Help!


მე როგორც ზარმაცი ადამიანის კულტის მიმდევარმა, იმდენი მოვახერხე, რომ ანალიზურ(ანალიტიკურ) ჟურნალისტიკაში features სტატიის დაწერა გავაჯანჯლე და ბოლო კვირამდე მივიყვანე საქმე. რა დაწერაზეა საუბარია, იდეაც კი არ მაქვს არანაირია. რაღაც გამოფიტული ვარ თუ ფიქრი მეზარება არ ვიცი, რისერჩის ჩატარებაც მეზარება მაგრად, რომ რაიმე ვიპოვო. არადა ბოლოსწინა დღეს მომიწევს მაინც, მაგრამ სანამ ეგ ბოლოსწინა დღე დადგება იქნებ დამეხმაროთ თქვენ და რაიმე იდეები მომაწოდოთ რაზე შეიძლება სტატია, რომ გავაკეთო, უფრო სწორედ features სიუჟეტი. მთავარია არ იყოს სუპერ ბანალური იდეა. მაგ:შიდსიანების ცხოვრება, ან გეეებისადმი დამოკიდებულება თბილისში. რაიმე საინტერესო და ისეთი რომლის ნახვა ან წაკითხვა მოუნდება ადამიანს. მაგალითდ ერთ-ერთი ჩემი ჯგუფელი აკეთებს, ქილებსა და ბოთლებზე რომ ნიშნებია, თუ რას ნიშნავს ეს ნიშნები და თუ აქცევს ვინმე ყურადღებას. სასურველია გმირსაც რომ იცნობდეთ, ანუ იმ პიროვნებას რომელსაც პირდაპირ აქვს შეხება იმ იდეასთან. მაგ: ადამიანები რომლებსაც კლინიკური სიკვდილი ჰქონდათ და მას შემდეგ მიაჩნიათ რომ რაღაც ძალა აქვთ. თქვენ მაცნობთ ადამიანს რომელიც სწორედ ასეთია და მე მის გარშემო ვქმნი სიუჟეტს.

მოკლედ თუ ვინმეს რაიმე იდეა გაქვთ რომელიც შეიძლება გამომადგეს მითხარით, გმირი იქნება არ იქნება არ აქვს მნიშვნელობა, ვალში ვიქნები მერე თქვენთან და ვინ იცის იქნებ რა მიიღოთ ჩემგან : D არ დაგეკარგებათ ეს კეთილი საქმე.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

12 comments so far

  1. skyken on

    saocari xar raaa😀 aqamde es rogor ver moifikre :*:*

  2. tatushka55 on

    Shegidzlia ezoteriuli temebi aigo shenc🙂

  3. piccolina on

    სიზმრებზე გააკეთე და ნებისმიერი მოგიყვება თავისი გამოცდილების შესახებ
    პა ხოდუ დასკვნისთვის შეგიძლია ფსიქოლოგსაც გაესაუბრო
    მაქვს დაწერილი რაღაც სიზმრებზე თუ გამოგადგება😉

    წინათგრძნობაზე ან რამე მსგავს სლეობაზეც შეიძლება

  4. CheshireCat on

    ბლოგოსფეროზე დაწერე )) მაინც ბუმია ატეხილი და )
    რა არის ბლოგი, რატომ არის ის მიჩნეული ნიუ მედიად, რა პერსპექტივები აქვს საქართველოში და ა ა.შ.

  5. Leonard Shelby on

    ეგ იდეა ჩემს მეგოაბრს ჰქონდა და დაუწუნა ლექტორმა უკვე

  6. CheshireCat on

    ვახ. რა მიზეზით?😀 ბანალურიაო თემაო, ძალიან გავრცელებულიო თუ? ))

  7. Leonard Shelby on

    არ ვიცი, გაცვეთილი თემა არისო, მემგონი ეს იყო მიზეზი

  8. CheshireCat on

    ჰმ… :))
    1. სოციალური ქსელები (სხვა და სხვა მიმართულებით შეიძლება ამაზე დაწერა)
    2. სექსიზმი და რასიზმი რეკლამებსა და მულტფილმებში

    რაღაც სულ “გაცვეთილი” თემები მაფიქრდება…xD

  9. Leonard Shelby on

    ნატ გმირი არ მეყოლება თორემ დავწერდი მაგაზე. აბა წარმოიდგინე სად ვიპოვო ადამიანი რომლის ცხოვრებაც თუ არ შეცვალა სულ ცოტათი დააზარალა მაინც რეკლამებში ზედმეტმა სექსიზმა ან რასისტულმა გამონახტომებმა.
    ლექტორს უნდა ისეთი თემა სადაც გმირი მეყოლება, მინიმუმია თან ერთი გმირი. რომლის(რომელთა) გარსემოც ავაგებ სტატიას მერე.😦

  10. CheshireCat on

    მაშინ ონლაინ თამაშების ზეგავლენა ადამიანებზე, ნახე “პახოდუ” რამდენი გმირი შეგიძლია იპოვო : http://forum.ge/?showforum=37

  11. Leonard Shelby on

    ეგ იდეა სხვას აქვს. ჩემზე ადრე მოუვიდა და მერე მე დაჟე გმირებიც ვაპოვნინე.

  12. cartveli on

    გვიან შემოვიხედე აი.

    დღეს 24 მაისს რუსთაველის თეატრში დიდ სცენაზე ითამაშეს “თორმეტი განრისხებული მამაკაცი”.
    შუა გადაკეტილ ჩასაკნებულ რუსთაველზე, თანაც ოპოზიციის მხარეს გადასკუპებული რ.სტურუას თეატრში.
    სპექტაკლი არ მინახავს. ფილმით ვიცი, რომ ამ სპექტაკლის შინაარსი, მთავარი დედააზრი ის იქნებოდა რომ, დაბრალება ძალიან ადვილია და დამბრალებელი დიდ ცოდვას ჩადის.

    ხოდა უნდა გეპოვნა ერთი საკნიდან შებოდიალებული მებრძოლი და გეკითხა, გაიგე რამე თქო?
    მოახერხებდი მე მგონი.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: