Fringo


ერთ კვირაზე მეტია ჩემს ბლოგზე არაფერი დამიწერია. ყველაფერი ერთმანეთზე დაეწყო – გამოცდები,თსუ-ს  რა?სად?როდის?-ის ჩემპიონატი, დალევები და მოკლედ დრო(თავი) არ მქონდა, რომ რაიმე დამეწერა.

ორი დღის წინ, უნივერსიტეტში ყოფნისას, შიმშილის გრძნობამ მიბიძგა ორგანიზმი დამეპურებინა. მეგობრებმა დავიწყეთ სჯა-ბაასი სად წავსულიყავით. რადგან ფული იმდენი გვქონდა, რომ თავისუფლად შეგვეძლო არ გვენერვიულა იმაზე, რომ მობილურების დატოვება მოგვიწევდა სადმე ამიტომაც ვარიანტების განხილვა დავიწყეთ. McDonald’s, coffee.ge და Act(art) cafe ფავორიტებად ითვლებოდნენ, თუმცა ჩემი რჩევით Fringo-ს მივაშურეთ.

ჭავჭავაძის 22 ნომერში “ყავის სახლი” იყო ხოლმე. ეს ბოლო ერთი თვეა მის ადგილას რაღაც მწვანე ფერში გაწყობილი კაფე წამოჭიმეს. არც არავინ აქებდა და არც აძაგებდა ამ fast food “ტოჩკას”. ხოდა მეც გადავწყვიტე თავად შემემოწმებინა როგორი იყო.

მენიუ საკმაოდ მრავალფეროვანი აღმოჩნდა. ქათმის მწვადი, ტვისტერი, სხვადასხვანაირი ბურგერები, სენდვიჩები და სალათები, ასევე სპეციალური, ექსპრესს მენიუ  და ინგლისური საუზმე.

მე ექსპრესს მენიუ ავიღე რომელშიც ჩიქენჩიზბურგერი შედიოდა, პატარა კოკა-კოლა და კარტოფილი მექსიკურად(5 ლარი ღირს ეს მენიუ!!!) და ჩიზბურგერი ავიღე კიდევ.

5 წუთში ყველაფერი მზად იყო, მანამდე საპირფარეშო შევამოწმე. საერთოდ ტუალეტი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია და ყოფილა შემთხვვები  მისი უარგისობის გამო, ესა თუ ის ზავიძენია ამითვალწუნებია. Fringo-ში ყველაფერი რიგზე იყო.

ექსპრესს მენიუ ძალიან გემრიელი აღმოჩნდა, იგივეს თქმა შემიძლია ჩიზბურგერზე. მაკდონალდსის ბურგერებს ბევრად ჯობია, უფრო დიდიცაა,გემრიელიც და ნოყიერიც.

იმ დღეს მეორეჯერაც ვეწვიე. მინდოდა რაც სეიძლება მეტი რამ გამესინჯა, რომ უკეთესად შემემოწმებინა ავ-კარგიანობა ამ ადგილისა. ყველაფერი ძალიან გემრიელი იყო:ტვისტერი, ლორის სენდვიჩი, ქათმის სენდვიჩი, ქათმის ფრთებიცა და მწვადიც, ერთადერთი რაც არ მომეწონა ეს ინგლისური საუზმე იყო რომელშიც ლორი(ან სოსისი), შემწვარი კვერცხი და ლობიო შედის.

ძალიან კმაყოფილი დავრჩი Fringo-თი. მაკდონალდსმა ჩემი და ჩემი მეგობრების სახით კლიენტები დაკარგა და იმედი მაქვს კიდევ ბევრი ადამიანი შეემატება Fringo-ს მუდმივ კლიენტთა რიცხვს. მერე მაინც იკადრებენ მაკდონალდსში და ნორმალურ ფასებს დაადებენ თავიანთ პროდუქციას. ჭყონიას კაფეში რა ფულიც მინდა, რომ უბრალოდ შიმშილი აღარ ვიგრძნო, აქ იმ ფასად 3 კაცი სიკვდილის პირას მივა იმდენს შეჭამს.

მოკლედ ეწვიეთ Fringo-ს თავად დააგემოვნეთ, იმედი მაქვს თქვენც ისევე მოგეწონებათ როგორც მე.

ასევე შეგიძლიათ სახლში შეუკვეთოთ, 2 თუ 3 ლარი ემატება  მთლიანად.

თუ პიცა.გე-დან შეკვეთისას მინიმუმ 20 ლარის პროდუქცია უნდა იყიდოთ, აქ მინიმალური ზღვარი 6 ლარია(ცენტრში მცხოვრებთათვის) და 10(გარეუბანში).

ტელეფონის ნომერია 252-252

პ.ს იმედი მაქვს გამოცდებს გადავაგორებ თსუ-ში 😀

Advertisements

11 comments so far

  1. sin165 on

    ჰა, რამდენი გადაგიხადეს, აღიარე! 😀

  2. busuna on

    vax vot i reklamaa!! mominda friad 😀

    ise ki gekutvnis axla yoveldge ufaso lanchi 😀

  3. tatushka55 on

    au chisburgeris gasinjva mominda 🙂

  4. Leonard Shelby on

    ბევრ ჩემს ნაცნობ-მეგობარს ეგონა(ჰგონია) რომ ჩემი ნაცნობისაა Frigno ან მინიმუმ მუშაობს მაინც ვინმე, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა რომ მე არავის არ ვიცნობ მანდ 😀 😀 😀 უბრალოდ იმდენად მომეწონა ყველაფერი, რომ ძალიან მინდა თუნდაც უმნიშნელოთი,(ბლოგზე დაწერით) პოპულარიზაცია გავუწიო და დავეხმარო კლიენტურის მიზიდვაში.

  5. blumgardt on

    she maimuno, roca fuli ar gqvs mashin gaxsendebit marto? 😀 😀 😀 😀 😀 😀

    tu davwero sheni shaurmis wamis odisea 😀 D: 😀

    dampal 😀

  6. Andy on

    ბუჰეჰე … აშკარად რეკლამის სუნი მცემს , ისე მეც ვიყავი Fringo – ში და ხაჭოს ნამცხვარი და ცხელი შოკოლადი მივირთვი … ჩვეულებრივი გემო ჩვეულებრივი სიტუაცია. საპირფარეშო არ დამითვალიერებია.

    საერთოდ ”2ლულაზე” ვგიჟდები

  7. Leonard Shelby on

    andy რავი რეკლამაა ალბათ ეს პოსტი, მაგრამ ფაქტია რომ არავის არ ვიცნობ ნამდვილად უბრალოდ მე თვითონ მომეწონა ძალიან და მინდა რომ სულ ცმირედით მაინც წავეხმარო Fringo-ს პოპულარობის მოპოვებაში. 🙂

  8. Sophie Golden on

    რეკლამაა თუ რა, who cares. იმ დღეს მეც შევამჩნიე, რომ ყავის სახლის მაგივრად ახლა რაღაც იისფერი (თუ იასამნისფერი) ზავედენიეა 🙂 კაი დროსია, მთელი 4 წლის განმავლობაში რაღაც დამყაყებული სასადილო ადგილები იყო და არსად შევსულვარ წესიერად, ახლა უკვე ფასტფუდებს ბოიკოტს ვუცხადებ 😉

  9. Kate on

    მეც ვიყავი და ძალიან მომეწონა.
    კარგი fast food–ია ნამდვილად.

  10. teitt on

    საავადმყოფოს ვიდზეა შიგნიდან. თეთრი კედლები მწვანე ზოლით |: ეგ არ მომწონს ზაან

  11. […] წეღან დავძებნე ის ბლოგიც: ფრინგო […]


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: