ერთიანი ეროვნული გამოცდები 2009


დღეს დილაუთენია გამაღვიძა ხმაურმა ჩემს საძინებელში. კომპთან იჯდა მთელი ოჯახი. ჩემმა ძმა თსუ-ში მოხვდა ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე. დაფინანსების ამბავი არ იცის ჯერ, 30-50%-იანი გრანტი თუ იქნება კარგია.

არ ვიცი ან 90-იანები ვიყავით ჭკვიანები ან 91-92-იანები არიან ფარჩაკები. სხვაობა საკმაოდ დიდია ქულებში. მე რომ ორი წლის წინ ქულები ავიღე (315)რომელიც თავის დროზე უბრალოდ კარგი შედეგი იყო , წელს სასწაულად ითვლებოდა. ჩემი უნარების 77 ქულით წელს 100%-იან გრანტს კი არა სამაჩაბლოს დაბრუნების ხემოწერილ დოკუმენტს მივიღებდი.

არადა აბიტურიენტები ბლომად იყვნენ, თითქოს ემზადებოდნენ კიდევაც, ტესტები ვნახე და არაფრით არ იყო ძველებზე რთული. ინგლისური და ქართული უფრო იოლადაც კი მეჩვენა.

პრობლემა მემგონი იმაშია, რომ წიგნებს საერთოდ არ კითხულობენ ბავშვები, შესაბამისად ლოგიკური აზროვნება და ინტელექტი არ აქვთ განვითარებული და უნარებში მაგრად უჭირთ.

რა?სად?როდის? ვთამაშობ და მანდაც ძალიან ცოტაა 91-92იანი, ძალიან ცოტაა კი არა მხოლოდ ერთს ვიცნობ ეგეთს, კარგ მოთამაშეს. ადრე ვხუმრობდით მეგობრები 90-იანი წლების ბავშვები ოქროს თაობა ვართო. ახალგაზრდა გუნდებში ყველაზე მეტნი 90-იანები და 89-იანები ვართ სუპერლიგის მოთამაშეები. :დ

ფაქტია რომ სკოლებში განათლების რეფორმებია გასატარებელი. თან ისეთი, რომელსაც ეფექტი ექნება, თორემ 2-3 წელიწადში 4 000 ჩაჭრილი კაცი კი არა(25 ქულა ვერ გადალახეს მინიმუმ ერთ საგანში) 8 000 გვეყოლება.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

24 comments so far

  1. white_dove on

    ეუ ..
    მაწემაწიკა მძაგს!!

  2. fmagellan on

    ნიკა, არ დაგავიწყდეს, რომ ერთი 92-იანი გვყავს გუნდში😉

  3. Katten Försvann on

    eh, კი არის გასატარებელი მაგრამ პატრონი ვინაა?

  4. Otari on

    შვილებში 90–იანიც მყავს და 92–იანიც, მაგრამ ჩემი შვილების შემთხვევაში

    პირიქით არის. ასე, რომ

    92–იანებო გულს ნუ გაიტეხთ!!!

    რეფორმას რაც შეეხება, სკოლაში იმდენი “რეფორმა” გატარდა, რომ

    ამ სიტყვამ უარყოფითი აჩრდილი მიიღო.

    ყოველი ხელისუფლება მასწავლებელს უყურებს, როგორც არჩევნებში

    გამოსაყენებელ რესურს, სკოლას კიდევ, როგორც საარჩევნო უბნების

    შენობას.

    ჩემის აზრით საჭიროა კლასში მოსწავლეთა რაოდენობის 15–მდე შემცირება;

    წლის ბოლოს მოსწავლეთა ტესტირება და მისი შედეგების მიხედვით

    მასწავლებელთა ხელფასის და/ან პრემიის განსაზღვრა.

    ეს გამოიწვევს მასწავლებელთა დაინტერესებას, და კარგი მასწავლებლების

    მოზიდვას სკოლაში.

    ცუდი მასწავლებელი ქართული სკოლის მთავარი პრობლემაა!

  5. qristine on

    დღევანდელ თაობას კიდე ერთხელ ნუ მიაწებებ ახლა კიდე რაღაც იარლიყს.. შენ მეორე თუ მესამე კურსზე ხარ უკვე და წესით უნდა მოგჩვენებოდა კიდეც ადვილი ის ტესტები, რომლებიც ჩვენ ვწერეთ..

  6. nin on

    ყველაზე მაღალი შედეგები 89-იანებს გვქონდა🙂 და იმის მერე გაუარესდა…

  7. Natia on

    77 კი არა ბარემაც 91 მქონდა უნარებში, მარა ამ დაბალი ქულების შემხევარე რო დავინტერესდი და ჩემთვის სტუდენტური უნარების ტესტები გავაკეთე 81 მივიღე.
    ადექი და გააკეთე შენც და ნახავ რა ადვილიც ყოფილა🙂

  8. Leonard Shelby on

    fmagellan – დავით ერთს ვიცნობთქო მიწერია და სწორედ ეგ ერთია მარი :დ
    qristine – არანაირი იარლიყი არ ჭირდებათ. ფაქტი სახეზეა გაცილებით დაბალი იყო ქულები წელს ვიდრე ორი წლის წინ.არადა ინგლისური გაიოლებული იყო აშკარად(უნარებს რომ თავი დავანებო)

    Natia – გავაკეთე, მაგრამ სახლში გაკეთება სხვაა და იქ კიდევ სულ სხვა. ამიტომ ძნელია ეგრე შედარება. უნარებში ანალოგიები იოლად მეჩვენა, თან მეორენაირ ანალოგიებში მხოლოდ ერთი სიტყვა იყო შესარჩევი და არა წყვილი. ტექსტები(მესამე მეოთხე ვარიანტები ვნახე) ჩემ ტექსტებზე ბევრად უფრო იოლი იყო.
    შენ 81 აიღე ისე რომ არ გიმეცადინია, ანუ “ფორმაში არ იყავი” აბიტურიენტობის დროს ალბათ იგივე შედეგს აჩვენებდი, რა შედეგიც თავის დროზე გქონდა.

    ეგ არაა ამ ბავშვების გამართლება რომ რთული იყო ტესტები, არაფრით არ იყო ძველ ტესტებზე რთული.

  9. Natia on

    ეგ ვარიანტიც შესაძლებელია, მაგრამ ის უფრო დამაჯერებლად ჯღერს რომ ტესტები გართულდა ვიდრე ის რომ მთელი თაობა 2 წელიწადში დაჩლუნგდა

  10. Leonard Shelby on

    Natia მთლად დაჩლუნგებას ვერ ვუწოდებ ამას, უბრალოდ 91-92(უფრო პატარები არ ვიცი, შეხება ძალიან ცოტასთან მაქვს და იმიტომ) ნაკლებად განათლებულები არიან, ნაკლებს კითხულობენ და შესაბამისი შედეგი აქვთ კიდევაც გამოცდებზე.
    ქართული და ინგლისური არ გართულებულა, პირიქით გაიოლდა, მაგრამ ქულები მაინც დაბალი აქვთ. ნუ კარგი უნარებზე აღარაფერს ვიტყვი, ეგ ყოველთვის ყველაზე სადაო საგანია ხოლმე.

  11. Natia on

    სხვათაშორის აქამდე არ დავკვირვებივარ ამ ფაქტს, მაგრამ საქართველოში ბოლო 3-4 წელია რაც საკაიფოდ გაიდგა ფესვები ინტერნეტ სამყარომ (მეზობელ ჟორასაც აქ ადნო) შეიძლება ეგ ფაქტორიც მოქმედებდეს…
    მარა სიმართლე ვთქვა რაღაც მხრივ მომწონს კიდევაც ეგ ტენდეცია… ძალიან ბევრ პროფესიას სულაც არ სჭირდება დიპლომი და არცაა აუცილებელი ყოველი მეორე დიპლომიანი იყოს

  12. Leonard Shelby on

    Natia მაგ აზრის ვარ მეც, რომ არა აუცილებელი ყოველ წელს 30 000 აბიტურიენტი გვყავდეს, ყველას უმაღლესი უნდოდეს. მაგრამ საქართველოში უდიპლომობა ჯერ კიდევ უტყდება ხალხს.
    ინტერნეტი თავისუფლად შეუძლიათ ისე გამოიყენონ, რომ ეროვნულ გამოცდებზე წაადგეთ, მაგრამ შენი მეზობელი ჟორასი არ იყოს უმეტესობას მარტო ადნო-ებში საჩეთაოდ იყენებს ნეტის უსაზღვრო შესაძლებლობებს

  13. Sophie Golden on

    არავის ეწყინოს, მაგრამ, მგონი, “90-იანები” ცოტა მოიკოჭლებენ, იმიტომ, რომ რაც დრო გადის, ტესტები უადვილესი ხდება და ქულები კიდევ – უარესი.
    მე პირველი ეროვნულები ჩავაბარე (2005) და მაშინ მხოლოდ 100%-იანი დაფინანსება იყო. ახლა ვფიქრობ, გრანტი რომ არ მიმეღო, როგორ უნდა გადამეხადა თსუ-ს სწავლაში ფული? უჟას!
    უბრალოდ, სკოლები იმდენადაა გაბანძებული და ხალხს სწავლა საერთოდ აღარ უნდა, რომ რა გვეშველება, არ ვიცი😦 მალე საქართველო სავაჭრო ცენტრების, რესტორნების და სასტუმროების “მოხელეების” ქვეყნად იქცევა😐

  14. mr.picasso on

    ვულოვცავ შენს ძმას ჩემი და ჯავახიშვილში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე მოხვდა. ისე ეგ ფაქტი მეც შევამჩნიე წელს ბევრად დაბალი ქულებით ჩაირიცხნენ

  15. vasasi on

    რა დასამალია, რომ ყოველ წელს აბიტურიენტების ძალიან სუსტი თაობა მოდის..

    ჩემი მეგობრების დები მოეწყვნენ, 45 ქულას არც ერთ საგანში არ აცილებიან..
    თმები ყალყზე დამიდგა და ყბა ჩამომივარდა..

    მართლა ძალიან დაბალი დონე იყო წელს..

    მე 89-იანი ვარ, და მახსოვს, გრანტზე დიდი კონკურსი იყო.. იმდენად მაღალი ქულები იყო, რომ ჩემი 83 ქულით ძლივს შევეკვეხე 100%-იანებში..

    ჰო, ისა.. მეც ვულოცავ შენს ძმას.. :))

  16. Leonard Shelby on

    Sophie Golden – პირველი ეროვნულები ყველაზე იოლი იყო(უნარები და ისტორია-გეოგრაფია). მე არ ვამბობ რომ 90-იანები მართლა “ოქროს თაობა ვართ”, მაგრამ ჩვენსა და 88-89იანებს შორის არაა იმხელა ნაპრალი, რამხელაც ჩჳენსა და 91-92იანებს შორის არის. ეს არამარტო რა?სად?როდის? სუპერლიგის შემადგელობებიდან და ეროვნული გამოცდების შედეგებიდან მგონია, ამ ყველაფერს ჩემს გარშემო ადამიანებში ვხედავ.
    Mr.piccaso – ჩემი კოლეგა გამხდარა შენი და :დ ვულოცავ

  17. A_I on

    ეჰჰ… ჩემ დროს სად იყო უნარები და კარგი ცხოვრება😀 ქართულის გამოცდა მახსოვს მთელმა სკოლამ გადაიწერა (“შპარგალკა ყველას ჰქონდა აბსოლუტურად”), მათემატიკას და ენას არაუშავდა, ბოლოს მახსოვს ისტორია იყო და დირექტორი იბარებდა: “ხოო… წინა გამოცდებში ერთი 4 გყავს დანარჩენი 5ები… 4-ს დაგიწერ აქაც… ხომ არ გეწყინება?”

    არა, რაც არ უნდა იყოს ამ რეფორმას გაუმჯობესება მოჰყვა.

  18. კუდა on

    გეთანხმები, დრო გადის და დონე ეცემა. ასე შორს ვერ წავალთ.

  19. dreamar on

    ჩემთან სახლში ყველაზე მაღალი ქულები ეროვნულებში მე მივიღე. პირველი ეროვნული გამოცდები ჩავაბარე, ჩემს შემდეგ ჩემმა ორმა დამაც ჩააბარა. ვერ ვიტყვი, რომ რამით ჭკვიანი ვარ მაგათზე. ჩემი აზრით, წელს უნარების ტესტები იყო გართულებული. არ მინახავს, მაგრამ ჩემმა დამ ასე მითხრა🙂 ჩემი და თსუ-ში მოხვდა იურიდიულზე🙂 თან არ ემზადებოდა რეპეტიტორთან.
    P.S. შენს ძმას ვულოცავ ჩაბარებას🙂

  20. najafsandal on

    მე 89–იანი ვარ და მეორე ეროვნულები ჩავაბარე (90 ქ.). პირველი ეროვნულების შემდგომი ყველა თაობისგან მესმის, რომ ‘ტესტები შარშანდელთან შედარებით გართულდა’, 1–2–ჯერ გადავამოწმე უსაქმურობისგან – დროც დავინიშნე და გამოცდასთან მიახლოებული გარემოც შევიქმენი, მაგრამ შედეგი დიდად არ განსხვავდებოდა (+ – 1)🙂 .

    ნიკას პათოსს ვიზიარებ. მეც მგონია, რომ უბრალოდ არ კითხულობენ ბავშვები. არ მესმის, რა საჭიროა რეპეტიტორთან მომზადება უნარების გამოცდის ჩასაბარებლად?! basic არითმეტიკა და სასკოლო ზოგადი განათლება + რამდენიმე წიგნი კლასგარეშე ლიტერატურიდან = საშუალოდ 70–75 ქულას😀 მეცინება ხოლმე არგუმენტებზე: ‘უნარებში მარტო ბოლო 3 თვე ვემზადებოდი და ვერ მოვასწარი’ etc. იმჰო ტყუილად ფლანგავენ ფულს : )

  21. მიხო on

    გაგიჟდით ხალხო??? წლებთან ერთად იოლდება ტესტები არა ისა….😐 ისე გართულდა რომ მეტი აღარ შეიძლება.
    მინიმალური ზღვარი 50%–ზე ავიდა. ესაა იოლიიი???

  22. any on

    ხალხოო!!!სულ ნუ გაგიჟდით,პირეველი უნარები ყვეკაზე მარტივი იყოო…მასწავლებელი აგარ მაწერინებდა იმმიტო რო 2-ჯერ დავწერე და 90 ები ავიგე.სჰემდეგ უპარო რტულდებოდა სჰატრჰსან კი ნამდვილი სესჰინელება იყო,მატემატიკური ნაწილი დაახლოებიტთ იგივე სირთულის ,მაგრამ ვერბალური წინა წლებთან სჰედარებით გაცილებით რთული იყო.უნარების გარდა მათემატიკაზეც ილაპარაკეთ ნახეტ ერთი რაები მოიტანეს და მერე სჰეადარეთ წინა წლებისას თქვენც დარწმუნდებით რომ გაცილებით რთული იყო.

  23. Leonard Shelby on

    any პირველი ეროვნულები იყო ყველაზე იოლი, თუმცა იმის გამო რომ წინა წლების პრაკტიკა არ არსებობდა, ძალიან რთული იყო აბიტურიენტებისათვის ჩაბარება. შემდეგ წელს და იმის შემდეგ ნელ-ნელა გართულდა. აი შარშანდელი კი ყველაზე იოლი მასალა იყო მემგონი, როგორც ვერბალურის ტექსტებიმ ასევე მათემატიკური ნაწილი.

  24. ჩალიჩა on

    ამ ხალხს ვეღარ ვცნობ გამოცდებზე გადიან თუ დასახვრეტ კედელთან ნეტა, ვაახ… სუ გადარია ამ სინუს კოსინუსებმა, წამოწექი ხის ძირში, ცალ ხელში პივა, ცალ ხელში სიგარეტი და უშვი რგოლები რამდენიც გინდათ რას იტანჯავთ ამ ახალგაზრდობას, მერე იქნება პივის სმაშიც გავიდეთ გამოცდებზე, იქ ეგრევე უფასოზე მოვხვდები… ჩერეზ ნაბერეჯდნნნ… 🙂 – აქ გავიცინეეე


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: