უკანასკნელი ორი კვირა, ფილმები და მე


ბოლო 2 კვირაა მინდა ვნახო ფილმი რომელიც მომეწონება. ჯერ ისეთი ფილმები ვცადე საერთოდ რომ არ მქონდა ნანახი, მერე მივადექი ნამუშევრებს რომლებიც არ მახსოვდა კარგად. 10-მდე ფილმი ვნახე რომელთაგან 2-3 ნახვა თუ მომინდება კიდევ

Land of the Lost
ძალიან უკმაყოფილო დავრჩი ფილმით. უილ ფერელი ჩემი საყვარელი კომიკოსია, მისი მონაწილეობით თითქმის ყველა ფილმი მომწონს და ეს რა უბედურება ეტაკა. ასეთი იდიოტობა არ მინახავს კარგი ხანია. სცენარი 10 წლის ბავშვის დაწერილს გავდა. 100 მილიონი დოლარი ამ უაზრობის გადაღებაში რომელმა რეჟისორმაც დახარჯა ფეხებით უნდა დაკიდო და …
მოკლედ არ ნახოთ ფილმი
1.5/10

Flashdance

არ მქონდა ეს ფილმი ნანახი. ვიცოდი რომ რამდენიმე საკულტო მომენტი(ცეკვის) და სიმღერა სწორედ ამ ფილმიდან მოდიოდა და ვიფიქრე ვნახავ მეთქი. ჯერ დამეძინა, მეორე დილით უკვე ძალით ვცდილობდი ძილისთვის მიმეცა თავი. 80 წლების თინეიჯერული სირაკუზობაა
2/10

Footloose
ეს 80-იანი წლების კიდევ ერთი ფილმია ცეკვასა და ტაშ-ფანდურზე. Flashdance-ს ჯობდა, მაგრამ ესეც იდიოტობა იყო და მეორეჯერ სურვილის ყურება არ გამიჩნდება ნამდვილად.
3.5/10

Ice Age 3: Dawn of the Dinosaurs
ცუდი მულტფილმი არაა. თუმცა Pixar-ისა და Dreamworks-ის ანიმაციებს ნამდვილად ვერ შეედრება. პერსონაჟებმა თავიანთი თავი ამოწურეს. არც მანი, არც დიეგო, სკრატი და სიდიც კი აღარ არიან სასაცილოები. სიუჟეტით აღარ აქვს ისეთი მიმზიდველი როგორც ეს პირველ ნაწილში იყო. მოკლედ დროა Fox-მა თავი დანებოს დიდი გამყინვარების ფრენჩაიზს და რაიმე ახალი მულტფილმით დაკავდეს
5/10

Harry Potter and the Half-Blood Prince
ფილმის დასრულების შემდეგ პირველი შეკითხვა რომელიც თავში მომივიდა იყო :”რამდენი არის ფილმის ბიუჯეტი?”. ფილმში საერთოდ არაფერი არ ხდება. ექშენი და მოქმედება არის ნული. ერთი საცოდავი ქვიდიჩის სცენაა და დამბლდორი ცეცხლს ატრიალებს კიდევ, ეგეთი რაღაცეები “ჰოლმარკის” ფილმებშიც კი არის ხოლმე. არადა ფილმი 250 მილიონი დაჯდა. რაში დახარჯეს ეს ფული არ მესმის. ისეთი შეგრძნება დამრჩა, რომ დევიდ იეტისი მთელ თავის ნიჭსა და ენერგიას ბოლო წიგნის ეკრანიზაციისათვის იზოგავს და მეექვსე ნაწილი უბრალოდ მოთელვა იყო, მაგისი რა მიდის. პოტერს უამრავი ფანი ჰყავს და კინოგაქირავებაში პრობლემები არასოდეს არ შეექმნება სულ ჟანრი ლოლაშჳილმა რომ ითამაშოს სევერუს სნეიპი, ან გიორგი ყიფშიძემ ჰარი პოტერი. მოკლედ ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ფილმია პოტერიანას სერიებში.
5.5/10

The Brothers Grimm

საერთოდ არ მახსოვდა ეს ფილმი. თავის დროზე გულდაწყვეტილმა ვუყურე. წესით ფილმში ვილჰელმის როლი ჯონი დეპს უნდა ეთამაშა, ბოლო წამს პროდიუსერებმა დეპს მეტ დეიმონი ამჯობინეს(მომგებიანი იქნებაო ფილმისთვის) და ფილმი მთლიანად გააფუჭეს. დარწმუნებული ვარ დეპი-ლეჯერის დუეტი გაცილებით კარგ ეკრანულ წყვილს შექმნიდა ვიდრე ეს დეიმონმა და “ჯოკერმა” გააკეთეს. ფილმს თითქმის ყველაფერი აქვს. ჯადოსნური ატმოსფერო, ულამაზესი კადრები, სიუჟეტი რომელიც არ გაღიზიანებს, მაგრამ აკლია რაღაც. ტერი გილიამმა რაღაც დააკლო ფილმის, რაღაც რაც მუდამ ახასიათებს მის ფილმებს მისტიურობა და სიბნელე. გულდასაწყვეტი პროექტია. გაცილებით კარგი ფილმის გაკეთება შეიძლება ძმებ გრიმებსა და მათ ზღაპრებზე
6/10

Memories (Memorizu)
მიყვარს ფილმები რომლებიც სეგმენტებისაგან შედგება, ყველა სეგმენტს სხვადასხვა რეჟისორი ჰყავს და სხვადასხვა კუთხითაა ნაჩვენები ესა თუ ის საკითხი/თემა.
ანიმეს სამყაროში სამ რეჟისორს “ვაღიარებ” : კაცუჰირო ოტომას Akira-ს გამო, მამორუ ოშის Ghost in the Shell-ის ტრილოგიისა და Wolf Brigade-ს შექმნისათვის, ჰაიაო მიაძაკის კი მთელი თავისი შემოქმედებისათვის.
ეს ანიმე სამი სეგმენტისაგან შედგება, რომლებიც მომავალზე სხვადასხვანაირ ისტორიებს გვიყვება. ჩემი ფავორიტი რეჟისორებიდან მხოლოდ ოტომა ერია Memories-ს რეჟისორებში. სუსტი ნამუშევარია თავად ანიმე, განსაკუთრებით კაცუჰირო ოტომას სეგმენტი. გაცვეთილი და გადაღეჭილი ეპიზოდებითაა სავსე ნამუშევარი. მხოლოდ მეორე სეგმენტი მომეწონა. ეპიზოდი ვირუსზე რომელიც იაპონიას განადგურებას უქადდის.
5/10

Along Came Polly

ჰენკ აზარია და ფილიპ სეიმურ ჰოფმანის პერსონაჟები, ბენ სტილერის ცეკვა, ალეკ ბოლდუინის უაზრო მიმიკები და ძალიან სასაცილო სიუჟეტი. ეს ყევლაფერი ერთად იმდენად კარგია, რომ მზად ვარ კიდევ ერთხელ ვნახო ფილმი მიუხედავად იმისა, რომ ჯენიფერ ანისტონი ერთ-ერთ მთავარ როლშია.
7.5/10

Hangover
ავოიეეეე. წლის ყველაზე სასაცილო ფილმი(ბრუნო ჯერ არ მინახავს). ყველაფერი ძალიან კარგადაა გაკეთებული. შესანიშნავი ფლოთი და პერსონაჟები. ფილმი არცერთ მომენტში არ გბეზრდება, არც ზედმეტი დიალოგები და სენტიმენტალური მომენტებია. ყველაფერი ზუსტად ისეა როგორც ნამდვილ კარგ კომედიაშია საჭიროა. ფილი,ალანი,სტიუ და დაგი ჩემი Fantastic Four არის. ძალიან ძალიან ბევრი ვიცინი. მაიკლ ტაისონი, ვეფხვი, ქორწინება, ჩამოღებული კბილი, კორეელი მაფიოზის გატაცება, ლიფტში მინეტი და დიდი კუში რომელიც ლას-ვეგასში მოხსნეს ბიჭებმა. ყველაზე მაგარი კი ისაა, რომ ამ ამბებიდან მეორე დღეს არაფერი არ ახსოვთ.
8.5/10

Okuribito(Departures)

2008 წლის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისათვის ამ ნამუშევარმა ოსკარი მიიღო. აქამდე ნანახი არ მქონდა ეს ფილმი, Six feet under-ის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ვნახე და გაოცებული დავრჩი. ქების ღირსია რეჟისორია. ასეთი დახვეწილი ფილმი კარგი ხანია არ მინახავს. იაპონური დაკრძალვის ტრადიციის თითოეული დეტალი ისე ლამაზად და საინტერესოდაა გადმოცემული როგორც კავაბატა “ათასფრთიან წეროში” აღწერს ჩაის ცერემონიას ამომავალი მზის მხარეში. ფილმი მკვდრების გამპატიოსნებელზე, იმ პროფესიის ადამიანზე რომელიც მეტ-ნაკლებად სასირცხვილოდ ითვლება იაპონიაში. დაიგო კობაიაში მუსიკოსია, რომელიც ბედმა მკვდრებს დაუკავშირა. მას ამქვეყნად არავინ ჰყავს მეუღლის გარდა, რომელსაც ნელ-ნელა ჰკარგავს პროფესიის გამო. მისი სული კი სულ სხვა რამის გამოა აფორიაქებული. ბავშვობაში კობაიაში მამამ მიატოვა, მას შემდეგ ის არასოდეს უნახავს, მაგრამ… Powerfull movie.
8.5/10

პ.ს გუშინ Tanin no kao გადმოვწერე რაღაც უბედური ტორენტიდან, ინგლისური სუბები მოყვებაო ეწერა. ჩავრთე და იაპონური ფილმი ესპანურად იყო ნათარგმნი და ფრანგული სუბები ჰქონდა : (

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

Advertisements

5 comments so far

  1. Sophie Golden on

    ყოჩაღ შენს გაძლებას :ლოლ: თავი დაგიტანჯავს ამ ფილმების ყურებით. რა თქმა უნდა, ‘Along came Polly’ არ ითვლება. მიყვარს სტილერი და ანისტონიც, უხდებიან ერთმანეთს 🙂
    ჯენიფერ ლოპესს არ აქვს კლიპი ზუსტად იმავე სცენარით, რის მიხედვითაც ‘Flashdance’ არის გადაღებული? დანარჩენი არცერთი ფილმი მაქვს ნანახი და არც მიზიდავენ, სიმართლე ვთქვა.

  2. Sophie Golden on

    P.S. შენ ჰენკ აზარია “ევლოგიაში” (eulogy) უნდა ნახო 😉 საერთოდ, ეს ფილმი უნდა ნახო, თუ ჯერ არ გინახავს. ძალიან witty დიალოგებია, საკაიფო მსახიობები და რეჟისურა რაღაცნაირი not typical

  3. ginger on

    Okuribito(Departures) vuyure wina kviras da ukve mesamejer vnaxe 🙂 dzalian kargi filmia, da musika ragac genialuri… oskarebis mere velodi da roogrc iqna dades qartul saitebze 🙂

  4. Leonard Shelby on

    Sophie – Eulogy არ მაქვს ნანახი და ვუყურებ. : )
    ისე Hangover უნდა ნახო აუცილებლად. ძალიან სასაცილო კომედიაა, თან რაღაც “სხვანაირი” სიუჟეტია. Okuribito(Departures) ამ ფილმს განწყობა ჭირდება. თუ ნახავ არ ინანებ მგონია.
    ჯენიფერ ლოპესის გარდა კიდევ შრეკშია გაშარჟებული ეგ ცეკვა და რომელიღაცა პოპ-მომღერლის კლიპშია კიდევ გამოყენებული.

  5. Natalia on

    ჰეჰ, მეც ეგ უნდა მეთქვა ეხლა, ჯეი-ლოს კლიპშია ეს სცენა-თქო 😀

    Along Came Polly – ეხლახან ვუყურე, რაღაც მომენტებზე ბევრი ვიცინე მართლაც :)) ჯენიფერ ანისტონი მეც სასტიკად არ მომწონს 😦

    The Brothers Grimm – ჯონი დეპი რომ ყოფილიყო ვუყურებდი, ეხლა ხალისი დამეკარგა, მითუმეტეს შენი რევიუს მერე : ))


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: