Six Feet Under by Drugs


რამდენიმე დღის წინ Arctic Monkeys ერთ-ერთი ტრეკის მოსმენისას ერთმა უცნაურმა აზრმა დამარტყა თავში და ეგრევე ფეისბუქზე დავწერე, ნახევრად ხუმრობით და ნახევრად სერიოზულად.

Arctic Monkeys-ს ვუსმენდი ეხლა და 19 წლის ასაკში, ანუ ეხლა, ალექს ტერნერივით პოპულარული რომ შევიქმნა, მერე აუცილებლად ნარკომანი უნდა გავხდე? თუ მხოლოდ კინოებში მოაქვს პოპულარობას ნარკოტიკები?

ალექს ტერნერი 20 წლის იყო როცა საქვეყნოდ ცნობილი გახდა, მეც თითქმის მივუკაკუნე მაგ ასაკს და ვფიქრობდი აი “ვდრუგ” ძალიან პოპულარული, რომ გავხდე ეს მე ნარკომანობისაკენ თუ მიბიძგებდა, ნუ ნარკომანობისაკენ თუ არა წამლის გასასინჯად თუ გავიწევდი მაინც.

სოფო გამოეხმაურა ჩემს პოსტს და საკმაოდ საინტერესო მოსაზრება დაწერა.

ცხოვრება იმდენად უაზრო და მიზერული გახდება, მარტო ნარკოტიკი გაგახალისებს

ვერ გეტყვი ზუსტ მიზეზს, never been there, მაგრამ მგონია, რომ ეგენი უკვე ვეღარ ფიქრობენ ამდენს, სულ სხვა წრეში უწევთ ტრიალი, სხვა წესებით ცხოვრება და ბოლოს, ყველას უსუსტდება ნერვები.

არ დავეთანხმე სოფოს ამ ჰიპოთეზაში მაშინ, მერე დავფიქრდი და ახლა კიდევ უფრო მეტად არ ვეთანხმები.

არ არსებობს ჩემი აზრით “სხვა” წრე, “სხვა” ცხოვრება, “სხვა” ემოციები და საერთოდ “სხვა”-ს ადამიანი თავის თავს უგონებს, რომ შემდეგ გამართლება ჰპოვოს ამ აბსურდში.

ცხოვრება არასოდეს არის უაზრო, არც აზრიანია. ის არის ისეთი როგორიც არის, უმოქმედო. შენ მიდიხარ და ცდილობს მისცე რაღაც აზრი, დატვირთვა, მოძრაობის უნარი, ხალისი და ა.შ.  ყოველ მიღწეულ მიზანს მოჰყვება, ახალი გამოწვევა, ახალი მიზანი.

ნარკოტიკების მიღება კი უბრალოდ “მარიაჟობაა”. სიგარეტის მოწევას ჰგავს. არავინ არ იწყებს მოწევას იმიტომ, რომ ეს მას რამეში ეხმარება. ნარკოტიკები “მარიაჟობის” იერარქიაში რამდენიმე საფეხურით მაღლა მდგომი ქმნილებაა. უფრო ძვირი, უფრო ძლიერმოქმედი, უფრო მეტად addicted-ს გხდის.

ამ ყველაფერზე დაწერას არ ვაპირებდი, უბრალოდ გუშინ დავიწყე Six Feet Under -ის ყურება. საბუნიას პოსტმა სიკვდილზე და საუბარმა ამ სერიალზე გადამაწყვეტინა 5 სეზონიანი სერიალის ნახვა, შემდეგ დოდკას პოსტმა კი კიდევ უფრო მეტად მომანდომა სისრულეში მომეყვა ჩემი გეგმა. იშვიათად რომ სერიალი მომეწონოს დასაწყისში, მითუმეტეს ის სერიალი რომელიც ძალიან პოპულარულია და დადებითი რეცენზიები აქვს. პირველი ორი სერიის ნახვის შემდეგ ტორენტ.რუ-დან უკვე მთლიანად ვიწერ პირველ სეზონს. ორი სერიისთვის ზედმეტად ბევრი ცინიზმი და ირონია იყო, ეს კი სრულიად საკმარისია ჩემთვის, რომ სერიალს ვუყურო. ანდერძის წაკითხვის სცენის შემდეგ დავფიქრდი, ნუთუ ჩემი გარდაცვალების შემდეგ ჩემი შჳილები მხოლოდ ჩემს ქონებაზე იფიქრებენ, ან მამაცემს რომ რამე მოუვიდეს, მე გამიტყდება არაფერი რომ არ დამიტოვოს. რავიცი ეხლა ვფიქრობ, რომ არ მეწყინება საერთოდ.

სიცოცხლე ყველაზე ძვირფასია რაც გვაქვს და ნარკოტიკებით მისი შემოკლება ყველაზე დიდი ყლეობაა რაც კი შეგვიძლია გავაკეთოთ. კიდევ უფრო დიდი სირობაა, ნარკოტიკების გამოყენებას სხვადასხვა მიზეზებს, რომ ვტენით.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

3 comments so far

  1. unaamarga on

    ძალიან, ძალიან მომეწონა ეს პოსტი! “სიკვდილი განვადებით!” – ერთ-ერთ დეტექტივში ნარკოტიკებს ასე უწოდებს მთავარი გმირი და ეს შეფასება ყველაზე ძალიან მომწონს! რაც შეეხება ნარკომანიის მიზეზებს, ვთვლი, რომ არ არსებობს არანაირი გამამართლებელი მიზეზი და მოტივი! არანაირი სხვა ცხოვრება და რეალობა! ეს თითოეული ადამიანის არჩევანია და ყველა თავისით მიდის აქამდე.

  2. busuna on

    hah, mec meechveba rom narkotikebi aucileblad mosdevs tan popularobas.
    xoda rac sheexeba sikvdils cinizms da msiatnebs eg serialebis gareshec imdenia rom shegizlia livshi datkbe😀

  3. Sophie Golden on

    ჰეჰ
    კარგია, რასაც შენ ამბობ, მაგრამ მე მაინც მჯერა სხვა ცხოვრების. რა თქმა უნდა, ყველა ნარკომანი არ ხდება, სამაგიეროდ ლოთდებიან, ემართებათ ანორექსია, ბულემია, ჯანდაბია, რა ვიცი, რა აღარ… ამიტომ, მართლა none of us been there და ასე თბილისიდან განსჯა ძნელია. Ну, я так дума-у😉


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: