Upcoming Women


მიყვარს როდესაც ქალი მღერის. უფრო მეტად მიყვარს თუ კარგად მღერის.  მაგ:The long blondes, PJ Harvey, The Go! Team, CocoRosie და ა.შ ეს ის ჯგუფები და შემსრულებლებია რომელთა კომპოზიციებს სიამოვნებით ვუსმენ ხოლმე. ნუ Yeah yeah yeahs და მისი ვოკალი კერენ ოუ ჩემთვის საერთოდ სხვა მოვლენაა. მოკლედ რა ხდება. დღეს გადავხედე upcoming ალბომებს და ორი ძალიან კარგი პროექტის შესახებ შევიტყვე, კიდევ უფრო კარგია ის ამბავი, რომ ეს ალბომები ივლისში გამოდის და დიდხანს ლოდინი არ მომიწევს.

Regina Spektor – Far

რეჯინა სადღაც ორი წლის წინ გავიცანი. თავისი ნაზი ხმით მომხიბლა. პიანინოზე კარგად უკრავს, როგორც წესი მისი სიმღერები მთლიანად აკუსტიკურია და ეს ერთგვარ ხიბლს ძენს მის ტრეკებს. დიდი მსმენელი ნამდვილად არ ვარ სპექტორის, მაგრამ ერთმა ტრეკმა რომელიც ახალ ალბომში შევა გადამაწყვეტინა ამ ალბომს თავიდან ბოლომდე გავეცნო, როცა გამოვა.

აგერ გთავაზობთ ამ ტრეკის, Blue Lips-ის, ლაივ ვერსიას. 4 წუთი აუცილებლად უნდა გამონახოთ, რომ ამ სიმღერით თავიდან ბოლომდე დატკბეთ.

Blue Lips

Florence and the Machine – Lungs

ეს ჯგუფი ალბათ ძალიან ცოტას თუ გეცნობათ. სულ ახალბედა ქმნილებაა. სადებიუტო ალბომს უშვებენ წელს და არც დავინტერესდებოდი საერთოდ, რომ არა ერთი ტრეკი რომელსაც აგერ უკვე მეორე დღეა შეუწყვეტლივ ვუსმენ.

Rabbit Heart(Raise It Up) სიმღერა კი არა რა ვიცი მე რა არის. საოცარი ქმნილებაა. კლიპიც ზედგამოჭრილია სიმღერაზე. მუსიკა, ფლორიანის ვოკალი რომელიც ენერგიით მავსებს, შესანიშნავი ფერები კლიპში, ეს ყველაფერი ერთად ქმნის სიმღერას რომელიც აგერ უკვე ორი დღეა “ჩემს ჩარტებში”ლიდერობს და რომლის  გულისთვისაც მე მთლიან ალბომს  გავეცნობი.

ჩემი თხოვნაა, თუ მოუსმენთ ამ სიმღერას თავიდან ბოლომდე გააკეთეთ ს საქმე. შუაში გაწყვეტით მთლიანად იკარგება შთაბეჭდილება.

Rabbit Heart(Raise It Up)

2009 წელს კიდევ უამრავი საინტერესო მუსიკალური პროექტია რომლებზეც აუცილებლად ვისაუბრებ უახლოეს მომავალში, როგორც კი გადავაგორებ გამოცდებს და კოლოკვიუმებს უნივერსიტეტში. მანამდე კი დატკბით ამ ორი ტრეკით.

ალბომები როგორც კი გამოვა, აუცილებლად ავტვირთავ და დავდებ ლინკს ბლოგზე.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

7 comments so far

  1. irina on

    auuu kai iyo am shuagamisas🙂
    shokoladit, yavit, teddy bearit ragac zaan feministuri😀
    albomebs velodebi me piradad😉
    P.S. shen mgoni is leonardi xar, tsus forumze filmebshi rom postav xolme😛😉
    da anu gicnob kidec :)))

  2. Leonard Shelby on

    ოდესღაც ვპოსტავდი. თითქმის ერთი წელია აღარ ვწერ მანდ. :))

  3. irina on

    oh yes, you are🙂
    isev shen, mokled🙂
    ar shevmcdarvar mashin shens shefasebashi, mit umetes, arc axla🙂
    kargi bichi xar da rac mtavaria, protestis grdznoba gawuxebs🙂 jurnalististvis mit umetes es grdznoba umnishvnelovanesia, rom satkmeli hqondes😉

  4. Leonard Shelby on

    აჰჰ მივხვდი ვინ შეიძლება იყო შენ. პაზოლინის მოყვარული და სალოს დიდი დამცველი ხარ ალბათ😀
    კარგად წერ, ასე განაგრძე. რაც მეტი სუბიექტურობა იქნება შენს ნაწერში, მით უფრო კარგად წასაკითხი იქნება.

  5. irina on

    yes I am :))) თავიდანვე აღარ გამახსენდა, თორემ გეტყოდი :)))
    სუბიექტურობის რა მოგახსენო, მთელი 4 წელია გადავეჩვიე სტატიაში სუბიექტურობას, (საერთოდ, სიტყვა “ჩემი აზრით” დავივიწყე) და აქ გავშალე ფრთები :))))

  6. Leonard Shelby on

    ჩვენი ლექტორების ხელში შენ თუ სუბიექტურობა დაგავიწყდა და ყოჩაღ შენ😀

  7. Kate on

    Regina Spektor კარგი იყო.
    ფრიად მომეწონა.

    რაც შეეხება Florence and the Machine–ს, რაღაც Tori amos–ისეული შეიმჩნევა მასში. რაღაც მოდის მისგან და კლიპიც საინტერესოა. კიარადა…
    ანუ ისეთი რომ ჩაგითრევს, მაგრამ სიმღერის მელოდია რაღაც არ მომეწონა.
    PJ კარგია.

    p.s. ძალიან საინტერესო ბლოგი გაქვს. facebook–ის ბლოგერების თემიდან შემოვედი და მართლა ძალიან საინტერესო პოსტებია. ასე გააგრძელე.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: