Sweet home


დღეს დავბრუნდი მშობლიურ თბილისში. ძალიან მეზარება დალაგებულად წერა, ამიტომაც ისე დავწერ როგორაც არ მეზარება.

1)კოღოებმა შემჭამეს სამეგრელოში. სისხლს  მწოვენ და მწოვენ პლიუს ფსიქიკურ შეშლილობას მკიდებენ ხოლმე, მუდამ ყურთან წუილებენ და მთელი ღამე არ მაძინებენ

2)მიხარია რომ დალევა აღარ მომიწევს. მარტო ჩემი ძმის ჩაბარების სადღეგრძელო სამი განსხვავებულით მაქვს ნათქვამი სხვადასხვა სუფრებზე. მაგისტრატურაზე ჩაბარება გადავიფიქრე, ციროზით სიკვდილს მირჩევნია ნაკლებ განათლებული სამაგიეროდ მოხუცი მოვკვდე

3) გზაში ერთ-ერთ დაწესებულებაზე ასეთი წარწერა ვნახე “იყიდება მზა, შემწვარი ხაჭაპური”.  მაინტერესებდა შემჭვარი ხაჭაპური როგორი იყო, მაგრამ გასინჯვა ვერ გავბედე.

4)უნივერსიტეტში საგნები ამირჩიეს მეგობრებმა. ეხლა არჩეული საგნიდან საბოლოოდ 4 მაინც თუ შემრჩება კარგია, დაიწყება ეხლა ეს იმას ემთხვევა ეს ამასო და მომიწევს სხვა რაღაცეების აღება.

5)როდესაც ქალაქიდან გავდივარ უსაფრთხოების ღვედს ვიკეთებ ხოლმე მანქანაში, ხალხი ისე მიყურებდა სხვა მანქანებიდან გზაზე რომ შემრცხვა ჩემი თავის. მეგონა რაღაც ცუდს ჩავდიოდი.

დღეს კოღოები არ მიკბენენ, ღვინოს არ დავლევ, გზაში არ დავიწვები და საერთოდ მიხარია რომ დავბრუნდი. არადა სულ სამი დღით ვიყავი წასული :დ

რაღაც ეს სიმღერა გამახსენდა ამ პოსტის წერისას,  მისი ტექსტი მიტრიალებდა თავში. No one laughs at God in bed when mosquitos are sucking blood from them ესეთი რამეც უნდა მიმატებინა ტექსტში :დ

Regina Spektor -Laughing with

Advertisements

7 comments so far

  1. Katten Försvann on

    Home sweet home! Ö

  2. Natalia on

    პირველად ვუსმენ Regina Spektor-ს, და მგონია არა უკანასკნელად : ))

    პ.ს კოღოები მე აქაც მჭამენ და რავიცი, მთლად გულდამშვიდებული არ იყო 😀

  3. Leonard Shelby on

    Natalia აგერ რეჯინას ბოლო ალბომია და გადმოიწერე. მიმზიდველია საკმაოდ. https://faukclub.wordpress.com/2009/07/15/regina-spektor-and-florence-welchalbum-reviews/

    მე არ მყავს კოღოები თბილისში სახლში და მშვიდად ვარ აგერ უკვე 19 წელია :დ

  4. ლოლ:
    შემწვარი ხაჭაპური:)
    ალბათ, მანამდე მოხარშული ჰქონდათ ხოლმე:)

    ან არადა, რაკი :მზა” აწერია, ანუ მანამდე უმს ყიდდნენ და მყიდველი თავად ამზადებდა და ახლა მზა იქნება:)

  5. ჰო, შემწვარი ხაჭაპური ძაან მაგარია! ისევე როგორც ხაჭაპური შამფურზე 🙂

  6. ბაბისა on

    უჰ, კოღოები მეც მაგიჟებენ და იმაზე უფრო მეშლება ხოლმე ნერვები, რომ ვინც ჩემს გვერდითაა, იმათ არ კბენენ და მე დავდივარ მერე კოპლებიანი :(( მეკაიფებიან, ტკბილი სისხლი გაქვსო :დ ღვედს კი ყოველთვის ვიკრავ და უკვე ისე მივეჩვიე, როცა მავიწყდება, ვფიქრობ, რა მაწუხებს, რა მაკლიამეთქი :)) მზა ხაჭაპური ჰო, მარა არამზა როგორია ნეტა, უნდა უთხრა, მზა არ მინდა, ისე მომეცითო :დ :დ

  7. Sadie on

    აუაუ
    ეგ კოღოები ჩემი წყევლაა : /
    თბილისშიც მპოულობენ
    ერთხელ კიდე ის რო არის, ტეფშზე რო უნდა დაასხა და იმასთან რო მიდიან
    ეგ წავისვი : შშშ
    :user:


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: