ფრაზები რომლებიც მომავლის იმედს არ მაკარგვინებენ


2-3 დღის წინ ოჯახს ნათესავი გვეწვია.  ნუ მამაჩემა ეგრევე არაყი ჩააცივა, ნახევარ საატში სუფრა გაიშალა და სმა გარდაუვალი იყო. მამაჩემისთვის დალევა ცუდია, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ ხოლმე არ დალიოს და მის მაგივრად ორმაგ დოზებს ვიღებ ხოლმე. ამჯერადაც წელებზე შევიდგი ფეხი და კიდევ ერთხელ გავწიე ეს ჭაპანი.

შეზახორსებულმა ნათესავმა უცებ ისეთი ფრაზა ისეროლა(დაბლა უფრო კონკრეტულად), რომ ეგრევე პოსტის იდეა დამებადა. უფრო სწორედ მსგავს თემაზე პოსტი უკვე დაწერილი მაქვს და ეხლა მისი გაგრძელების ჟინმა შემიპყრო.

1) თქვენის ნებართვით …

დაგტოვებთ, ვუპასუხებ, დაგისხამთ, ბლა ბლა ბლა. სინამდვილეში არავინ არაფერს არ გეკითხება, უბრალო პირფერობაა და ვითომ ზრდილობიანად თავის წარმოჩენა.

2) შენ ხარ ჩემი ბატონი

აი ამ ფრაზას საერთოდ ვერ ვწვდები. კი მესმის, რომ საქართველო ხშირად იყო გარესე მტრის მბრძანებლობის ქვეშ, გასაგებია რომ თავმდაბლები ვართ და კდემამოსილნი, მაგრამ ვგონებ არაა საჭირო ასე ტრაკში შეძრომა.

3)ბოდიში და…

არ ვიცი თქვენ შესწრებიხართ თუ არა სცენას, როდესაც ერთი ადამიანი რაღაც ისტორიას ყვება და სრულიად უადგილო ადგილას ბოდიშს იხდის ხოლმე. მაგ: “გზაზე მიდიოდა გოგო და ბიჭი  ხოდა, ბოდიში ქალბატონებთან და უცებ ამ გოგომ ბიჭს უბწკინა” ან რამე ასეთ სტილში.  ძალიან გვიყვარს ეს ბოდიშები და მადლობები, სამწუხაროა რომ ხშირად ვერც კი ვხვდებით სად და როდის უნდა ვთქვათ.

4)რა ღირს შენი დამპალი …

ბაზარში ბოლოს 5-6 წლის წინ ვიყავი. ადრე საკმაოდ ხშირად დავდიოდი ხოლმე, ვხასილობდი.  ძალიან ხშირად მესმოდა ფრაზა რა ღირს შენი დამპალი კარტოფილი, პომიდორი ან რავი რაღაც. თუ დამპალია რაღასღა ყიდულობსთქო ვფიქრობდი სულ. ან წარმოიდგინეთ გამყიდველის მორალური მდგომარეობა :დ

5)კაცური კაცი

ამ ფრაზით ალბათ ხაზს ესმევა იმას, რომ გაფასებს და ნამდვილ მამაკაცად მიგიჩნევს ვიღაცა უცნობი ადამიანი, რომელიც ზღვის სანაპიროზე საათს გეკითხება. მას მიაჩნია, რომ შენში მამაკაცურმა საწყისებმა სწორი განვითარება ჰპოვა და კაცური კაცი ხარ, მაშინ როცა ბედის უკუღმართობით შეიძლებოდა ქალური კაცი ყოფილიყავი.

6)(ყლეზე)დაიკიდე მოგეშვება

ვინ თუ არა ნამდვილი მეგობარი შეეცდება შენს ასე დამშვიდებას. არ მესმის რატომ ვღელავთ და ვნერვიულობთ ადამიანები ამდენს. როგორი იოლია დაკიდება, თან თურმე გეშვება მაგაზე. რომ წარმოვიდგენ საზარდულზე დაკიდებულ პრობლემებს ვხვდები, რომ ადამიანის ფანტაზია უსაზღვროა.

7)როგორც გინდა ისე გამიგე

აი ესაა ფრაზა რომელიც ჩემს მიერ ზემოთ ნახსენებ სუფრაზე ძალიან ხშირად მესმოდა სტუმრის მხრიდან და გადამაწყვეტინა კიდევაც ამ პოსტის დაწერა.  ლოოლ ყველა ისედაც ისე იგებს როგორც უნდა. ანდა თუ ხვდები ისედაც, რომ სირობას ამბობ ბარემ ნუ იტყვი, თუმცა ვგონებ ამ ფრაზით თავის დასაძვრენ ხვრელს იტოვებს ადამიანი. თუ რამეა გეტყვის შენ მე ვერ გამიგეო.

და ბოლოს ორიოდე სახალისო ფოტო, რომელსაც ინტერნეტში წავაწყდი

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

Advertisements

7 comments so far

  1. tako on

    shen xar chemi batoni, rogorc ginda ise gamiget, magram ver mivxvdi, ras erchi im patiosan kacs 😀

  2. Sweet Baby Girl on

    ჰაჰააა :)))

    ”ბოდიში და” მეც დამიფიქსირებია
    უფრო სწორად ცუდად მომხვედრია ყურში.

    თან თითქოს ამ ბოდიშის მერე რაღაცა ცუდის თქმას აპირებენ და მერე გადაიფიქრებენ ხოლმე და რაღაცა sweet-ურს იტყვიან 😀 lol

  3. Sonne Walker on

    shena da is ici? 😀

    “ბოდიში და პრეზერვატივი” (c) Tugushi

  4. utvino on

    რა ღირს შენი დამპალი მომეწონა, მე რომ ვყიდდე რამეს და ვინმემ ეგ მითხრას … ალბათ ვერც ვერაფერს ვუზამ, მაგრამ 2-3 დღე ღრმა სულიერ გვემას მივეცემოდი

  5. ბაბისა on

    da me magijebs fraza – RA MAGIS PASUXIA DA 😀 huh , pirvelad rom gavige, ver mivxvdi ras ambobda vabshe, mere gavige, rom sxva tematikaze gadasvlas cdiloda amit 😀

  6. tako on

    da sul ukanaskneli sharlatanic ki sakutar saqmianobas mogvaceobas rom ucodebs?:)

  7. Kate on

    ჰაჰაააა, მაგარი იყო…
    აუ “თქვენის ნებართვით” მართლა საშინელი პირფერობაა რა.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: