მსოფლიოში საუკეთესო …?


World’s Greatest Dad-ს ვუყურე დღეს. ფილმი ორი მიზეზით ვნახე. 1)საქმე არ მქონდა არაფერი და პირველი ეს ფილმი შემეჩეხა კინოების ძიებისას.2) მიყვარს როდესაც ცნობილი ჰოლივუდელი თამაშობს ხოლმე Indie ფილმში მთავარ როლს.

რობინ უილიამსზე როგორც კომიკოსზე არასოდეს მეცინებოდა დიდად. ნუ Flubber ბავშვობაშჲ ვის არ უყვარდა, ნუ აღარაფერს ვამბობ Jumanji-ისა და Hook-ზე. ასაკის მატებასთან ერთად უილიამსი როგორც მსახიობი ისე უფრო დავაფასე და მომეწონა. ჯერ იყოდა Good Morning, Vietnam-ში იმუშავა მაგრად, შემდეგ საქართველოში საკულტო ფილმ Dead Poets Society-ში ჩაატარა მასტერკლასი, ამას ტერი გილიამის Fisher King-ში მოჰყვა დაუვიწყარი პერის თამაში, ბოლოს იყო გას ვან სენტის Good Will Hunting. ამის შემდეგ რობინ უილიამსი ნელ-ნელა გაფუჭდა, ედი მერფიზაცია განიცადა, სულ უფრო და უფრო ცუდ ფილმებშჲ დაიწყო მონაწილეობის მიღება და სულ უფრო ნაკლებად მიჩნდებოდა სურვილი მისი მონაწლიეობით ფილმები მენახა.

დღეს ზემოთნახსენები ოირ მიზეზის გამო უახლეს ფილმს მისი მონაწილეობით, World’s Greatest Dad-ს ვუყურე და ….

ფილმის მთავარი პერსონაჟი ლენსი(უილიამსი) ლუზერია. ძალიან ცუდი მამა, არშემდგარი მწერალი და ფარჩაკი პოეზიის მასწავლებელია. შვილს ეზიზღება, პატივს არ სცემს მშობელს, მის გაკვეთილებზე არავინ დადის, მისი მცდელობა დაიბეჭოდს მისი წიგნი 4-ჯერ უშედეგოდ დასრულდა. მის შვილს კაილს Spy Kids-ში რომ ბანდერასის ბაღანას თანაშობდა ის ბიჭი თამაშობს. საზიზღარი პერსონაჟია კაილი. მძრეველა, აზაბოჩენი ბიჭი. მისი ტვინი მხოლოდ ვაგინაზე,ანუსზე, სექსა და პეტინგზე ფიქრობს.

ერთ დღეს ყველაფერი იცვლება. კაილი შემთხვევით თავს მოიკლავს(როგორ და რანაირად არ გეტყვით).

უილიამსის პერსონაჟი გადაწყვეტს თვითმკვლელობას დაამსგავსოს ყველაფერი და შექმნას მითი თითქოს კაილი გენიოსი მწერალი იყო, რომელსაც ძალიან უყვარდა მამა, ბევრს ფიქრობდა ცხოვრებასა და პრობლემებზე. აი სწორედ აქ იწყება ისტორია რომელიც გენიალურად ვითარდება. რეჟისორი არაჩვეულებრივად კარგად დასცინის თვითმკვლელობის შემდეგ კულტად ქცეული პიროვნებების ფენომენს. რა ცოტაა საჭირო ყველაზე საზიზრარი და შეუმჩნეველი ადამიანიდან გაქციონ მისაბაძ მაგალითად, შენი ფოტოები ყელსაბამით დაჰქონდეთ, შენ ნაწერებს ყოველდღე კითხულობდნენ, გახდე most influential პიროვნება.

გულისამრევია რობინ უილიამსის პერსონაჟის საქციელი. მას სურს თავისი მკვდარი შვილისაგან მიიღოს ის რაც ცოცხალმა არ მისცა. მას სურს იამაყოს თავისი პირმშოთი რომელიც ანტიპოდია იმ ადამიანისა რომელსაც თავად ძერწავს ეხლა მისივე ხორცის ნარცენებით, მისი გვამით. კაილს ეზიზღებოდა მუსიკა და კინო. მომღერალს რომელსაც ყველაზე მეტად ვერ იტანდა ლენსმა მის საყავრელ მომღერლად აქცია, იმიტომ რომ მას უნდოდა ასე ყოფილიყო. კაილი არასოდეს სცემდა პატივს ლენსის საყვარელს, უილიამსის პერსონაჟმა კი ყველაფერი ისე გააკეთა, რომ საპირისპიროდ გამოჩენილიყო. მან ახალი კაილი შექმნა.

ლენსი სუპერ პოპულარული გახდა. გმირი მამის სტატუსი მალევე მოიპოვა და მისი შვილის სახელობის ბიბლიოთეკის გახსნაზე უამრავი ხალხი მოგროვდა. იმ სკოლაში ხსნიდნენ კაილის სახელობის ბიბლიოთეკას საიდანაც კაილს საერთოდ გაგდებას უპირებდნენ სუიციდამდე. თავიდან ძნელია შენს გამოგონილ სამყაროში იცხოვრო, მერე სიტკბოს გრძნობ ცოტახანი, ბოლოს კი გზიზღდება ყველაფერი. განსაკუთრებით კი შენი თავი.

მსოფლიოში საუკეთესო მამა მხოლოდ თავისი შვილისთვის არ იყო საუკეთესო, იმ ადამიანისთვის ვისაც მართლა სჭირდებოდა მისი მამობა. არადა მისმა ნაწერმა არაერთ ახალგაზრდას გაუწია მამობა და მოაბრუნა ამქვეყნად.

მთელი ისტორია ერთ მუშტადაა შეკრული და შესანიშნავადაა გადმოცემული. უილიამსისა და შვილის ურთიერთობა, უილიამსის საყვარელთან კავშირი, ეჭვიანობა, შვილის სიკვდილი და სკოლის ატმოსფერო. ის ამაზრზენი და საზიზღარი სურათი თუ როგორ იქმნება კერპი გარდაცვლილი ადამიანისაგან. მარკ ფოსტერის ფილმი გამახსენდა  Stay. ფილმში რაიან გოსლინგის პერსონაჟის საყვარელი მხატვარი არის ბიჭი რომელიმაც 21 წლის ასაკში თავი მოიკლა, მანამდე კი ყველა თავისი ნამუშევარი გაანადგურა და სწორედ ამით იქცა საკულტო მხატვრად, ადამიანი რომლის ერთი ნახატიც კი არავის უნახავს. სწორედ ასეთ აბსურდულ იდიოტობებზე ძალიან ძალიან შავად ხუმრობს ფილმის რეჟისორი, ჩემთვის აქამდე უცნობი ბობკეტ გოლდუეითი(ვერც დავიმახსოვრებ ამის სახელს).

რობინ უილიამსის პერსონაჟის ეს სიტყვები მომეწონა ძლიერ.

“მე მეგონა რომ ყველაზე ცუდია ამ ცხოვრებაში მარტო დარჩე, სინამდვილეში ყველაზე ცუდია  დარჩე ადამიანებთან რომლებთანაც თავს მარტოსულად გრძნობ”

უყურეთ არ ინანებთ. გოლზე დევს და გადმოიწერეთ.

8/10

Advertisements

4 comments so far

  1. ბაბისა on

    mm saintereso chans. martla sasaciloa xolme rogor iqmneba xalxistvis gmiri, tu kargad imushaveb masebis fsiqologiaze, yvelaferi shesazlebelia :))

  2. Katten Försvann on

    საინტერესო ფილმი ჩანს ნამდვილად!

  3. Taa on

    petingi raga aris?

  4. NUMB on

    sainteresoa, aucileblad vuyureb 🙂


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: