”იმპორტული” პოსტი


გუშინ დილაუთენია მამაჩემმა გამაღვიძა, სამი თავისუფალი დღე მაქვს და სამეგრელოში წავიდეთო. ყოველ წელს ჩავდივარ ხოლმე დასავლეთში, 5-7 დღით იდეაში დასასვენებლად.

მგზავრობის უმეტესობა მანქანაში მეძინა. მუსიკის თანხმებით ვხედავდი სიზმრებს, ერთი სურამში გამეღვიძა აი პურები რომ იყიდება იქ, ნაზუქებთან ერთად. 500 მეტრიანი მონაკვეთი რომ არის შექმნილი, სადაც რამდენიმე ათეული ქალი ხელს იქნევს, რომელშიაც ან პური უჭირავს, ან ნაზუქი.

ძალიან მიყვარს რიკოთზე გაკეთებული ხაჭაპურები. ოღონდ მართლა. აი ყველი რომ თითქმის არ აქვს, არც ცხიმი და არც არაფერი. დედაჩემის მეგრულ ხაჭაპურს მირჩევნია, რომელსაც ყველი ასკდება ხოლმე. სულ მაგაზე მეჩხუბება დედა ყველაფერი უბედურება და საზიზღობა გიყვარსო. საერთოდ გარეთ გაკეთებული ყველაფერი უფრო მიყვარს, ვიდრე მშობლიურ სახლში დამზადებული. არა დედაჩემი ძალიან ძალიან მაგარი მზარეულია, უბრალოდ მუღამი აქვს ”იმ ცუდის” ჭამას.

ჩავედი ზუგდიდში. ვნახე ჩემები. მაგრადაც დავლიე როგორც წესია. 2-3 დისკუსია გავმართე სხვადასხვა თემებსა თუ პრობლემებზე. კბილებით ვიცავდი ფაქტს რომ ქართველები არ ვჯიშდებით, რომ გოგო მოტაცების შემდეგ არაა აუცილებელი დარჩეს თუ არ უნდა იმ ბიჭთან ყოფნა, ზვიადი რომ არ არის დიადი პოლიტიკოსი და ყოველი სადღეგრძელოს შემდეგ პირჯვრის წერასა და ღმერთისათვის შეთხოვნას ჩემ გოგოს სამუშაო უშოვე და საქართველო გააბრწყინეო, ჯობია ხელი გაანძრიოს მისმა გოგომ ტვინთან ერთად, ნუ თუ ძალიან უნდა სხვა სხეულის ნაწილებიც ჩართოს საქმეში და ისე იშოვოს სამსახური.

ნაწყენი წავიდა სუფრიდან რამდენიმე კაცი. ჩემი წვერები და შორტი არ მოეწონათ(ძალიან ”ევროპულიაო” ) . დაფლეთილია უბედური და რაღაცეები მაქვს ამოქარგული :დ

კოღოებმა როგორც ყოველთვის შემიკიკინეს. დაახლოებით 5-6 ნაკბენი მაქვს უკვე, ღამე ყურთან მიბზუიან დილით კიდევ მკბენენ სადაც ხორცი მიჩანს ყველგან.

დღეს ჩემი ძმის ჩაბარებასთან დაკავშირებით სმა-ჭამა იმართება და ვინ თუ არა მე უნდა დავლიო ბლომად. მამაჩემისთვის დალევა არ შეიძლება და მე ვარ ოჯახის სახე. :დ

ორშაბათს თბილისში ვარ ისევ და იმედია ”იმედიდან” დარეკავენ ამ დღეებში.

პ.ს დაახლოებით ესეთი ვარ ეხლა სამეგრელოში. არა გარეგნულად(ჩაცმას ვგულისხმობ, თორემ ისე ისევ ასეთი ვარ არ გამიკეთებია პლასტიკური ოპერაცია), არამედ ”სულიერად”, არა უფრო ”სიმბოლურად” .  მე და ფერდინანდებს კიდევ ერთი ომი გვწყურია. :დ

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

13 comments so far

  1. ოჯახის სახე კარგი იყო:)))

  2. Natalia on

    ‘შემიკიკინეს’ – ეს სიტყვა მეგრელებს უყვართ ეტყობა, ჩემი ჯგუფელიც აქტიურად იყენებს ხოლმე : D : ))

  3. pirtskhelani on

    bijo shen rame xo ar chaginerges tvinshi chem ar yofnashi :))))))))))))))))

  4. qristine on

    do you speak მარგალურ, წიე?:mrgreen:

  5. nin on

    gzashi mec dzalian miyvars……………..

  6. Leonard Shelby on

    ფირცხელ 14 წელია მიცნობ. შენ მაინც არ იცი რომ ჩემ ტვინზე არაფერი ინტეგრირდება : )))
    Natalia – რავი შეკიკინებას ბევრი ”ხმარობს” :დ

  7. ico on

    სამეგრელო – ჩემი დარდი :უსერ:

  8. tatushka55 on

    chvishtarebi camomige da galis plani😀

  9. dreamar on

    მეც ისეთი ხაჭაპური მირჩევნია ცოტა ყველი რომ აქვს.ზედმეტად ცხიმიანი არ მიყვარს😐

  10. ბაბისა on

    sufta qartuli situacia iyo agwerili:))vixalise😀

  11. Lord Vader on

    არადა იყო დრო, შორტებიზა ცემდნენ ხალხს…

    ეჰ… წახდა ქვეყანა, წახდა🙂

    ხო, რა…

  12. ჰიუსტონ on

    ოჰ, ნაზუქი არ გეხსენებინა და გულში დანა ჩაგესო!😀
    როგორ მიყვარს და როგორ არ შეიძლბა ჩემთვის ეგ😐

  13. Kate on

    მგონი ჩემზე კარგად მაინც ვერავინ მოახერხებდაამ პოსტში ჩაწვდომას.
    აზროვნებიდან დაწყებული კოღოებით დასრულებული.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: