Good News for People Who Love Bad News


Alter vision რომ დაიწყო იმ დღეს ჩემმა მეგობარმა მახარა, რომ საქართველოს კინოთეატრებიდან ახალი ამბავი ჰქონდა.  ამ ფესტივალმა სულ გადამავიწყა, ეს კარგი ამბავი. მოკლედ რა ხდება, ალბათ შეამჩნიეთ, მას შემდეგ რაც რუსეთიდან შეწყდა ფილმების ჩამოტანა და ჩვენი კინოთეატრები ინგლისიდან ფილმების ჩამოტანასა და თავად გახმოვანებას შეუდგნენ, უკან-უკან წავიდა საქმე. გახმოვანების ხარისხი ძალიან დაბალი არის, ახალი ფილმების ჩამოტანას ვერ ახერხებენ, ძვირი ჯდება თურმე ხოდა უფარჩაკესი გახმოვანებით გვიწევს ფილმების ყურება, იმ ფილმების რომლებიც 2-3 თვის წინ გამოვიდა ა.შ.შ.-ის კინოთეატრებში.

ახალი და თანაც კარგი ამბავი იმაში მდგომარეობს, რომ ფილმების ნაწილი კვლავაც რუსეთიდან შემოვა და ისევ რუსული გახმოვანებით გავა “ამირანსა” და “რუსთაველში”. ცუდია რომ რუსულ ენაზე ფილმის გაშვებას ნატრულობ კაცი საქართველოში, მაგრამ რა ვქნა ვერ ისწავლეს ჩვენებმა გახმოვანება, ინგლისური ვერსიები კი ვერ შემოაქვთ თავის დროზე.

მოკლედ იმედი მაქვს ზაფხულის ბლოკბასტერებს დროზე ჩამოიტანენ და კინოში წასვლის ხალისს დამიბრუნებენ. ბოლოს კინოში მემგონი ჯეიმს ბონდზე ვიყავი მას შემდეგ არაფერი ნორმალური არ გამოსულა კინოში.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

2 comments so far

  1. Sweety on

    კინოთეატრ საქართველოში ვნახეთ მე და კოტემ Spirit – Sin City-ს სტილში გადაღებული ფილმია. ძალიან მოგვეწონა…

  2. tatushka55 on

    ფილმების ნაწილი კვლავაც რუსეთიდან შემოვა და ისევ რუსული გახმოვანებით გავა “ამირანსა” და “რუსთაველში”.

    Uraaaaaaaaaaaaaaa


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: