ქართული ჟარგონის ლექსიკონი


ეხლა ვკითხულობდი “ქართული ჟარგონის ლექსიკონს”. მადლობა მირიან გამრეკელაშვილს რომელმაც სფეისზე დააგდო ეს ლინკი და დიდი ხნის სიცოცხლე მომიმატა(იმდენი ვიცინე რომ 3-4 წელი ზედმეტი მაქვს)

ყველაზე სასაცილოები(ჩემი აზრით) ამოვკრიფე და აგერ გთავაზობთ, სრულ ვერსიას კი საიტზე გაეცანით.

ბაცნობა – უწვერულთ ყრმათა ლაღობა

ბირჟა – ესე ოდეს ყმანი საფიხვნოდ შეიყრებიან, უშვერებენ და ამპარტავნებენ

ბოი-ფრენდი – ენგლიზელთა ენაზედ კუროსა ჰქვიან, სიძჳთ მტრფიალებელი

გაედო – ფინთად დაენძრა

გათავება – თალიისა განსრულება

გაკუზვა – წახრილისა ტყუნა

გამოყლევება – დია მძიმე სიბრიყვე

გატეხილშია – ხასიათ შემუსვრილია

გოიმი – კაცი მცირის დაბითგან ქალაქსა ჩასული, გარნა მუნ მკჳდრობისა ვერ-შემშუჱნებელი

დაბრედა – ამა სოფლითგან მიფარვა

დაენძრა – ფრიადი შეჭირვება ეწყო

კიშკაობა – მომეტებულის საჭმლისა შექცევა

ლ – ესე ბგერა, ზედა კბილთ თანა ენის წუერვალის მიტანისა შემდგომ საშუალ ენით წარმოთქმული, არს ნიშანი მდაბიორობისა

მარიაჟი – თჳსის პეწისა დია მოყვარული

მინეტი – საწულოთ პირთან მიხუნა

მოყომარება – შეგონებით დარწმუნება

ნაშა – დიაცი წვრილფეხა, გარნა პირკეთილი და ტანკენარი

ჟიმჟიმი – ტრაკის ცახცახი

ტრაკში – დია შორს

ქერაობა – გარდაჭდობილის მიჯნურისაგან ხელის მეტი ფათური

ქინძაობა – სუბუქი ტყნაურობა

შენძრეული – დია გამოცდილი

შეყოფა – ჯიუტისაგან შეწუხება

შიგ ქონა – ესრეთ ძრიელ შემცდარსა ეტყჳან : შიგ ხომ არა გაქვსო

ჩალიჩმეისტერი – ჩალიჩისა ნატიფად მქნელი

– ართრონი გინებისა დამძიმებად: არათუ დედა ვეხუტუნე, არამედ დედაც ვეხუტუნე [და კიდევ სხვაცო]

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

6 comments so far

  1. busuna on

    :)))))))))))))))))))))))))))))))))))))))))

    nashaze da jimjimze gavigudeee

  2. ჰიუსტონ on

    ვაააააჰ, ანტიკვარია რა!! ძალიან მაგარი იყო. ღენილანო!
    განსაკუთრრებით ძვ. ქართული უხდება ფრიად.

  3. Sophie Golden on

    ამ ლექსიკონმა რატომღაც გამახსენა ქართული პადიეზდები/სადარბაზოები… უცხოელებმა რომ ნახეს, ეს რა უბედურებაა, სახლებში რემონტი აქვთ და სადარბაზოები ნაგვითაა სავსეო… რა იცოდნენ იმათ, “დია შორს” ვართ ჩვენ კულტურისგან 😉

  4. A_I on

    ძველია ეგ საკმაოდ, თუმცა დღესაც აქტუალური 😀

  5. nastasia on

    😀 😀 😀

  6. ჰა ჰა : )))))))


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: