როგორც იქნა!


2001 წლიდან კალათბურთს ვუყურებ. 2001 წლის NBA-ს ფლეი-ოფებიდან მოყოლებული (ფილადელფია-ტორონტოს მეორე თამაში) ეს სპორტის სახეობა ჩემთვის საუკეთესოა, წლების სვლასთან ერთად სულ უფრო და უფრო ღრმად ვრწმუნდები ამაში.

საქართველოს ნაკრები რამდენი წელია B დივიზიონში წვალობს ხან ფინეთთან წააგეს, ხან მაკედონიასთან შარშან შვედებთან გასვლაზე დამარცხების სემდეგ გაირთულეს ამ შესარჩევისთვისც საქმე. არადა შემადგენლობით ყოველთვის ვჯობდით მეტოქეს ნბა-ს მოთამაშე(ები), დაბალანსებული შემადგენლობა, მაგრამ მთავარი გვაკლდა. ეს მთავარი კი დაცვაში თამაშია. ისევე როგროც ნებისმიერ სპორტის სახეობაში დაცვა იგებს ტიტულებს, შეტევა კი მაყურებელთა გულებს მხოლოდ. აი წელს მოუმატეს ბიჭებმა დაცვაში და შედეგი სახეზეა. ფლეი-ოფში ითამაშებს საქართველოს ეროვნული ნაკრები. თან იმდენი მოახერხა გუნდმა, რომ პირველზე გავიდა და შედარებით იოლ მეტოქეს, ბელარუსს შეხვდება, თანაც მოედნის უპირატესობა ექნება.

მიხარია რომ რაგბის გარდა სხვა გუნდურ სპორტის სახეობებშიც რაღაცას მივაღწიეთ, ნუ ფლეი-ოფი ჯერ არაფერი არაა, მაგრამ გული მიგრძნობს ბელარუსს მოვუგებთ.  კარგი გუნდი გვყავს მარტო ზაზა ფაჩულიაზე არაა ყველაფერი დამოკიდებული. 4-5 კაცი რეგულარულად აგროვებს 10 და მეტ ქულას.  სკამზე ნორმალური მოთამაშეები გვყავს, რომლებსაც მანუჩარ მარკოიშვილი მიემატება. აბ ბიჭს ტრამვა აქვს, თორემ სერიოზული ძალაა. სანიკიძე და ცინცაძე როგორც მოთამაშეები ძალიან გაიზარდნენ, შეტევაში ნაყოფიერ თამაშთან ერთად დაცვაში კარგი თამაშიც ისწავლეს. ელისი გუნდს ავსებს ზუსტად იმას აძლევს რაც ჭირდება, მომაკვდინებელ სამიანებსა და ჩაჭრებს, რომლებიც fast break point-ებს გვაღებინებს.

დღევანდელი თამაშით კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ უდიდესი სიამოვნება მივიღე გამარჯვებით. ასე ბოლოს რა სპორტული თამაში გამიხარდა აღარც მახსოვს, მემგონი საქართველო – ნამიბია რაგბის მსოფლიოზე იყო უკანასკნელი სასიხარულო ფაქტი ქართულ გუნდურ სპორტის სახეობებში.

იმედია ა ლიგაში ვიქნებით მომავალ წელს და კიდევ უფრო დიდი იმედი მაქვს, რომ ჯამლეტ ხუხაშვილი დაანებებს კომენტაორობას თავს, მეც დამასვენებს და კიდევ უამრავ მაყურებლესაც თავისი უაზრო, გაუთავებელი ლაპარაკითა და რეპლიკებით. ჩინებული ჩინებულის გარდა სხვა რაღაცაც არის კალათბურთი, ისეთი რომ ფეხბურთზე გაცილებით ლამაზი საყურებელია. (ფეხბურთს იმიტომ ვადარებ რომ სპორტის მეფედ ითვლება)

10 comments so far

  1. Katten Försvann on

    mec mixariaaaa🙂

  2. A_I on

    რა დროს დავანებე კალათბურთს თავი😀😀😀

    კიდევ კარგი რომ კალათბურთი და რაგბი მიიწევს წინ, იმიტომ რომ ფეხბურთი ჩვენთან გარდაიცვალა და რენიმაციას აღარ ექვემდებარება…

    იმედია დავამარცხებთ ბელორუსსაც.

    BTW როდის არის თამაში?

  3. Natalia on

    ვაჰ, მოიგეს?

    თვითონ მოედანზე რა სასიამოვნო იქნება გამარჯვების შეგრძნება მაყურებლისთვის არა?

  4. mariakhsiashvili on

    ძლივს:)

  5. vasasi on

    au, ra Zalian magari iyoo!…

    marTla, ase axlos arasodes vyofilvarT A diviziontan..

    imedia, gavZvrebiT..😉

  6. nacarqeqia on

    ყველას თავის აზრი აქვს, მე ფეხბურთი უფრო მომწონს. ისე კი რათქმაუნდა გასახარელია ქართველთა ესეოდენი წარმატება. თორემ ფეხბურთი საქართველოში ფეხბურთი წლისთავსაც გადაიხდის მალე…
    გადავალთ აბა რას ვიზამთ, ქართველები არ ვართ. :d

  7. pirtskhelani on

    oo es magari warmatebaaa = )))))))))))) jimaven tu ara luqsemburgebs = ))))

  8. Leonard Shelby on

    Natalia – სამწუხაროდ წასვლა ვერ მოვახერხე და მაგრად ვნანობ. : (
    pirtskhelani – არ გინდა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა რომ ოდესმე ვინმეს მოუგოს 8-იდან 7 თამაში ჯგუფში?!

  9. ჯორჯ პაიკი on

    გეთანხმები, თამაშის ხარისხი ნამდვილად არ იყო სახარბიელო. იმდენი ელემენტარული შეცდომა დაუშვეს ჩვენებმა რომ 3–4 შეხვედრას ეყოფოდა. ბელარუსს უნდა მოვუგოთ!!!

  10. sandro on

    მეგობრებო თქვენ ალბათ არ იცით, – ზაზას ყველაზე მეტი მოხსნა აქვს მეტოქის ფარზე ნბა-ში… (ჯამლეთი) :DDDDDDDDD


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: