Back to the past


მცირე პაუზის შემდეგ, რომელიც გამოცდებითა და საგნების შეტენვის არსურვილით იყო გამოწვეული, მე კვლავ დავუბრუნდი ჩემს ბლოგს.

მე კი მოვრჩი გამოცდებს(ინგლისური დამრჩა, მაგრამ ეგ იოლია), მაგრამ სამაგიეროდ აბიტურიენტებს დაეწყოთ. ჩემი ძმაც აბიტურიენტია და დიდი იმედი მაქვს, რომ მინიმუმ ჩემსავით ჩააბარებს მისაღებ გამოცდებს.

ორი წლის წინ მეც სასოფლოს წინ ვიდექი. მახსოვს არ მეშინოდა, არც ვღელავდი. ჩემ დროს პირველი გამოცდა უნარებში იყო და მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი დრო მეყოფოდა თუ არა მათემატიკური ნაწილისთვის, როგორც მერე გაირკვა საკმარისი არ აღმოჩნდა საათ_ნახევარი.

სასოფლოს წინ ვარ. აქეთ-იქეთ მიმოვიხედე. ვიღაცა წიგნს კითხულობდა, უმეტესობას მშობლები და მეგობრები ამხნევებდნენ, იყვნენ ისეთებიც რომლებიც მაკიაჟს იკეთებდნენ. გამიკვირდა ძალიან, ისევე როგორც მაღალმა ქუსლებმა და გამუდმებით “ფჩოლკის” სწორებამ გამაკვირვა.

როგორც იქნა ავაღწიე მაღლა. წვერი გპარსული მქონდა. სპეციალურად გავაკეთე ეს რათა ფოტოზე ჩემს თავთან მსგავსება მაქსიმალური ყოფილიყო. სურათზე არც არავის დაუხედია, ფუჭი გამოდგა ჩემი ნახევარსაათიანი ტანჯვა ბრიტვითა და საპარსი კრემით.

სამი საათის შემდეგ გამოცდიდან გამოვედი. მთლად კმაყოფილი არ ვიყავი ჩემი ნაწერით და ამაზე ვფიქრობდი. გარშემო ბავშვები ნერვებს მიშლიდნენ ყველა იმას გაიძახოდა, რომ ძალიან იოლი იყო და მინიმუმ 85 ქულა აიღეს. მოსახვევი გამოჩნდა საიდანაც გარეთ გასვლა იყო შესაძლებელი. შევუხვიე, წინ გავიხედე და …. ბლიიინ. რამდენი ადამიანი იდგა?!!!!!! თავი აფხაზეთის ომზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში მეგონა, აი იმ ფილმებში დოკუმენტური კადრები რომ არის გამოყენებული, ხალხი  გემზე ასვლას ცდილობს, ზოგი უკვე გემზეა და იქიდან კივის და წივის. ჰაერში უამრავი ჩემოდანია, რომელთაც პატრონები გემზე ისვრიან, არის ერთი ღრიანცელი და ალიაქოთი. ყველა რაღაცას ეკითხება სხვას, თან ისე რომ პასუხს მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. წარმოუდგენლად ჰგავდა 90-იანი წლების დასაწყისის ის კადრები, XXI საუკუნის დასაწყისში სასოფლოს წინ განვითარებულ მოვლენებს. სრულიად უცხო ადამიანი მეკითხება რა ქნა მისმა ბექამ, ვერბალური როგორ დაწერა. ამ კითხვაზე პასუხიც კი არ მქონდა მოფიქრებული, რომ რამოდენიმე სხვამ თავისი გულისტკივილიც გამანდო და მთხოვა იქნებ მათი შვილები გამეხსენებინა, ან ის მცოდნოდა როგორ დაწერეს ტექსტის გარჩევა. მე “ინტერვიუს” ვაძლევდი(მიცემა: ქართული გაგებით, ქალის მიერ ფეხების აწევა, რათა მამაკაცი დაკმაყოფილდეს ფრიად კარგად. ავტ. შენიშვნა) მშობლებს, როდესაც გოგონამ მხარი გამკრა და ჩემს ახლოს ისე ჩაეხუტა დედამის, რომ ვიფიქრე რამბლერ.რუ-ს ზნაკომსტვათი იპოვა(მაშინ ადნაკლასნიკები არ იყო პოპულარული, თუ კი საერთოდ იყო) და სპეციალურად ამ ამბისთვის ჩამოვიდათქო რუსეთიდან დიაცი, ეს სუსტი ჰიპოთეზა მალევე დამემსხვრა, რადგან სადღაც 15 წუთში დაახლოებით 20-30 ანალოგიური კადრი ვნახე. აფხაზეთის ომი კვლავაც თვალწინ დამიდგა. შვილის, მეგობრის, საყვარელი ადამიანის დაკარგვის შიში, შიშისშემდეგი სიხარული, ემოციები. მართლაც ძნელია გაამტყუნო ადამიანი, მან ხომ თავისი პირმშო 3 საათით სასოფლოში შეუშვა, იქ სადაც შესული ბევრი უნახავთ, გამოსული კი ცოტა. ხიდან ხელს იქნევდა ვიღაცა, უფრო სწორედ უქნევდა სავარაუდოდ მეგობარს. ალბათ თავისთან იხმობდა გამოცდიდან გამოსულ ჰაბიტურიენტს. მე ნელ-ნელა ვეშვებოდი დაბლა, რიგი(რიგი- საქართველოში ადგილი სადაც ყველანაირი მეთოდით-მოტყუება,თავის შეცოდება,ელასტიური მოძრაობები და ა.შ, ცდილობ შენს წინ მდგომ ადამიანს გადაუსწრო. ავტ.შენიშვნა) ვიწრო იყო, სიარული ჭირდა, კიდევ უფრო გაძნელებული იყო მოძრაობა ამ კითხვებისა და ჩახუტებების გამო.

გამოვაღწიე როგორც იქნა ამ უბედურებიდან. ხო მართლა მე მარტო ვიყავი მისული, ჩემი მკაცრი მოთხოვნით მშობლები, მეგობრები და ახლობელ-ნათესავებმა თავი შეიკავეს სასოფლოს წინ დგომისაგან. მშობელმა მამამ მიმიყვანა ოთხივე გამოცდაზე, ჩამომსვლა სასოფლოს წინ და სამსახურისკენ გასწია ოთხივე ჯერზე. ესეთი იყო ჩემი პირველი ვიზიტი ეროვნულ გამოცდებზე, შემდეგ სამზე უფრო მომზადებული ვიყავი მენახა სურათი რომელიც მე კვლავ ძველ იარებს გამიხსნიდა და გამახსენებდა საშინელ კადრებს საქართველოს უახლესი ისტორიიდან.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

13 comments so far

  1. tiny on

    ააჰაჰ, ვაიმე :დ
    აეხლა მაქვს დაწყებული კაკრაზ პოსტის წერა ეროვნულებზე, ოღონდ მე ჩემი ნაწერები ამოვქექე და ჩემს თემებზე უნდა ვიკაიფო :დ ზე აღმატებულ ტერმინებზე :ლოლ:

    აუ ისე გამოცდიდან რომ გამოვედი, მეც ძაან მეშლებოდა ნერვები რომ ამბობდნენ-იოლი იყოვო😐
    და ვინც მასე ამბობდა ფრიად დაბალი ქულები აიღეს და გამისწორდა მერე ჩემი თავის :დ ყველაზე მეტს მე ვნერვიულობდი და საკაიფო ქულები მქონდა არადა :მზე:

    [უნარების გამოკლებით :დ ]

  2. tiny on

    პ.ს. რომ დავწერ პოსტს, შენს პოსტსაც დავატრეკბეკებ, ნამდვილი “ეროვნულ გამოცდებ გამოვლილის” პოსტია :დ

  3. Violet on

    აუ ისე მეც ხომ 2 წლის წინ ჩავაბარე და ახლა მაინც დიდისამბით ველოდები ხოლმე გამოცდებს :bis:

    რავი ისე მე კი მელოდებოდა 5 კაცი😀 მაგრამ მე თვითონ ძლივს ვპოულობდი ხოლმე😐

    დღეს დილით ჩემმა მეგობარმა გამაღვიძა,ისიც აბარებს და შეცდომების ტექსტი გადავწერო თუ არაო და გამიხარდა :გეორგე:

    პ.ს.

    კარგად წერ :>

  4. daliela on

    აუჰ მეც ინგლისური დამრჩა-მაღლივში😦
    ეროვნულ გამოცდებზე სულ მარტო დავლაყუნობდი. გარეთ კაციშვილი არ მელოდებოდა მეც,იმ მარტივი მიზეზის გამო რომ დედაჩემს იმ სიცხეში ესიკვდილებოდა გამოსვლა გარეთ (რუსთავის გრილი ჰაერი მაინც სულ სხვაა)

  5. unaamarga on

    მე ეროვნულები არ შემხებია, მაგრამ მაინც თვალწინ დამიდგა მისაღები გამოცდები და მაღლივი კორპუსი. მე და ჩემი კლასელი ვაბარებდით ერთად, ანუ ერთ ფაკულტეტზე, ოღონდ საბუთები სხვადასხვა დროს შევიტანეთ და შესაბამისად, სხვადასხვა ნაკადში მოვხვდით. ხოდა, მოკლედ, პირველი გამოცდაა, სალოს ნაკადი უკვე გამოიძახეს, მე ქვემოთ ვდგავარ და ჩემს ჯერს ველოდები, ხოდა, უცბათ სადღაც ზევიდნ მესმის სალომეს განწირული კივილი, ხატოოოო,ისა, რა უნდა მეთქვააააა!!! თმები გიხდება ძააააააააააან!!! ესეიგი, ამაზე უკეთესს დაძაბულობის მოსახსნებლად ვერაფერს იმზამდა!

  6. taako on

    anu shentan ertad mkonda mec, 2 clis cin sasoploshi😀 magram ar ckuslebit da arc makiajit ar shevsulvar :)) ubralod mec magizianebda ceremoniebi tan mklavda es kitxva: “RA KENI?:” mag dros mindoda saxeshi metxlisha vinmestvis….”a vkeni da davcere”…. “_)

  7. nat on

    ეროვნულები მაღლივში მქონდა
    საუნივერსიტეტო გამოცდები მაღლივში მაქვს
    სმაგისტრო გამოცდებმაც თუ მაღლივში მომიწია იქვე გავითხრი საბურთალოს სასაფლაოზე საფლავს :შ
    სამაგიეროდ გადასარევად მაქვს დაცდილი, ჯერჯერობით უმაღლესი ქულებით გამოვდივარ :))

  8. Maro on

    კაი ხარ კაი :))) გამახსენდა ანალოგიური ისტორია სააკაძის ძეგლთან :))

  9. g.khubuluri on

    წელს ჩავაბარე იურიდიულზე,მაგრამ მგონი სხვა ფაკულტეტზე მომიწევს გადასვლა.სავალდებულოს ორჯერ შეტენვის დედა ვატირე ))

    პ.ს.თან მეორედ ისე შემეტენა 0 ქულა მქონდა ((

    პ.პ.ს.სიზარმაცის საწინააღმდეგო წამალს ვეძებ …

  10. Kate on

    ძალიან კარგი პოსტია. ახლა გამხსენდა 4 წლის წინანდელი ზაფხული, როდესაც მეც ჩავაბარე ეროვნული გამოცდები. პირველი ნაკადი ვიყავი. ხოდა ზუსტად იგივე სიტუაცია იყო, რაც შენ დაწერე, ოღონდ ტექნიკურ უნივერსიტეტში (გპი).

    8 და 10 ივლისს მაქვს ისევ ეროვნული გამოცდები, ამჯერად მაგისტრატურის. ხოდა ამ პოსტით ინსპირირებული, დავწერ რა და როგორ იქნება.

  11. Perfect Stranger on

    წინასაგამოცდო პერიოდი სასოფლოს წინ მეც მწარედ მახსოვს, თუმცა შედეგი არც ისე ცუდი იყო😀

    სხვათაშირის, ძალიან საიტერესოდ წერ, და საკმაოდ ხშირად ვკითხულობ ხოლმე შენს პოსტებს🙂

  12. andria on

    ჰაჰაჰა, მაგარია გამოცდა

    თუ დააკვირდებიტ, საქართველოში ცივილიზებული დასავლეთისგან გასხვევბით, ადამიანის ცხოვრებაში უნივერსიტეტში ჩაბარება-მოწყობა უფრო მნიშვნელოვანია მონეტია, ვიდრე ამავე უნივერსიტეტის დამთავრება

    ანუ რაც დასავლეთელებისთვის არის საშუალება მიზნის მისაღწევად, ჩვენთვის არის მიზანი საშუალეობის ფუნქციის გარეშე

  13. tatushka55 on

    Dzalian menatreboda sheni postebi
    exla mivxvdi
    mevaseba sheni gesliani ceris stili

    Da sheni xasiatis msgavsebasac rom vpoulob. Chemebma samshobiaroshi gadackvites egre mosvla kvavilebit, video kamerit da mteli sanatesaoti, bavshvi ro gamomkavda.
    vaimeee – iseti isterika chavatare ro dedachemis da chemi qmris meti aravin ar gabeda mosvla, aravitari kvavilebi da aravitari kamera. Chavjeqit chems manqanashi da gavemgzavret chems baiastan ertad mshvidad saxlshi.😀


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: