ამიერკავკასიის ჩემპიონატის შედეგები


დავბრუნდი ბათუმიდან. ამიერკავკასიის ჩემპიონატი აზერბაიჯანის გუნდმა მოიგო, მოიგო რა გააუბედურა სხვა გუნდები 72-იდან 62 კითხვა აიღეს აზერებმა და შანსი არ დაუტოვეს მეტოქეებს. შარშანდელთან შედარებით ქართული გუნდები უკეთესად გამოვიდნენ. 2008 წელს ათეულში ერთი ქართული გუნდიც არ ყოფილა, წელს კი ერთბაშად 6 მოხვდა(ან 5) . ჯობია ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ მოვყვე 23-ში დილით ბათუმისკენ გავემგზავრეთ “თსუ-1” და “თსუ-2”. “ინტეგრალისა” და “ორადრუინის” ბაზაზე შექმნილი ორი გუნდი. ბათუმში ბოლო 3-4 წლის წინ ვიყავი და გალამაზებული დამხვდა. ბევრი რამ Sეიცვალა, ბევრიც მუტაციის პროცესშია, ხალხი ბევრი არ იყო, ამინდები არ ვარგოდა დიდად. სამაგიეროდ “რა?სად?როდის?-ის” თამაშით მივიღე სიამოვნება, ასეთ კითხვებზე არასოდეს მითამაშია. ბრწყინვალე პაკეტი იყო, არცერთი “გრობი” არ ყოფილა 72! შეკითხვაში, აბსოლიტურად ყველა კითხვის აღება შეიძლებოდა მთავარი იყო ლოგიკური აზროვნება და ის მინიმალური ცოდნა რომელიც რა?სად?როდის?-ის მოთამაშეს მოეთხოვება. “თსუ 1”(მთავარი გუნდი) ნორმალურად გამოვედით თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გუნდის ნახევრისთვის ეს პირველი ამიერკავკასიის ჩემპიონატი იყო, საშუალო ასაკი 20 კი ყველაზე დაბალი იყო მონაწილე გუნდებს შორის. საბოლოოდ მეოცე ადგილზე გავედით, 43(42) გუნდს შორის. საკუთარი თამაშით უკმაყოფილო ვარ, გამიჭირდა რუსულად ასეთ დონეზე თამაში.

თამაშის გარეთ ცხოვრებას რაც შეეხება, ზღვაზე ერთხელ ძლივს გავედი ამინდების გამო. ფასები ნორმალურია ბათუმში, არც ბინები ღირს ძვირი და არც სასტუმროს ნომრები, ყველანაირი გართობა ხელმისაწვდომია და ე.წ ცეცხლის ფასები არ ადევს არაფერს.

დავბრუნდი და უახლოესი ორი კვირა(მინიმუმ) თბილისში ვიქნები და ჩემი ბლოგის გაუბედურებული სტატისტიკის ამოქაჩვას შევეცდები მთელი ძალებით.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

3 comments so far

  1. ჰიუსტონ on

    მეოცე ადგილიც კარგია. მომილოცავს!

  2. Natalia on

    რუსულად კითხვების მოსმენა რთული იქნება, მეტი დრო დაგჭირდებოდათ მოსაფიქრებლად🙂

  3. gorgiladze on

    მეოცე არა, 21-ე ჯერჯერობით. მგონი თქვენმა მოწინააღმდეგე გუნდმაც აიღო ეგ კითხვა🙂
    ფაიკა გუსეინოვის გუნდს 63 სწორი პასუხი ქონდა და არა 62🙂
    ისე მშვენივრად ითამაშეთ. იმ მკითხველისთვის, რომელიც ვერ ერკვევა სისტემაში, ვიტყვი, რომ 21-ე (ან მე-20) ადგილის დაკავება კავკასიის უძლიერეს გუნდებს შორის, ახალგაზრდული გუნდისთვის მშვენიერი შედეგია.
    პატივისცემით, ორგკომიტეტის თვალსაჩინო წარმომადგენელი დათო გორგილაძე🙂


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: