Windows-ის გადაყენება პოლიტიკურად


3-4 დღის წინ სახლში მოსულ ნიუსი დამხვდა ოჯახში, რომ გვერდით კორპუსში უნდა გადავსულიყავი ვინდოუსის გადასაყენებლად. იმ ოჯახთან დიდი ხნის ნაცნობობა მაკავშირებს და უარის თქმა არც გამიფიქრია. მიუხედავად იმისა, რომ ძლიერ დაღლილი გახლდით გადავედი და შევუდექი საქმეს. C დისკს ვაფორმტებდი როდესაც ოჯახის თავმა მომიბოდიშა და მითხრა, რომ თუ არ მეწყინებოდა გვერდით ოთახში გავიდოდა და ტელევიზორს უყურებდა. აქ ერთბაშად რამდენიმე დამძიმდა სიტუაცია. ჯერ ეს ერთი “თუ არ გეწყინება ნიკას” თქმა არ იყო საჭირო. ვერ ვიტან ასეთ ფრაზებს, “თქვენის ნებართვით”, “თუ არ გეწყინება”, “ბოდიში და”, “შენ ხარ ჩემი ბატონი” და ა.შ ეს და მათი მსგავსი ფრაზები არის, არაფრის მომცემი სირობები, არც არავის აინტერესებს გეწყინება თუ არა, არც ნებათვას გთხოვს ვინმე და მითუმეტეს არც ბატონად გთვლის მთქმელი. მოკლედ ძალიან გადავუხვიე თემას. ეს ფრაზა ჯანდაბას თქვა, მერე რა, ეგ არც იყო დიდი პრობლემა, უბრალოდ გასვლილას მითხრა, რომ გუბაზ სანიკიძისთვის უნდა ეცქირა, რომელიც კავკასიიის პირდაპირ ეთერში გამოდიოდა.

“ნამდვილი ჯიგარი ქართველია, ჭამა იცის, დალევაც, დარტყმა და ისტორიაც, ქალებიც უყვარს, სამშობლოც. იცოდე მაგაზე ნაკლები ქართველი არ უნდა იყო”.

ბლინ!!!! დისკი დაფორმატდა, დავიწყე ვიდოუსის დაყენება+ფიქრი. ადრე არასოდეს ყოფილა ჩემი მეტრი გუბაზ სანიკიძე, ეხლა კი, ერთი ხელის მოსმით ჩემს კუმირად აქცია ამ კაცმა. რა ვქნა? დალევა მიყვარს, ქალებიც, ჭამასაც ვცდილობ ხოლმე. დარტყმა არაა ჩემი სტიქია, ისტორიის ცოდნაშიც არ ვარ საუკეთესოთა შორის, საქართველო მიყვარს, მაგრამ ჩემებურად(ყველას თავისებურად უყვარს რათქმაუნდა). ჯიგარი ქართველი ვარ? რას ნიშნავს ჯიგარი ქართველობა საერთოდ. მიშას გინებას? კარავში ცხოვრებას? აქციებზე დგომას? რადიკალური პოზიციის არჩევას? ვერ ვიქნები ჯიგარი რომ ორივე მხარის ავსა და კარგზე ვისაუბრო? დიალოგის გზით პრობლემების მოგვარებას, რომ დავუჭირო მხარი დავცილდები გუბაზის ხატებას? გრეჩიხა უმცროსი, რომ ჩემთვის ცუდი შოუმენია და სხვა არაფერი ამით სამოთხისაკენ მიმავალ გზას ვიბღალავ?

20-25 წუთი დარჩა საქმის ბოლომდე მიყვანამდე. ენები არჩეული მაქვს და სასაათო სარტყელშიც თბილისზე შევაჩერე ყურადღება. ფიქრს განვაგრძობ. რატომ მოსწონს ხალხს გუბაზ სანიკიძე? არა შეიძლება მოგწონდეს, მაგრამ ეს მეტისმეტად მეჩვენა მე ბეცს. საერთოდ არ მიყვარს ვინმეს ხატს რომ ქმნიან. მუდამ ანტისიმპატიებით ვიყავი განწყობილი სხვადასხვა კერპებისა და “აი ეს არის ნამდვილი ვაჟკაცებისადმი”. ეხლა ჩემს ნაცნობს რაც არ უნდა ველაპარაკო და რა არგუმენტირებული მაგალითები არ უნდა დავუდო გუბაზ სანიკიძის შესახებ, მისთვის ლევანის ძე, კვლავაც დარჩება “ჯიგარ ქართველად”. ისევე როგორც ვიღაცითვის “მიშა მაგარიად”, “ალასანია ახალ ტალღად” და გია გაჩეჩილაძე “წმინდა გიორგიდ”. ასეთი ხატები უხშობენ ნორმალურად აზროვნების უნარს იმ ხალხს, რომელნიც ასე ამაყობენ საკუთარი რადიკალობითა და სამშობლოს სიყვარულით.

დავაყენე ვინდოუსი. ვიფიქრე ეხლა პატარას წავეკამათები მეთქი კომპიუტერის პატრონს, ორი სამი წინადადების შემდეგ ოთახში, მისი მეუღლე შემოვიდა და მომიყვა ამბავი, იმის შესახებ, რომ 9 აპრილს თუ 10-ში არ მახსოვს ზუსტად, მოკლედ დიდი აქცია რომ იყო იმ დღეს, 1,5 მილიონი ქართველი იყო აქციაზე.

გამიტყდა უცებ ჩემი თავის. ნეო მეგონა ჩემი თავი, მატრიცაში დაბრუნებული მას შემდეგ რაც ეზიარა რეალურ სამყაროს.   აღარაფერი არ მითქვამს, გარდა იმისა, რომ სკაიპი და ოპერა ოფიციალური საიტიდან გადმოეწერათ და კომპიუტერი პირდაპირ შნურიდან არ გამოერთოთ აწი.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

7 comments so far

  1. Legolas on

    chemtan ro ayenebdi windows netav raze fiqrobdi )))))))

  2. ლილიანი on

    uu eget xalxtan saertod ar girs saubari saaaertod! nervebis ar unda gaitoko

  3. unaamarga on

    გეთანხმები, მეც კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ამგვარი გაფეტიშების, სანიკიძე იქნება ეს, სააკაშვილი, ანჯელინა ჯოლი თუ ბრედ პიტი. კი, არსებობენ ადამიანები, რომლებითაც აღფრთოვანებული ვარ, პატივს ვცემ, მომწონს და ა.შ, მაგრამ ეს მისაბაძი ხატები და მაგალითები არაა ჩემი საქმე. მე მე ვარ და ისინი კიდე ისინი არიან!

  4. tatushka55 on

    გია გაჩეჩილაძე “წმინდა გიორგიდ”.

    rac ufro afanateben mavanni, mit ufro mzizgdeba es adamiani. arada ra undoda tavistvis iko
    “Modi aicie kaba” _ mgeroda xolme da sxvebi cekvavdnen.

    Oh, I hate him right now brrr…

  5. polkovniki on

    რა საინტერესოდ წასაკითხი პოსტი იყო…ერთ – ერთი კომენტარის ავტორს დავეთანხმები, არ ღირს ეგეთ ადამიანებთან საუბარი, ნერვების მოშლის და “ეს რა კარგი ბიჭი მეგონა და თურმე როგორი ყოფილას” ჩალაპარაკების მეტი არაფერი შეგრჩება ადამიანს

  6. Anonymous on

    finali genialuri iyo😀

  7. Zura Balanchivadze on

    კარგია ამ თემაზე რომ დაწერე. გიფასებ ნამდვილად! 1-2 კაცს მაინც დააფიქრებ, მაგრამ ისეთ რამეზე წერ, რისი პასუხიც თავადაც კარგად იცი. ადამიანის ქართელობა ამავე ადამიანის გადასაწვყეტია. ასე რომ, ერთ მშვენიერ დღეს თუ ჩვენ ან ერთ სახინკლეში ან ერთ სანგარში ამოვყოფთ თავს, ორივენი ალბათ ჯიგარ გუბაზს მოვიგონებთ🙂🙂🙂
    P.S. აუ, კომპიუტერი მეც გადასაყენებელი მაქვს და როგორ არ მინდა, რომ 30 ლარი გამომართვან ამ საქმეში😦


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: