შვარცნეგერით გახარებული ანუ რისი ცქერა ღირს კინოში


ადრე დავწერე პოსტების სერია ზაფხულის ბლოკბასტერების სეზონის შესახებ. გადავწყვიტე რომელ ფილმებსაც ვნახავ, თან ჩემი შთაბეჭდილებებიც დავწერო, ჩემი მოკრძალებული აზრით ღირს თუ არა ფილმის ნახვა.

X-Men Origins: Wolverine ჰიუ ჯეკმანი 2000 წელს გავიცანი. ტანზე ეტყობოდა ქალებში მეტად პოპულარული გახდებოდა, სახეზე კი ნიჭიერი მსახიობის შთაბეჭდილება დატოვა. 6 წლის შემდეგ მან დამარწმუნა თავის ნიჭიერებაში როდესაც, ჯერ ვუდი ალენის ფილმში(the scoop) ითამაშა, შემდეგ არონოფსკის Fountain-ში ერთბაშად სამი პერსონაჟის როლი შეასრულა და 2006 წელი Prestige-ში ბეილთან სუპერ დაპირისპირებით დააასრულა. სამივე ფილმში უმაღლეს დონეზე შეასრულა თავისი მოვალეობა და იმედი მქონდა, რომ Wolverine-ც კარგი იქნებოდა. სამწუხაროდ ფილმმა იმედები გამიცრუა. ბავშობაში კომიქსებს სისტემატიურად ვკითხულობდი და სამი პერსონაჟი მიყვარდა გამორჩეულად. Wolverine, Daredevil და Capitan America. Daredevil-ზე რბილად, რომ ვთქვა სუსტი ფილმი გადაიღეს თავის დროზე, მაგრამ არ მეგონა თუ Wolverine უფრო ბანძი აღმოჩნდებოდა. ძალიან სუსტი სცენარი. Tv show-ებისთვის დამახასიათებელი დიალოგები და 90-იანი წლების შესაფერისი სპეცეფექტები. Heroes რომ არის სერიალი, მაგას უფრო კარგი CGI(კომპიუტერული) ეფექტები აქვს. ნუ კარგი ფილმი ბანძია იმიტომ, რომ რეჟისორია სირთა მბრძანებელი, მაგრამ მე ჰიუ ჯეკმანმა უფრო დამწყვიტა გული. Wolverine ყველაზე გულჩვილი და მტრებისადმი ლოიალურად დამოკიდებულ პიროვნებად წარმოაჩინა. იმენა თინეიჯერების საყვარელ სუპერგმირად აქცია ამხელა ფილარმონია კაცი.

4/10

Angels and Demons რატომ იღებს ასეთ ფილმებს რონ ჰოვარდი? ან რა უნდა ტომ ჰენკს? ისეთი იდიოტური ფლოთი არ აქვს ფილმს როგორიც Da Vinci Code-ს აქვს, მაგრამ არც ეს უქნია ღმერს(ჰაჰა ღმერთი ამ ფილმთან დაკავშჲრებით რაღაც არ ჯდება). გულისამრევია რომ ჰენქსის დონის მსახიობი და ჰოვარდისნაირი რეჟისორი ფულის გამო ასეთ პროექტებში მონაწილეობას თანხმდებიან.

3/10

Terminator Salvation არასოდეს მეგონა თუ არნოლდ შვარცნეგერის ეკრანზე გამოჩენას ოვაციებით შევხვდებოდი, მეტიც მისმა დუნდულების დანახვამ კინოთეატრში ჩვენი(მეგობრების) ღრიალი გამოიწვია რომელიც, 20-30 წამი გაგარძელდა. ბლინ მაინცდამაინც კომპიუტერით გაკეთებული შიშველი შვარცი უნდა გამოჩნდეს, რომ გაგეჭვიძოს კაცს?!. ფილმს აკლია მთავარი, სული არ აქვს, ის სული რომლითაც თავის დროზე ჯეიმს კამერონმა შექმნა ამ ფილმის პირველი და მეორე ნაწილი. ფილმში კომპიუტერული ეფექტების გარდა არაფერი ვარგა. უკვე მილიონჯერ ნანახი რობოტებისა და ადამიანის ბრძოლა, უამრავი სროლა და უაზრო დიალოგებია. ბანალური ფინალი და კიდევ უფრო ბანალური სიუჟეტი. კრისტიან ბეილი 10 წუთი ჩანს სულ ეკრანზე. რეჟისორი რომ MCG იქნება აბა რას უნდა ელოდე კაცი. არადა ტრეილერის მერე, მაგარი იმედი მქონდა კარგ პოპკორნ მუვის ვნახავთქო.

5.5/10

Up(ქართულად)

“კოხორა” რომ გაახმოვანებს პერსონაჟს რა უნდა იყოს ის გახმოვანება. ერტადერთი ნაკლი სწორედ ქართული დუბლირება იყო, დანარჩენი ყველაფერი უმაღლეს დონეზეა მულტფილმში. Pixar-ის პროდუქცია სხვანაირი არც სეიძლებოდა ყოფილიყო. პირველი 40 წუთი არაამქვეყნიური საოცრებაა. ძალიან სევდიანი და ლამაზი, შემდეგ ერთგვარ კალაპოტში ჯდება მულტფილმი და სამწუხაროდ რეჟისორი, არც ცდილობს ნამუშევრის, ამ კალაპოტიდან ამოგდებას . მთლიანობაში კარგი მულტფილმია, თუმცა თითქმის ყველა პიქსარის ქმნილება გაცილებით მიმზიდველი და კარგი საყურებელია.

8/10

Transformers: Revenge of the Fallen

ეს ფილმი სახლში არ ნახოთ. კინოდან გამოსულმა, რომ ვიფიქრე რა შთაბეჭდილება მექნებოდა ეს სახლში, რომ მენახა, ძალიან გამიხარდა ბილეთში ფულის დახარჯვა. ფილმს აქვს ყველაფერი რაც summer ბლოკბასტერს ჭირდება. შეუჩერებელი ექშენი,რობოტები, იუმორი, მეგან ფოქსი, დაკა-დუკი და ისევ მეგან ფოქსი. სიუჟეტი ბანალური და გაცვეთილია, მაგრამ who cares. ფილმის ერთადერთი მინუსი ქრონომეტრაჟია. 150 წუთი ასეთი ფილმისთვის ძალიან დიდია.

8/10

გაგრძელება იქნება

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

10 comments so far

  1. irinka on

    ver vxvdebi aseT kompiuterul filmebze rogor kaifob ra :X
    amatgan marto Up vnaxe da martla gulit visiamovne. (sxvata shoris, chemma megobarma momca english varianti, ase rom koxoras😀 gadavrchi :)) ).
    nu ai, danarcheni ra gitxra nikush, ver vkaifob am usiujeto spec-efeqtebze da ha.. :X

  2. Leonard Shelby on

    კინოთეატრში სანახავი ფილმებია. უბრალოდ გონება უნდა გამორთო და თვალი ასიამოვნო. დიდი ეკრანი დიდი სანახაობისთვისაა, ხოდა ტრანსფორმერები სწორედ სანახაობას იძლევა

  3. ნატოშა on

    ტრანსფორმერებში კარგი იყო სპეცეფექტები, მეგან ფოქსი ) ბიჭიც საყვარელი )

    ცუდი იყო.. ბოლოში უზომოდ, უაზროდ ბევრი ლირიკა.. ” – გაიქეცი, –არა მე შენ არ დაგტოვებ” მომენტები. ძალიან გრძელია და დამტანჯა. + ამირანში დამაყრუეს ) არ ვიცი, მე მაქვს ასეთი მგრძნობიარე სმენა თუ იმ დღეს ამირანის სტაფფს ჰქონდა სმენა დაქვეითებული, მაგრამ ფაქტია )

  4. Leonard Shelby on

    ხმაც გასასწორებელია და ფერებიც. დააკვირდი რა ჩამუქებულია ეკრანი? up-ზეც ეგრე იყო და ტერმინატორზეც. ფერებს უნდა მიხედონ არადა ნორმალური ეკრანი დაამონტაჟეს შარშან და რა გახდა მიხედვა მაგისი.

  5. ჰიუსტონ on

    Wolverine მეც არ მომეწონა. რაღაც დებილობა იყო. სპეცეფეკტების არ ვიცი, რადგან კინოში არ მინახავს, დიდ ეკრანზე უფრო ეტყობა, რაოდენ ვარგისიანია ფილმის CGI.

    Terminator-ი ისე რა მომეწონა. მეტს ველოდი. მაინც ბეილიანი კინოა მეთქი და ვიფიქრე, რაიმე ღირებული გამოვიდოდა. შევცდი…

    Angels and damon-ის ყურების შემდეგ კი მხოლოდ ერთი კითხვა დამებადა, ეს კინო ვისთანაა საერთოდ?!

    UP-ისა და ტრანსფორმერების ხილვის ბედნიერება კი ჯერ წინ მაქვს.🙂 საინტერესო პოსტი იყო და ფრიად კმაყოფილი დავრჩი.

  6. andria on

    ტრანსფორმერებში კამერა ისე ყანყალებდა, რომ გულისრევა დამწეყო კინოში, ბოლო ნახევარი საათი თავდახრილმა გავატარე, იმდენად ჭრელი იყო კადრები რობოტების გამო და ისეთი ექშენი იყო, პირდაპირ აისახა ჩემს გულზე (დაახლოებით ისეთი შეგრძნებაა, როცა ჯაყ-ჯაყა ავტობუსში ზიხარ)

    ისე ფილმი კარგი იყო რასაც ვუყურე🙂

    მეგან ფოქსი კიდევ უფრო კარგი🙂

  7. Rocko on

    UP-მა და ტრანსფორმერებმა ერთნაირი შეფასება დაიმსახურეს შენგან?😀

  8. Leonard Shelby on

    Rocko Up-ი ჩემთვის Pixar-ის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ნამუშევარია და შესაბამისად 8-იანი მას(ამხელა შეფასება ერთ-ერთ ყველაზე სუსტ ნამუშევარს, კიდევ ერთხელ მეტყველებს Pixar-ის სიძლიერეზე), ტრანსფორმერები კი კარგი პოპკორნ მუვია, რომელიც რამდენიმე ნაკლის მიუხედავად თავის საქმეს ასრულებს, თან საკმაოდ კარგად. ამიტომც 8 ასევე მას.

  9. tatushka55 on

    Eh, rodis caval kinoshi😦

  10. Violet on

    transformerebi aris sashineli filmi..shua filmidan gamovedi😐


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: