ბანი WordPress-ზე, მეკობრეობა და მუსიკა


გუშინ მთელი დღე ჩემს ბლოგზე დაწერა არ შემეძლო. WordPress-მა დამვორნა :დ

მიზეზი არ ეწერა, Dashboard-ში მაღლა, დიდი შრიფტით ეწერა, რომ რაღაც ერორია და უნდა მიმეწერა ადმინისტრაციისთვის. დავიწყე ძებნა და სულ მალე მივაგენი ჩემს პოსტს Arctic Monkeys ახალ ალბომზე. პოსტს თან მოჰყვებოდა ალბომის გადმოსაწერილი ლინკი, იმ ალბომის რომელიც ოფიციალურად 24 აგვისტოს გამოდის გაყიდვაში. მე კი პოსტი სადღაც 2 კვირის წინ დავწერე. მოკლედ პოსტს თუ წაშლი კარგი იქნებაო, თუ არადა დააედიტე მაინცო.

არა ვიცი რომ არ უნდა დავდო ლინკები, მითუმეტეს ისეთი ალბომების რომლებიც ჯერ არ გამოსულა ან სულ ახლხანს ჰქონდა რელიზი ეს მეკობრეობაა და ამ საქციელით მე მეტ-ნაკლებად ვაზარალებ შემსრულებელსა და მის ლეიბლს, მაგრამ აქ სხვა ამბავია კიდევ. ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც მე ალბომის გადმოსაწერი ლინკი დავდე. 4-5 ალბომი მექნება ჩემს ბლოგზე დაგდებული, მაგრამ მარტომსხვილი კომპანიების კონკრეტულად კი Warner Bros-ის ალბომებზე ჰქონდა მხოლოდ პრეტენზია ვორდპრესს.  თუ თავად მუსიკალური ლეიბლი აწვება და იმიტომ მთხოვენ მე ლინკის აღებას მაშინ გასაგებია, მაგრამ თუ თვითონ იღებენ მსგავს გადაწყვეტილებებს მაშინ მგონია ყველაფერი თანაბრად უნდა აკრძალონ. ვითომ Mum-მა რა დააშავა ანდა Florence and the machine-მა.

მოკლედ მე ლინკებს აღარ დავდებ თორემ დავიღუპები :დ მარტო რეცენზიებითა და რევიუებით შემოვიფარგლები.

პ.ს არადა Muse-ს ახალი ალბომი გამოდის მალე :დ

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

Advertisements

3 comments so far

  1. mako on

    araushavs.. skypeshi chagamateb da iq damilinkeee 😛

  2. Giga on

    მე ერთ პოსტში მაქვს მარტო ლინკი ტორრენტ-საიტზე:) ამიტომ, ვერ გეტყვი WBR-ის ბრალია, თუ მეკობრეობის, ზოგადად:) http://wp.me/pcvE3-hP – ამ ჯგუფის ვიღაც წარმომადგენელი, მხოლოდ თავიანთ ოფიციალურ საიტებზე ლინკებიანი კომენტარით შემოიფარგლა:)

  3. qristine on

    აუ Muse-ს ალბომს თუ დადებ დროზე ადრე ვორდპრესის ადმინისტრაციას მე მივხედავ 😀


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: