუფების ჩამოყვანას და ა.შ გამიხარდა ფრიად, გამიხარდა იმიტომ, რომ სწორედ ამ ლეიბლმა გასული წლის ბოლოს შარდენზე ძალიან კარგი სამი დღე აჩუქა მუსიკის მოყვარულებს. როდესაც რამდენიმე ბრიტანული ბენდი ჩამოიყვანა საქართველოში და ჩვენი სამშობლოსთვის ჯერ არ მოსმენილი და არ ნახული აპარატურა გამოიყენა.

გუშინ შარდენზე ვიყავი. როგორც ველოდი ხალხი გაცილებით მეტი იყო ვიდრე რამდენიმე თვის წინ გამართულ კონცერტებზე. მაშინ თუ მხოლოდ myspace-ელებმა და last.fm-ელებმა იცოდნენ კონცერტის შესახებ, ამჯერად ფესტივალის რეკლამამ უამრავი ტელევიზია, რადიო და პლაკატი “მოიარა”. არც გუშინდელი დღე მომეწონა და არც დღევანდელი. ძალიან სუსტი ბენდებია ჩამოყვანილი, არანაირი დრაივი არ აქვთ, არც აპარატურაა თუნდაც იმ დონის რა დონისაც ჩემს მიერ ნახსენებ კონცერტებზე იყო. შესაბამისად მუსიკის მოსმენის სურვილი არც ისე მაღალია. სამაგიეროდ ატმოსფერო არის(იყო) ძალიან მაგარი იპოდრომზე. იგრძნობა რომ მუსიკალური ფესტივალია. ნაროდი მრავალნაირია. ყველას შეხვდებით პანკს, იმოს, ინდის, მეტალისტს, არმანის ზედიან ჭაბუსებსა თუ უბრალოდ “კაი პონტის” მოყვარულებს. ყველა თავის პონტში ცეკვავს და ერთობა. ჩემს წინ ბიჭები Motel Connection-ის გამოსვლის დროს ძალიან უცნაურად ცეკვავდნენ, თუ ჩხუბობდნენ ვერ გავიგე. ხტებოდნენ ერთმანეთს ფეხებს არტყამდნენ და სალტოებს აკეთებდნენ. მე აქეთ-იქით დავეხეტებოდი. ნაცნობებსა და მეგობრებს ვეძებდი, სწორედ ასე პიკოლინა გავიცანი. თინისთან ერთად იყო, მე და თინი ქე ვიცნობთ ერთმანეთს.😀 ყველაფერი იყიდებოდა მშობლიური ფენოვანი ხაჭაპურიდან დაწყებული რედ ბულით დამთავრებული, სხვათაშორის არც ისეთი ძვირი ფასები არ არის როგორსაც ველოდი. ლარი 1,5-ით არის გაძვირებული.

ძალიან კარგია და მიხარია რომ ასეთი ფესტივალი იმართება საქართველოში, კიდევ უფრო კარგია თუ სისტემატიური სახეს მიიღებს და საერთოდ სუპერი იქნება, თუ მაღალი დონის ბენდების ჩამოყვანაზე იზრუნებენ ორგანიზატორები. როდესაც არ იცნობ ჯგუფს ძნელია აჰყვე მას სიმღერაში, სულ სხვა მუღამი აქვს როდესაც ნაცნობ მელოდიას უსმენ ლაივში, მაგ დროს ხომ თავს ძე ღვთისად გრძნობ. დაიხვეწება ნელ-ნელა ყველაფერი, აპარატურაც გაუმჯობესდება და ბენდებიც ალბათ.

აი ასეთი უნდა იყოს ლაივი ფესტივალზე.

იმედი მაქვს რომ თბილისის ეს ფესტივალი მეორე  Glastonbury Festival-ად იქცევა და მომავალ წელს თბილისში Arctic Monkeys-ს თუ არა Franz Ferdinand-ს მაინც ვიხილავთ.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

8 comments so far

  1. piccolina on

    შარდენზე მართლა ძალიან მაგარი იყო
    ვაფშე არ ვიცოდი ვინ იყვნენ ის ტიპები, ვინც გამოდიოდნენ, მარა ხმა იყო ძალიან მაგარი და ძაან საკაიფოდ უკრავდნენ ისინიც
    დრაივი იყო რა
    და აქ ვაფშე არაფერი მსგავსი
    დღეს 1 თუ 2 ჯგუფი მომეწონა, საკაიფოდ დაუკრეს, მარა შარდენის ფესტივალის ხალხთან ვერც ერთი ჯგუფი ვერ მოვა ახლოს, მე რომ მკითხო

  2. tatushka55 on

    Yvela am festivalze cert🙂
    ascorebs rom aseTi kargi iyo. TiTqmis vnanob rom ver wamovedi

  3. Sophie Golden on

    ხო…
    ამენ! ამენ! ვიხილოთ ფრანც ფერდინანდი, კაცო, უარქტიკმანკიოდ აქამდეც გაგვიძლია😉

    ისე, წასული ვიყავი ამ შაბათ-კვირას და გული დამწყდა, მეთქი, გამოვტოვე ეს ფესტივალი, მაგრამ ბლოგები რომ ვნახე, არავინაა დიდად აღფრთოვანებული.

  4. Anonymous on

    arctic monkeys ro chamovidnen ar vici ra damemarteba ahudajds

  5. clinical negligence solicitors on

    I have read so many posts concerning the blogger
    lovers except this article is genuinely a nice paragraph, keep it up.

  6. shipping trucks to africa on

    you are in reality a just right webmaster.
    The site loading pace is amazing. It kind of feels that you’re
    doing any distinctive trick. Furthermore, The contents are masterpiece.
    you’ve done a excellent process in this matter!

  7. Having read this I believed it was extremely informative.
    I appreciate you spending some time and effort to put this information together.

    I once again find myself personally spending way too much time both reading and leaving comments.
    But so what, it was still worthwhile!

  8. effective social media marketing on

    Great delivery. Outstanding arguments. Keep up the
    amazing work.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: