ბავშვობის “მახინჯი” ფიქრები – Imeme


დოდკამ ახალი იდეა გვტყორცნა ბლოგსამყაროს და მეც დიდი სიამოვნებით ვერთვები მემეს სამყაროში. თუ რატომ და რისთვის ამაზე მე არ ვისაუბრებ, ყველა დადებითი მხარე დოდკამ თავის პოსტში ჩამოაყალიბა რომელშიაც მე დამთაგა.

ბავშვობაში მეგონა რომ:

1)კოცნაობა(რომელსაც ლუბლუწაობას ვეძახდი) საკმარისი იყო ბავშვის გაჩენისათვის.

2)სამოთხე მეგონა ადგილი სადაც ხალხი ლომებთან და ველური სამყაროს ბინადრებთან ერთად ისვენებს საღამოობით, დილით კი ანგელოზებთან ერთად ბარავენ გარეთ.

3)ტელევიზორში თუ რამე კარგი გადიოდა და ან მე ან ჩემი ძმა სახლში არ ვიყავით(ანუ დუეტი თუ არ იყო შემდგარი). ან მე ან ის სხვა, არხზე გადავრთავდით ხოლმე Tvს. ვუნახავდით ხოლმე კარგ ფილმსა თუ პროგრამას ერთმანეთს, დაბრუნების შემდეგ ერთად რომ გვეყურებინა. სამწუხაროდ “არ ინახავდა” ჩვენი ტელევიზორი არაფერს(ოჰ ეს სლავიტუჩები)

4) თოვლის ბაბუა იყო ნაბოზარი. ერთხელ მოვიდა და მეუბნება საჩუქრები გინდაო. იასნად კი მეთქი. ხოდა თუ საჩუქრები გინდა სოსკაში გამიცვალეო(3 წლის ვიყავი ან 4-ის მოკლედ სოსკაზე შემჯდარი ვიყავი), მეც საჩქურებზე და ტკბილეულზე უარი ვერ ვთქვი და მივეცი სოსკა. იმ დღესვე მომბეზრდა საჩუქარიც და ტკბილეულიც დავამთავრე. იმავე ღამეს მოკვდა ჩემში თოვლის ბაბუა როგორც პიროვნება. მას შემდეგ აღარასოდეს მოსულა ჩემთან ეგ სპეკულანტი.

5) მარშუტკის მძღოლს ხურდა ყოველთვის უნდა დაებრუნებინა. ერთხელ 55-ით ვმგზავრობდი(5-6 წლის ვიქნებოდი), რომელიც მაშინ 25 თეთრი ღირდა. ხოდა დედამ ფული მომცა(50 თეთრი) და მეც სიხარულით მივაწოდე მძღოლს. მან ხურდა დამიბრუნა(ერთის გადავიხადეთ). სახლში რომ ვბუნდებოდით, მძოლის მიერ მოცემული ხურდა სხვა მძღოლს მივეცი(25 თეთრი) ხოდა ველოდები როდის დამიბრუნებს ხუდას. დედაჩემი ჩავიდა დაბლა და მელოდება, მე ვიდექი ასე რამოდენიმე წამი და შემდეგ მძღოლმა მკითხა რა გინდაო, მე შემრცხვა და ჩავედი, ვერაფერი ვუთხარი.

ველი ბავშვობის მოგონებებზე პოსტებს(ვთაგავ) შემდეგი სამეულისაგან:

თათუშკას

ჰიუსტონს(კოსმიურ ჯვაროსანს)

ტომუშკას(Katten Försvann)

12 comments so far

  1. Dodka on

    😀 😀 😀 😀 ლოოოლ

    საკაიფოები იყო.

  2. ბაბისა on

    აუ ანგელოზების დაბარვაზე ვიხალისე :დ
    ჰოდა ტვში პროგრამების შენახვა კიდე დღეს სესაძლებელია – ააიპიტვ-ს პროექტი ამუშავდება მალე :პ

  3. Katten Försvann on

    რა ნაგლი თოვლის ბაბუა ყოფილა 😀 😀 😀

    მადლობა ტაგისათვის 🙂 ვფიქრობ ახლა რა დავწერო 🙂

  4. Natalia on

    აუ, სამოთხე მეც მასეთი მეგონა, მგონი იაღოველების ჟურნალების გავლენა იყო, სახლში ეყარა ადრე და მერე ჩემმა ძმამ დაწვა 😀

  5. […] გამომიწვია ასე რომ ვიღებ გამოწვევას https://faukclub.wordpress.com/2009/08/18/ugly-thoug/ ცნობისათვის ეს ტალღა დოდკამ ააგორა […]

  6. თაა on

    პირველ რიგში მადლობა ყურადღებისათვის 🙂
    მეორე რიგში : ლეონარდო არ მოგწონს? ასწორებს იტალიურად რო ჟღერს, თუმცა თუ ლეონარდი გირჩევნია ნო პრობ 🙂

  7. Kate on

    ჰაჰაა….
    ხურდის დაბრუნებაზე და თოვლის ბაბუაზე მაგრად ვიცინე.

    კარგი პოსტი იყო.

  8. tako on

    tovlis babua da marshutka magari iyo )))

    me tovlis babua damayenes gamodzaxebit-“lico kavkazskoi nacional’nosti”, ormetriani, nabadshi, xelshi rom amiyvana, tirilit chavbjirdi. im dges mokvda chemtvis sashihi babua. )))

  9. ჰიუსტონ on

    მძღოლის ხურდა მაგარი იყო!!!

    ვაი! დავითაგე?? 😀 წავალ, რამეს დავწერ

  10. […] და აღმოვაჩინე, რომ დათაგული ვიყავი ამ ჩანაწერში ლეონარდ შელბის მიერ, ვინც, თავის […]

  11. Natia on

    კოცნაობასთან დაკავშირებით აბსოლიტურად იგივე აზრი მქონდა მეც :დ

  12. salo on

    55-ით ვმგზავრობდი

    ვაზისუბანი?


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: