Regina Spektor and Florence Welch(album reviews)


დააახლოებით ერთი თვის წინ ჩემს-ერთ ერთ პოსტი Regina Spektor-ისა და Florence and the Machine-ს upcoming ალბომებს მივუღძვენი. ორივეს ალბომი “დავამუშავე” უკვე და ჩემს შაბეჭდილებებსაც გაგიზიარებთ.

Regina Spektor – Far (გადმოიწერე)

ბოლო ორი კვირაა “ჩემს ჩარტებში” მოწინავე პოზიციებს ინარჩუნებს ეს რუსული წარმოშობის მომღერალი. Far ჩემი აზრით იმ დონის ნამუშევარი არ არის როგორიც Begin to Hope-ია თუმცა Indie pop-ის მოყვარულებს მაინც დიდ სიამოვნებას მიანიჭებს. სპეკტორი არ ღალატობს საყვარელ კლავიშებს და მის მუსიკაში მთავარია დგილი კვლავაც პიანინოს უჭირავს, მელოდიებითა და ჟღერადობით წინა ალბომის მსგავსია, თუმცა ალბომის მოსმენისას სულაც არ გიჩნდება შეგრძნება, რომ რაღაც ძველსა და უკვე მობეზრებულს უსმენ. ამ გოგოს აქვს ძალა თავისი ხმით მოაჯადოოს ნებისმიერი. ალბომის პირველი ტრეკი არ მომეწონა საშინლად. ალბათ იმიტომ, რომ Fidelity-ს დონის ტრეკს ველოდი.

პირველი იმედგაცრუების შემდეგ ნელ-ნელა მომიბრუნდა გული, რეჯინამ “გაახურა” ალბომი და მეც ნელ-ნელა ჩავიძირე მასში. Eet, Blue lips, Machine, laughing with, Folding chair და ბოლოს ბუუუმ Man of a thousand Faces . კმაყოფილი დავრჩი ალბომით. იცის ამ გოგომ თავისი საქმე, მიხარია, რომ დროის სვლასთან ერთად რეჯინას სიმღერები კომეციული მუსიკის ჭაობში არ ვარდება, უფრო სწორედ სპეკტორი არ აგდებს, ის კვლავ indie-სა და alternative-ს ერთგული რჩება.

7/10

Florence and the Machine – Lungs (გადმოიწერე)

ფლორენს უელჩი(Welch) და მისი ბენდი ახალბედები არიან მუსიკის სამყაროში. Lungs მათი სადებიუტო ალბომია და მოხარული ვიქნები, თუ ამ დონის კომპოზიციებს გამოაცხობენ მომავალშიც. Rabbit Heart(Raise It Up)-ის  მოსმენის შემდეგ, რომელიც ბოლო 3 თვის ყველაზე მოსმენადი ტრეკია ჩემს “ჩარტებში”, მოუთმენლად ველოდი მთლიან ალბომს და აგერ უკვე 2 კვირაა სიამოვნებით ვუსმენ ფლორენსის გასაოცარ ხმას. სუპერ ალბომია. პოპ ალბომებისთვის არადამახასიათებელი კარგი ლირიკებითა და ფლორენსის განუმეორებელი ვოკალით, მის შესაძლებლობებში დარწმუნება თუ გსურთ პირველ რიგში Hospital Beds მოუსმინეთ(cold war kids-ის სიმღერის ქავერია). ეს ტრეკი ალბომში არ შედის, მაგრამ მე ავტვირთე მასთან ერთად.

რამდენიმე ფავორიტ სიმღერას გამოვყოფ ალბომში:Rabbit Heart (Raise It Up), Drumming Song, You’ve Got the Love, Hurricane Drunk, I’m Not Calling You a Liar. ბლინ ყველა სიმღერის დაწერა მინდა : D ერთი დონის სიმღერებითაა დაკომპლექტებული მთლიანად ალბომი. 2009 წლის ერთ-ერთი საუკეთესო ალბომია.

9/10

აუცილებლად მოუსმინეთ ორივე ალბომს.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

Advertisements

6 comments so far

  1. Sophie Golden on

    Regina – ერთადერთია 🙂 She doesn’t need too many words – ‘You are so sweet’, I mean, she is so sweet.

  2. andria on

    laughin with-ზე გეუბნებოდი, ეს მომეწონა ყველაზე მეტად

  3. andria on

    ეხლა ვუსმენ, უკვე მოვუსმინე 7-8 სიმღერას ფლორენს უელჩის და მეშინის ლანგზიდან და მაგრად მომეწონა

    რაღაც მომენტებში მეგონა რომ ქოლდფლეის გავს

    10/10 თუ არა, მინიმუმ 9/10 აბსოლუტურად გეთანხმებით მე და ჩემი მუსიკალური გემოვნება

    ხმა გასაოცარი აქვს, ენერგიით სავსეა და მოსმენისას გმუხტავს თითქოს

  4. Leonard Shelby on

    coldplay-ს შედარების გარდა ყველაფერში გეთანხმები. არ მომწონს ეგ ჯგუფი და მითუმეტეს ფლორენსთან ვერ ვაკავშირებ 😀

  5. andria on

    ხო ცოტა ხნის მოსმენის შემდეგ, მეც შევეწინააღმდეგე მაგ მოსაზრებას 😀

  6. nastasia on

    uihh,es nanaxi mqonda tavis drose,magaram ar maxsovda…tore davucerdi atidan 8 qulas sheni pirveli dacunebuli simgeris gamo sacyal rejinas 🙂


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: