5 most anticipated albums of 2009


მუსიკაზე საკმაოდ ხშირად ვწერ ჩემს ბლოგზე, მიზეზი მარტივია ხელოვნების ეს სფერო კინოს შემდეგ უმთავრესია ჩემს ცხოვრებაში. 2009 წლის დასაწყიში რომ გადავხედე მომავალ რელიზებს დორბილი მომადგა პირზე, თითქმის ყველა ჩემი ფავორიტი ბენდი უშვებდა ალბომს ამ წელს, უმეტესად ისინი “ისვენებდნენ” რომლებმაც 2008 წელს გამახარეს. 2009 წელი კარგად დაიწყო yeah yeah yeah-ის ალბომი გამოვიდა რომლის რევიუც ჩემი ბლოგერად ქცევის პირველ ნაბიჯად იქცა, YYY-ს It’s Blitz-ს მოჰყვა Iamx-ის Kingdom of Welcome Addiction და PJ Harvey-ის A Woman A Man Walked By(უახლოეს მომავალში ამ ალბომების გადმოსაწერ ბმულებსა და რევიუებსაც დავაგდებ). შემდეგ იყო kasabian თავისი ახალი ალბომით, რომელიც ვერ აღმოჩნდა ისეთი როგორსაც ველოდი. რამდენიმე დღის წინ რეჯინა და ფლორენსზეც დავწერე. ეს ალბომები 2009 წლის პირველი ნახევრის გავაყოლე, მეორე ნახევარში “მძჲმე არტილერია” ერთვება საქმეში და მეც 5 ყველაზე საინტერესო(imho) პროექტს გაგაცნობთ.

5)múm – Sing Along to Songs You Don’t Know (გადმოწერე)

ეს მუმის რიგით მეხუთე სტუდიური ალბომი იქნება რომელიც ზაფხულის ბოლოს გამოვა და იმედს ვიქონიებ, მინიმუმ წინა ალბომების დონის იქნება, წინა ალბომებში Finally We Are No One-სა და Go Go Smear the Poison Ivy-ს ვგულისხმობ. ამ ჯგუფს ახასიათებს ექსპერიმენტები და ვნახოთ იქნებ რაიმე ახალით გამაოცონ(გამახარონ მაინც)

4)Muse – The Resistance ( 14 September 2009)

თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრიტანული ბენდი, სექტემბერში უშვებს თავის ახალ ალბომს. Muse იმ იშვიათ ჯგუფების რიცხვს მიეკუთვნება რომელთა პოპულარობაც და მუსიკის ხარისხიც ალბომიდან ალბომამდე იზრდება. 2006 წელს გამოსული მათი უკანასკნელი ალბომი Black Holes and Revelations წლის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი იყო. მეთიუ ბელამი(ვოკალი/გიტარა) და კომპანია გამორჩეულია იმითაც, რომ ძალიან ძლიერი live ფერფომანსები აქვთ, რაც ამ ბოლო ხანებში სანატრი გახდაახლადგამოჩეკილი მუსიკოსების ხელში.

3)Editors – In This Light and On This Evening (21 September 2009)

ამ ჯგუფის 2007 წელს გამოსული ალბომი An End Has a Start ჩემი აზრით ერთ-ერთი საუკეთესოა XXI საუკუნის ინდი სამყაროში. ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული ნამუშევარი(არც განსხვავებული ჟღერადობაა, არც ექსპერიმენტებთან ან სუპერ სოლოებთან გვაქვს საქმე) კარგი ვოკალისა და ლირიკების წყალობით ერთ-ერთ ჩემს ფავორიტ ალბომად იქცა. ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ Editors-ის ახალ ალბომს ასე ძიერ ველოდები. სიმართე ითქვას ცოტა პესიმისტურად ვუყურებ და ვეჭვობ შეძლონდა გაიმეორონ იგივე რაც An End Has a Start-ში გააკეთეს, მაგრამ ერთხელ მოსმენა ჩემგან გარანტირებული აქვს.

2)Arctic Monkeys – Humbug (19 August 2009)

ბრიტანელი გენიოსები ბრუნდებიან. აგვისტოს ბოლოს ალექს ტერნერი(ვოკალი/გიტარა) ისევ თავის უაზრო, მაგრამ მიმზიდველ ლირიკებს მომახვევს თავზე, იმედია ისევ ისეთი გიჟური მუსიკა და დრაივი იქნება ამ ალბომში როგორიც წინა ორ ნამუშევარშია. ალექსი 19 წლის იყო როდესაც Arctic Monkeys-მა პირველი ალბომი გამოუშვა. Whatever People Say I Am, That’s What I’m Not-ს მე პირადად ვაფასებ 10/10-იდან. ძალიან იშვიათად ვწერ მაქსიმალურ შეფასებას და აქედან გამომდიანრე მეტ-ნაკლებად კარგად ჩანს თუ როგორ ველი ახალ ალბომს.

1)Klaxons – (სათაური უცნობია)

თავისუფლად შეიძლებოდა აქ ტერნერი და კომპანია ყოფილიყო, მაგრამ ორიოდე წლის წინ Klaxons-მა რევოლუციური ალბომი გამოუშვა, Myths of the Near Future -მა new rave-ის პოპულარიზაციისთვის დაახლოებით იმდენი გააკეთა, რამდენიც Beatles-მა როკ მუსიკისთვის. ეს არანორმალური ნამუშევარი შეიძლება დახასიათდეს ერთი წინადადებით Future music. წესით ალბომი შემოდგომაზე უნდა გამოსულიყო, მაგრამ პროდიუსერებმა ბიჭებს ტრეკების ნახევრის გადამუშავება სთხოვეს, ზედმეტად ექსპერიმენტულობისდაგამო. : D

აი ესაა ალბომები რომლებზე რევიუებიც გარანტირებულია ჩემს ბლოგზე.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

8 comments so far

  1. Little Elf on

    mum-ის ეგ ალბომი მაქვს,მაგრამ საშინლად არ მომეწონა =|

  2. Katten Försvann on

    არცერთი ალბომი არ მაქვს მოსმენილი :ჵ

  3. NUMB on

    Editorsis An End Has a Start-s me da infern_O ra ylup-ylup vedzebdit😀

  4. Little Elf on

    აი,ავტვირთე http://www.link.ge/file/272065/-t-know.rar.html მე პირადად,ძველი ალბომები მირჩვევნია,უFრო მეტს ველოდი = )))

  5. Leonard Shelby on

    Little Elf მე მქონია შემთხვევა, რომ ალბომის გამოსვლამდე რამდენიმე კირით ადრე გადმომიწერია ნამუშევარი და მერე შევწუებულვარ ისეთი უაზრობა ყოფილა, მერე აღმოჩენილა რომ ეს ალბომი ნამდვილი არც ყოფილა. ხშირად დემო ვერსიებისაგან აკეთებენ ხოლმე ფანები და “პირატები” ვითომ-ალბომებს.
    გაიხარე ატვირთვისთვის და თან ჩავამატებ ბარემ ლინკად პოსტში. ვნახავ ერთი რა არის : )

    Katten არცერთი ალბომი არაა ჯერ გამოსული. როგორც კი გამოვა ყველას დავდებ ჩემს ბლოგზე თავისი რევიუებით : )
    ნუ თუ სხვა რომელიმე ალბომი იგულისხმე რომელიც ამ პოსტში ვახსენე,მაშჲნ თუ გაქვს სურვილი შემიძია აგიტვირთო და მოგცე.

  6. Little Elf on

    აჰა,ჩაამატე,იქნებ დაწერონ აზრი = P

  7. Natalia on

    muse მიყვარს, Arctic Monkeys-ს 1 სიმღერა მაქვს და ძალიან მომწონს.

    აი სხვები არ მომისმენია, არადა ახალი მუსიკოსების გაცნობა მინდა, მომბეზრდა ერთი და იგივე : ))

  8. ჰიუსტონ on

    კასაბიანმა მეც ფრიად გამახარა!! ვნახოთ, მიუზი რას იზამს😀


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: