Blood Sugar Sex Magik


დავბრუნდი ლაშქრობიდან. ფიზიკურად გამოფიტული, სამაგიეროდ სულიერად ამაღლებული. 3 საინტერესო და ემოციებით დატვითული დღე გავატარი “პახოდში”. შევეცდები ყველაფერი თანმიმდევრობით მოვყვე, თან ისე რომ საინტერესოდ წასაკითხს წააგავდეს მაინც.

10 აგვისტოს 17 საათზე სამთო-ქიმიის წინ ვიდექი. 15 კილოგრამი “ბაგაჟით” დამძიმებული. ეს ჩემი პირველი მცდელობა იყო ლაშქრობაში მონაწილეობის მიღების და ცოტას ვღელავდი. ძალიან მინდოდა ყველა საჭირო ნივთი წამეღო, მაგრამ როგორც შემდეგ აღმოჩნდა 2-3 ზედმეტი რამ ჩამიგდია ჩანთაში და ერთი მაგდენი აუცილებელი საგანი ოჯახში დამიტოვებია(პირველ პირში ვწერ, თორემ ისე მე და ჩემი ძმაკაცი ვიყავით ერთად წასულები და ყველა საჭირო ნივთიც შეთანხმებულად წავიღეთ).

სამი მიკრო-ავტობუსით დავიძარით სოფელ ჯუთისაკენ. სადღაც სამ-ოთხ საათში ჩავედით კიდევაც დანიშნულების ადგილას. მცირე მანძილი გავიარეთ და რადგან ნელ-ნელა ბნელდებოდა კარვების გაშლა დავიწყეთ. მე და გიორგიმ(ჩემი ძმაკაცი) ბოლოებმა დავამთავრეთ საცხოვრებილის წამოჭიმვა, მიზეზი მარტივი იყო, ჩვენი კარავის ყველაზე მაგარ ტრანსფორმერსაც შეშურდებოდა იმდენი რკინა და გსაყრელი ჰქონდა და პლიუს აზრზე არ ვიყავით როგორ უნდა გაგვეშალა. მოკლედ ქალიშვილობა დავკარგეთ კარვის გაშლის ამბავში და მცირე წახემსების შემდეგ დავწექით ყველანი. დილით 6-ზე ყველანი ფეხზე უნდა ვყოფილიყავით. ღამე კარგად მეძინა, არც სიცივეს შევუწუხებივარ და არც საუბარს რომელიც სხვა კარვებიდან ისმოდა.

გზად ჭაუხისაკენ by Mta Mkvarebia

მეორე დილით 7 საათისთვის ყველანი გავემართეთ ჭაუხის უღელტეხილისაკენ. მე როგორც გამოუცდელი ვფიქრობდი, რომ ყველანი ერთად ვივლიდით, მაგრამ მას შემდეგ რაც ძალიან დაიშალა ხალხი და 29 ადამიანისაგან, რამდენიმე ჯგუფი შედგა, მე ვამჯობინე ყველაზე წინ მდგომ ჯგუფს ავყოლოდი, რადგან თუ სიარული გამიჭირდებოდა, უკანასკნელ ჯგუფამდე სულის მოთქმას მაინც შევძლებდი. ერთი საათი საკმაოდ იოლი გზა გავიარეთ, ორიო ყინულის “ხიდი” გადავიარეთ და წყლები ავავსეთ, აქ ჩემმა ჯგუფმა და მე პირველი შეცდომა დავუშვით, როდესაც მცენარებზე მოჭიდებითა და ფორთხვით ავედით კლდეზე და არა ბილიკით როგორც ეს უმეტესობამ გააკეთა. ექსტრიმი მეტია, სამაგიეროდ ძალა ნაკლები გრჩება წინ მყოფი დაბრკოლებების გადასალახად.

By ZVIOSULI

პირველი მეტ-ნაკლებად რთული დაბრკოლებაც გამოჩნდა. ეს იყო გორაკი რომელზე ასვლასაც 20-30 წუთს მოვუნდით და იქ დასვენებაც გადავწყვიტეთ, მე ჩემი ჟაკეტი გავიხადე,მზე უკვე ძალიან აჭერდა. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ მთელმა გუნდმა ამოაღწია გორაკამდე, მხოლოდ ერთი ადამიანმა ვერ შეძლო ამოსვლა და ის იქვე დაბანაკებულ ალპინისტებთან დარჩა და იმ დღესვე თბილისს გამოემგზავრა.

გზის მესამედიც კი არ გვქონდა გავლილი და უკვე ცხადი ხდებოდა ფაქტი, რომ არც ისე იოლი იქნებოდა ჭაუხის დალაშქვრა და რომ ერთად, ჯგუფურად სიარული სულ უფრო ძნელი გახდებოდა. ჩემი სიარულის ტემპი ნამდვილად არ იყო დაბალი ან მაღალი, მაგრამ რატომღაც დაწინაურებულთა შორის აღმოვჩნდი. 7 ადამიანი მივადექით ჭაუხს(დანარჩენი გუნდი დაახლოებით 90 წუთის სავალზე ჩამოგვრჩა). ბლინ. ვიდექი მთებით გარშემორტყმული და ვგრძნობდი, როგორი უსუსური ვიყავი, თან მსიამოვნებდა, რომ ამ სილამაზის მონა ვიყავი. რადგან შვიდეულიდან არავინ არ იცოდა საიდან აჯობებდა მთაზე ასვლა, ამიტომაც ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, რომ შუიდან ჯობდა გვეცადა ბედი. როგორც შემდეგ აღმოჩნდა ვერ მიგვიღია მთლად სწორი გადაწყვეტილება. ნაშალი და ციცაბო კლდე გვირთულებდა წინ წაწევას, ამას მთის ნახევარის ავლის შემდეგ წვიმაც დაერთო, თუმცა ერთმანეთის დახმარებით შევძელით და დავლაშქრეთ ჭაუხი. არაადამიანურად დაღლილი ვიყავი, თუმცა შეგრძნება რომელიც 3500 მეტრზე დამეუფლა ღირდა ამ დაღლად. ნამდვილად არ ველოდი ასეთი რთული თუ იქნებოდა უღელტეხილის დალაშქვრა, სურათს რომ შეხედავ ადამიანი იოლი ჩანს ყველაფერი. დაახლოებით ისე, როგორც ჭაუხიდან ჩანს აბუდელაურის ტბები. 20-30 წუთის სავალი იქნებაო, ჩემსავით გამოუცდელმა ადამიანებმა მითხრეს, როდესაც მწვერვალიდან გადაღებული ფოტო ვანახე. ეს “30 წუთის” სავალი კი მე 3-4 საათში დავძლიე.

By Stivzi

როგორც ეხლა ირკვევა მემგონი უღელტეხილზე კი არა კლდეზე ავედით ჩვეულებრივზე, თან ყოველგვარი საწირო ნივთების გარეშე. ცოტა დავისვენეთ უღელტეხილზე, უკან მომავლებს გავხედეთ, რომლებიც თოვლის გადასასვლელს უახლოვდებოდნენ(2 საათს ვუგებდით მინიმუმ), მათ დალოდებას აზრი არ ჰქონდა, მთლიანად სველები ვიყავით თოვლისა და წვიმის წყალობით და გაციების გარდა ვერაფერს მივიღებდით გაჩერებით. ჩვენ შვიდეულში არავინ არ იყო ისეთი, რომ სხვისი ბარგი ეტარებინა და ამით დახმარებოდა მოლაშქრეს. მწვერვალიდან გავხედეთ ტბებს. ლურჯი,მწვანე და თეთრი ტბა ჩვენი ლაშქრობის გეგმაში შედიოდა და ღამე ერთ-ერთ მათგანთან უნდა გაგვეთია.

კლდეზე ასვლა ურთულესი საქმეა, მაგრამ დაშვება კიდევ უფრო ძნელი აღმოჩნდა. თავიდან სანამდეც თოვლმა მომცა საშუალება, ჩამოვსრიალდი. ციცაბოგორაკს მივადექი, რომელზეც ნაშალი ქვები, ბალახი და შიგადაშიგ წყლის ტყლაპოები ერთმანეთს ცვლიდა. ეს იყო ყველაზე რთული მონაკვეთი ჩემთვის. უჯოხბის გამო(ჩემი უდიდესი შეცდომა, რომ არ წავირე ჯოხი) ხშირად ვეცემოდი, ან ცუდად ვდგამდი ფეხს და ხელები სულ დავისერე. ტანჯვა-წამებით ჩამოვაღწიე დაბლა. ენერგიისგან მთლიანად დაცლილი ვიყავი, მოძრაობა მიჭირდა, თან ზურგჩანთაზე, მეორე ზურგჩანთან მქონდა გადაბმული და სამხრეებმა გამიღიზიანეს მხრები. თეთრი ტბა დავლაშქრეთ და გავემართეთ ლურჯისაკენ, სადაც უნდა დავბანაკებულიყავით კიდევაც. თეთრი ტბასთან მხოლოდ 5 კაცი მივედით, დანარჩენებმა პირდაპირ გააგრძელეს გზა.

ხედი 3500 მეტრზეფოტო 3500 მეტრზე  By Mta Mkvarebia

7-ის მაგივრად უკვე ცხრანი ვიყავით. ერთი ადამიანი უღელტეხილზე დაგვეწია, ერთი კი ტბიდან დაბრუნებულზე დაგვხვდა. გზა იოლი ჩანდა, მაგრამ ისევ შევცდით, ერთ სირთულეს მეორე ცვლიდა, თან დაღლილი ვიყავი ძალიან და სულ უფრო და უფრო მიჭირდა სიარული. წვიმის დაწყებამ კი ჩვენი აღმართ-დაღმათ სიარული შეაჩერა და გორაკზე დაბანაკება გადავწყვიტეთ. იმ გორაკიდან ლურჯ ტბამდე 20 წუთის სავალი იყო, თუმცა არავის ჰქონდა იმ მანძილის გავლის თავი(3 ადამიანმა გაიარა მაინც). 20:00-ზე წვიმაში კარავი გავშალეთ მე და გიორგიმ და სველები შევედით შიგნით. ნერვები გვქონდა აშლილი, ერთი დღისთვის ზედმეტად ბევრი დატვირთვა მივიღეთ და მაგრად ვიჩხუბეთ, ვიჩხუბეთ რა ვყვიროდით და ვიგინებოდით სანამ გული არ მოვიოხეთ, უაზრობაზე წავეკიდეთ ერთმანეთს, სამაგიეროდ ემოციებისაგან დავიცალეთ : D . 2-3 კაცი გამოჩნდა, რომლებმაც ვარაუდით განაცხადეს, რომ გოგოებმა ვერ შეძლეს უღელტეხილზე ამოსვლა და უკან დაბრუნდნენ. დაახლოებით ერთ საათში გაირკვა, რომ თურმე ყველა ამოსულა კლდეზე და წვიმაში ჩვენკენ მოდიოდნენ, მათ დასახმარებლად ბესო და ქსოვრელი წავიდნენ. მინდა ავღნიშნო , რომ ბესო, ქსოვრელი, ბაქარი და წივწივა ძალიან დაეხმარნენ, გოგოებს სირთულეების დაძლევაში. მე პირადად ნამდვილად არ მქონდა იმისი ძალა, რომ უკან დავბრუნებულიყავი, ან ვინმეს ბარგი მეტარებინა. ჩემი პირველი ლაშქრობა იყო და პატარა გმირობად მეჩვენებოდა ის რაც გავაკეთე, აქამდე სააკაძის მოედნიდან თავისუფლების მეტრომდე მანძილი იყო ყველაზე დიდი და რთული, რომელიც ფეხით მქონდა გავლილი. 12-ის ნახევარზე მოვიდა უკანასკნელი ადამიანი ბანაკში.

ლურჯი ტბა By Mta Mkvarebiaლურჯი ტბა By Mta Mkvarebia

მეორე დილით მშრალ ტანსაცმელს ეძებდა 29 ადამიანი. ყველაფერი სველი იყო და გარეთ ქვებზე დავიწყეთ გაშრობა ტანისამოსის. 12-ში გასავლელი გზა კამფეტად მომეჩვენა იმასთან შედარებით, რაც წინა დღეს გამოვიარე. სამწუხაროდ აქაც დაშალა გუნდი, ისევ ჯგუფ-ჯგუფებად დავიწყეთ სიარული, არადა გზა მარტივი იყო, ბილიკს უნდა გავყოლოდით ყველა, არც მე მოვძრაობდი ძალიან სწრაფად(კვლავ დაწინაურებულ ჯგუფში აღმოვჩნდი).

უპრობლემოდ ჩავედი სოფელ როშკამდე, იქიდან კი კორშისკენ გავემგზავრე, საიდანაც მიკრო-ავტობუსებმა ყველანი სახლში წამოგვიყვანა.

ძალიან კმაყოფილი ვარ ლაშქრობით, ძალიან ძნელი მარშრუტი გამოვიარე და კმაყოფილი ვარ, რომ ყველა სირთულე გადავლახე. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ბუნება ულამაზესი იყო, რა და როგორ ეს თავად უნდა იხილო ადამიანმა, თუმცა თუ საკუთარი ძალების რწმენა არ გაქვს იგივე გზის გავლას არ გირჩევ.

რამდენიმე სიტყვას თანამოლაშქრეებზეც ვიტყვი. ახლო მეგობარი და ცხოვრების მეგზური არ გამიჩენია, თუმცა რამდენიმე ძალიან კარგი ადამიანი გავიცანი. “მთა მყვარებიასთან” რომელთან ერთადაც 11-ში გადავლახე ყველა სირთულე, მათლაც მთის მოყვარულია, ერთხელ არ დაუწუწუნებია და გამოუთქვამს საყვედური გზის სურთულის გამო, მე უფრო მეტ ვწუწუნებდი 😀 არადა მდედრობითი სქესის წარმოამდგენელი ისაა სწორედ. მეორე სუსტი სქესის წარმომადგენელი რომელიც მინდა გამოვყო არის “პატაპუტინა”, რომელთან ერთადა ჯერ ჭუხები შემდეგ მთები ბოლოს კი სოფლები “დავიპყარი”. სასიამოვნო თანამგზავრი იყო. ზემოთ ჩემს მიერ ნახსენებს ბიჭები გმირები თუ არა მააგრი როჟები ნაღდად არიან. ძალიან დაეხმარნენ გოგოებს და მათთან ერთად დიდი სიამოვნებით წავიდოდი მომავალში ლაშქრობაში და საერთოდ ყველა იმ მქყოფთან ერთად წავიდოდი, ოღონდ ისეთ ლაშქრობაში რომლის დაძლევასაც ყველანი შედარებით იოლად შევძლებთ, თორემ ამ “პახოდის” შემდეგ იმდენი წუწუნი, პრეტენზია და საუბრებია სხვადასხვა თემაზე, რომ ნაღდად არ მინდა იგივე განმეორდეს. ბოლოს ორ ადამიანს შევეხები ჩემს პოსტში ეს ზვიო და “გვალვაა” . ზვიო მახალისებდა ხოლმე თავისი კონტექსტიდან ამოვარდნილი გამონათქვამებით, “გვალვა” კი მაოცებდა თავისი შესაძლებლობებით. მას რომ ვუყურებდი რაღაც ძალითა და ენერგიით ვივსებოდი.

By ZVIOSULI

ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ლაშქრობით. იმით რომ ყველაფერი მტკივა, საზიზღრად დავიწვი და საზამთროს გამყიდველს ვგავარ, იმითაც რომ ხელები დაჩეხილი მაქვს და იმითაც, რომ ბევრი ნერვები ვიშალე და ვიჩხუბე, სამაგიეროდ ულამაზესი ადგილები ვნახე და კარგ ხასიათზე დავბრუნდი, ყველა ის სირული ფიქრი რომელიც თავში მქონდა ჭაუხზე დავტოვე. Red Hot Chili Peppers-ის ერთ ძალიან მაგარ ალბომის სათაურს მაგონებს ჩემი თავგადასავალი Blood Sugar Sex Magik. სისხლი ცოტა დავღვარე, შაქარს ყოველ დილას ჩაიში ვიკეთებდი, სექსი ყოველ წუთას მქონდა კლდეებთან და დაბრკოლებებთან და ეს ყველაფერი მომაჯადოებელი იყო.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

8 comments so far

  1. vasasi on

    რა მაგარია.. :))

    მეც მომინდა ხევსურეთში.. :ს

    კარგი ფოტოებია, რამდენიმე ძალიან მომეწონა… :))

  2. ლილიანი on

    ტაკს თანმიმდევრობით დავწერ ყველაფერსვ რომ რამე არ გამომრჩეს
    როგორც მივხვდი კარველებთან ერთად იყავი, მე ძალიან არ მიყვარს მაგათთან ერთად სიარული , იმიტომ კი არა რომ ცუდები არაიან , არა უბრალოდ იმიტომ რომ მთაში ეგრე არ იქცევიან რომ ვინმე დატოვოინ უკან, ჯგუფებად დაიყონ, ვინმე ჩამორჩენილზე რამე ივარაუდონ!! მთა შეცდომებს არ პატიობს (ისეთი ”მთაც” კი როგორიც ჭაუხია) და ნებისემიერი ერთი შეხედვით სისულელე ძალიან უსიამოვნო რამეში შეიძლება გადაიზარდოს. აი ამიტომ არ ევასება მე ამდენი ხალხით და ასე სიარული.

    მეორე ძალიან მაგარი ადგილია ჭაუხი, ტბები შმები არ ვიცი ე ჭაუხის ძირას რომ ძიხარ მუსიკას უსმენ და ღრამდ სუნთქავ ხვდები რომ სამოთხე დედამიწაზეცარსებობს და ეს სამოთხე ჭაუხია!!

    მესამე გვალვა მთა მყავერბია და გვალვა უგენიალურესი ადამიანები არიან!! აი ლავ ზემ 🙂

    ხოდა ისა კიდევ ერთი რაღაც ძალიან ცუდია რომ პირველი პახოდისთვის არავინ არაფერი არ გირჩია და არ დაგარაგია თორემ უკეთ ივლიდი უფრო ბევრს დაინახავდი (ჰო დაინახავდი იმიტომ რომ დაღლილ ადამიანს პახოდში არაფრის დანახვის და შეგრძნების ტრაკი თითქმის აღარ რჩება ) და უფრო მეტად ისიამოვნებდი, თუმცა არც ისაა ცუდი რომ ახლა უკვე შენ თვითონ ზუსტად იცი რა და როგორააა!!
    მოკლდ მგონი პოსტის ხე3ლა კომენტი დავწერე 🙂

  3. ლილიანი on

    იქ გვალვა როჯერ წერია ზვიო უნდა იყოს 😀

  4. Leonard Shelby on

    არა დათვალიერებით მემგონი საინტერესო ადგილები კი დავათვალიერე. ნორმალური ტემპით ვმოძრაობდი და დრო მქონდა ხოლმე ბუნებით დავმტკბარიყავი. 🙂 ჩემი შეცდომა ის იყო რომ ჯოხი და გაზის ბალონი(ასე ქვია მგონი) არ წავიღე.

  5. Natalia on

    ფოტოები არის ძალიან ლამაზი და კარგად გაქვს აღწერილი შენი თავგადასავლები : )

    მე არასდროს ვყოფილვარ ლაშქრობაზე და თუ იმას გავითვალისწინებ რაც შენ გადაგიტანია, ვერ გავუძლებდი ნამდვილად..

    არადა ღირს ამდენ წვალებად იქ წასვლა, I know.

  6. პერწკლი on

    კარგად გიწერია, მომეწონა : ))))
    ხო, ლილიანს დავეთანხმები, კარაველებთან ხალხმრავალი და დაყოფილი ლაშქრობებია ხოლმე : ))

  7. unaamarga on

    ძალიან კარგად გიწერია! დიდი სიამოვნებით წავიდოდი სადმე,მაგრამ ეჰ! 😦

  8. tatushka55 on

    არაადამიანურად დაღლილი ვიყავი, თუმცა შეგრძნება რომელიც 3500 მეტრზე დამეუფლა ღირდა ამ დაღლად.

    miyvars es segrZnebebi, sicocxles mixalisebs xolme. Rirda amad – aris dzalian magari fraza 🙂


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: