Last.fm – The Social Music Revolution


მე მსურს გაგაცნოთ ერთი გენიალური ქმნილება რომელმაც რევოლუცია მოახდინა მუსიკალურ სამყაროში. საუბარი მაქვს last.fm-ზე, საიტზე რომელიც 2002 წელს შეიქმნა და მაშ შემდეგ სწრაფი ნაბიჯებით მიიწევს წინ. დღეს-დღეისობით 30 მილიონ აქტიურ იუზერს აერთიანებს. ერთადერთჲ რაც საჭიროა იმისათვის, რომ ამ საიტით დაინტერესდე არის მუსიკის სიყვარული. Last.fm აქვს უამრავი სხვადასხვა ფუნქცია და შესაძლებლობა რომლითაც იგი მიმზიდველია მომხმარებლისთვის და შევეცდები გაგაცნოთ ისინი.

კომპიუტერში last.fm scrobbler-ის დაყენებითა(ძალიან პატარაა და არ ტვირთავს კომპიუტერს საერთოდ) და საიტზე დარეგისტრირებით თქვენ ხდებით last.fm-ის წევრი. Last.fm scrobbler ინტეგრირდება თქვენს კომპიუტერში აუდიო პლეერებზე, winamp, windows media player-ს ან Itunes(Gom პლეერსა და ესეთ მაიმუნობებს არ ცნობს) ავტომატურად ირთვება მათ ჩართვასთან ერთად და როდესაც თქვენ უსმენთ მუსიკას, თქვენს პირად გვერდზე last.fm-ზე ფიქსირდება შემსრულებელი და სიმღერა.პროგრამამ რომ იმუშაოს საჭიროა საათი გქონდეთ თქვენს კომპიუტერზე თბილისის დროით გასწორებული : D. ყოველი კვირის ბოლოს დგება ჩარტები როგორც თქვენი საკუთარი, ასევე საერთო ლასტ.ფმ-ის ყველა მომხმარებლის. თქვენი პირადი ჩარტები საშუალებას გაძლევთ ნახოთ თქვენი “მეზობლები”, ანუ ხალხი რომლებიც მუსიკალური გემოვნებით ყველაზე ახლოს დგანან თქვენთან, ასეთ “მეზობლებს” ყოველთვის მოეძებნებათ ჩარტებსა ან მოსმენილ არტისტებში ისეთი შემსრულებლები რომლებიც არ იცით და შეიძლება დაგაინტერესოთ. რადგან მუსიკალური გემოვნებით ახლოს დგახართ ერთმანეთთან შანსი იმისა, რომ უცნობი შემსრულებელი მოგეწონოთ საკმაოდ დიდია.

დესკტოპზე დაბლა. მარჯვნივ ჩნდება წითელი ნიშანი რომელზე დაკლიკებითაც საიტზე შესვლის გარეშე შეგიძლიათ მინიმალური ინფორმაციის მიღება ამა თუ იმ შემსრულებელზე, ასევე რადიოს მოსმენა და თქვენი პირადი ცნობების შეცვლა,დამატება.

საიტზე არსებობს შემსრულებლების უზარმაზარი საინფორმაციო ბაზა.  (მაგ.the beatles) მოკლე ბიოგრაფიებით, მომავალი კონცერტ-ივენთებით, მათი ყველაზე მოსმენადი სიმღერებისა და ალბომების მონაცემებით და რაც მნიშვნელოვანია tag-ებით. წარმოიდგინეთ ბლოგი ტაგების გარეშე, დაახლოებით იგივე იქნებოდა last.fm ამ ღვთიური გამოგონების გარეშე. Tag-ები საშუალებას იძლევა რომელიმე ფავორიტი ბენდისა თუ შემსრულებლების მსგავსი სხვა უამრავის მოძებნა, ამაში ასევე გეხმარება similar artist-ის ფუნქცია. ყველა შემსრულებელს თავისი მეზობელი ჰყავს და რაც უფრო ახლოსაა ეს “მეზობელი”, მით უფრო მეტი საერთო აქვს მასთან.

მე პირადად სწორედ “მეზობლების” საშუალებით ვიპოვე არაერთი, დღეს-დღეისობით, ჩემი საყვარელი ბენდი. ყველაზე მთავარი ისაა, რომ საიტი თავისი მრავალფეროვნებით საშუალებას მაძლევს ყოველდღიურად უამრავ ახალ მომხმარებელს გავეცნო.

საიტზე შეგიძლიათ შექმნათ საკუთარი რადიო სადგური და ფლეილისტი. სამწუხაროდ ლასტ.ფმ-ის რადიოსადგურების მოსმენა ფასიანი გახდა და თვეში 3 ევროს შეადგენს, თუმცა ნამდვილად ღირს სამი ევროს გადახდა, რადგან რადიოსადგურები მრავალფეროვნებით გამოირჩევა და თითოეულ მუსიკალურ მიმდინარეობას თავისი სადგური აქვს, მიმდინარეობას კი არა რაღაც ახალბედა განხრები “იჩითება” ხოლმე თავისი რადიოთი.

მინდა აღვნიშნო ასევე free download-ი. ახალბედა(უმეტესად indie) შემსრულებლებს ხშირად აქვთ ხოლმე უფასო ტრეკები რომლებიც შეგიძლიათ პირდაპირ საიტიდან გადმოიწეროთ. მე გირჩევთ რომ დარეგისტრირდეთ და გახდეთ last.fm society-ს წევრი. ქართველი ბლოგერების group გავაკეთე და თუ დარეგისტრირდებით შემოუერთდით(ან თუ უკვე ხართ last.fm-ის მომხმარებელი) თუ ბევრი ბლოგერი შევიკრიბებით(მინიმუმ 10 საჭირო, თუმცა რაც მეტი მით უკეთესი) ჩვენი ჩარტები გვექნება და ერთმანეთის მუსიკალურ გემოვნებას გავეცნობით, ვინ იცის რამდენი საინტერესო შემსრულებელი შეიძლება აღმოვაჩინოთ სხვა ბლოგერის ლისტში.(group-ის მაგალითი People who listen to music while they’re sleeping, especially at times when they…

ეს ჩემი პირადი გვერდი

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

Advertisements

5 comments so far

  1. kikito on

    am saitze didi xania vici magram ise sainteresod agcere davregistrirdebi exla, madloba 🙂

  2. Natalia on

    მეც არ მიკვირდა, რადიოს რატომ ვეღარ ვრთავ-თქო, თურმე ფასიანი გამხდარა 🙂

    იმ ფუნქციის შესახებ ნამდვილად არ ვიცოდი, გადმოსაწერი პროგრამა რომ არის და იმის მიხედვით ადგენს შენს weekly chart-ებს.

    კაი ხანია არ შევსულვარ, შევალ და ვნახავ ბლოგერების group-საც 🙂

  3. taka on

    დაახლოებით წელიწადია ან შეიძლება მეტი, რაც ლასტელი ვარ.
    მაგარია.

  4. Kate on

    ზედა კომენტარი ჩემია, თაკას ექაუნთით შემომეპოსტა.

  5. iraabiraa on

    ხოოო ფასიანია(((((((


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: