My name is Exaybachay


ბოლო დღეებია რეკლამებმა ძალიან გამიტაცეს. რამდენიმე პოსტი დავწერე კიდევაც ამასთან დაკავშირებით. გუშინ “კანის კინოფესტივალის” მორიგი კონკურსანტების ყურებისას ერთ ისეთ რეკლამას წავაწყდი, რომ არ შემეძლო მასზე ცალკე პოსტი არ გამეკეთებინა.

Child Friendly

ძალიან მომეწონა რეკლამა. ისეთი რეალისტიკურია ყველაფერი, რომ მეც რეკლამის გმირად ვიგრძენი თავი.  ფიქრებში ჩავიძირე. ჩემი ბლოგი გამახსენდა და გამეცინა ჩემთვის. Dead man-იდან ერთი მონაკვეთი გამახსენდა ჯონი დეპის გმირი, უილიამ ბლეიკი, mr.nobody-ს ეკითხება თუ რა ჰქვია მას, რაზეც “არაფერი” პასუხობს:

“My name is Exaybachay. He Who Talks Loud, Saying Nothing. “

შემიძლია ეხლა ვთქვა მე ამ რეკლამის პერსონაჟი არ ვათქო, მაგრამ იგივე წარმატებით სხვას შეუძლია მითხრას, რომ სწორედ მე მხედავს რეკლამაში.

რამდენს  ვწერ მე და არამარტო მე, სხვადასხვა ქართულ პრობლემებსა და საკითხებზე, იდეაში როგორ გვინდა, რომ ყველაფერი შევცვალოთ, მაგრამ რეალურად ცხოვრებაში ვაძლევთ კი მისაბაძ მაგალითს ბავშვებს, ჩვენს გვერდით მყოფ ადამიანებს, მეგობრებს, მეზობლებს, ჩვენი ცინიზმის ობიექტებს?  თუ ჩვენც უბრალოდ “არაფერი” ვართ. ძალიან ბევრს ვლაპარაკობთ, მაგრამ არაფერს ვამბობთ?

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

4 comments so far

  1. busuna on

    omg davizafre :((

  2. vasasi on

    mdzime ragacaa…

    magram kargad aris gaketebuli da gamaxsovrdeba.. 😉

  3. Natalia on

    ‘თუ ჩვენც უბრალოდ “არაფერი” ვართ. ძალიან ბევრს ვლაპარაკობთ, მაგრამ არაფერს ვამბობთ?’ ხშირ შემთხვევაში ასეა, ბლოგებზე მართლაც რამდენ პრობლემაზე იწერება, ხალხი კომენტარებს ტოვებს, მაგრამ რეალურად ვინ რას აკეთებს ეს სხვა საკითხია.

    აი მაგალითად, ხშირად ვამბობთ რომ ქუჩაში ხალხი დაღვრემილი დადის და არავინ იღიმება, მაგრამ ჩვენ ვიღიმებით? რამდენიმე გამონაკლისის გარდა ალბათ არა. და ის დაღვრემილი ხალხიც ალბათ იგივეს ფიქრობს – რატომ არ იღიმებიან სხვები?

  4. A_I on

    ძალიან კარგი რეკლამაა.

    მთავარი იდეა და მესიჯი კარგადაა გადმოცემული, + ამას ძალიან touching არის, გარკვეულ გრძნობებს გიჩენს.

    ერთი სიტყვით კარგი რეკლამის ყველა კომპონენტი აქვს. იმედია მის მნახველებზე გარკევეულ გავლენასაც მოახდენს. (მე ჯერ ვერ ვიტყვი, არ მყავს ბავშვები :))


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: