ქართული ომები ეპიზოდი VI:ვალენტინობის ხიბლი


განერვიულებულს გაგეღვიძა. მაღვიძარას თუ დავუჯერებთ ჯერ მხოლოდ 7:34 AM არის. ბლინ ჯერ მთელი ღამე არ დაგეძინა, ეხლა კი ასე ადრე გაიღვიძე. არ შეიძლება ამდენი ნერვიულობა. კი შენი პირველი ვალენტინობაა შეყვარებულან ერთად, მაგრამ მაინც გოგომ არ უნდა შეგატყოს, რომ ღელავ, მდედრები ძლიერსა და თავდაჯერებულ ბიჭებს ყვარობენ.

ადექი, კომპიუტერს მიუჯექი. იქნებ რამე მოგწერა მანამ სანამ გეძინა. შენს “ადნაკლასნიკებზე”(ადნაკლასნიკები – ქართველების მიერ დოსტოევსკის ”ძმები კარამაზოვების” შემდეგ რუსების უდიადეს ქმნილებად აღიარებული ნაწარმი. ავტ.შენიშვნა) შეხვედი. ახალი მესიჯი არ არის, მის პროფაილსაც ესტუმრე. როგორ გიყვარს მისი ფოტოების თვალიერება, 1,3 მეგაპიქსელიანი კამერის მქონე მობით გადაღებული სურათების ცქერა. ფოტოებით დიდი ორიგინალური არ ჩანს შენი სატრფო, პიკების უმეტესობა სარკის წინ, საკუთარი თავის დაფიქსირებითაა გადაღებული. კიდევ ერთი 5+ მომატებია მის მთავარ ფოტოს. სიამაყით გაიჯგიმე, შენი დიაცს უკვე 13 5+ აქვს. კომენტარებსაც გადაავლე თვალი, “რა ლამაზი სახე გაქვს პაწო” – ჰმმ ეს უკვე ნაცემი გყავს, “არ მინდა ბანალურად გეჩვენო, მაგრამ უმშვენიერესი ხარ, ვით ბულბული რომელიც  გალობს.” – ამას ებაზრე და გაიასნდა ყველაფერი, მეტს აღარ შეაწუხებს შენს სატრფოს ფრინველების თემატიკით. “wow, nice pics honey” – ინგლისურის სპეციალისტიც დამუშავებულია, მხოლოდ cool-სა და candy-ს ამბობს უცხო ენაზე. ახალი კომენტარები არაა.

აბაზანში შეხვედი, წვერს იპარსავ და ფიქრობ იმაზე თუ რა ბრწყინვალე დღე გელის წინ. ამ დღისთვის დიდხანს ემზადებოდი. ორი ძმაკაცის მობილური დაალომბარდე, ნაშას ცეპი გაუწიე და გაყიდე , პლიუს მამასაც გამოართვი ფული. მოკლედ მაყუთი შეკრულია და მაგარ დროს გაატარებ დღეს. ტანსაცმლის შერჩევა ეს ყველაზე რთული საქმეა, ნახევარი საათი ტრიალებ სარკის წინ ,ბოლოს კი არჩევანს მაინც მიმზიდველი მამაკაცის იმიჯის შექმნაზე აკეთებ. შლაქსი ჯინსები, დიდბალთიანი ქამარი რომელზეც არწივია გამოსახული, ზედაც კონტექსტიდან რომ არ ამოვარდე არწივის თემატიკაშია გაწყობილი, არმანის მაისურიზეა საუბარი, რომელსაც ჯერ კიდევ ზეგ აქვს “მე ახალი ნაყიდი ვარ” სუნი. ფეხზე შავი ფეხსაცმელი, რომლის ცხვირიც ბოინგს გავს, რომელიც ეს ესაა გასაფრენი ზოლიდან აიჭრა ცაში. თმას დიდხანს ივარცხნი ბოლოს როგორც იქნა სასურველ ბილიკს ხედავ თავზე რომელიც თმის გაყოფის შედეგად წარმოიშვა, სათვალეებს იკეთებ(ზუსტად ისეთს კობრას რომ უკეთია ფილმში) და სახლიდან გადიხარ.

თავისუფლების მეტროს წინ დგახარ. ვარდი ნაყიდია, ოქროს სამაჯურიც. 10 წუთი დაიგვიანა მან მხოლოდ. ერთმანეთი გადაკოცნეთ(გადაკოცნა – საქართველოში ლოყის გაუბედურების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება, გამოიყენება ვინმესთვის შენი მისდამი ახლო ურთიერთობის გამოსახატავად. ავტ. შენიშვნა). საჩუქარი უკვე მის ხელშია,მეორე ხელი შენს იღლიაში, თქვენ სეირნობთ. ბიჭის ან ბიჭების ჯგუფის დანახვაზე სერიოზულ როჟას კერავ, უნდა ანახო ყველას ვინაა აქ მამა.

ხინკლის სახლში სხდებით. საგულდაგულოდ ნაყიდ “პარლამენტს” იღებ ჯიბიდან და მაგიდაზე აგდებ. გადის დრო და ხინკალს ჭამთ, კიდევ გადის დრო და “ალექსანდროვში” ზასაობთ. ეუბნები რომ ძალიან გიყვარს და მართლაც ძალიან გიყვარს, მასთან სექსზე არასოდეს გიფიქრია ეს კი მხოლოდ ისეთ ქალთან მოგდის, რომელსაც როგორც მომავალ ცოლს ისე უყურებ. ბედნიერი ბრუნდები სახლში.

შენ ნამდვილი ვალენტინი ხარ.

ფილმი გახმოვანებულია  ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito) მიერ.

Advertisements

19 comments so far

  1. unaamarga on

    :ლოლ: კაშმარ! ვ სმისლე, პოსტი კი არა, თვითონ ეს მოვლენა!

  2. daliela on

    აი ვითმინე ვითმინე და ბოლო აბზაცზე მაინც ავტირდი ბლინ.. 😀 ლოოლ კაი იყო!

  3. ჩორვენი on

    gmertmani rogor axerxeb yvelafrsi ase gamzafrebas?? 😀

    nu ti svoloch (bez abid) guli momikvda realobis aset agceraze 😦

    magram mainc 10 / 10

  4. teitt on

    საგულდაგულოდ ნაყიდი პარლამენტის დაგდების მანერა, ვაიმე ლოლ . ნიკ ისე არც გოგოები აკლებენ ხოლმე საგულდაგულოობას მაგ შემთხვევებში, 15 სანტიმეტრს აცდენილი ქუსლებით მიჯნურის სიმაღლეს ზემოდან რომ დასცქერიან. მეზარება დანარჩენის წერა ~

  5. buda on

    😆 😆
    აუ მაგარი ხარ რა!
    საღოლ!

  6. Ginger on

    magari iyo 😀 😀 😀 sagol!

  7. ჰიუსტონ on

    აუ ამაზე რაიმე მოკლე მეტრაჟიანი ფილმის გადაღება გაასწორებდა!

  8. tatushka55 on

    heheheheeeeeeeee
    magaaaaar, oqros cepma da tmaze bilikma gapika
    magram ai saxinkleshi mojdoma saertod ZE iyo 🙂

    vcdilob gavixseno kvelaze banzi adgili sadac romelime paklostan ertad vkopilvar, tu gamaxsendeba davcer. saxinkleshi cvetshi ar vkopilvar, xinkals ar vcham 🙂

  9. tam on

    gamezina magrad :))))) midi kidev dazere gagrzeleba rogor iko?

  10. tam on

    neta exla aq xinkali momza…. nerzkvs vklapav

  11. andria on

    ისე საინტერესო იქნებოდა ნესტანი და ტარიელი ვალენტინობას როგორ აღნიშნავდნენ

  12. Natalia on

    😀 😀

    მე ტანსაცმლის აღწერა მომეწონა, თვალწინ დამიდგა ეს ჭაბუკი 😀

  13. Eveline on

    ვაიი რამდენი ვიცინეე : )))

  14. elene on

    „გადაკოცნა – საქართველოში ლოყის გაუბედურების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება, გამოიყენება ვინმესთვის შენი მისდამი ახლო ურთიერთობის გამოსახატავად.“ აი ეს იყო ძაან კატასტროფული რეალობის ამსახველი ფრაზა……:D:D:D:D:Dსული შემეხუთა სიცილისგან…..:))))))))

  15. Anus of Sauron on

    martlac rom shemzaravi iyo

  16. keti on

    vaimeee,nika!! dzalian bevri vicine! :D:D:D yochag!!! dzalian momewona….

  17. ლევანი on

    მშვენიალური არა და გენიალურიაააა….

    მადლობა ავტორს… :)))))))))))))

  18. shorena on

    cota meti dinamika da mshvenieria:)is shavi fexsacmeli lakisaa?:):):)

  19. 18202288 on

    😉


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: