ჩემი ოცნებაა!!!


მე ვოცნებობ ხოლმე. დიახ მეგობრებო ჩემნაირი ბგე ვაჟკაცი დროს უთმობს ფუჭ(ვინ იცის) ოცნებებს. მე მიხარია, რომ ალბათ პირველი ვარ ვინც ვაჟკაცობა და ოცნება ერთმანეთს დაუპირისპირა. ეს სხვა დროისთვის, ეხლა კი მინდა ჩემი ოცნებებისა და სურვილების მცირე ჩამონათვალი გაგაცნოთ.

მე ძალიან მინდა/ჩემი ოცნებაა

1)საქართველოში გოგოები ფეხებს კარგად იპარსავდნენ და შავ წერტილებს არ ვხედავდე ხოლმე

2)მდედრები ძუძუებს შორის თმას რამეს უხერხებდნენ. არაა სასიამოვნო, როცა მომავალი ბავშვების დედა ბანჯგვლით მიტოლდება და მამარცხებს ხოლმე.

3) ტაქსისტები ჩუმად ისხდნენ მანქანაში. საქართველოს გადარჩენის უეჭველი გეგმები და ფაიზაღი გზები მიშას გადაგდებისა არ მაინტერესებს დიდად

4)საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ფუნქციონირება შეწყვიტოს, ოფიციალურად.

5)საზოგადოებრივი ტელევიზიის სლოგანი “არხი განწყობისათვის” მაგივრად შეიცვალოს “ჩვენ გადაცემების გაკეთება არ ვიცით”

6)”თენდება გვიან” და “ყავა და ლუდის” ყველა სეზონი ნახოს ორივე სერიალის რეჟისორმა. იქნებ მიხვდნენ, რომ სატანას ემსახურებიან

7)მარშუტკის მძღოლები სულ არ წუწუნებდნენ, ბენზინს არ ასხამდნენ როცა მე ავდივარ მაშინ, სასურველია არც ზეთი გამოცვალონ და არც სვეჩები, ნუ თუ იკაცებენ და მანქანას დაქოქავენ ავლაბრამდე მადლობელი ვიქნები მხოლოდ.

8)მთელ მსოფლიოში მშვიდობა სუფევდეს. ეს ისე ვითომ მის მსოფლიოს შესარჩევ კონკურსზე ვარ. არავინ არ იცის რა ხდება, მუდამ ფორმაში ყოფნას ვცდილობ.

9)შალვა ნათელაშვილთან, ბოკერიასთან, სააკაშვილთან, ძმებ გაჩეჩილაძეებთან, სანიკიძესთან ერთად სუფრაზე დამსვა. მარტო ჩვენ რომ ვიყოთ პლიუს აქუაბრდია თამადად. სადღეგრძელოები მაინტერესებს მარტო.

10)უცხოეთში ყოველ მეორე კვირას ჩვენი თანამოქალაქეები თავს არ გვჭრიდნენ ძარცვითა და სირობებით.

11)Red Hot Chili Peppers-მა ახალი ალბომი გამოუშვას

12)Interpol-მა და Strokes-მაც ბარემ იგივე ქნას

13)საქართველოში ჩემი საყავრელი ბენდებიდან 3 მაინც ჩამოვიდეს

14)“ალანიამ” HDTV ხარისხით მაინც გაუშვას ფილმები. გვესმის რომ ბიტკომეტს მაგრად ხმარობენ და Ts და SCR ხარისხით ფილმებს სწრაფად ტრეულობენ, მაგრამ Tv-ში არც ისე კარგი საყურებელია მაგ ხარისხით ფილმები.

15)ყველაფერზე არ ასიგნალებდნენ მძღოლები.

16)ტანსაცმლის მაღაზიაშებში კონსულტანტები(გამყიდვლები) იღიმებოდნენ. ტანსაცმლის საყიდლად შევდივარ, მათ შესაბმელად ხო არა.

17) უპატრონო ძაღლები ერთდროულად ააალდნენ მთელს საქართველოში და დაიფერფლონ

18)Coldplay არ ითვლებოდეს ყველაზე კარგ ჯგუფად, Prison Break საუკეთესო სერიალად, “კოხორი” ყველაზე მაგარ ვიდეოდ, გუბაზ სანიკიზე ყველაზე დიდ პატრიოტად, Twilight ნორმალურ(მითუმეტეს კარგ) ფილმად და ლელა კაკულია წინასწარმეტყველად.

19)დაინგრეს სტერეოტიპი მუსიკის აზრზე არ ხარ თუ PInk Floyd ან Led Zeppelin არ მოგისმენია(არუსმენდი ან უსმენ), პაზოლინი, ბერტოლუჩი, ანტონიონი ან ბერგმანი თუ არ გიყვარს კინო არ იცი რა არის,  მარკესი თუ არ გიყვარს, დოსტოევსკის მამას თუ არ ეძახი ლიტერატურა შენთვის უცხო ხილია.(პირველი ვარიანტი)

20)დაინგრეს სტერეოტიპი მუსიკის აზრზე არ ხარ თუ Velvet Underground ან Radiohead არ მოგისმენია. ჯარმუში, კუბრიკი, ჰიჩკოკი ან ბარტონი თუ არ გიყვარს კინო არ გაგისინჯავს. კამიუსა და ვიანს თუ არ იცნობ ბორისას ლიტერატურაში ჩაინიკი ხარ, აჰჰ ხო კუნდერა გამომრჩა კიდევ. (მეორე ვარიანტი)

კარგი იქნება ეს 20 პუნქტი თუ შესრულდება, მანამდე კი სამი დღით თბილის ვემშვიდობები, ან ორით ვინ იცის.

პ.ს ეს სიმღერა მიყვარს მომავალი 3 დღე მაინც. დღეს ვიგემე პირველად და ძლიერ მომწონს.

Joanna Newsom – Peach Plum Pear

პ.ს 2 ძალიან ბევრი ტაგი გავუკეთე ამ პოსტს. მაინტერესებდა როდის მომბეზრდებოდა : ))))

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

26 comments so far

  1. Katten Försvann on

    6)”თენდება გვიან” და “ყავა და ლუდის” ყველა სეზონი ნახოს ორივე სერიალის რეჟისორმა. იქნებ მიხვდნენ, რომ სატანას ემსახურებიან

    ras gulisxmob?

  2. Katten Försvann on

    “17) უპატრონო ძაღლები ერთდროულად ააალდნენ მთელს საქართველოში და დაიფერფლონ”

    sastiki xaaaaaar😦

  3. Leonard Shelby on

    ტომუშკა იმას რომ ძალიან ცუდი სერიალია ორივე. არანორმალურად ცუდი. ისევე როგროც სხვა ყველა ქართული მცდელობა რომელსაც სერიალი ჰქვია. ძაღლებს რაც შეეხება ჩემი ერთადერთი შჲშჲ სწორედ მათ უკავშირდება, შესაბამისად უპატრონო ძაღლები ძალიან დიდ დისკომფორტს მიქმნიან :დ ამიტომ მათი აალების იდეა მომწონს ძალიან.

  4. nata on

    არაა სასიამოვნო, როცა მომავალი ბავშვების დედა ბანჯგვლით მიტოლდება და მამარცხებს ხოლმე.
    vaaa damaintersa aseti qalis xilvam :O tan ro gamarcxebs :))) dzaglebze ar gepatieba😐

  5. matt_b on

    dzaglebis rom geshinia eg sheni problemaa😀
    aserom shegidzlia tviton aalde😀 dzaglebs tavi daanebe :wub:

  6. “შალვა ნათელაშვილთან, ბოკერიასთან, სააკაშვილთან, ძმებ გაჩეჩილაძეებთან, სანიკიძესთან ერთად სუფრაზე დამსვა. მარტო ჩვენ რომ ვიყოთ პლიუს აქუაბრდია თამადად. სადღეგრძელოები მაინტერესებს მარტო” – ვაიმე, მეც დამაინტერესა სადღეგრძელოებმა:)))

  7. ლილიანი on

    nik U rulee!!! :bravo:😀😀😀

  8. Anonymous on

    მგონი კიდევ ერთი პუნქტი კარგი იქნებოდა, კერძოდ, თუკი ქართულ კომენტარებს ლათინური შრიფტით არ დაწერენ

  9. უპატრონო ძაღლებზე გეთანხმები… თუ არ აალდებიან და პლანეტა შეიცვალონ..

  10. nata on

    da anonimurad ar dapostaven :))

  11. ლიშთოთა on

    ქალს ბანჯგვლებს ნუ უშლი, რა სექსიზმია

    დანარჩენი კარგია, განსაკუთრებით ტაქსისტების ამბავი

  12. skyken on

    😀 LoL..

  13. Sophie Golden on

    ბანალური იყო, dear ლეონარდ😉
    შენ სკანდინავიაში უნდა წახვიდე, ფეხებს საერთოდ რომ არ იპარსავენ a s far as I know😉
    “Twilight” კიდევ აშშ-ში უფრო მაგარი ჰგონიათ, ვიდრე აქ.
    დოსტოევსკი თუ მამა არ გგონია, ეგეც შენი პრობლემაა, იმიტომ, რომ “დანაშაული და სასჯელი” რომ წაკითხული გქონდეს, მაგას არ იტყოდი.
    მოკლედ, პატივს ვცემ შენს აზრს და ჩემსას – კიდევ უფრო მეტად😉

  14. Leonard Shelby on

    სოფი ყველგან იპარსავენ ფეხებს. ნუ მე რამდენადაც ვიცი მაგ.საფრანგეთში 40-50 წლის ქალები თავს ანებებენ ფეხებისა და იღლიების პარსვას და შეიძლება მაგ პონტში არიან სკანდინავიელებიც. თვაილაითზე ყველგან გაჭედეს ”ჩემი ოცნება” ამ ფილმს მასშტაბურად ეხება და არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე.
    ბორის ვიანი ძალიან მიყვარს და მილან კუნდერაც, მაგრამ ეგ არ ნიშნავს რომ მათ ვისაც არ აქვთ წაკითხული ლიტერატურის ჩაინიკები უნდა ვეძახო. იგივე დოსტოევსკიზეც. ”იდიოტი” ერთ-ერთი ჩემი ფავორიტი წიგნია, თუმცა ვისაც არ წაუკითხავს ჩემზე ნაკლებ ლიტერატურის მოყვარულად არ მივიჩნევ.
    მესმის შენი პოზიცია. ბანალურობაზე არც გედავები, თუმცა ვგონებ ერთობ სახალისოდ გადმოვეცი ჩემი გულისნადები, მე კი მხოლოდ ეს მსურდა. : )

  15. Taa on

    Exla rom komentaris cera davicko shens postze ugfro vrceli gamomiva😀
    Tan dimas leptopidan vcer damezareba ar mikvars leptopebi, mauss da klaviaturas gaumarjos😀
    xoda kargi posti iko bevri banjgvlebiT🙂
    Twilight saaertod ar maqvs nanaxi da banzi var?:P

  16. Katten Försvann on

    ესეიგი შენი შიშის გულიზე სრულიად უდანაშაულო არსებები უნდა დაიფერფლონ ხოოო? შე სასტიკო შენა.

  17. antimelancholy on

    modi imazec iocnebe rom sheni wish listi ‘mxolod saqarveloshi ” listisavit ar gamasovkdes & yvela avtorobas ar ibralebdes..
    : D

  18. Leonard Shelby on

    თათუშკა – მე პირადად ვისურვებდი რომ თვაილაითი ნანახი არ მქონდეს :დ
    ტომუშკა – მე მზად ვარ გავიღო ეს მსხვერპლი : )))

    antimelancholy – ჩათვალე რომ ვოცნებობ უკვე მაგაზე :დ

  19. vasasi on

    :)))

    kargi iyo..😉 (sun)

  20. Natalia on

    : D

    მომეწონა შენი ოცნებები, განსაკუთრებით ძაღლების აალება, პანიკური შიში მაქვს უპატრონო&პატრონიანი ძაღლების.

  21. kid on

    მე მომეწონა კუნდერა :bis: :bis:

    ანუ მე–20 პუნქტი 😀

  22. iameosi on

    კიდევ – შარდენზე თუ არ ხარ “ნაჯდომი”, საჯდომი ხარ
    კიდევ – მაგარი მობილური თუ არ გიჭირავს, ბანძი ხარ
    და ა.შ. დავამატე რა…🙂

  23. Andy on

    ბარტონი რულამს ! შეიძლება არ მოწონდეს ბევრს , მაგრამ მე მისი რეჟისორული სტილზე ვგიჟდები.

    დოსტოევსკი – დიდ პატივს ვცემ.

    ნუ “ალანია” – ს პრობლემა არ მაწუხებს , მაგრამ სასურველი იქნებოდა.

    ტაქსში მძღოლის დიალოგი – საერთოდ წინ არ უნდა დაუჯდე თუ ხასიათზე ვარ ვყვები და თუ დაღლილი და ლაპარაკის თავი არ მაქვს ვიკიდებ.

    უპატრონო ძაღლების აალება – კარგი იდეაა მართლა ! უბრალოდ დაიფერფლონ.:mrgreen:

  24. kevana on

    მომწონს :d ყველა კარგია.. აგსრულებოდეს : )

  25. doh! on

    nu bedma dagcina aq rom daibade ara?shenistana gaqanebis da inteleqtis adamiani aq codoa ….:D
    dostoevskis da markess ras erchi?
    xo coldplay martla kai jgupia…..

  26. doh! on

    შალვა ნათელაშვილთან, ბოკერიასთან, სააკაშვილთან, ძმებ გაჩეჩილაძეებთან, სანიკიძესთან ერთად სუფრაზე დამსვა. მარტო ჩვენ რომ ვიყოთ პლიუს აქუაბრდია თამადად. სადღეგრძელოები მაინტერესებს მარტო.
    erti egeti ocneba mec maqvs,mishastan ,bokeriastan , merabishviltan da targamadzestan ertad damsva,supraze tan ici ra dros tea tutberidzis tamadobit yvela mandilosans rom locaven,am dros tea magidis kutxeshi nazad nabavs tvalebs da misha pirze dujmomdgari nu karoche ra:DDDDDD
    magari yle politikosebi gvyavs saqartveloshi da ar tqvat exla arao


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: