Watchmen


2008 წელს როდესაც ეკრანებზე Dark Knight გამოვიდა, მაყურებლებმა და კრიტიკოსებმა ფილმს რევოლუციური უწოდეს. ფილმის fantasy კომიქსის ადაპტაციაზე მეტად, კრიმინალური დრამა იყო.

აი გავიდა თითქმის ერთი წელი და ზაკ სნაიდერმა გადაიღო Watchmen. ნამდვილი რევოლუციაც სწორედ აქ იღებს სათავეს. ისე სიმბოლურია ამ ფილმს რევოლუციურს, რომ ვუწოდებ. Watchmen ალან მურის კომიქსების ადაპტაციაა, ალან მური კი ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რევოლუციონერის V-ის შემქმნელია(V for Vendetta).

ფილმი ბობ დილანის The Times They Are a-Changin‘ მელოდიის ფონზე იწყება. ტიტრებზევე ეტყობა ნამუშევარს, რომ რაღაც ახალ, უცხო, ხილთან გვაქვს საქმე. სიმღერის სათაურის არ იყო, ფილმის დაწყებიდან ყველაფერი იცვლება ჩვენს გარშემო. ტრუმენ კაპოტე, მიკ ჯაგერი, ლეონიდ ბრეჟნევი და ფიდელ კასტრო ენცვლებიან ერთმანეთს ეკრანზე. მათ გარშემო კი სუპერგმირები არიან. ენდი უორჰოლის მუზა ნიღბიანი გმირები არიან, ერთ-ერთი ასეთი გმირი კენედის მკვლელია. სწორედ კომედიანტის გასროლილი ტყვია მოკლავს ა.შ.შ.-ის პრეზიდენტს. ფილმის მოქმედება ალტერნატიულ სამყაროში მიმდინარეობს. იქ სადაც სუპერგმირები არსებობენ, იქ სადაც ა.შ.შ-მა ვიეტნამის ომში გაიმარჯვა, რიჩარდ ნიქსონი მესამე ვადით იქნა პრეზიდენტად არჩეული, განკითხვის დღის საათი კი სულ უფრო და უფრო აახლოებს საბჭოთა კავშირსა და ა.შ.შ-ს ბირთვულ ომთან. ალტერნატიულ 1985 წელს რეალური საფრთხე ემუქრება სამყაროს განადგურების და ეს არც უცხოპლანეტელების ბრალი იქნება, არც ხელოვნური ინტელექტისა ან სუპერგმირების.

ზაკ სნაიდერმა არ უღალატა “300-ის” გადაღებისას არჩეულ სტრატეგიას და ზედმიწევნით ზუსტად გადმოიტანა პირველწყაროში(კომიქსში) მოცემული სიუჟეტები და ილუსტრაციები. მან შექმნა 80-იანი წლების ნიუ-იორკი ალტერნატიული სახელი, ბნელი, ბინძური, პირქუში. ატომური ომის მოლოდინში ქალაქი უკვე მკვდარია, თითქოს ხვდება, რომ განწირულია. დიდი ხანია სუპერგმირები აღარ დაიარებიან ქალაქში, ისინი გარიყეს და მოიშორეს ისე როგორც საერთოდ ადამიანები ვექცევით ხოლმე ყველაფერს, რაც თავის მოვალეობას შეასრულებს. სუპერგმირებმაც გაკეთეს თავიანთი საქმე, ვიეტნამის ომი მოაგებინეს ა.შ.შ-ს. რაზეც “მადლობამ” არ დააყოვნა და გუშაგების(watchmen-ის ამაზე უკეთესი თარგმანი ვერ მოვიფიქრე) წინააღმდეგ აქციები დაიწყო. ყოველთვის ასე ვიქცევით ხოლმე, მუდამ რაღაცით ვართ ადამიანები უკმაყოფილოები, ჩვენი გმირები ჩვენი მტრები ხდებიან მაშინ, როცა მოწყენილობას ვგრძნობ და ხელები გვექავება აქციებზე ტაში ვუკრათ.

გუშაგები ექვსნი არიან სულ. ექვსი ერთმანეთისგან აბსოლიტურად განსხვავებული სუპერგმირი. ზაკ სნაიდერმა აქ ივაჟკაცა და ძალიან კარგად გადმოსცა, თითოეული პერსონაჟი. როშაჰი, დოქტორი მანჰეტენი, ბუ, ოზიმანდიასი, კომედიანტი და აბრეშუმის აჩრდილი(რა საშინელებაა ქართული თარგმანი) არაფრით გვანან იმ სუპერგმირებს რომელთა ეკრანზე ხილვასაც ჩვენ მივეჩვიეთ. ისინი მოწინააღმდეგეებს დაუნდობლად უსწორდებიან, სწორედ ეს სისხლიანი სცენები, noir-ის სტილის გადაღება და შენელებული კადრების გამოყენება ფილმს ვიზუალურად შთამბეჭდავს ხდის, ვიზუალურ სრულყოფილებას თან ახლავს კარგი მუსიკალური გაფორმება, ჭკვიანური დიალოგები და საკმაოდ ჩახლართული სიუჟეტი. ისეთივე ჩახლართული როგორიც როშაჰის ცხოვრებაა, ეს პერსონაჟი ხორცშესხმული ამბოხია, ალტერნატიული სამყაროს ჩე გევარა, თავისუფლებისათვის მებრძოლი გმირი, რომელსაც ბავშობისდროინდელი ტრამვები არ ანებებენ თავს. მისი სახე მისი ნიღაბია, ნიღაბი რომელიც მუდამ იცვლის სახეს, ნიღაბი რომელიც არასოდეს იღიმის. კომედიანტი ტიპური ვიეტნამგამოვლილი ამერიკელია, ძალადობაზე მომართული მამრი, რომლისთვისაც ცხოვრება ერთი დიდი ხუმრობაა. დოქტორი მანჰეტენი ერთადერთი სუპერგმირია, რომელსაც მართლაც სუპერ შესაძლებლობები აქვს. ერთ-ერთი ექსპერიმენტის ფატალურად დასრულებამ ჯონ ოსტერმანი, ლურჯი ფერის ღმერთკაცად აქცია, რომელსაც დოქტორი მანჰეტენი უწოდეს. ღმერთის ძალამ ნელ-ნელა მოკლა ჯონში ადამიანი, მისი ფიქრები სულ უფრო ნაკლებად გავდა ადამიანისას. ის უემოციო არსებაა, რომლისთვისაც ადამიანები სასაცილო ქმნილებები არიან. ბუ და ლორი იუპიტერი(აბრეშუმის აჩრდილი) ერთმანეთზე შეყვარებული წყვილია, რომელთაც ენატრებათ სუპერგმირების ცხოვრება, ენატრებათ ის დრო როდესაც კოსტუმებში გადაცმულები ადამიანთა დასაცავად გამოდიოდნენ ნიუ-იორკის საგუშაგოზე. სუპერგმირების ცხოვრების დასრულებასთან ერთად გაქრა ღიმილი მათი სახიდან. ამ ამბის პროტაგონისტი და ანტაგონისტი ოზიმანდიასი.ალტერნატიული სამყაროს ალექსანდრე მაკედონელი. მან იცის რომ მსხვერპლი აუცილებელი, მილიონების გაწირვა მილიარდების სახელით ერთადერთი გამოსავალია სამყაროს გადარჩენისა. მისი გეგმა ხუმრობაა, რომლის დასაწყისშიც ბევრი დაიღუპება, ბოლოს კი გადარჩენილები იცინებენ.

ბირთვული ომის თავიდან აცილებაზე ყველა გმირს თავისი აზრი აქვს, ყველა მართალია და სწორედ ესაა მთავარი, არ არსებობს გადაწყვეტილება ან მეთოდი რომლითაც კმაყოფილი დარჩება ყველა. ყოველთვის საჭიროა მსხვერპლზე წასვლა, გარისკვა, ცდა.

ზაკ სნაიდერმა შეძლო და ალან მურის სათქმელი ზედმიწევნით ზუსტად გადმოსცა ამ ფილმი, ერთი “ღიმილის” ქვეშ გააერთიანა მთელი ფილმი. რამდენიმე შეცდომა დაუშვა რეჟისორმა რომელიც ფილმს დაღს ასვამს, პირველ რიგში ეს ფილმის ხანგრძლივობაა. 160 წუთი ფილმის ყურება ძნელი საქმეა, რაც არ უნდა საინტერესო, ინტელექტუალური დიალოგებით დატვირთული და ვიზუალურად შესანიშნავი იყოს. გასული საუკუნის 80-იანი წლების ამ კომიქსის სიუჟეტი ძალიან გავს დღევანდელ მოვლენებს. საბჭოთა კავშირის მაგივად რუსეთია უბრალოდ და პირდაპირი მუქარა ფარულითაა შეცვლილი. ყველას ჭირდება თავისი სუპერგმირი და ჩვენც ეხლა ჩვენს Superhero-ს ველოდებით, სამწუხაროდ იმდენს ვერ ვხვდებით, რომ გავაანალიზოთ არანაირი ობობა არ მოვა და არ გვიკბენს ხელზე, არც პლანეტა ქრიფთონიდან ჩამოვა ვინმე ჩვენს გადასარჩენად, ეჭვი მეპარება გოთემის არ არსებობის გამო ბეტმენსაც ტყუილად ველოდებით და არც ჰალკად ქცევა “გვემუქრება” დიდად. ასე რომ ყველამ ტრაკი გავანძრიოთ ჯობს და თვითონ გავხდეთ “სუპერგმირები”.

სამწუხაროა, რომ ფილმი დიდი ეკრანზე ვერ ვნახე. საქართველოს კინოთეატრებში არ ჩამოუტანიათ და ცუდია ასეთი ფილმი მონიტორთან, რომ ვნახე.

პოსტი მინდა ერთი ანეგდოტით დავასრულო რომელსაც როშაჰი ფილმში ყვება და ლაითმოტივად გასდევს მთელ ფილმს :

“Man goes to doctor. Says he’s depressed. Says life is harsh and cruel. Says he feels all alone in a threatening world. Doctor says, “Treatment is simple. The great clown Pagliacci is in town tonight. Go see him. That should pick you up.” Man bursts into tears. Says, “But doctor… I am Pagliacci.”

8/10

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

5 comments so far

  1. Mari on

    მალადეც 🙂

  2. skarabush on

    ერთი–ორი თვის წინ ვუყურე მეც.. და ანალოგიურად დამწყდა გული, რომ ჩემი ლეპტოპის მოკრძალებულ ეკრანზე ვნახე. მართლა შესანიშნავი ფილმია, შოკში ჩამაგდო მსგავსი გმირების ხილვამ:) და კარგა ხანი ეიფორიიდანაც ვერ გამოვედი:)

  3. Andy on

    მომეწონა სნაიდერის გადაღების სტილი , ეს შენელებული კადრები, ეფექტები , მუსიკაზე ხომ არაფერს ვამბობ საერთოდ , თავიდან ბობ დილანის მუსიკა და ძალიან კარგი კადრები , შემდეგ კომენდანტის მოკვლამ ნატ კინგ კოლის მუსიკის ფონზე საერთოდ გადამრია , მსახიობებიც კარგად შერჩეული …. მაგრამ ჯამში არ მომეწონა. ჯერ უბრალოდ ძალიან დიდი ფილმია , შემდეგ ყურების დროს ცოტა გაურკვევლობის გრძნობა გეუფლება და კარგად ვერ იგებ რა ხდება. მოკლედ არ მომწონა … ველოდები ზაკ სნაიდერის სხვა ნამუშევრებს 🙂

  4. nextdreamhacker on

    chemi fvourite-a 🙂
    mec davcere ragac blogze es ro vnaxe, magram imdenis cera sheizleba am filmze ro arvici sheizleba kide mivubrunde odesme 🙂

    tviton komiksshi atasi linkia chadebuli berouzis romanebit dackebuli chaos magickit damtavrebuli.

  5. andria on

    გარდა ჰენრი კისინჯერისა, ერთ კადრში, ოსიმანდიასის ერთ-ერთ ეკრანზე ედუარდ შევარდნაძეც ჩანს, ეტყობა ცივი ომის დასრულების კადრებიდან ამოიღეს ეგ ეპიზოდი

    საუნდტრეკების შერჩევა მომეწონა მაგრად


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: