ტერი გილიამის “მანჩესტერი”


დღეს დილით გაღვიძებისას სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა ტანში. მთელი დღე სახლში უნდა ვყოფილიყავი, რაც იმას ნიშნავდა, რომ რამდენი ხანიც მსურდა იმდენს დავიძინებდი. დავიმუხტე თუ არა საყვარელ საქმის კეთება გადავწყვიტე, ანუ ფილმის ყურება და თან ჭამა.  არც ისე ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე ტერი გილიამის ფილმი Tideland მენახა. საერთოდ გილიამი მომწონს ძალიან, აქვს ის თვისება რომელსაც რეჟისორში ყველაზე მეტად ვაფასებ. ატმოსფეროს შექმნა შეუძლია ისეთის რომელიც ნებისმიერს მიიზიდავს და ჩაითრევს ფილმში. მისი პირქუში, სურეალისტური, ან სულაც ფუტურისტული ფილმების დიდი თაყვანისმცემელი ვარ. Monty Python-ის ფილმები კი ერთ-ერთი საუკეთესო კომედიების სერიაა ჩემი აზრით. Tideland ნანახი არ მქონდა.

მეზარებოდა რატომღაც, თან მეგობრების 90%-ს უარყოფითი შეფასება ჰქონდა მიცემული ფილმისთვის. ყველაფრის მიუხედავად ფილმი მაინც ვნახე და ვინანე კიდევაც. ძალიან სუსტი ნამუშევარია, არა ამას სუსტი არ ჰქვია, ეს უბრალოდ სირობაა. საერთოდ არაფერი არ ხდება ფილმში, ძალიან მძიმე საყურბელია და ტერი გილიამისთვის გაცვეთილი მომენტებია ნამუშევარიში. ისეთი კადრები რომლებიც ამ რეჟისორის სხვა ფილმებში უკვე მინახავს. არცერთი გმირი არ მომეწონა, მაგარი მეკიდა ვის რა მოუვიდოდა და საერთოდ ბოლომდე რატომ ვუყურე ვერ ვხვდები. რომ არა Fisher King გილიამს შევაგინებდი კიდევაც, მაგრამ ამ ფილმის რეჟისორობა მას უხილავ დაცვას სძენს, რომლის გამოც ენა არ მიბრუნდება შევაგინო გილიამს.

ყველაზე ცუდი ის არის, რომ ტერი გილიამის მიერ ჩემი ხასიათის მიფურთხებას მანჩესტერმა ზედ დაუმატა ამაზრზენი თამაში. ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი არ ვარ(უფრო ამერიკულ სპორტის სახეობებს ვწყალობ), მაგრამ დღეს მაინც ძალიან მინდოდა “ეშმაკების” მოგება. ეჰჰ არ გამიმართლა აქაც. იხმარეს ფერგიოსონის ბიჭები და საბოლოოდ დამიკარგეს ყველაფრის ხალისი .გილიამის გადაღებული ფილმს ჰგავდა მანჩესტერის თამაში, არანაირი ემოცია არ იყო ფეხბურთელების თამაშში და არანაირი სურვილი მიეღწიათ რამისთვის.

წავალ ეხლა ჩავრთავ Fisher King-ს. გილიამს ისევ თავიდან შევიყვარებ და ჩემს თავსაც ცხოვრების ხალისს დავუბრუნებ.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

Advertisements

5 comments so far

  1. tiny on

    მეც გამიცრუა იმედები მანჩესტერმა :უსერ:
    ფილმი არ მიყურებია და ამ პოსტის მერე არც ვნახავ :დ

  2. unaamarga on

    არა, ნამდვილად აღარ გამიჩნდება მაგ ფილმის ყურების სურვილი.

  3. tatushka55 on

    Mtavaria kargad gamoizine 🙂
    Carmoidgine gamouzinebelze ro genaxa eg filmi 🙂
    xo sheaginebdi 😀 😀 😀

  4. NUMB on

    Tideland nanaxi maqvs, ufrosworad ‘nanaxi’ gadaxvevebit. sofikom gaxsna tema tsu-s forumze. iseti agwera qonda, mominda filmis yureba. dasawyisi kargi chanda, mere ki ise gaiwela. me bolomde ver gavdzeli. zogi sazizgari momenti iyo im gvamebze :S

  5. Leonard Shelby on

    NUMB საერთოდ გილიამი იმიტომ მიყავრს, რომ საზიზღარს,ლამაზს, ამაზრზენს და საოცარს ერთმანეთში არანორმალურად კარგად აზავებს და ჩემთვის პირადად, “გემრიელ კერძს” ამზადებს. ეს ფილმი კი უბრალოდ ნაგავია, ტერის ნაბოდვარი და სხვა არაფერი.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: